გელა დაიაურის ლექსი – ფიქრი გადაგვარებაზე
თებერვალი 24, 2009 16 Comments
ფიქრი გადაგვარებაზე
ზოგჯერ გავიფიქრებ გავგიჟდე და ვთქვა
არაწესიერი ქალის შვილი ვიყო
ხშირად შევიგინო ჩემი დედა
ტრადიციული სტილიდან გავირიყო.
არვინ გაიკვირვოს შეიძლება
გაპრანჭულ ლაპარაკად დავიღვენთო
თმები გავიშალო კულულებად
ცხვირზე საყურე გავიკეთო
კანაფი გავაბოლო კუბები მოვითვალო
ვაჟკაცს ვაჟკაცური არ ვუთხრა
სამჯერ გათხოვილი ცოლად მოვიყვანო
გერები მივიღო საკუთრად.
ვინატრო ანტალია ან ის რიო
სულ არ გავიხსენო ვარძია
როკზე და რემიქსზე გადვირიო
ქართულზე ჩავიუბნო ბანძია
ხშირად ვიწუწუნო დედა მამა მშია
ან ვინმეს ჯიბეს ხელი ჩავუყო
დავკარგო ყველაფერი რაც კი გამაჩნია
მაგრამ ქართველობას რა ვუყო.
გელა დაიაურის ეს ლექსი დიდი პოპულარულობით სარგებლობს ახალგაზრდებში. იმ ახალგაზრდებში, რომლებიც „ნამდვილ ქართველებში“ გადიან – ანუ ევროპას და ამერიკას აგინებენ და კაცმა არ იცის რა კულტურას მისდევენ, იმიტომ რომ ქართულ კულტურასაც მთლად „ვაჟურად“ ვერ ფლობენ. ლექსის მხატვრულ ღირებულებაზე არაფერს ვიტყვი, ეს არაა მთავარი. მთავარია ის გულისტკივილი, ანუ უფრო სწორად რომ ვთქვათ არა ადექვატური გულისტკივილი რაც ამ ლექსიშია გადმოცემული. ნელა–ნელა მივყვები ლექსს და სტრიქონ–სტრიქონ განვიხილავ.
ზოგჯერ გავიფიქრებ გავგიჟდე და ვთქვა
არაწესიერი ქალის შვილი ვიყო
ხშირად შევიგინო ჩემი დედა
ტრადიციული სტილიდან გავირიყო.
ამ სტროფის წაკითხვისას ერთობ გული დაგიამდებათ, იფიქრებ კაცი „მართლაც პრობლემატურ საკითხს შეეხო მგოსანი, ნამდვილად დასაძრახია ქართველ ახალგაზრდებში საკუთარი დედის გინება” და ა.შ. მაგრამ როგორც ლექსის შემდეგი სტრიქონებიდან ირკვევა, რომ ლექსის ეს ნაწილი ე.წ. „გაევროპელებული“ ახალგაზრდების ნაწილს ეხება – ანუ მათ, ვისაც გრძელი თმები აქვთ, საყურე უკეთითათ და ა.შ. საქმე იმაშია, რომ ურთიერთ გამომრიცხავ ცნებებთან გვაქვს საქმე, საკუთარი დედის გინება როგორც წესი ე.წ. „ნამდვილი ქართველი“ ახალგაზრდების ჩვევაა, რომლებიც სხვა და სხვა „ქართული“ ცნებების (და არა მცნებების) დაცვისას იყენებნ ხოლმე. არ ყოფნით რა ინტელექტი და „ბაგაჟი“ საიმისოდ, რომ ნორმალურ დისკუსიაში შემოვიდნენ, ეს ახალგაზრდები როგორც სხვისი ასევე საკუთარი დედის გინებაზე გადადიან ხოლმე. „გაევროპელებული“ ახალგაზრდების ნაწილი კი ამ ტერმინოლოგიას არ იყენებს, მათი უმეტესობა მაინც.
შემდეგი სტროფი:
კანაფი გავაბოლო კუბები მოვითვალო
ვაჟკაცს ვაჟკაცური არ ვუთხრა
სამჯერ გათხოვილი ცოლად მოვიყვანო
გერები მივიღო საკუთრად.
ლექსის ამ ნაწილში საკმაოდ ჩახლართული სიტუაციაა. კანაფიდან ანუ თრიაქიდან დავიწყებ. რამდენადაც ვიცი ამ „ბალახის“ „მოხმარება“ საქართველოში მიღებული იყო, ვიდრე ამერიკის კონტინენტიდან თამბაქოს შემოიტანდნენ. ასე რომ მთლად გადაგვარება არაა კანაფის ქაჩვა. ნუ ახლა ზოგიერთ ქართველ ახალგაზრდას, რომ გონია ბობ მარლი იმიტომ იყო მაგარი კაცი, რომ პლანს ეწეოდა ეს სხვა ამბავია – ჰო თანაც ეს იმ ახალგაზრდებს გონიათ, რომლებიც „ქართველობაზე“ დებენ თავს. შემდეგ სტრიქონი ეხება ნარკომანიას: „კუბები მოვითვალო“ როგორც მივხვდი აქ ნემსის გაკეთებისას, რომ კუბებზეა საუბარი ის იგულისხმება. ესეც არაა „ევროპელი“ ახალგაზრდების საყვარელი საქმე…
სამჯერ გათხოვილი ცოლად მოვიყვანო
გერები მივიღო საკუთრად.
ეს პასაჟი საერთოდ „გლიჯავს.“ „ნახმარი კოვზი არ მინდა სახლში და ახლა ქალი შემომტენეთ“ ფილოსოფია, ამაზე წერა მეზარება რა, გათხრილია მთელი ფორუმები და ბლოგები ქალიშვილობის თემით და არ მინდა, არააააა!!! მაგრამ აი ეს ფრაზა მეტად დამაფიქრებელია: გერები მივიღო საკუთრად – კონკიას დედინაცვალ… არა ეგ არა. ე.ი. ვთქვათ, ნუ აი დავუშვათ, აი კატასტროფა მოხდა, დაიქცა ქვეყანა, გადაჯიშდა ქართველობა და ვიღაცა (ნუ ვთქვათ პეტრემ) ცოლად მოიყვანა ბავშვიანი ქალი. პეტრეს არ უნდა უყვარდეს ეს ბავშვი, საკუთარი შვილივით არ უნდა უვლიდეს, უნდა აგრძნობინოს ყოველთვის, რომ მოყოლილია და დაჩაგროს, თავის შვილებსაც უფლება უნდა მისცეს ალბათ მისი დაჩაგვრის და ა.შ. – ნუ აბა მე სხვანაირად არ მესმის ეს ფრაზა და მომკალი. (ჰო მოყვასის სიყვარული და რამე საერთოდ რა სახსენებელია, ან ადამიანობა და ა.შ.).
შემდეგი ნაწილი:
ვინატრო ანტალია ან ის რიო
სულ არ გავიხსენო ვარძია.
ნანახი გვაქვს ბატონო ვარძია ამ ევროპელ ახალგაზრდებს და პიკნიკის მერე ნაგავიც არ დაგვიტოვებია იქ, ზოგიერთი პატრიოტისგან განსხვავებით.
როკზე და რემიქსზე გადვირიო
ქართულზე ჩავიუბნო ბანძია
ჰო, ნუ მუსიკის თემა კვლავაც უკვდავია, „როკისტები“ და ა.შ. ნუ ახლა თუ ქართულში, ანუ ქართულ მუსიკაში იგულისხმება, პოპი, რეპი და ა.შ. მაშინ მართლაც ბანძია ეგ ოხერი და რა ვქნათ? ხოლო თუ აქ ფოლკლორი იგულისხმება (და ეჭვი მაქვს, რომ ეს ასეა), „როკისტები“ უფრო კარგად აღიქვავენ ქართულ, პოლიფონირუ ფოლკლორს ვიდრე „პოპისტები,“ „როკისტები“ ის ხალხია ბატონო გელა, რომელთაც პრიმიტიული „დუნცუკუ დუნცუკუ“ არ უყვართ, ისინი უფრო რთულ და უფრო დახვეწილ მუსიკას უსმენენ, სადაც რამდენიმე ინსტრუმენტი სიმფონიას ქმნის. ქართული ფოლკლორის ბანძობაზე კი ე.წ. „ქართველი“ ახალგაზრდები უბნობდნენ ბანძიაო, ვიდრე გარემიქსებული (ესეც არ მოგწონთ) “შატილის ასულო” არ მოისმინეს. ხოლო თუ ყურადღებით დაუკვირდებით, არტ–გენზე ძირითადად გრძელთმიანი და საყურიანი ახალგაზრდები ჭარბობენ.
ხშირად ვიწუწუნო დედა მამა მშია
ან ვინმეს ჯიბეს ხელი ჩავუყო
სამწუხაროა, რომ საქართველოში სტატისტიკური სწავლებები და კვლევები არ იმართება დიდი ინტესიურობით, თორემ დარწმუნდებოდით, რომ „როკისტ–ევროპელებს“ შორის უფრო მეტი დასაქმებული და მშობლებისგან დამოუკიდებელი ადამიანია, ვიდრე „ქართველებში.“
დავკარგო ყველაფერი რაც კი გამაჩნია
მაგრამ ქართველობას რა ვუყო.
ქართველობა არ გამორიცხავს პროგრესს, როკს და განათლებას – საბედნიეროდ.
p.s. რომელიმე გულანთებულს თუ გაგიჩნდებათ დაპოსტვის სურვილი, ჯერ ის გაითვალისწინეთ, რომ ეს წერილი არ ეხება გელას პიროვნებას და მის საქმეს, არამედ ეხება მის ერთ ლექსს. გმადლოოობთ…
და ვინაა გელა დაიაური?
ხევსური ტიპია რა. პოეტი და ფოლკლორის მოამაგე :) არტ–გენზე გამოდის ხოლმე და ამ ლექსზე დიდი სიყვარულები და აპლოდისმენტები აქვს ხოლმე :)
ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაცეებია მართლა ნათქვამი.
კარგად გაარჩიე,დეტალურად,რომ ვკითხულობდი გული მოვიფხანე:)))
saqme momicia faqtobrivad :D
sakaifo ganxilvaa, kargia rom ar gezareba :D
bijo qartveloba ro diagnozad aqvs dasmuli eg aris yvelaze magari am “leqsshi” :D
ნუ ვიღაცა სადღაც რაღაცას წერს, არაფერი შავდება (ნორმაა ბოლოსდაბოლოს მსგავსი არაადეკვატურობის არსებობა გარკვეული დოზით), მე ის გამიკვირდა, ფორუმზე რომ დიდი სიამაყით იყო გამოჭენებული ეს კონკრეტული ლექსი თუ რაც არის, :ლოვე:-ებით დახუნძლული და კაციშვილი ხმის ამომღები არაა
ბრავო მეგობარო.
მართლა ძალიან კარგად არის განხილული
ყველა სიტყვაში გეთანხმები 100% ით
რესპექტ :უპ: :)
აი მართლა ძალიან მაგარია. საღოლ მაგრად გაგირჩევია. ასე მგონია მე ვწერდი.
ra ganxilva esaa an vin xar ro gelas leqss ganixilav.sayurianili yleebi da sirebit ro gatenili es qvenayana imito wers.an shen vapshe vin xar mta ici ra aris .shenistas arc miasunineben pshavshi an xevsuretshi.shennairebs tavebs chrian iq r icode
ვინ ვარ და მკითხველი ვარ და ადამიანი რომელსაც ბევრისგან განსხვავებით საკუთარი აზრი გააჩნია. – დაკმაყოფილდი? :)
ანალიზს საფუძვლიანი სისუსტე აქვს. ავტორი აქსიომად იღებს, რომ მხოლოდ ”გაევროპელებულების” მიმართ არის ამ ლექსში კრიტიკა. ეს ასე არ არის.
ვინც ცოტა იცნობს ხევსურულ კულტურას, შეამჩნევდა, რომ მათი გადასახედიდან საკუთარი დედის მაგინებელი თბილისელი ძველი ბიჭი და ”საყურიანი კაცი” ერთნაირად კულტურულად უცხოა. იმის მიუხედავად, რომ ერთი და იგივე რა თქმა უნდა არ არის. წარმოიდგინე, რომ შეგან მარცხვნივ 5 ნაბიჯში დგას ადამიანი, და მარჯვნივაც 5 ნაბიჯში დგას მეორე ადამიანი. ისინი ერთმანეთისგან შორს კი არიან, მაგრამ შენგანაც ორივე 5 ნაბიჯით დაშორებულია.
შესაბამისად, ლექსში არანაირი წინააღმდეგობა არ არის. ხევსური ავტორი აკრიტიკებს მისთვის კულტურულად მიუღებელ სოციალურ ფენომენებს.
ერთი აშკარაა, რომ გელას ნათქვამი ძალიან ზედაპირულად გაიგო ამ ანალიზის გამკეთებელმა…მთის კაცის აზროვნება, მართლაც რომ უკიდეგანოა…ქართველმა კაცმა მას შემდეგ დაიწყო საკუთარი დედის ლანძღვა, როცა უფლის შიში და რიდი დაკარგა, ეს კი სწორედ საყურიანებიდან მოდის, როკისტებიდან…დასავლეთიდან, იქნებ არაო მითხრათ…?! იქიდან, სადაც თვით ‘ანტი ქრისდე’ დაიბადა…ძალიან ბევრი არასწორი შეფასებაა ამ ანალიზში და ცოტას თუ დაფიქრდებით და აზროვნებაც თუ ხელს შეგიწყობთ, მიხვდებით მის სიმართლეს. “ქანდაკებას სრულფასოვნად ვერ შეაფასებ, თუ მის სიმაღლეზე არ ახვედი”… შენს აზროვნებას კი მგონია, რომ ჯერ ბევრი აკლია ამ სიმაღლემდე ასაღწევად…!
zalian kargi leqsia kritika ki imdenad usafuzvloa wakitxvis survilic ar maqvs
თუ წაკითხვის სურვილი არ გაქვს რა იცი რომ უსაფუძვლოა :))))
იქნებ, პოეტს ირონია აქვს გამოყენებული ამ ლექსში?
არანაირად არ ვეთანხმები ამ გაშინაარსებას რადგან დამახინჯებულია გელა დაიაურის ლექსი… არასწორად აქვს გაგებული შინაარსი გაგებული გამშინაარსებელს…
როკს რაც შეეხება ამ ლექსს ვეტანხმები რადგან ძალიან ბევ ქართველს აგარ მოსწონს ქართული სიმღერები და მიაჩნიათ რომ იგი ”ბაძიია” … ნამდვილად არაა ლამაზი როცა იგინებიან დედას ქართველ კაცს არ შეშვენის…
ცნობილია ,რომ ადამიანთა ურთიერთობას განწყობა განაპირობებს.(უზნაძის ,,განწყობის თეორია). აქედან გამომდინარე მაინტერესებს შემდეგი: რატომ დადექით კრიტიკის ხასიათზე?მეც წავიკითხე ლექსი და დაბალი მხატვრული დონის მიუხედავად,სულაც არ გამაღიზიანა. იმიტომ რომ სულისკვეთება და სათქმელი აბსოლიტურად მისაღებია ჩემთვის. თქვენ რატომ გაღიზიანებთ,შემთხვევით ადრესატად ხომ არ იგრძენით თავი? ან იქნებ საკუთარი დედის გინებაში შეგეშალათ ხელი?