ამ რამდენიმე დღის წინ ფორუმზე და ფეისბუქში ერთი ამბავი ატყდა, არიქა გამყრელიძემ ფეისბუქზე გახსნილი ვანოს ფანკლუბი ახსენაო და იქ გაწევრიანებულ ხალხს სულ უსირცხვილოები უძახაო. ეს განცხადება გამყრელიძეს გადაცემა ”პოზიციაში” გაუკეთებია, პირდაპირ ეთერში მიდიოდა და რომ გავიგე უკვე ჩავლილი ამბავი იყო. ჩემი მეგობრები ისე მწვავედ გადმოსცემდნენ გამყრელიძის სიტყვებს, რომ ვიფიქირე ეგაა და კარგი საკბილო მომეცა პოსტისთვის თქო. ფეისბუქზე ისიც დავწერე, აბა ბლოგერებო გამყრელიძეს შევუტიოთ მეთქი; რამდენიმე საათში ჩანაწერიც დაიდო და უნდა აღვნიშნო, რომ ცოტა არ იყოს იმედგაცრუებული დავრჩი. ისეთი მწვავე და დებილური განცხადებაც არ ყოფილა როგორდაც ველოდი. თუმცა აშკარა იყო ის, რომ გამყრელიძემ თავისი განცხადებით ქართული საზოგადეობის ნაწილის დისკტედიტაცია სცადა; ეს განცხადება ისეთ ხალხზე იყო გათვლილი რომელიც არ იცნობს ინტერნეტ ”ქომნიუნითების” ანუ საზოგადოების კულტურას, იქ დამკვირდებულ სხვადასხვა წესებსა და ”მენტალიტეტს” (in general).
მე ხშირად ვწერ ხოლმე იმის შესახებ, რომ პოლიტიკოსებმა ინტერნეტი აქტიურად უნდა გამოიყენონ. აქ არსებული რესურსი აურაცხელია და დიდი ძალა აქვს PR-ში, საქართველოშიც კი. ჩვენთან დღითი დღე იზრდება ინტერნეტ მომხმარებელთა რიცხვი, ხოლო ზოგადად მსოფლიოში ინტერნეტთან და ონლაინ ტექნოლოგიებთან მწყრალად მყოფი ადამიანი თითქმის იგივეა, რაც წერა-კითხვის უცოდინარი ან 1 თაროიან ბიბლიოთეკაში გამოზრდილი ინტელექტუალი.
ინტერნეტ მომხმარებელი ეს ცალკე კასტაა, თუმცა მხოლოდ ჯერ-ჯერობით, რადგან სულ მალე ყველა ინტერნეტ მომხმარებელი იქნება. ისევე როგორც ტელევიზორი და მობილური ტელეფონი, ინტერნეტიც გავრცელდება საზოგადოების ყველა ფენაში.
ამ ფონზე კი ქართველი პოლიტკოსები არათუ არ იყენებენ ინტერნეტს როგორც ძლიერ ინსტრუმენტს, (მითუმეტეს ახლა როცა ეს ჯერ კიდევ ახალი ხილია და შესაბამისად რეიტინგებზე და ხალხის განწყობაზე უფრო მეტი ეფექტი ექნება ვიდრე ხვალ ან ზეგ), არამედ უპირისპირდებიან ინტერნეტ საზოგადოებას. შორს მჭვრეტელი პოლიტიკოსი კი ამას არ უნდა აკეთებდეს ჩემი აზრით.
ვანო მერაბიშვილის ფანკლუბი ფეისბუქზე შექმნა ცნობილმა ქართველმა ბლოგერმა დოდკამ (პოსტი ამაზე იხილეთ აქ), ფანკლუბის შექმნის აქტი მარტივად შეიძლება დახასიათდეს ერთი სიტყვით – სარკაზმი. რა თქმა უნდა, არის ხალხი ვინც ამ ფანკლუბში ვანო მერაბიშვილის მიმართ სიმპატიების გამო გაწევრიანდნენ, მაგრამ ფეისბუქზე და ზოგადად ინტერნეტ სივრცეში ასეთი ფანკლუბები როგორც წესი იხსნება ზემოთ აღნიშნული მიზნით. ისევე როგორც მე შევქმენი ქართველი “ჟურნალისტი” ჯაბა ხუბუას ფანკლუბი; ეს ყველაფერი კი ინტერნეტში გაუთვიცნობიერებელმა ხალხმა არ იცის და შესაბამისად მათ გრძნობებზე მიდის ბინძური სპეკულაცია.
სხვათაშორის ამავე ხერხებს ხშირად იყენებს პრო-სახელისუფლებო პროპაგანდაც. მაგალითად კუირიერ P.S.-ში ამასწინად გასული სიუჟეტი რომელიც თბილისის ფორუმსე ეხებოდა ძალიან ცუდად იყო გაკეთებული და არაფორუმელ მომხმარებელს ძალიან ცუდ შთაბეჭდილებებს უქმნიდა. მაგალითად, გადაცემიდან მეორე დღეს ჩვენთან სტუმრები იყვნენ, მე ვიჯექი და ჩემს Vodka Cranberry-ს ვწრუპავდი, როცა კურიერი P.S.-ის სიუჟეტი ჩართეს და ყურება დაიწყეს (აა გამახსენდა, მაშინ უცნობის და ბურჯანაძის საუბარი გაიპარა მაესტროს ეთერში და იმის განხილვა მიდიოდა ფორუმზე და მაგას ეძღვნებოდა სიუჟეტის ძირითადი ნაწილი). კურიერელების ოსტატურმა გახმოვანებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენს სტუმრებზე – ოპოზიციის მხარდამჭერი მომხმარებლების პოსტებს ძველბიჭური ტონით ახმოვანდბენენ, თუ ოპოზიციონერი მდედრი იყო, მაშინ მიამიტური ტონი გასდევდა ”ერორელი” გოგონას გამკინავ ხმას. სიუჟეტში კონტექსტიდან ამოგლეჯილი კომენტარები ისე იყო წაკითხული, რომ რამდენიმე მაყურებელს ასეთი რაღაც აღმოხდა: ”ნახე როგორ გეგმავენ რაღაცეებს?” ”რა ამაზრზენი ხალხია,” ”ერთი ამათ თავში ჩამახედა” და ა.შ. ერთი კი გავიფიქრე ავუხსნი ახლა ამათ რაც ხდება მეთქი, მაგრამ საკუთარ ნერვებს გავუფრთხილდი და არ ჩავები ამ დისკუსიაში. როგორც წესი ასეთ სიტუაციებში ცუდად ვიქცევი ხოლმე, ან გულგრილად ვუხსნი თანამოსაუბრეს პრობლემას და ვაგრძნობინებ რომ მკიდია გაიგებს თუ ვერ, ან კიდე ვჩხუბობ – ამიტომ საერთოდ არ ვერევი ხოლმე ასეთ უმიზნო და უაზრო გარჩევებში.
ვანოს ფანკლუბის თემას დავუბრუნდები ისევ და გეტყვით, რომ დღეს ფორუმზე გაიხსნა თემა სადაც ერთ-ერთი სტატია იყო დაკოპირებული ქართული საიტიდან ამბები.გე. სტატია ჟურნალ (თუ გაზეთ) ”ყველა სიახლედანაა” აღებული და მისი ავტორი არის ვინმე ანა გიორგაძე. სტატიის პათოსი დაახლოებით ისეთივეა რაც გამყრელიძის გამოსვლა, სიაც კი ჩამოუწერია ქ-ნ ანას ფანკლუბის წევრებისა. ყველაზე მეტად კი ბოლო წინადადება არ მომეწონა და საშინელ სპეკულაციად და სიბინძურედ შევაფასებ პირადად მე. ამონარიდი სტატიიდან: ”თვალში ერთი რამ მომხვდა, ვანო მერაბიშვილის თაყვანისმცემელთა შორის სანდრო გირგვლიანის ტოლი გოგო-ბიჭები ჭარბობენ…” ”ჟურნალისტი” ისეთი დრამა ნარევი ტონით სწერს ამ ფრაზას (თან ბოლოში სამი წერტილი აქვს დასმული), რომ თითქოს ვანოს ფანკლუბში გაწევრიანებულ ახალგაზრდებს გვაკისრებს გირგვლიანის მოვლენებზე პასუხისმგებლობას. ამ ”ჟურნალისტს” რაც ზემოთ დავწერე იმაზე მეტს ვერაფერს ვეტყვი, უბრალოდ კიდევ ერთხელ ვურჩევ – ნუ გააბრაზებთ ინტერნეტ საზოგადოებას და დროა უკვე ერთ ადგილზე ”საჩკაობას” მოეშვათ და შემდეგ Level-ზე გადახვიდეთ.
იხილეთ ლიშთოთას პოსტი ამავე თემაზე.
კატეგორია(ები): ბლოგინგი, ზოგადი | Tagged: დავით გამყრელიძე, ვანო მერაბიშვილი, ინტერნეტი, ნინო შუბლაძე, პოზიცია, ფანკლუბი, ფეისბუქი

გირგვლიანის და სხვათა ტრაგედიებით სპეკულირება ჩვეულებრივი ამბავია ჩვენში! არადა, მართლა ამაზრზენია რა!
ხო, ბოლო ფრაზა განსაკუთრებით “გულის მოსაკლავი” იყო ))) საოცრად, საოცრად ვერ ვიტან, როდესაც ვიღაც ცდილობს ხალხის ემოციებით, მსგავსი ხერხებით სპეკულირებას, ეს განსაკუთრებით ამაზრზენი იყო…
ზოგადად, რამდენი სტატიაც არ ვნახე გაზეთებში (სიუჟეტი ტელევიზიებში) , ყველა ძალიან “ნიუბურად” იყო დაწერილი/გაკეთებული. აშკარად ეტყობა ხოლმე, რომ ავტორი გაგნებაში არაა ინტერნეტ საზოგადოების, სოც ქსელების, ფორუმების და ა.შ. აქედან დასკვნა, რომ ჩვენი ჟურნალისტების დიდი ნაწილი, ისევე როგორც პოლიტიკოსების, ჯერ კიდევ ამრეზით უყურებს ინტერნეტს და მაგის შედეგია, რომ მერე ასეთ “მაღალფარდოვან” სტატიებს წერენ იმაზე, თუ როგორ არიან გაწევრიანებული “საზიზღარი ვანოს ფან–კლუბში, უბედური გვირგვლიანის ტოლი(!! განსაკუთრებული ხაზგასმით) გოგო–ბიჭები”..
კარგით რა..
მე შენი ბოლო ფრაზა მომეწონა საშინლად ;)
არა პრინციპში მაგრად მაინტერესებს ესეთ რექუესტებს რომ გიგზავნიან რა მიზნით ემატები? გამოგზავნის დროს ხომ არ წერია რა მიზანს ემსახურება ესათუის რექუესტი? ეგ იგივეა რო გამოგიგზავნონ რექვესტი სახელწოდებით ყლე და ზედ ყლის გამოსახულება რომ იყოს ვფიქრობ რომ არც ისე სახალისო იქნება ასეთი რექუესტის მიღება არა?
ეგ ჰო, მაგრამ აქ რა შუაშია? ძალით არავინ გაწევრიანებულა ვანოს ფანკლუბში და თუ რატომ წევრიანდებიან, მაგაზე ამხელა პოსტი დავწერე აგე ^ .
That sucks! :bliah:
ზუსტად მაგიტომ გავწევრიანდი მეც მაგ ფანკლუბში, გეხვეწები, სულ არ მკიდია მერაბიშვილი? ისევე, როგორც ყველა სხვა პოლიტიკოსი? ინტერნეტი სულ სხვა სივრცეა მართლა. უკვე წერაც მეზარება ამაზე :|
ჟურნალისტები და ინტერნეტი რომ შორიშორს დგანან ერთმანეთისგან, უკვე ცნობილი ფაქტია და ძლიერ გულისგამაწვრილებელიც :)
ჯერ the spine რომ წერია ფრცხილებში, მაგის ხუმრობანარევობას რომ ვერ მიხვდები, რა გქვია შენ, თუ არა ანა გიორგაძე? :დ
მეც პირადად ”ღადაობისთვის” გავწევრიანდი!
Bas
მეკიდე სწორედ მაგას გეუბნები რო წავიკითხე მაგიტომაც დავწერე ზემოთ აღნიშნული.
არ მესმის რა საჭიროა ყველაფერზე პროვოკაციული და ორაზროვანი მიდგომა როცა შეიძლება თამამად და პირდაპირ გამოთქვა უკმაყოფილება ან კმაყოფილება ამათუიმ პოლიტიკოსის მიმართ
პრინციპში ხო ამ ქვეყანაში ხო მაინცცდამაინც ვინმე უნდა გააღიზიანო რო შეგამჩნიონ ;)
ვერაფრით ვერ ვხვდები რას გულისხმობ :)
me martla mainteresebs, romelia swori forma “mimaretebashi” tu “mimartebit”?
sandros
სწორი ფორმაა ”მიმართებით”
რას შეეხება ფორმას ორივე სწორია არც ერთი გრამატიკული წესი არ არის დარღვეული ამ სიტყვების წარმოესბისას. სტილისტურ და გემოვნების საკითხებზეა აქ საუბარი, თორემ მიმართებაშიც შეიძლება რაიმე მიმართებით მიმართების პოვნა :)
”ლართან მიმართებაში”, ” ჩემთნ მიმართებაში”, ”საქართველოსთან მიმართებაში” … -კალკირებული სინტაქსური კონსტრუქციებია. კალკირებასთან დაკავშიერებით პოსტი შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩემს ბლოგზე.
”მიმართებით მიმართების პოვნა”, – აბა დაგეწერა, ”მიმართებაში მიმართების პოვნა” და ქულა დაგაკლდებოდა. :)
რამდენი რამ არის კალკირებული და რაღა ამ სიტყვიდან იწყებთ ენის სიწმინდეზე ზრუნვას? :)
სადმე გაწერილია, რომ მიმართებაშია არასწორი ფორმა და მიმართებით სწორი, რომ აბიტურიენტი გაეცნოს? :)
შეგიძლია, გაეცნო თენგიზ და ინგა სანიკიძეების ”ქართული ენის სტილისტიკის საკითხებს”.
სასაცილო კი იყო თავიდან ეგეთი რეაქცია, მარა სამარცხვინო უფროა
ჟურნალისტებს დიდი პრეტენზია აქვთ წინ წასულობაზე, მარა სამწუხაროდ, კლასნიკებში ჩარჩენილი ხალხის ნაწილია
იმას რომ ვერ მიხვდები, რომ ეს “პრიკოლისთვის” კეთდება, სირცხვილია და მაგრა ტეხავს
ტყუილად უტრაკებთ ჟურნალისტს – ზუსტად ამ ერთი ფრაზით საზოგადოების “მეგაზეთე” ნაწილში საკმაოდ დიდი პროცნტით გაიზარდა მარკა, დარწმუნებული ვარ რედაქტორის შექებაც დაიმსახურა, იქნებ პრემიასაც გამოკრა ხელი. ასევე რესფექტები გამყრელიძეს. ზუსტად გათვალა ან გაუთვალეს სამაზოლე ადგილი და ჯიგრულად დააბიჯა. რას იზამ, პოლიტიკა ბინძური საქმეა და მაღალი მატერიების გათვალისწინებით თამაშს ვერავის მოსთხოვ.
და კიდევ ერთი, ინტერნეტ მომხმარებლების “კასტა” ვერასდროს იარსებებს, რადგან ყველას შეუძლია გახდეს ინტერნეტ მომხმარებელი, კასტა კი ახალი წევრების მიღების პრინციპს გამორიცხავს
მაგი მწერია მეც კასტაზე :) მაინც და მაინც პირდაპირ ნუ გავიგებთ ახლა :)
ეხლა ისე ნუ გააბანძებთ, რომ სტადიონის გავსებას დაემსგავსოს ეს ბლოგი.მთავარია აზრის ხარისხი და არა რაოდენობა.
ვერ მიგიხვდით? :)
kaco, es vano merabishvilis gverdi aris sakaifod ubralod da kvela magito gacevrianda tore martla vanos fanebi ki ar vart vinc iq shevedit bliaa :D