მედვედევის ვიდეო ბლოგი და ზოგადად ბლოგინგის შესახებ

დღეს ვიქექებოდი ინტერნეტში (ნუ ისევე როგორც ყოველთვის) და აღმოვაჩინე ინფო იმის შესახებ, რომ მედვედევს ქონია თავისი ვიდეო ბლოგი. ამ ბლოგზე თურმე ხშირად აქევყნებს ვიდეო მიმართვებს და იღებს კომენტარებს და ა.შ.  ანუ ჩვეულებრივი ბლოგიერია :)  ამ ინფორს წაკითხვისთანავე შევვარდი გუგლზე და ავკრიფე Medvedev Video Blog, შედეგიც ამოვარდა ეგრევე.

აი იხილეთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვიდეო ბლოგი.

ვუყურე რამდენიმე ვიდეოს და უნდა აღვნიშნო, რომ ”ძიმას” სტილი ძალიან მომეწონა. ნაცვლად პოლიტიკური დემაგოგიისა და კრეტინული პათოსისა ხელში შემრჩა საკმაოდ უშუალო, ინფრომაციული და ”ბლოგერული” ვიდეო მიმართვები.  მიუხედავად მისდამი მტრული დამოკიდებულებისა, დიმიტრიმ ჩემს თვალში ერთი-ორად აიწია, როგორც პოლიტიკოსმა – როგორც საჯარო პირმა. ასეთი მიდგომა საკუთარ ხალხთან ურირთობისადმი ძალიან მომეწონა.

როგორც მოგეხსენებათ ბლოგინგი საკმაოდ მზარდი და პერსპექტიული სფეროა – ნუ საქართველოში, თორე სხვაგან უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. ყველა ჟურნალისტს, თითქმის ყველა პოლიტიკოსს, სხვა და სხვა პოპ ვარსკვლავებს უკვე დიდი ხანია რაც აქვთ პირადი ბლოგები, საიდანაც პირდაპირი ურთიერთობა აქვთ ხალხთან.

საქართველში ბლოგინგი ნელ-ნელა იზრდება და ეს ძალიან კარგია, თუმცა მისი მომხმარებლები ძირითადად მაინც ჩემი თაობის წარმომადგენლები არიან. ძალიან ცოტაა უფროსი თაობის ბლოგერები (ამასწინად დედაჩემი გავაბლოგერე და იმედი მაქვს სხვა ბლოგერების დედებიც აყვებიან :) ).  პოლიტიკოსები თუ ჟურნალისტები თუ სხვა პროფესიის ადამიანები ამ სფეროს ერიდებიან – არადა ბევრმა მათგანმა იცის ამ სფეროს შესახებ. მიზეზი არ ვიცი, ალბათ უფრო სკეპტიკურად უყურებენ ამ ყველაფერს – ძვირფასი დროის დაკარგვის ამბავში?  ალბათ.

არადა იმ პირობებში რაც საქართველოშია ბლოგერობა საკმაოდ მომგებიანი რამაა. მუდმივად ვისმენთ წუწუნს იმის თაობაზე, რომ არ აძლევენ ხალხს აზრის გამოთქმის უფლებას, პოლიტიკოსებს უბლოკავენ ეთერს, ჟურალისტების მომზადებულ სხვა და სხვა სიუჟეტებს ატარებენ საშინელი ცენზურის ქვეშ და ა.შ.  ამ შემთხვევაში ყველაზე მარტივი გამოსავალია ბლოგი. ანუ თქვენი პირადი სივრცე, რომელსაც ვერავინ ვერ დაგიბლოკავთ, ვერ შეგზღუდავთ ვერც თემატიკაში და ვერც დროში.

ამასწინად იმედის ღამის შოუში იყო ხუმრობა – ნათელაშვილი თავისი ბრიფინგების ჩანაწერებს ”მაი ვიდეო.გე”-ზე ტვირთავსო. რამდენად მართალია არ ვიცი, მაგრამ თუ მართალია მაშინ ჩემი დიდი  ”რესპექტები” ლეიბებს :)  მართლაც კარგი საშუალება უპოვიათ ბრიფინგების შეუზღუდავად გავრცელებისა.

რამდენიმე თვის წინ მე წამოვაყანე თბილისის ფორუმზე იდეა, რომ პოლიტიკის განყოფილების მომხმარებლებმა (რომელბიც 24 საათი იმაზე წუწუნებენ, რომ ფორუმს ”შუსუსუ” აკონტროლებს) გახსნან თავიანთი ბლოგები, სადაც გამოაქვეყნებენ თავიანთ იდეებს და ნუ ზოგადად სტატიებს სხვა და სხვა მოვლენებთან დაკავშირებით. იდეა რა თქმა უნდა ჩაიძირა :)

ამ თემაზე დოდკამაც ისაუბრა ერთ-ერთ პოსტში. დროა საქართველოში ეს სივრცე აითვისოს ხალხმა.  პოლიტიკოსებს შეეძლებათ გავიდნენ ამომრჩევლებზე, გამოაქვეყნონ თავიანთი მიმართვები და განცხადებები და არ შეეშინდეთ ამჭრის და ცენზურის.

მოკლედ, იფიქრეთ ამაზე და მიჰყევით ჩვენს (ბლოგერების) რჩევებს ;)

Advertisements

15 Responses to მედვედევის ვიდეო ბლოგი და ზოგადად ბლოგინგის შესახებ

  1. piccolina says:

    მე ძაან მომხრე ვარ საზოგადოების გაბლოგერებისა, მაგრამ ხალხისთვის ხმის მიწვდენა და შეტყობინება რომ არსებობს ბლოგი (და არა ბლოკი) ძალიან ძნელია
    მითუმეტეს, როდესაც საქართველოში კომპიუტერთან მეგობრობა ხალხს უჭირს (დღეს ვლაპარაკობდით ზუსტად მაგაზე, კვლევებს ვერ ვატარებთ მაგის გამო ადამიანურად)
    უი, დედაშენის ბლოგი დაგელინკა, რომელიღაცა წინა პოსტში კი ვნახე, მარა მაშინ არ მეცალა შესასვლელად ))
    ისე, ლილიანას დედაც ბლოგერობს (ან ბლოგერობდა)

    • bas says:

      ბლოგროლშია დედაჩემის ბლოგის ლინკი :D

      ვა ლილიანის დედასაც რესპექტები ჩემგან :D ასწორებს.

      რაც შეეხება საზოგადოებისთვის ხმის მიწვდენას, ნუ ვწეროთ ასე და ნელ-ნელა გაიზრდება რა. საგაზეოთო პუბლიკაციებიც რომ გაკეთდეს ამ თემაზე მგონი წაადგება საერთო საქმეს.

  2. liliani says:

    ggg

    dedachemic blogeria didi xania mara ver davarcume rom aqtiurad weros :))))

    axla dedashenis blogs vanaxveb :)))

    • bas says:

      ლინკი მოიტა დედაშენის ბლოგის :D

  3. zina says:

    დარწმუნებული ხარ,რომ თავად ”დიტო” წერს?შეიძლება პიარ-ტექნოლოგები აკეთებენ მის მაგივრად, მაგრამ მაინც საღოლ.ჩვენი პიარშიკები უფასო სასადილოებს ხსნიან მარტო და შიდა ბაზარზე მუშაობენ! ყველაფერში გვჯობნიან! რას ვერჩით, ჩვენ ,თვითონ ვაძლევთ ფორას და მერე ვწუწუნებთ! :(

    • bas says:

      დე! შენ რა საშუალო სტატისტიკური ქართველი ოპოზიციონერივით ხარ? :) შესულიყავი იქ და გენახა :) კი არ წერს დიტო, ზის და ვიდეო მიმართვებს აქვეყნებს :)

  4. მედვედი რა კაცია??! :D

  5. ERM0NIA says:

    ე. ი. მარტო შენი თაობა ხო? :vik:

    • bas says:

      შენ ახალგაზრდებში გამყავხარ ბეჩა :D

    • Sweety says:

      lol, as long as you have a blog ახალგაზრდებში გადიხარ ბებე :D

  6. Sweety says:

    დედა ბლოგერების კლუბი არ შევქმნათ? :D

  7. dodka says:

    აღვფრთოვანდი ლოლ

    ხო მაგაზე იმ პერიოდში აქტიურად ვესაუბრებოდი ჟურნალისტებს, მაგრამ სინამდვილეში უმეტესობას მსხვერპლის როლი ევასება და უყარე კაკალი და მიეცი თავისუფალი არე თუ გინდა, არ გამოიყენებს მაინც.

    შეგიძლია სოფის (ნორტერი.ბლოგსპოტ.ცომ) ბლოგზე ან თაზოს (ფრეელანდია) ბლოგზე დარწმუნდე მაგაში, თავად ჟურნალისტებივე როგორ ეწინააღმდეგებიან საკუთარ თავისუფლებას :დ პრი ტომ – სტუდენტობიდანვე.

    • dodka says:

      სოფი და თაზო გამონაკლისები არიან, იმიტომ, რომ ბლოგი იყნოსეს :დ

  8. Iveria says:

    გაუმარჯოთ ბლოგერ დედებს,მამებს და ბებია-ბაბუებსაც კი!
    ”ვისში პილოტაჟი” იცით რა იქნება?
    ვინმე რომ დაწერს უახლოეს მომავალში-ბებიაჩემი გავაბლოგერეო!:)))

  9. ე. ი. მარტო შენი თაობა ხო? :vik:

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: