ჩანთა გადმომიგდე რა!

ჩემხელა იყო ბიძაჩემი აქ რომ ჩამოვიდა. მაშინ დიდი განსხვავება იყო საქართველოს და ამერიკას შორის. ჩვენ სნიკერსი მაინც გვაქვს გასინჯული და შეშუშული შენობები ნანახი. მაშინ კი პროლეტარული პროდუქცია ახალი გადაგდებული იყო, თუმცა გადაგდებული კი არა უფრო დამთავრებული იყო. მიუხედავად ამისა, მაშინ უკვე ქართველი და უკვე ყოფილი საბჭოელი მაღაზიაში ჩანთის გარეშე მაინც არ დადიოდა. რასაც იყიდდა შიგნით დებდა და ისე მოჰქონდა. მეორე წასვლაზე კვლავ ეს ჩანთა მიჰქონდა. თუ სიჩქარეში დაავიწყდებოდა დედას ან დას შესძახებდა საამურ ”ჩანთაგადმომიგდერას.” მაშინ ქართველი ძალაუნებურად ზრუნავდა გარემოზე.

ჰოდა ბიძაჩემზე მოგახსენებდით. ჩამოვიდა ნიუ-იორკში. ისიც ჩემსავით ახალგაზრდა, გზააბნეული და მომავლის იმედით გამსჭვალული, პურზე გააგზავნეს მაღაზიაში. დაეშვა კიბეებზე და დამტვრეული ინგლისურით დაკომპლექსებულს ჩანთის წამოღება დაავიწყდა. დღემდე კურიოზად ყვებიან, მისი განწირულ ”ჩანთაჩამომიგდერას.” აბა რა იცოდა ნაპურისრიგალმა ბიძაჩემმა, რომ ამერიკაში ერთჯერად პარკებში გიწყობდნენ პურს და ისე გატანდნენ სახლში. ჩანთის თრევით რომ არ შეწუხებულიყო ვინმე. ეჰ! აბა რა იცოდნენ საბრალო ამერიკელებმა, რომ სულ რაღაც 20 წლის მერე სანანებელი გაუხდებოდათ ბიძაჩემის მიერ შემოტანილი ახალი კულტურის აბუჩად აგდება. ეჰ! მაინც რამდენს ნიშნავს გამოცდილება… ჩვენ ხომ ამერიკის ასაკის თუთის ხე გვიდგას ეზოში.

მე 10 წლის ვიყავი როცა ამერიკაში პირველად ჩამოვედი და ძალიან კარგად მახსოვს უკვე კარგად ასიმილირებული ბიძაჩემი, ზამშის ქურთუკში და ხელში, სავსე, ერთ ჯერადი პარკებით. ისიც კარგად მახსოვს ბებიაჩემი როგორ აგროვებდა ამ ერთ-ჯერად, ლამაზ-ლამაზ პარკებს და როგორ გაავსო ამ პარკებით ერთი ჩემოდანი. აბა რა იცოდა ბებიაჩემმა, რომ ქალაქის და ქვეყნის პარკებით დაბინძურების პიონერი იყო? მადლობა ღმერთს მაშინ არავინ მიბაძა მას. თორემ ახლა თუ 10 წლის დანაგვიანებული თბილისი გაქვს, 15 წლის დანაგვიანებული გვექნებოდა (პარკებით დანაგვიანებულს ვგულისხმობ რა თქმა უნდა).

ჩანთის კულტურას მეც მოვესწრე, თუ არ ვცდები სადღაც 98-99 წლებში იყო ამ კულტურის ბოლო გაფართხალება. ამის მერე ჩვენ პარკებზე გადავედით. ჰო, ჰო, ახლა გამახსენდა. უბანში მოვდიოდი და შავი პარკი მეჭირა; იქვე მობირჟავე სანდომიანმა ახალგაზრდამ მიხმო და მკითხა რა მედო ჩანთაში, მეც ვუპასუხე. აი ესაა ჩემი პირველი მოგონება მაღაზიიდან წამოღებულ პარკზე. აი სწორედ ამ გასაუბრების შემდეგ შეიცვალა მენტალიტეტი ხალხში და ჩანთით ბაზარში და მაღაზიაში სიარული გოიმობა გახდა.

სამაგიეროდ აი ესაა სვეტობა:

parkebi

parkebi2

parkebi3

ამ სენის აღმოსაფხვრელად ყველა სხვა და სხვა ზომას მიმართავს. აშშ-ში მაგალითად პარკებს უკვე ფასი დაადეს და 6 ცენტს გახდევინებენ თითოში.  საფრანგეთს რაღაც კანონი გამოუშვია, არ ვიცი ფრანგული და ვერ წავიკითხე. ბევრი ამერიკელი უკვე ჩანთაზე გადავიდა, მათ დაასკვნეს, რომ ეს გოიმური არაა.

ჩვენთან პრობლემის მოგვარება კი უფრო რთული ყოფილა. ქართველებს თურმე, ისევე როგორც ყველას, ფსიქიკის შეცვლა გვჭირდება. 10 წლის წინ რაც რამე კარგი გვქონდა (საბჭოურ განათლების სისტემას არ ვგულისხმობ), ის უკვე დაგვავიწყდა და ახლა იმის დასაბრუნებლად ფსიქიკის შეცვლა ყოფილა საჭირო. მაინც რა უცნაური ერი ვართ… ზოგი ქურდებს მისტირის, ზოგი კი მაღაზიაში ჩანთებით სიარულს.  ერთის დაბრუნება ადვილია, მეორისას კი ფსიქიკის შეცვლა სჭირდება.

Update: http://dedamitsa.blogspot.com/2008/04/blog-post_13.html – აი ეს ჩანთები შემოსულა თბილისის რამდენიმე მსხვილ სუპერმარკეტში :) იყიდეთ და ატარეთ, დაიცავით გარემო!

Advertisements

13 Responses to ჩანთა გადმომიგდე რა!

  1. Sophie Golden ამბობს:

    I’m in love… with you :P
    მომწონს შენი პოსტები და “ადამიანურად” რომ წერ. მეც სულ ამას ვამბობ, ჰეი, ხალხო, იმ საბჭოეთში ყველაფერი ცუდი არ ყოფილა-მეთქი, ახლა რაც ახსოვთ და რასაც ცუდად აკეთებენ იმის გადმონაშთს ეძახიან :( კაკ მინიმუმ 40 წელი გვინდა კიდევ, ესეც იმ შემთხვევაში მოსემ თუ გვიპოვა ;)

    • Bas ამბობს:

      გმადლობ :)

      ჰო აი ეგაა რა :) მოსემ თუ გვიპოვა, მაგარი მოარტყი :) თუმცა 40 წელი არ გვაწყობს, რამენაირად მოკლეზე უნდა მოვჭრათ :D

  2. Katten Försvann ამბობს:

    ჩვენ ზურგჩანთებით დავდივართ მაღაზიებში :)

    სურათებზე გამაჭრიალა. პოლიეთილენი საშჳნლად მავნე ნივთირებაა, ბუნებაში ძალიან ძნელად იშლება და აბინძურებს ყველაფერს. გარდა ამისა ცხოველებს შემოეჭევათ ხოლმე ხანდახან და ეს მათ სიკვდილს იწვევს.

    ჩვენთან თანდათან გადადიან ქაღალდის პაკეტებზე. პოლიეთლენიც არის მაგრამ ხალხი გარემოს დაცვის მიზნით მაინც ქაღალდისას ამჯობინებს.

  3. Sophie Golden ამბობს:

    ქაღალდის პარკის წინააღმდეგიც ვარ, ამის გამო რამდენი ხე იჭრება, წარმოიდგინეთ. ამიტომ ჯობია ყველაფერს ნაჭრის პარკი ან “ბადე-ჩანთა”, ჩემს ბავშვობაში მოხუცებს დაჰქონდათ ხოლმე.

    გვიპოვის მოსე, სად წავა ;)

    • Bas ამბობს:

      :) ჰო ნაჭრის ჩანთა ან ბადე ძალიან კარგია :) აქ დაიწყო რამდენიმე ბრენდმა მაგის ფრომოუშენი და თავის ჩანთები გამოუშვეს :)

      • keti ამბობს:

        ამერიკელები საბჭოეთს მოსწრებული ადამიანებს თუ გამოჰკითხავენ, იმდენ გამოსადეგ იდეას მიიღებენ : )
        და მერე ჩვენზე გაყიდიან. ჩვენ კი ვიტყვით, რომ ეს კარგი სიახლეა, მოდურია და გადმოვიღებთ.

        ქაღალდის პაკეტების გამოყენება ბუნებისთვის არანაკლებ მავნეა . ჩანთა ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა.

  4. თათია ამბობს:

    ბებიაჩემის ბადე-ჩანთა გამახდენა ამ პოსტმა. როგორ მცხვენოდა იმით რომ დადიოდა ხოლმე. კიდევ ექნება შენახული.
    ეს პოლიეთილენის პარკების პრობლემაზე მეც დიდი ხანია ვწუხვარ. მგონი ნელ-ნელა ვხვდებით რას ჩავდივართ, როცა პიკნიკზე გასულს ბალახის მაგივრად პარკები გვხვდება.
    რავიცი, ჩემი თაობა უფრო და უფრო მეტად ცდილობს ბუნების გაფრთხილებას. ამას თუნდაც პოლიეთილენის ქაღალდით შეცვლით იწყებს. ესეც წინსვლაა.

    • Bas ამბობს:

      ჰოდა ძალიან კარგი იქნება თუ ახალგაზრდები დავიწყებთ ჩანთების ”რეპოპულარიზაციას.”

      ნელ-ნელა აიტაცებს ხალხი. ვინმე რომ იკითხავს, რატომ დადიხართ მაგითიო, რომ უპასუხებ თვითონაც შეიძლება მოგბაძოს. აქ მაგალითად ასე ხდება ახალი ტენდენციების დანერგვა – ახალგაზრდობა ცხვირში ტენის საზოგადეობას ამ ცვლილებებს და საზოგადოებაც იტაცებს მერე, თუმცა მაინც ძნელია, აქ ხო კულტურული მიქსია და ამიტომ დიდი დრო უნდა. მანდ უფრო ადვილია.

  5. dodka ამბობს:

    ho, ai cota mainc gagixardes – http://dedamitsa.blogspot.com/2008/04/blog-post_13.html

    ukve populis qselhic iyideba, da ravici, axalgazrdebzec daminaxavs…

    First step ; )

    • Bas ამბობს:

      WOW, რა მაგარია ე! არ ვიცოდი! ძაან მაგარია!!! :)

      პოსტში ჩავამატებ მაგ ლინკს, რე ვიცი იქნება ერთმა ორმა კაცმა კიდე ნახოს და იყიდოს :)

  6. SonyaSunny ამბობს:

    Hi there,
    Ugh, I liked! So clear and positively.

  7. Sweety ამბობს:

    მე მაქვს ეგ მწვანე ჩანთა… და ვაპირებ მეორეც ვიყიდო იმიტომ რომ ერთი არასდროს მყოფნის…

    და თან კოტეს სცხვენია მაგ ჩანთის ტარება.. :(

  8. kuda ამბობს:

    zaan momwons mwvane chanta. unda viyido. parkebi ar miyvars. tan mavnec yofila

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: