მერვე კონტინენტი

ეს კონტინენტი 1997 წელს აღმოაჩინა იახტ რეგატის ერთ-ერთმა მონაწილემ გვარად მურმა. როდესაც ის ჰავაიდან კალიფორნიისკენ მიდიოდა გადაწყვიტა გზა მოეჭრა და შემთხვევით გააკეთა ეს მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩენა.

საქმე იმაშია მეგობრებო, რომ ბატონმა მურმა აღმოაჩინა მსოფლიოში ყველაზე დიდი ნაგვის გროვა, რომელიც შედგება პლასტმასისგან. წყანრი ოკეანის დიდი ნაწილი, ორჯერ უფრო დიდი ტერიტორია ვიდრე აშშ-ს შტატი ტექსასი, დაფარულია პლასტმასის ნაგვით: ბოთლებით, პარკებით, ძველი სათამაშოებით და ა.შ.

ოკეანის ამ ნაწილში ნაგავი დინებებს მოაქვს. ეს არის დიდი წრე სადაც რამდენიმე დინება ერთმანეთს ერწყმის და შესამაბისად ყველა ეს ნაგავი გროვდება აქ.  ნაგვის რაოდენობა 6-ჯერ აღემატება – პლანქტონისას. პლასტმასი იშლება პატარა ნაწილებად და პლანქტონზე მონადირე თევზებისა და ფრინველების საკვებად იქცევა.  ნაგვის ასევე დიდი ნაწილი ირიყება შორეულ სანაპიროებზე.

ბისფიენოლ ა (Bisphenol A) არის ქიმიური ნივთიერება რომელიც გამოიყენება პლასტმასის წარმოებისას. წელიწადში 4 მილიარდი კილოგრამი პლასტმასის ნივთი იწარმოება, რომელის შემადგენლობაშიც ეს ნივთიერება არის. ეს არის პლასტმასი, რომლის გადამუშავება არის შეუძლებელი. ის იყრება გარემოში, შემდეგ მიყვება ქარს, წყალს და ა.შ. და მიდის ოკეანემდე. ხოლო იქიდან ხვდება ”მერვე კონტინტზე.”

აზიაში, ევროპაში და ამერიკაში ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ ბისფენოლი ყველა გამოკვლეული ადამიანის სხეულშია. იაპონელებმა კი დაადგინეს, რომ ეს ნივთიერება უშვილობის ან არასტაბილური ორსულობის მიზეზია.

ერთ-ერთ მიმდებარე სანაპიროზე ნაპოვნი მკვდარი ალბატროსის გაკვეთისას მის კუჭში აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით პლასტმასი (მათ შორის სანთებელა), მოგეხსენებათ პლასტმასის გადამუშავებას ორგანიზმი ვერ ახერხებს .

ეს კუ, პატარაობაში პლასტმასის რგოლში გაიჭედა და მისგან გათავისუფლება ვეღარ მოახერხა.

sea-turtle-plastic

ეს კი ვიდეო ყველაფერზე:

Advertisements

7 Responses to მერვე კონტინენტი

  1. უსახელო says:

    საწყალი კუ :(

  2. piccolina says:

    ომგ
    ომგ
    ძაან იმოქამედა…
    :მო:

  3. bigcrow says:

    ნიფიგა სიბე…

  4. daliela says:

    ღმერთო საწყალი კუ :(
    დამპლები ვართ ადამიანები!

  5. dodka says:

    Impressive! :S

  6. რამდენი ხანია, სერიოზულად მაფიქრებს ნაგავი :| ამ “კონტინენტის” შესახებ არაფერი ვიცოდი, მაგრამ რომ დავფიქრდები, რამდენი ნაგავი და უსარგებლო საგანი გამოდის ყოველდღე მსოფლიოში, ცუდად ვხდები. ბაზრობაზე რომ გავივლი და ამდენ ჯაბახანას ვხედავ (ტანსაცმელი თუ საოჯახო ნივთები), თავში მირტყამს, hell, სად წავა მერე მთელი ეს ნაგავი? :( ჩვენ ძაან ცუდ დღეში ვართ, თან ისე, რომ ვერც ვხვდებით მგონი :|

  7. მმმ… ეს კუა თუ უცხოპლანეტელი?!!! უეჭველი მარსიანელების ან მისთ მსგავსი არსებების მოგზავნილი იქნება! მაგრამ მაინც როგორ ადაპტირდა გარემოსთან, ჰა, ეს ოხერი?!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: