Fiat Lux – იქმენინ ნათელი!

დიდი ხანია რაც ჰომოსექსუალობის თემაზე მინდოდა პოსტის დაწერა; ვიდეო პოსტიც კი ჩავწერე, მაგრამ მერე გადავიფიქრე დადება, ძალიან გრძელი იყო და თან არ მომეწონა ახლიდან რომ ვნახე. ჰოდა აი დღეს თაზომ დაწერა პოსტი ამ თემაზე და მეც გადავწყვიტე რომ მიმებაძა მისთვის.

მოკლედ იყო დრო როცა მეგონა, რომ ქართველი ჰომოსექსუალები არ არსებობდნენ. დიაღ. რატომღაც მქონდა წარმოდგენა, რომ ჩვენ ქართველები ისეთი კდემა მოსილი და ღვთისგან კურთხეული ერი ვიყავით, რომ მსგავსი-უმსგავსობა ჩვენთან შეუძლებელი იქნებოდა. ერთ დღესაც გავიგე, რომ თუმრე ვცდებოდი.  ნუ ეს იმდენად დიდი შოკი იყო მაშინ ჩემთვის, რომ ძალიან აგრესიულად განვეწყვე ჰომოსექსუალების მიმართ. მახსოვს ჩემს მიერ დაწერილი დიდი ტექსტები ქართველობაზე და პატრიოტიზმზე და ა.შ. ნუ მიმაჩნდა, რომ ქართველი ესაა დიაგნოზი და შესაბამისად იმუნიტეტი ქონდა ამ ზე-ერს მგავსი-უმსგავსობის მიმართ.

მერე არ ვიცი რა მოხდა, ალბათ გავიზარდე და ნელ-ნელა მოხდა რაღაცების გადაფასება ჩემში და მივედი იმ ეტაპაბდე სადაც მეკიდა ეს ყველაფერი. ანუ ”მე სხვის ცხოვრებაში არ ვერევი” პოზიციაზე დავდექი; დამეთანხმებით და საკმაოდ დიდი პროგრესია.  თუმცა ამ პერიოდში ცინიზმმა იმატა ჩემში და ჰომოსექსუალებს დავცინოდი ხოლმე.

შემდეგ ფაზაზე გადასვლაზე უკვე პოპ კულტურამ იმოქმედა. ფილმებმა, სერიალებმა, სიმღერებმა და ა.შ. მოკლედ ბოლო პერიოდში ჰომოფობიდან – ულტრა ლიბერალამდე გავიარე გზა. ჰოდა ამას წინად ვუყურე შესანიშნავ ფილმს – ”მილკი.” ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო ბიოგრაფიული ფილმი რაც კი მინახავს.  ძალიან ბევრ თქვენგანს ჰგონია, რომ ჰომოფობია და ამის ნიადაგზე დისკრიმინაცია გაზვიადებულია, მე ვთვლი რომ ასე არაა. ჰოდა ზუსტად ამ ფილმში (რომელიც მთლიანად რეალურ ამბებზეა დაფუძნებული) შეიძლება გაეცეს პასუხი თქვენს კითხვებს.

პირადად მე:

მივესალმები თბილისის გეი აღლუმს!

მივესალმები თბილისში გახსნილ გეი კლუბებს!

მივესალმები თბილისელი და ზოგადად ქართველი გეების მასიურ ქამინგ აუთს – მომღერლებისას, ტელე წამყვანებისას, რაც ყველაზე მთავარია პოლიტიკოსებისას!

თაზოს ბლოგზე მივწერე კომენტარში – რა თქმა უნდა იმ ერისგან რომლის 90%-იც ბუშის და მაკკეინის ფანია, ასეთი რამეები არ უნდა გაგიკვირდეს მეთქი.

კიდე ბევრი რამის დაწერა შეიძლება ამ პრობლემაზე, მაგრამ მხოლოდ ჩემი დამოკიდებულებით და ჩემი აზრით შემოვიფარგლები ამჯერად.

gay-flag

Advertisements

27 Responses to Fiat Lux – იქმენინ ნათელი!

  1. გურიჩა says:

    ამის ავტორს ხუთიანი პირად საქმეში! :)

  2. Maka says:

    საბუ, მივესალმები შენს პათოსს!

    გაუმარჯოს გეებს :)

  3. მე დ ლიშთოთა გეებში გავდივართ? :გივი:

  4. ერთია რომ მივესალმებით მეორე კი რამდენად რეალურია იგივე გეი აღლუმების ჩატარება თბილისში. მე არ გავრისკავდი არც ჩატარებას არც გასვლას :D :D საქართველო არაა ჯერ მზად, მითუმეტეს ამ ეტაპზე როცა ეკლესიის გავლენა მოსახლეობაზე ძააალიან დიდია. დროა საჭირო და მიზანმიმართული კარგად მოფიქრებული პროგრამით მუშაობა. ისე რომ ხალხს ის კი არ უმტკიცო რომ გეები კარგები ან ცუდები არიან არამედ უბრალოდ ინფორმაცია მიაწოდო ჰომოსექსუალიზმის შესახებ.

    p.s. ერთი ჩინელი გეი ამხანაგი მყავს ისეთი საყვარელიიააა :)
    მაგარია კაცი რომ გყავს მეგობარი/ამხანაგი და ”პირდაღებულ დორბლიანი სახით” მკერდზე არ გიყურებს :P

  5. lizarda says:

    saba, momcons sheni patosi :)))

  6. piccolina says:

    მე არ მივესალმები აღლუმს ერთადერთი მიზეზით, რომ ეს ჰომოფობი მურთაზჩიკები დაერევიან ჰომოსექსუალებს, რაც ძაან არ მინდა რომ მოხდეს და ეჭვი მაქვს, რომ მოხდება…
    ისა, ფილმს ვნახავ, გაგელინკა მაინც შე დალოცვილო.

    ხო, კიდევ მასიურად და ურცხვად რომ თქვან ჰომოსექსუალი ვარო მაგის წინააღმდეგი ვარ კიდევ, აბა მერე მე ვინ მოვდღნა? ჰომოსექსუალი, რომელიც ამბობს, ვარო არ მომცემს და რომელიც არ აღიარებს, ვინმეს რომ ეჭვი არ შეეპაროს მაგ პონტში მაინც მომცემს.
    ხო ხოდა დამიტოვეთ მოსადღნავი კაცები, ბლიად
    მეც ხომ ადამიანი ვარ

  7. polkovniki says:

    კარგი ბატონო, ვარ ეს “ულტრალიბერალი” და 4 ნოემბრამდეც yes we can – ს გავიძახოდი, მაგრამ ეს გეი აღლუმის იდეა არ მესიმპატიურება… სხვათაშორის ბევრი ევროპული სახელმწიფოც ნეგატიურადაა განწყობილი ამ მოვლენის მიმართ.

  8. Mindia says:

    I am very proud of you!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

  9. Prankster says:

    აი კაკრაზ ახლა უნდა ჩაატარო გეი აღლუმი…
    რუსთაველზე უნდა დაიძრან თავისუფლებამდე…

    გზად საკნებიც გაიარონ…

    დანარჩენი თქვენ განავრცეთ

  10. მივესალმები პროგრესულად მოაზროვნე ხალხს!! მილკმა მართლაც უდიდესი გაველნა იქონია ჩემზეც და ზოგადად ხალხზეც. ეს ყველამ უნდა ნახოს. ყველამ უნდა გაიგოს ჩვენი ტკივილის შესახებ! უნდა არსებობდეს ჯანმრთელი აზრი!

  11. giorgi says:

    შეგიძლია კი რაციონალურად ახსნა, თუ რატომაა დაკავშირებული გეი–აღლუმი პროგრესთან?
    თუ შენი დებულება მორიგი, ინფანტილური ახირებაა?

    • Bas says:

      ნუ პირველ რიგში ეს იქნება საზოგადეობისთვის შოკური თერაპია.

      მეორეც ერთი იქნება ნაბიჯი ჰომოფობიის წინააღმდეგ, თუმცა აღლუმამდე კიდევ ბევრი უნდა გააკეთოს გეი საზოგადეობამ იმჰო. ანუ ხალხს აუწყოს რომ ის აქ არის, არსებობს და ისიც ჩვეულებრივი ადამიანია.

      აი როდესაც საზოგადეობა იქნება მზად იმისათვის, რომ გეი აღლუმს თბილისში შეხვდეს აგრესიის გარეშე, მაშინ ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ ქართველიც ადამიანია, მასშიც არის რაღაცა ჰუმანური, მასშიც არის გრძნობა იმისა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და ა.შ. ანუ ეს ერთგვარი ინდიკატორი იქნება ქართველი ერის სოციალური მენტალიტეტის. ვოტ!

      • giorgi says:

        არა, შოკი არ იქნება: 68 წლის დრო საქართველოში გავიდა მანამ, სანამ დადგებოდა.
        მეორეც, თუ დაუშვებელია შეუწყნარებლობა, როგორც ასეთი, მაშინ დაუშვებელია შეუწყნარებლობა ჰომოფობიის მიმართაც, რა სოფისტურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ;)
        და ბოლოს, გეი აღლუმების მიმართ აგრესიის არარსებობა სულაც არ ნიშნავს საზოგადოების ჰუმანურობას. როგორც წესი, ესაა: (i) გულგრილობა და (ii) კონფორმიზმი ახალი სახის ფსიქოლოგიური ძალადობის, ე.წ. affirmative action–ის მიმართ.

        • Bas says:

          ვერ დაგეთანხმები :)

          ჰომოფობების მიმართ ნამდვილად არაა შეუმწყნარებლობა და მათ მიმართ აგრესია არაა, უბრალოდ ამ ხალხს უნდა გააგებინო, რომ სიძულვილი არაა გამოსავალი, მითუმეტეს როცა გამოსავალს არავინ ეძებს. მაგ სოფისტური ლოგიკით, არც ნიურბერგის პროცესი უნდა ჩატარებული მაშინ, და არც ალაბამელი რედნეკები უნდა დასჯილიყვნენ გალინჩებული შავკანიანების გამო :)

          ზუსტად იგივე კრიტერიუმებში შეიძლება ჩასვა ანტირასტიტული და ანტიფაშიტური მოძარობებიც, დაარქვა ამას კომფრომიზმი და გუგრილობა.

          დისკრიმინაცია დისკრიმინაციაა, რა მნიშვნელობა აქვს რის გამო ხდება ის?

          • giorgi says:

            იმისთვის, რომ ვინმეს რამე გააგებინო, სათანადო მორალური ავტორიტეტი უნდა გქონდეს, თორემ ვისაც გაგება არ უნდა, რა უზამ? ძალადობას მიმართავ? ;)

            “დისკრიმინაცია დისკრიმინაციაა, რა მნიშვნელობა აქვს რის გამო ხდება ის?” (c) :)

            შენ მიერ მოტანილი შედარებები კი უმართებულოა.

            დააკვირდი: თუ შენ არ გაინტერესებს შემწყნარებლობის მორალური მოტივაცია და კმაყოფილდები გარეგნული ნიშნებით, ხომ არ ხდება ამით შენი პოზიცია ოპორტუნისტული?

  12. Bas says:

    ვისაც არ უნდა გაგება ის იძულებული იქნება გაიგოს, ანუ საზოგადეობაში დამკვიდრებულ სტანდარტს მიჰყვეს. ჰო ნუ სტანდარტი ამ შემთხვევაში პოზიტივი იქნება, ანუ ”არა სიძულვილს” და ”არა დისკრიმინაციას.”

    რას ნიშნავს არ მიანტერესებს შემწყნარებლობის მორალური მოტივაცია? :) ძალიანაც მაინტერესებს. აი ეს აგრესია რომელიც სუფევს საზოგადეობაში, ზუსტად ისაა შენიღბული, ანუ რეალურად მიმაჩნია, რომ ჰომოფიბიური საზოგადეობის 50%-ზე მეტი (ისიც ამ პროცენტს ძალიან დაბლა ვწევ) სულაც არაა ჰომოფობი და ამას მხოლოდ იმიტომ ამჟღავნებს, რომ სხვები ფიქრობენ, ”ქართველობაშია” მიღებული და ა.შ. აი ამ გარეგნული ნიშნის წასაშლელად იქნება ზუსტად ასეთი გამაღიზიანებელი და თუნდაც გულგრილი გადაწყვეტილებების მიღება.

    ოპორტუნისტული რა მხრივ? :)

    • giorgi says:

      რატომ უნდა იყოს ვინმე იძულებული? იძულებას ძალადობა უნდა, ძალადობის სიტუატიური გამართლება კი რაა, თუ არა ოპორტუნიზმი???
      აგრესია შიშის შედეგია, უსაფუძვლო შიში კი – ინფანტილიზმისა და კონფორმიზმისა. შენ შედეგებს ებრძვი და არა მიზეზებს.
      რაა ინფანტილიზმის მიზეზი? ის ხომ არა, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს ჟამისჟამ უჩნდება უსაფუძვლო დაჯერებულება, რომ უფლება აქვს, ყველას მაგივრად გადაწყვიტოს, რაა სწორი და რა – არც ისე?
      კონფორმიზმს რაც შეეხება, ბერტოლუჩის ფილმის დაუჩეხავი ვერსია ხსნის მის მიზეზებს.
      თუ საზოგადოების ნაწილს არ აქვს მორალური ძალა, გააჩნდეს და დაიცვას საკუთარი პოზიცია, განა სხვის მიერ ფსიქოლოგიური ძალადობით თავსმოხვეული “მიღებულია” რამეს შეცვლის პრინციპში?ასეთ შემთხვევაში, შენ მიერ აჟიტირებული “პროგრესი” დაიყვანება იმაზე, რომ მსხვერპლი გახდება ჯალათი, დრაკონი მკვლელი – დრაკონი, etc.
      ამიტომ ვუყურებ სკეპტიკურად შენს მეთოდს.

      • Bas says:

        მოიცა მოიცა, მოდი ჯერ გავარკვიეთ რას ვაიძულებთ ამ ხალხს :) ვაიძულებთ იმას, რომ იყვნენ უფრო ჰუმანურები, ან თუნდაც გულგრილები. ან ბოლოს და ბოლოს ვაიძულებთ იმას, რომ სხვასაც მისცენ იმის საშუალება, რომ თავის გემოზე იცხოვრონ. ანუ რატომ უნდა შეუზღუდოს ერთმა ადამიანმა მეორეს არსებობის უფლება და თუნდაც სექსუალური ორიენტაციის განსხვავებულების უფლება? ჰოდა აი ამ შეზღუდვის აღკვეთა უნდა იყოს იძულებული. ოღონდ იძულებული არა ძალადობრივი გზით, როგორც თვითონ ეს ადამიანები მოქმედებენ, არამედ ჩვეულებრივი მიმდინარეობით, თუნდაც იგივე აღლუმით.

        ჰო, მეორე ნაწილში გეთანხმები :) საზოგადეობის ნაწილს უნდა შეეძლოს თავისი პოზიციის დაცვა. ანუ პოსტში რიგითობა შეიძლება არ მაქვს დაცული, იმ მოვლენებისა რაც უნდა მოხდეს ჩემი აზრით, მაგრამ წინა რიფლაის დროს გითხარი: ”თუმცა აღლუმამდე კიდევ ბევრი უნდა გააკეთოს გეი საზოგადეობამ იმჰო. ანუ ხალხს აუწყოს რომ ის აქ არის, არსებობს და ისიც ჩვეულებრივი ადამიანია.”
        აი მერე უკვე თუ საზოგადეობა არ მიიღებს ამას და წავა ღია აგრესია, მერე უკვე საჭიროა აღლუმიც და სხვა მეთოდებიც, იმისთვის რომ გეი ხალხმა თავი დაიმკვიდროს როგორც საზოგადოების სრულიფლებიანმა წევრმა. ვოტ.

        • giorgi says:

          ვერავის *აიძულებ*, იყოს ჰუმანური, ეს ნონსენსია, “უტოპიზმის ერესი”, როგორც ჟანრის კლასიკოსი იტყოდა. შენ რასაც ამბობ, ის აგრესიის ერთ გამოვლინებას ჩაანაცვლებს მეორეთი, სულ ეს იქნება შედეგი.
          ამიტომაა შენი პოზიცია შინაგანად წინააღმდეგობრივი.

          იქნებ, დასავლეთში დამკვიდრებულ შემწყნარებლობას კონსერვატიზმისთვის ჩვეული პრაგმატიზმი უდევს საფუძვლად და არა იდეოლოგია? არ გიფიქრია ამაზე?

          • Bas says:

            რატომღაც ისევ ერთ რაღაცას გამოეკიდე :) მაგი გავრცობილი მაქვს მე და აი ეს მიწერია: ”ან ბოლოს და ბოლოს ვაიძულებთ იმას, რომ სხვასაც მისცენ იმის საშუალება, რომ თავის გემოზე იცხოვრონ. ანუ რატომ უნდა შეუზღუდოს ერთმა ადამიანმა მეორეს არსებობის უფლება და თუნდაც სექსუალური ორიენტაციის განსხვავებულების უფლება? ჰოდა აი ამ შეზღუდვის აღკვეთა უნდა იყოს იძულებული. ოღონდ იძულებული არა ძალადობრივი გზით, როგორც თვითონ ეს ადამიანები მოქმედებენ, არამედ ჩვეულებრივი მიმდინარეობით, თუნდაც იგივე აღლუმით.”

            ხოლო ეს რატომაა აგრესიის ერთი ფორმის მეორეთ ჩანაცვლება? :) მეორეც შენ ისე მესაუბრები თითქოს გეი საზოგადოების დამკვიდრებაში პიონერები უნდა ვიყოთ და ჯერ პრეცედენტი არ მომხდარა ამის :)

            რაც შეეხება დასავლეთში დამკვიდრებულ შემწყნარებლობას. კი შეიძლება მასეცაა, თუმცა რატომაა ეგ ცუდი? თუ პრაგმატული აზროვნება მივიდა ადამიანთა თანასწორობამდე? კვლავაც სხვა მაგალითების მოყვანა შეიძლება, ანუ ”სხვა დისკრიმინაცების” შეწყვეტაც ამასთან არის იქნებ დაკავშირებული და რა არის ამაში ცუდი?
            თანაც პრაგმატიზმიც თავისთავად იდეოლოგიაა და იდეალური პრაგმატიზმიც ალბათ ისაა, როცა ადამიანს აქვს უნარი დაინახოს ყველაფერი ისე როგორც არის – ანუ განსხვავებების მიუხედავად მაინც ყველა ერთნაირია საერთო ჯამში და ყველას ერთნაირი უფლება აქვს არსებობსი? არა?

  13. giorgi says:

    წავიკითხე, რაც გიწერია და გამოვეკიდე იმას, სადაც ლოგიკური შეუსაბამობაა :) “ოღონდ იძულებული არა ძალადობრივი გზით, როგორც თვითონ ეს ადამიანები მოქმედებენ, არამედ ჩვეულებრივი მიმდინარეობით, თუნდაც იგივე აღლუმით.”
    არაძალადობრივი იძულება ნონსენსია.
    დამოკიდებულება უცხოსთან, განსხვავებულთან, არანაირად არის პროგრესულობის ან ჩამორჩენილობის ნიშანი. მასის შემწყნარებლობა ისევე შეიძლება, იყოს ფუნდამენტალისტური, როგორც შეუწყნარებლობა. თუ მასისგან მოითხოვენ შემწყნარებლობის დემონსტრირებას, ის დარჩება შეუწყნარებელი სხვა დანარჩენის მიმართ. ამიტომაა ის, რასაც შენ ამბობ, აგრესიის ერთი ფორმის მეორეთი ჩანაცვლება.
    შენი პოზიციის მთავარი პრობლემა იცი, რაა? ის, რომ პროგრესს, როგორც ასეთს, შენ ანაცვლებ მისი გარეგნული ატრიბუტიკით.

  14. giorgi says:

    “””რაც შეეხება დასავლეთში დამკვიდრებულ შემწყნარებლობას. კი შეიძლება მასეცაა, თუმცა რატომაა ეგ ცუდი? თუ პრაგმატული აზროვნება მივიდა ადამიანთა თანასწორობამდე? კვლავაც სხვა მაგალითების მოყვანა შეიძლება, ანუ ”სხვა დისკრიმინაცების” შეწყვეტაც ამასთან არის იქნებ დაკავშირებული და რა არის ამაში ცუდი?”””
    და ვინ გითხრა, რომ ეს ცუდია? პირიქით, ესაა კარგი, რადგან ამ პირობებში, და მხოლოდ ამ პირობებშია პროგრესი არაძალადობრივი, და, მაშასადამე, შეუქცევადი.

  15. Bas says:

    კაცო ეგ ხო, მაგრამ ჩვენს საზოგადეობაში ამ მიმდინარეობას მე აღვიქვავ პროგრესად, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადეობის ერთად ერთი გასამართლებელი საბუთი ჰომოფობიისა არის ”ქართველობა” – ანუ ჩვენს ერს არ ეკადრება ჰომოსექსუალების ყოლა და მეორე ”დავითი და თამარის საფლავში ტრიალი.” ანუ ისევ წარსულში XII საუკუნის ნაჭუჭში ჩაკეტილი მენტალიტეტია და სწორედ ამისი დამსხვრევა იქნება პროგრესი.

    • giorgi says:

      ეგ გავიგე და არ დაგეთანხმე :)
      ზუსტად იმაზე გეკამათები, რომ ჩვენი საზოგადოების ფუნდამენტალიზმი შედეგია, შედეგი. ბრძოლა კი მიზეზებს უნდა.

      ყველკაფერს რომ თავი დავანებოთ, სანამ კონკურენცია არ გახდება პრაგმატული და მომგებიანი, მანამ დარჩება ჩვენი საზოგადოება ფუნდამენტალისტური. ეკონომიკის განვითარების ამ ეტაპზე მომგებიანია ჩაკეტილობა. თუ ეკონომიკური ურთიერთობები მეთორმეტე საუკუნეშია, იქვე იქნება მენტალობაც. ასე, რომ რესურსების დაგროვებაა საჭირო.

      • Bas says:

        მართალია ეგ :) მაგრამ ყველა ფრონტიდან უნდა შეტევა :D

  16. giorgi says:

    როცა რესურსები არ გყოფნის, ძალები არ უნდა გაფანტო ;)

  17. tkacann says:

    მე ვამაყობ :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: