ამერიკული პონტები

არსებობს ძალიან ბევრი სტერეოტიპი ამერიკაზე და ამერიკელებზე. ხშირ შემთხევაში ეს არასწორი სტერეოტიპებია, რომელიც დამკვიდრდა ჰოლივუდის გავლენის გამო. ჰოლივუდში სულ ფეხებზე კიდიათ რა წარმოდგენა შეექმნება ხალხს აშშ-ს გარეთ ამერიკელებზე, მთავარია პროდუქტი გაყიდონ. სხვა სტერეოტიპები კომუნისტების დროსაა შემოგდებული და დღემდე განაგრძობს ცხოვრებას. ჰოდა ამ პოსტში განვიხილავ სხვა და სხვა სტერეოტიპებს და პონტებს აშშ-ს შესახებ.

senior_citizen5ყველას ჰგონია რომ ამერიკელები თავიანთ დედ-მამას სიბერეში მოხუცთა თავშესაფარში ”აბარებენ.” ნუ ახლა ჰომერ სიმფსონი კი. სინამდვილეში ამერიკელი სენიორ სიტიზენების მხოლოდ 2% იმყოფება პანსიონებში. უმეტესობა კი თავის სახლში ცხოვრობს, აქვს თავისი პენსია და თავისი ცხოვრება. არც ერთი მათგანი არ არის დამოკიდებულ თავის შვილებზე. შვილიშვილებთანაც კარგი ურთიერთობა აქვთ, ისეთი არა ჩვენთან რომაა, ბევრ ოჯახში ბებია და ბაბუა პიროვნებებად რომ არ ითვლებიან. სულ რომ უყვირიან და ერთი სული აქვთ როდის მოკვდებიან. ასე რომ ნუ დარდობთ ამერიკელ მოხუცებზე, ისინი მშვენივრად გრძნობენ თავს.

შემდეგი სტერეოტიპი რომელიც ”მკვეთრად მუსირებს” ქართულ საზოგადოებაში, გახლავთ ამერიკელი ბავშვების 74362569განათლების დონე. ყველას გონია, რომ ამერიკელი ბავშვები დებილები არიან, არ იციან წერა-კითხვა და ძალიან გაუნათლებლები არიან და წიგნებს საერთოდ არ კითხულობენ რადგან არ იციან საქართველოს მდებარეობა. ასევე დებილები არიან იმიტომ რომ ფანქრით წერენ, წიგნებში წერენ (ანუ იმდენად დებილები არიან, პირდაპირ წიგნშია მოცემული შესავსები გრაფები და დავალებები, რვეულში ვერ გადააქვთ). ნუ ახლა ქართველი მოსწავლეების განათლების დონესთან შედარებას არ დავიწყებ, არაა საჭირო. უბრალოდ ვიტყვი, რომ ბავშვებმა იციან ის რაც მათ სჭირდებათ – ანუ საქართველოს ადგილ მდებარეობა სულ კიდიათ მათ და უნდა ეკიდოთ კიდეც. პირველი კლასიდან კითხულობენ წიგნებს – ესაა ყოველდღიური დავალება – 20 წუთი კითხვა – მათთვის შექმნილი სპეციალური წიგნები, ანუ ნახატიანი დიდი წიგნები და თითო გვერდზე თითო წინადადება. შემდეგ კლასებში უფრო ”რთულ” საკითხავს აძლევენ და ა.შ. ფანქრით წერენ იმის გამო, რომ თუ შეცდომას დაუშვებენ არ დაჯღაბნონ – წაშლიან ნაწერს და სუფთად გააგრძელებნ წერას, ამითი ნერვებსაც ზოგავენ. ამერიკელმა ბავშვები პირველ კლასში სწავლობენ ვინ იყო ჯორჯ ვაშინგტონი, აბრაამ ლინკოლნი, მარტინ ლუთერ კინგი, როზა პარკსი და ა.შ. რა საკვირველია არსებობენ მოსწავლეები რომლებმაც არ იციან არაფერი, ანუ აქაც არიან ოროსნები და სამოსნები, ასევე სკოლების დონეზეცაა დამოკიდებული ყველაფერი და ა.შ.

american-flag-2a”პატიმრების და ყაჩაღების მიერ აშენებული ქვეყანა” – ვისაც გონია რომ ეს ამერიკაა ძალიან ცდება. პატიმრების და განდევნილების აშენებული ქვეყანა ავსტრალიაა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხალხის აშენებულია მანც გვჯობია ჩვენ და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას თუ რა უნიათო ხალხი ვართ (თუ ყველაზე ნიჭიერები და ინტელექტუალური ერი????). აშშ კი ჩვეულებრივი ხალხის აშენებულია, ევროპელი ემიგრანტების, ადრეულ წლებში ”გახრწნილი” ევროპიდან წამოსული პურიტანების და არისტოკრატების უქონებოდ დარჩენილი შთამომავლების.
”ამერიკის ასაკის თუთის ხე მიდგას ეზოში” – მერე? შეხედე ამ ხალხს ამ 200 წელიწადში რა ქვეყანა შექმნეს და ჩვენ კიდე სად ვართ. ჩვენი უნიათობის, მუქთახორობის, მოღალატეობრივი მენტალიტეტის და ყველა სხვა ”სიკეთის” გამო.
იცით რომ ვაშინგონსაც ”არ ყავდა მეზარბაზნეები” ბოსტონთან? კონტინენტალურ არმიას მაშინ თოფის წამალი გამოელია, რომლის ”საწარმოები” ახალ მიწაზე არ არსებობდა, ხოლო საფრანგეთიდან ექსპორტს ბრიტანეთი უშლიდა ხელს. შემოაყენა ბოსტონისთან ახლოს მაღლობებზე ვაშინგტონმა ზარბაზები, წავიდა დიდი რისკზე და ბლეფზე. ერთი კაცის სიტყვა უნდოდა ბრიტებს, რომ მსოფლიო ისტორია მთლიანად ამოტრიალებულიყო, რადგან დენთი იმდენი ქონდა ვაშინგტონის არმიას, რომ თითო ჯარისკაცს მხოლოდ ერთხელ გასროლა შეეძლებოდა. კაცისშვილს არ მოსვლია აზრად, გადაპარულიყო მტრის ბანაკში და ჯერ არ არსებული ერისთვის და სახელმწიფოსთვის ეღალატა.
ასე რომ მეგობრები მივხედოთ საკუთარ თავს, აშშ-ელები კარგად არიან, განატლებაც ნორმალური აქვთ, ოჯახური ურთიერთობებიც და არც ისტორიას უჩივიან.

Advertisements

6 Responses to ამერიკული პონტები

  1. ციცერონი ამბობს:

    ძალიან მომეწონა ეს პოსტი!! ნამდვილად, ეს ქართველები ამერიკელებზე რომ ვლაპარაკობთ, ჯერ ჩვენს თავს მივხედოთ ჯობია. დაგვენგრა ქვეყანა თავზე! :|

  2. Giga ამბობს:

    http://www.youtube.com/watch?v=gmEp97yQcRQ – ეს პოსტის მეორე ნაწილზე პასუხად:)

    • bas ამბობს:

      ჰო ვიცი ეგ :) თბილისში ჩავატაროთ ეგეთივე გინდა? :D

    • bas ამბობს:

      უი ჰო, ან ტვინების ომი ნახე იმედზე :D

  3. Sophie Golden ამბობს:

    აუ, დღეს ვფიქრობდი ზუსტად ამაზე. განსაკუთრებით ის მაღიზიანებს, როცა ამბობენ, სად იყო ამერიკა, ჩვენ რომ კულტურას ვქმნიდითო. ჰელო, ამერიკელებს კი არა, მეც მაგრა მკიდია, ვინ რას ქმნიდა წარსულში, როდემდე შეიძლება ებღაუჭო დავით აღმაშენებელს და მეთორმეტე საუკუნეში ჩარჩე. ფაქტია, რომ ამ ხალხმა შექმნა უძლიერესი ქვეყანა, ინდივიდებით სავსე, რომლებსაც სჯერათ საკუთარი თავის და სხვებსაც აჯერებენ, რომ თუ იმუშავებენ და მოინდომებენ, ამერიკული ოცნება მათაც აუხდებათ.

    პრინციპში, ამერიკაზე შთაბეჭდილება მხოლოდ ჰოლივუდის ფილმების მიხედვით იქმნება. ვინც ნამყოფია, იცის პრინციპში, რომ შეერთებული შტატების მოსახლეობის 2%-ს შეადგენს ჰოლივუდის მსახიობები და მათი მსგავსი 6 ფუტი სიმაღლის და იდეალური კანის მქონე ხალხი. ადამიანები კი იქაც ისეთივეები არიან, როგორც სხვაგან – თავისი მიზნებით და მისწრაფებებით (ჩვენგან ცოტა განსხვავებული).

    რამხელა კომენტარი გამომივიდა, ძალიან მომეწონა ეს ბლოგი, მინდა გითხრა :) Good for you!

    • Tornike ამბობს:

      არა ნუ მეთორმეტე საუკუნეც და აღმაშენებელიც საჭიროა სახელმწიფოებრივი თვითშეგნებისთვის, მაგრამ მთავარი ისაა, ქვეყანამ თავისი ისტორიის შედეგად, დღევანდელ დღეს რას მიაღწია და როგორი სახელმწიფო ააშენა და სამწუხაროდ ზუსტად ამ მთავარში ვიჭრებით – მაშინ, როცა 200 წლის მანძილზე ამერიკელებმა შექმნეს იდეალები, რომლებსაც ცდილობენ, არ ჩამორჩნენ და ამ მცდელობით განამტკიცონ ის ქვეყანა, რაც უკვე ააშენეს, ჩვენ ვზივართ, ვეფხისტყაოსანს ვაფრიალებთ, საქმეში და ქვეყნის შენების სფეროში კი Yვერებს ვიფხანთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: