ვირტუალური ნაცნობობა

დაახლოებით 5 წლის წინ ჩემმა მეგორბარმა მკითხა შევდიოდი თუ არა საიტზე – ფორუმ.გე. მე ვუპასუხე, რომ არ შევდიოდი და, საერთოდ, პირველად გავიგე ასეთი საიტის არსებობის შესახებ. მაშინ ჯერ კიდევ “მირკში” ვიჯექი, კომუნიკატორის არხზე. ერთ დღესაც შევედი ფორუმზე, ზემოთ ხსენებული მეგობრის მოძებნა მინდოდა (ის პეტერბურგში ცხოვრობს და იქ იყო), მეგორბარი ვერ ვიპოვე, მაგრამ მე თავად შემოვრჩი ფორუმს და აგერ უკვე მეექვსე წელიწადი დაიწყო რაც ვპოსტაობ.

ამ ხუთი წლის განმავლობაში ფორუმი რამდენჯერმე (ოთხჯერ) ”დავტოვე” პროტესტის ნიშნად, გაბრაზების გამო და ა.შ. მაგრამ ოთხივეჯერ დავბრუნდი. ამ დაბრუნების მიზეზი კი ვირტუალური მეგობრები და ნაცნობები იყვნენ. უმეტესობასთან უკვე დიდი ხანია რეალური ნაცნობობა და მეგობრობა მაკავშირებს. თუმცა. არიან ისეთებიც, რომლებიც არ მყვანან ნანახი. აი, მაგალითად, ჩვენთვის ყველასათვის კარგად ნაცნობი პიკოლინა.

არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც 5 წელია ვეკონტაქტები. ისინი სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ და მათთან შეხვედრას ვერ ვახერხებ; თუმცა ამ 5 წლის განმავლობაში ისეთი უერთიერთობები ჩამოგვიყალიბდა ბარე ორს შეშურდება.  მაგალითად, გიორგი ტერიშვილი, ცხოვრობს კანადაში. ამ ხნის მანძილზე ”შეჩემაზე” გადასული უერთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ანუ ძალიან ფამილიარულები ვიყავით ერთმანეთთან; თითქოს ბავშვობის ძმაკაცები ვიყოთ, ერთმანეთის ავიც ვიცით და კარგიც. ჰოდა, გიოს შარშან ზაფხულში შევხვდი პირველად.  დიდი ფორუმული გასეირენება მოვაწყვეთ. ის ჩამოვიდა კანადიდან  ნიუ-იოკრში, ერთმანეთს შევხვდით, ხელი ჩამოვართვით და ასე მივესალმეთ: ”რავა ხარ შეჩემა?”  ჩავსხედით მანქანაში და დავაწექით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობდით, უბრალოდ ფიზიკურად ერთ სივრცეში არასოდეს ვყოფილვართ. იქვე იყო გივიკო – იგივე ”პარანოიდის ძმა”, რომელმაც ასევე პირველად ნახა ტერა (გიორგი ანუ :) ).

ერთობლივი მოგზაურობის მიზანი სხვა ფორუმელის გაცნობა იყო, რომელიც ასევე აშშ-ში ცხოვრობს, ოღონდ სხვა შტატში.  მე, გიორგი, მისი და და გივი და წავედით ჩრდილო კაროლაინაში. 13 საათი ვიმგზავრეთ გაუჩერებლად, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ გვენახა კიდევ ერთი ფორუმელი – ვირტუალური ნაცნობი, ნინი.

DSC_0124

ესეც იმ შეხვედრის ამსახველი კადრი – მარცხნიდან: მე, ნინი, ტერას და, ტერა, გივიკო.

როგორც ხედავთ, ვირტუალური სამყარო არც ისე არარეალურია. ჩემი პოსტი ირაკლი ალასანიასა და ვირტუალური ურთიერთობების მნიშვნელობაზე, რატომღაც სნობიზმისკენ მოწოდებად აღიქვა ერთმა ჩემმა ვირტუალურმა ნაცნობმა. მანამდე თემა გაიხსნა ფორუმზე, სადაც ნოდარ ლადარიას ახალ სტატიას განიხილავდნენ. ამავე თემაში იმავე ვირტუალურმა ნაცნობმა რამდენიმე ადამიანის მიერ ლადარიას ქება, მხოლოდ და მხოლოდ მასთან ფეისბუქზე მეგობრობას დაუკავშირა, ”ვინც კი ფეისბუქზე დაიმეგობრეთ, ყველას აპოლოგეტები გახდითო!” – თუ რაღაც ასეთი უთხრა, არ მახსოვს ზუსტად და ქექვაც მეზარება.

ბატონი ლადარია ფეისბუქზე მეც მემეგობრება და მასთან ხშირად მაქვს მესიჯობა გამართული, ისევე როგორც სხვა ფეისბუქელებს. ჰოდა, ზემოთ ჩემ მიერ მოთხრობილი ამბავი ალბათ გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით იმაზე, თუ როგორ შეიძლება წაიშალოს საზღვარი ვირტუალურ სამყაროში და ადამიანთან ნორმალური ურთიერთობა დაამაყარო. ახლა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნოდარ ლადარიას, ლევან რამიშვილს, დათო ბაქრაძეს, კახა ბენდუქიძეს და ა.შ. ”შეჩემათი” მივმართავ, მაგრამ ამ ხალხთან ყოველდღიური, თუნდაც ვირტუალური, ურთიერთობა ძალიან საინტერესო და სასარგებლოც კია. ბევრი ახალი რამის გაგება შეიძლება და მათი რეალური სახის დანახვა.

მაგალითად, ლევან რამიშვილის ფეისბუქელი მეგობარი თუ ხარ, აუცილებლად ნახავ, რომ ლევანსაც შეუძლია  მიშა სააკაშვილის კარიკატურაზე, დილარ ხაბულიანის ”სპონსორი, სპონსორიზე” და ვენერა ბებოზე ”კაიფი,” ან ის რომ კახა ბენდუქიძეს სახალისოდ მიაჩნია უცნობის მიერ მისი განსახირება და ა.შ.

აი, ამიტომაა ვირტუალური სამყარო სასარგებლო როგორც პოლიტკოსისთვის, ისე ჩვეულებრივი მოკვდავისთვის.

Advertisements

13 Responses to ვირტუალური ნაცნობობა

  1. აი, ზუსტად გუშინ მითხრა მეგობარმა, რას ნიშნავს შენთვის ვირტუალური სივრცეო, მეთქი, სულაც არაა ვირტუალური, რეალურზე ბევრად რეალურია. სხვათა შორის, ყოველთვის ვკამათობ ადამიანებთან იმაზე, “როგორ შეიძლება ინტერნეტით გაცნობილ ადამიანთან” ურთიერთობა. ამ დროს ბოლო წლების განმავლობაში, ორი ძალიან ახლო მეგობარი შევიძინე სხვადასხვა სოციალური ქსელით, რომლებთან ისევე ახლოს ვარ, როგორც ბავშვობის მეგობრებთან.
    ფეისბუქზე მეც მყავს ეგ ადამიანები მეგობრებში და მართლა საინტერესოა მათი გაცნობა, აპოლოგეტიკოსობა სასაცილოა, უბრალოდ, ისინიც ადამიანები არიან, ჰელო და არა რაღაც მანქანები, როგორც ბევრს ჰგონია.

    I LOVE THIS F-ING NEW CENTURY!!!

  2. auuuuuuu, რა მაგარიაა :)
    ნეტა მეც მანახა ვინმე ფორუმელი ან ბლოგელი ან ფეისბუქელი :)

    ძალიან გამიხარდებოდა :)

  3. nikusha_marx says:

    იცი რაშია საქმე:) უბრალოდ ფსიქოლოგიური მომენტია, როდესაც ფეისბუკზე გყავს მეგობრებშ მაგალითად ბატ ნოდარ ლადარია 100 დან 90 ვეღარ ბედავს მერე მის კრიტიკას, იმიტომ რომ შეგრძნება არსებობს მეგობრობის რაც თუ პრინციპულად უპრინციპო მარქსისტი არ ხარ გაღელვებს :) ეს იმ ვირტუალური ნაცნობის აზრია :)

    • Bas says:

      არაა მასე :) ეგრე გამოდის, რომ მეგობარს (რეალურს) საერთოდ ვერ უნდა აკრიტიკებდე და სულ ია და ვარდი უნდა გადმოგდიოდეს :) კი არის ეგ ფაქტორი მამენტ, ვერ შეგედავები, მაგრამ გადამწყვეტი არ არის იმჰო :)

  4. nikusha_marx says:

    არა რაშია იცი საქმე… არ დამავიწყდება, ფორუმზე გაიმართა ერთხელ ქეიფი და ხალხი ქეიფის მერე აღარ უწერდა ერთმანეთს კრიტიკას:) გამიტყდა რა ტო, ისედაც მთელი ოპოები გაქცეულები არიან ფორუმიდან და ვინც იყო ისინიც ხმას აღარ იღებდნენ..მერე სხვა ფორუმზე მოვხდი ერთ ქეიფზე და მიტყდება მაგალითად ერთ ძალიან რეტროგრად ფორუმელს ვეღარ დავცინი:( ეს კი ჩემთვის ლამის სუიციდია… მაგრამ ორი კვირის წინ გადავწვყიტე აქტიური სიმართლის გზით ვიარო,.. მკიდია რა:) ტაკ შტო არ გეწყინოს თუ ხანდახან შეიძლება რამე დავწერო ისეთი რაც ვირტუალურმა მეგობარმა დაწეროს:)

    • Bas says:

      არა მეწყინება :) მე მაგალითად ყოველთვის ვეუბნები სათქმელს ვიზეც სათქემლია, მიუხედავად იმისა რეალში ნაქეიფარი გვაქვს თუ არა :) მაგალითად კარდუს ხშირად ვაკრიტიკებ ხოლმე და ვეიაზვები – არადა მშვენიერი ურთიერთობები გაქვს პოლიტიკის გარეთ :) ან რავი მოდერებს – ხშირად ვაკრიტიკებ და ა.შ. არ ვიცი, მე ჩემი პოზიციიდან გამომდინარე ვამობ ამას, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამ ყველაფერ ჩემთვის და შეიძლება ჩემი პოზიციიდან გამომდინარე მეჩვენება რომ აზვიადებ. Dunno :)

      • nikusha_marx says:

        ამიტომ გითხარი იმ თემაშიც რომ შენ იმდენად არ გეხება თქო:)

  5. luranto_kosta says:

    ტაკ შტო არ გეწყინოს თუ ხანდახან შეიძლება რამე დავწერო ისეთი რაც ვირტუალურმა მეგობარმა დაწეროს:)

    ukve tkve xar mag siaxlovis :D bodishebit saubrob :D

    tumca razec tqven exla kamatobt imdenad didi absurdia imdenad rom verefrit avcdvdi xelit :D

    • nikusha_marx says:

      მე ასე ვსაუბრობ,.. არ მიყვარს ზედმეტობები:)

  6. irina says:

    მართალი ხარ, ლიტერატურა.გეს ფორუმი მაგალითად ჩემთვის სახლივითაა :) როცა კომპთან ვჯდები ხოლმე, მაშინვე ლიტგეს ვრთავ მინდა თუ არ მინდა :)

  7. piccolina says:

    მიყვარს ვირტუალური სამყარო :ლოვე:
    ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც ჩემ ცხოვრებაში რაღაც ადგილს იკავებენ, ინეტით გავიცანი )))
    მამენტ ყვავას დამსახურებაა, რომ გავფორუმელდი და იქიდან დაიწყო ყველაფერი

    პ.ს. ლავიუ, საბ :2კისს:

  8. fiqro says:

    hehe sabu da givilo :))
    rafer xart baRnebo.
    virtualic latareasavitaa, bevr karg da berv cuds shexvdebi,yofili qmari oriode exi da uamravi megobari myavs mase gacnobili, saboloo jamshi mainc dadebiT balansze gavedi :)

  9. გამოხმაურება: ინტერნეტ ნაცნობობები « Lilac Dreams

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: