რატომ? რატომაც არა?

ნუ როგორც ყოველთვის ვიქექებოდი ინტერნეტში და წავაწყდი ქალაქურ ლეგენდებს, უფრო სწორედ ქალაქურ ლეგენდებს ვეძებდი და ამას წავაწყდი, არა ნუ ბევრს წავაწყდი, მაგრამ ეს მომეწონა და დავპოსტავ. მერე სხვებსაც მოვაყოლებ.

ეს ლეგენდა ეხება ლექტორების მიერ მიცემულ შეკითხვებს და სტუდენტების სხარტ პასუხებს.

  • ფილოსოფიის ლექტორმა ბოლო გამოცდაზე (final) შემოიტან შეკითხვა: “რატომ?” რაზეც ერთ–ერთმა სტუდენტმა გასცა პასუხი: “რატომაც არა.” სხვა ვერსიით სტუდენტის პასუხი იყო: “იმიტომ.” შედეგად სტუდენტმა მიიღო A.
  • ასევე ფილოსოფიის ლექტორმა, ასევე ბოლო გამოცდაზე, მაგიდაზე დადო  სკამი და საგამოცდო დავალება სტუდენტებს მისცა ასეთი: “დაამტკიცეთ რომ ეს სკამი აქ დგას.” A მიიღო სტუდენტმა რომელმაც უპასუხა: “რომელი სკამი?”

მსგავსი რაღაც წავიკითხე ბავშვობაში უცხოური ანეკტოტების კრებული იყო: “მეგობრები იცინიან,” იქ ეწერა რომ ერთ დღესაც მასწავლებელმა ბავშვებს სთხოვა დაეწერათ თემა: “რა არის სიზარმაცე.” პატარა ოტომ (გერმანული ანეკდოტი იყო :) ) მასწავლებელს ცარიელი რვეული ჩააბარა, სადაც მესამე გვერდზე ეწერა: “აი ეს არის სიზარმაცე.” ამის წაკითვის შემდეგ მთელი ბავშვობა ვოცნებობდი, რომ ჩემს მასწავლებელსაც შემოეტანა ეგ თემა და მე ასე მეპასუხა, მაგრამ არ გამიმართლა :)

  • გამოცდაზე პროფესრომა დაარიგა ფურცლები, სადაც ჩამოწერილი იყო სამი საკითხი, ხოლო დავალებად ეწერა მხოლოდ ეს: “აირჩიეთ ერთ–ერთი ამ სამიდან.” ჭკვიანმა სტუდენტმა მიაწერა: “მე ვირჩევ მეორეს.”  იქიდან გამომდინარე, რომ სტუდენტს მთლიანად ქონდა შესრულებული დავალების პირობა პროფესორი იძულებული იყო მისთვის A დაეწერა.

შემდეგი ლეგენდა ეხება პროფესორისა და სტუდენტების ოინბაზობას.

ერთ–ერთი უნივერსიტეტის წესების მიხედვით, თუ პროფესორი 15 წუთით იგვიანებს კლასი ითვლება დათხოვილად. ერთ კლასში სტუდენტებმა აღმოაჩინეს, რომ თუ საათს რომელიც დაფის თავზე კიდია საშლელს ესროდნენ და გაარტყავდნენ საათის ისარი ერთი წუთით წინ იწევდა. ჰოდა პროფესორს რომელიც როგორც წესი იგვიანებდა გაუჩალიჩეს, ესროდნენ საათს ამ საშლელებს და 15 წუთით რომ გადაწევდნენ მიდიოდნენ.

გამოცდაზე პროფესორი დროულად გამოცხადდა, დაარიგა დავალებები და კლასს აცნობა, რომ დავალების შესასრულებლად 1 საათი ქონდათ. როგორც კი სტუდენტებმა მუშაობა დაიწყეს, პროფეოსრმა წინასწარ მომარაგებული საშლელები დაუშინა საათს და ასე გაიყვანა ერთი საათი, შემდეგ სტუდენტებს დაუსრულებელი ნაშრომები ჩამოართვა და ყველას F გაუფორმა :)

Advertisements

7 Responses to რატომ? რატომაც არა?

  1. piccolina ამბობს:

    loooooooooooooooooooooooool
    რა მაგარია
    ის ფილოსოფიისები მომეწონა მე :)))

  2. ჰაჰააა, ბოლო მომეწონა ძალიან. წარმოვიდგინე საშლელებს როგორ უმიზნებდა საათს :D

  3. daliela ამბობს:

    საღოლ ლექტორს… ბოლო მაგარი იყო
    ლოოოოოოლ:)

  4. dodka ამბობს:

    ძაან მიყვარს ურბან ლეგენდები :დ

    ქართული ურბან ლეგენდები: მარშუტკასთან დაკავშირებული ისტორიები – ვაჟა, ბავშვი რომ მამას ეკიტხება რაღაც დებილობებს, გოგო რომ აკუებს და ა.შ. :D

    • bas ამბობს:

      gogo rom akuebs eg amerikuli yofila :D imas gulisxmob albat, manqanshi rom akuebs da ukan rom sastavi zis, sheyvarebulis megobrebi xo? :D

      • dodka ამბობს:

        არა არა.
        გოგო აკუებს და სასწრაფოდ აჩერებს მარშუტკას და ჩადის უხერხულად და რამე და ხურდას უტოვებს მძღოლს და მძღოლის გვერდით მთვრალი კაცი გასძახის, ოე კუან, ხურდა დაგრჩაო.

        [ამ მარშუტკაშიც იასნია ნახევარი თბილისი იჯდა :დ ]

        • bas ამბობს:

          უი ლოლ ეგ არ ვიცოდი :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: