YOS – არასრულწლოვან პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამა

1993 წელს, კოლორადოს შტატში, დამტკიცდა ახალი პროგრამა YOS (Youthful Offender System) – ანუ სისტემა ახალგაზრდა დამნაშავეთათვის. ეს არის ციხე სადაც ახალგაზრდა დამნაშეევბს, რომელებსაც იმდენად მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი, რომ როგორც ზრდასრული ადამიანები (adult) გასამართლდნენ, ეძლევათ ბოლო შანსი რეაბილიტაციისთვის. ეს გზა არ არის ადვილი. იმ შემთხვევაში თუ ამ პროგრამას ჩააგდებენ ისინი იგზავნებიან ჩვეულებრივ ციხეში და ბოლომდე იხდიან სასჯელს, ხოლო თუ წარმატებით გაივლიან პროგრამას, სასჯელის მხოლოდ ნახევარს იხდიან. პირველი 4 კვირის განმავლოვბაში ისინი იმყოფებიან სამხედრო ტიპის ბანაკში (boot camp), სადაც უწევთ მძიმე ფიზიკური და გონებრივი ვარჯიშების გავლა. ეს ემსახურება მათი კრიმინალური მენტალიტეტის გატეხვას და აგრესიის შემცირებას.

DSC00196.JPG4 კვირიანი დატვირთვის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, ისინი გადაყავთ ძირითად განაყოფში. აქ მათ უწევთ 2–6 წელი ყოფნა. მიუხედავად იმისა, აქ ფიზიკური დატვირთვა უფრო ნაკლებია, მაინც ძნელია სასჯელის მოხდა. მიმდინარეობს ინტენსიური სწავლება (სკოლის პროგრამის), ფსიქო თერაპია და ა.შ. თუ აქაც წარმატებას მიაღწევენ და სასჯელის მოხდას ბოლომდე მოახერხებენ, კოლორადოს შტატი მათ მთლიანად უშლის კრიმინალურ ისტორიას და აძლევს შანსს, ცხოვრების ახლიდან დასაწყებად. ჩავარდნის შემთხვევაში ისინი იგზავნებიან ზრდასრულთა ციხეში, სადაც მათ ელით ძალიან მძიმე ყოფა – სექსუალური თავდახმები, აგრესია, სტრესი და ა.შ.

YOS–ში იგზავნებიან დამნაშავეები რომელთა ასაკიც 14–18 წელია. პროგრამა იყოფა რამდენიმე ფაზად:
1. განათლების, სოციალიზაციის და კრიმინალური მენტალიტეტის დაძლევითი სამუშაოები.
2. პატიმრობის ბოლო 3 თვე: მიმდინარეობს პატიმრის მომზადება, საზოგადოებაში დასაბრუნებლად და სოციუმში უმტკივნეულო ინტეგრაციისათვის.
3. პატიმრის დაბრუნება საზოგადოებაში და მისთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენა (სამსახური, სასწავლებელი და ა.შ.).

ყველაზე მძიმე დღე, არის ე.წ. „ზერო დღე“ (Day Zero). ამ დროს, მთელი დღის განმავლობაში პატიმრები გადიან ენით აუწერელ ფიზიკურ დატვირთვას. დღის ბოლოს მათ ამოწმებს ექიმი, ამის შემდგ კი მათ უშვებენ თავიანთ კამერებში, სადაც უნდა დაწერონ „თემა“ თავისი შთაბეჭდილებების შესახებ, რომელიც მიიღეს ამ დღის განმავლობაში.
შემდეგი 4 კვირის განმავლობაში, პატიმრები არიან ყაზარმულ წესზე და მათ DSC00316.JPGზუსტად ისე ექცევიან როგორც ჯარისკაცებს, შეიძლება უფრო სასტიკად და მკაცრადაც კი. ამ პერიოდში ასევე მიდის მათთვის აგრესიის კონტროლის „სწავლება“ – მათ აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამიცერებენ, მათ უნდა გაუძლონ ამას და არ გამოავლინონ საპასუხო აგრესია. ასეთი მენტალური დატვირთვა განსაკუთრებით ძლიერია ბუთკემპის ბოლო დღეს, ერთგვარი დამამთავრებელი გამოცდაა. წარმატების შემთხვევაში იმართება „კურსის დასრულების“ საზეიმო ცერემონიალი, სადაც დამნაშავეები, პირველად დამატიმრების შემდეგ, ხვდებიან თავისი ოჯახის წევრებს.
ძირითად განაყოფში გადასვლის შემდეგ, იწყება ინტენსიური აკადემიური კურსი, სადაც პატიმრები ვალდებულნი არიან დაასრულონ სკოლის პროგრამა, სკოლის პროგრამის დასრულების შემდეგ კი ისინი ირჩევენ რა უნდათ – ხელობის დაუფლება, თუ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება. დისტანციური სწავლების მეშვეობით პატიმრებს ეძლევათ სასურველ პროფესიას დაეუფლონ და აიღონ კოლეჯის დიპლომი.
თითოეული პატიმრის „შენახვა“ კოლორადოს ბიუჯეტს $65,000 უჯდება წელიწადში.
ახლა სტატისტიკა:
პროგრამის დასრულების შესახებ:
79%–მა წარმატებით დაასრულა პროგრამა.
16%–მა ვერ დაასრულა პროგრამა და გადავიდა ზრდასრულთა ციხეში.
4%–ის საქმე გადაიხედა და სასჯელი შეუმსუბუქდათ.

რეციდივის შესახებ:
რეციდივის შემთხვევა პროგრამა დასრულებული პატიმრებში.
6% – გათავისუფლებიდან 1 წლის განმავლობაში.
19% – გათავისუფლებიდან 3 წლის განმავლობაში.
30% – გათავისუფლებიდან 5 წლის განმავლობაში.

ანუ 55%–მა გააგრძელა ნორმალურად ცხოვრება.
ეს საკმაოდ წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს აშშ–ს პირობებში. მოგეხსენებათ აშშ–ში მოქმედებს უამრავი ბანდა (gang), საიდანაც თავის დაღწევა არც თუ ისე ადვილია.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: