ტაძრისკენ მიმავალი გზა…

დღეს თბილისის ფორუმზე გაიხნსა თემა, რომელშიც ავტორი უკმაყოფილებას გამოთქვამდა ეკლესიების მასიურ მშენებლობაზე. ტელევიზორში რაღაც რეკლამა ენახა, სადაც პალიასტომის ტბის კუნძულზე მშენებარე ეკლესიის შესახებ იყო საუბარი და ამას გაებრაზებინა. ციტატა ტოპიკიდან:

ამ გიჟური ტემპებით რო მიდის ამ ეკლესიების შენება.. რაც გვაქვს უძველელსი ტაძრები იმას მოვუაროთ თორე მაგ ახალაშენებულ ეკლესიებს არანაირი ესტეთიკურ-ისტორიული დატვირთვა არ აქვს და არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს…. ერთადერთი რასაც რეალურად ემსახურება არის მაყუთის ქაჩვა, იმენა ზუსტად აი ესსსეეე…. არანაირ ბეგარას არ იხდის და იღებს და იღებს შემოწირულობებს…..

ფორუმელებმა ეს მიმართვა არაკორექტულად მიიჩნიეს. ზომა ასე თქვა: ”სამართლიანია, მაგრამ არაკორექტულიო.”

ისე ეკლესიების მშენებლობა მაინც ძალიან საინტერესო ფენომენია; ხალხს თუ კითხავ გეტყვიან ეკლესიებს გვინგრევენო, არადა ყოველ ფეხის ნაბიჯზე ეკლესია დგას, ან ახალს აშენებენ. ეკლესიების მშენებლობაში მართლაც ძალიან დიდი ფული იხარჯება, თან შემოწირულობა არ იბეგრება და ფულის გათეთრების მართლაც კარგი საშუალებაა. მაგალითად, სანამ ქურდების დაჭერის ბუმი ატყდებოდა საქართველოში, ქართველი ქურდები მასიურად აშენებდნენ ეკლესიებს. ეს გარკვეულ წილად ინდუგლენციაც იყო და როგორც ჩანს ფულის გარეცხვის საუკეთესო საშუალებაც. ეკლესიას აშენებ და ვერავინ დაგიპირისპირდება, ვერც ხელისუფლება და ვერც საზოგადოება – რომელსაც ღმერთთან ერთად ქურდის რიდიც ჰოქნდა.  ქურდები ალაგმეს, თუმცა ეკლესიების შენება კვლავაც მიმდინარეობს, კვლავაც დაუბეგრავად და კვლავაც ურიცხვი შეწირულობებით. მოდით დავიჯეროთ და ვიწამოთ, რომ ქურდების გაქრობასთან ერთად ფულის რეცხვის პროცესებიც გაქრა და სხვა საკითხს შევეხოთ – ანუ რა საჭიროა ამდენი ეკლესია?

რა საჭიროა ეკლესია?

მიზეზად უამრავი რამის დასახელება შეიძლება:

1. ერის სულიერი ამაღლება.

2. კიდე?

უბრალოდ კითხვა მიჩნდება – ქრისტიანული სწავლებების მიხედვით მთელი სამყარო ღმერთს ეკუთვნის, რაღა თქმა უნდა ამ სამყაროში შემავალი ყველა მატერიაც. ფაქტიურად ყველაზე მდიდარი არსებაა ამ ქვეყანაზე. ჰოდა მიჩნდება კითხვა, ამდენ ”სახლს” რომ უშენებთ რამე ემატება მას ამით? ან თქვენ? ან ვინმეს? უბრალოდ მაინტერესებს, რა არის ამ მატერიალისტურ მიდგომაში (თითქოს და ღმერთს სახლები სჭირდება – მთაში, ბარში, ზღვაზე) სულიერი და ღვთიური.

ღვთის ტაძარი, როგორც ასეთი არის ადამიანი, ანუ ყველა ადამიანში არის ღმერთი (ვისაც გჯერათ გაგატარებთ), თუმცა ამ ”ტაძრის” აღსადგენად, შესაკეთებლად და ა.შ. არაფერი კეთდება. ჰო ახლა მეტყვით ეკლესიების შენება ადამიანების სულიერ გაძლიერებას და ა.შ. და ა.შ. და ა.შ.-ს ემსახურებაო, მაგრამ ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს სიცრუეა და უბრალოდ თავს (ვ)იტყუებთ.

რეალურად რომ შევხედოთ, ძალიან ბევრი სასარგებლო რამის გაკეთება შეიძლება იმ ფულით, რაც ეკლესიების მშენებლობაზე იხარჯება. მე შენ გეტყვი და ცოტა ეკლესიაა საქართველოში და ლოვცის გააფთრებულ ჟინის მოსაკლავ დაწესებულებას 2 კილომეტრის რადიუსში ვერ იპოვი თუ რა?

მე ვეცდები ჩამოვთვალო, ის სასარგებლო ”რამეები” რისი გაკეთებაც შეიძლება იმ ფულით, რა ფულითაც ეკლესიები შენდება:

  • არასრულწლოვან დამნაშავეთა სარეაბილიტაციო პროგრამები – სპორტული მოედნების, ბიბლიოთეკის, კომპიუტერული კაბინეტის, საშუალო განათლების დაწესებულების კეთილმოწყობა. სასჯელთ აღსრულების დაწესებულებიდან გამოსულ ახალგაზრდას ხელში რაღაცა ეკავებოდა, იქნება და ერთიან ეროვნულ გამოცდებშიც მიეღო მონაწილეობა და სტუდენტიც გამხდარიყო – ნარკომანის, ქურდის და მძარცველის ნაცვლად?

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საპატრიარქომ ამასწინად გააფორმა რაღაც ხელშეკრულება სახელმწიფოსთან, რომლის მიხედვითაც პატიმრებს დაასაქმებენ მონასტრებში და ამითი მათ რეაბილიტაციას შეუწყობენ ხელს. ფანტასტიური გადაწყვეტილება და ფანტასტიური პროგრამაა, თუმცა ერთი პატარა ნაკლი აქვს – რწმენის თავზე მოხვევა. (აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს აბზაცი მთლიანად ჩემს ვარაუდს ეფუძნება და ფაქტები ხელთ არ მიპყრია). ჩემი ვარაუდით, ამ პროგრამაში მონაწილეობის უფლებას მხოლოდ მართლმადიდებელ პატიმრებს მისცემენ, ანუ ვინმე აზერბაიჯანელ ან სომეხ პატიმარს, რომლებსაც შესაბამისად სხვა რელიგიური მრწამსი გააჩნიათ უარს ეტყვიან რწმენის გამო და ქრისტიანობის მიღებასაც შესთავაზებენ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩართავენ ამ პროგრამაში; შემდეგ ტელევიზორში ვიხილავთ ნეტარი სახით მოლაპარაკე ”მამაოს,” რომელიც გვაუწყებს რომ გაქრისტიანებული აზერბაიჯანელები მუშაობენ მონასტრებში და ისინი ძალიან ბეჯითი მოსწავლეები არიან – არც წირვას აცდენენ და მეტანიებსაც პატიოსნად აკეთებენ.

  • ეკლესიის აშენების ნაცვლად, უსახლკაროთა (ე.წ. ”ბომჟების”) თავშესაფრის აგება იქნებოდა უფრო ღვთისმოსავი და ღვთის მადიდებელი საქმე. ამ თავშესაფარში მათ დააპურებდნენ, დაასვენებდნენ, დაბანდნენ და ადამიანად აგრძნობინებდნენ თავს. სინამდვილეში ქრისტიანი ერის, ქრისტიანულ დედაქალაქში ყოველ ზამთარს N-რაოდენობის ”ბომჟი” იყინება და კვდება. ჩემ წამოსვლამდე, ჩემს უბანში, სამი ”ბომჟი” დაიღუპა – მხოლოდ და მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში.
  • დევნილთა დახმარება. რა უნდა ვთქვა? ან ეს თემა საერთოდ სალაპარაკო უნდა იყოს ნორმალური ქვეყანაში და ნორმალურ საზოგადოებაში?
  • ობოლ და მიუსაფარ ბავშვთა დახმარება. ტანსაცმელი, ნორმალური განათლება – ან 18 წელი რომ უსრულდებათ ამ ბავშვებს, სად მიდიან იცის ვინმემ? ვინმე ინტერესდება მათი ბედით?
  • ავადმყოფთა და შშმპ-თა დახმარება. ოპერაციები, ორგანოთა გადანერგვები, სავადმყოფოში წოლის ხარჯები, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნა და ა.შ. ნუთუ ამას უფრო არ დააფასებს ღმერთი? ნუთუ განკურნებული და შვება მოგვრილი ადამიანს დანახვა უფრო არ გაუხარდება უფალს?
  • გაჭირვებული ბავშვების დაფინანსება. ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვები სკოლაში ვერ დადიან – არ აქვთ წიგნები, გზის ფული, ფეხსაცმელი. იკარგება ფეხბურთელთა, კალათბურთელთა და ა.შ. ნიჭი, იმიტომ რომ მათ მშობლებს თვეში 15-20 ლარის გადახდის საშუალება არ აქვთ.

ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება…

მოკლედ, კითხვა ასე ჟღერს მეგობრებო – ტაძრების შენების გზა, მიგვიყვანს იმ ტაძრამდე რომელსაც ადამიანი ჰქვია?

Advertisements

29 Responses to ტაძრისკენ მიმავალი გზა…

  1. Sophie Golden ამბობს:

    დღეს ზუსტად მსგავს სტატიას ვკითხულობდი, ოღონდ ისრაელზე. იქაც გამოდიან პროტესტებით, რომ ორთოდოქსები არანაირ გადასახადს იხდიან, სწავლა უფასო აქვთ, ყველაფერი, ამ დროს ორთოდოქსებმა უპასუხეს, სამაგიეროდ ჩვენ იმდენი შვილები გვყავს, ყველასთვის რომ ვყიდულობთ საჭმელს, ტანსაცმელს, ბინებს – თქვენზე ბევრი გადასახადი გვიწევსო :ლოლ:

    მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ცუდი არაა ეკლესიის აშენება, თუ, რა თქმა უნდა, ადამიანები იქ სალოცავად ივლიან და არა – გასართობად :| ან მღვდლისთვის ხელზე საკოცნელად, დილას რომ შევცოდე, შემინდე მამაო, წავალ, ახლა კიდევ შევცოდავო ;)

    • LIZI ამბობს:

      dzalian kaia amdeni ramis gaketebis ideebi,rom gaqvs, magram me vtvli,rom rac sheidzleba bevri eklesia unda ashendes da xalxma molocvit unda gaaketos kovelive shens mier chamotvlili qvelmoqmedebis” ideas” da” azrrs” davarqmevdi me,da vtvli,rom dzalian kaia tumca iqve” davszineb”rom es kvelaperi kargia da ara eklessis xarjze.!!!eklesia xvtis saxlia da didi mkrexelobaa masze augis tqma!!!eklesiaze laparaks jobia imas mixedot saqartveloshi,rom massze meti mechetebia da katolikuri eklesiebiiiii……….amas girchevdi,rom aseti lamazi statia mechetebze daxarjul pulze dacerooo…….pk

  2. Rocko ამბობს:

    +1
    და ასევე, სამების გუმბათი რომ არ მოოოქროვებინათ, ამით არ დაიწევდა მემგონი მისი სიდიადე… და საპატრიარქოს წარმომადგენლებიც ივლიან ალბათ ML-ების გარდა სხვა მანქანებითაც…

    აი მაგ პერიოდში ზუსტად, სოკოებივით რომ დაიწყო გამრავლება ტაძრებმა, ჩემი სკოლის ლიტერატურის მასწავლებელმა პირველმა გამოთქვა უკმაყოფილება. არადა, ერთ-ერთი ყველაზე ღრმადმორწმუნე ადამიანია, ვისაც ვიცნობდი. ჰოდა, გამიკვირდა, რა პონტში არ მოგწონთ ბევრი ეკლესია-თქო? ჰოდა მიპასუხა, ტაძარში წასვლა ერთგვარი რიტუალიაო. მისასვლელად ცოტა გრძელი გზის გავლაა საჭირო; “მოდი ბაზარში წასვლამდე ეკლესიაში შევირბენ” პონტი არ უნდა იყოსო… ჰოდა, მართალია მამენტ… :)

    P.S. თვითონ საბურთალოზე ცხოვრობდა და ვაშლიჯვარის ერთ-ერთი ტაძრის მრევლი იყო :D

    • დათიკო ამბობს:

      როკო, თუკი ზოგი ადამიანისთვის ეკლესიაში მისვლა “ერთგვარი რიტუალია”, მათთვის ვინც ნამდვილად იცის ეკლესიის მნიშვნელობა – სალოცავი ადგილია სადაც ღვთის საუდუმლოებას ეზიარება ადამიანი. ხოლო თუ დავაკვირდებით ხალხის სიმრავლეს ტაძრებში, არა მგონია ვინმემ ადგილმდებარეობის სიახლოვის ან სიშორის გამო გადაწყვიტოს ეკლესიაში წასვლა, არამედ მასში თავისუფალი ადგილის გამო წავა. წირვა-ლოცვებზე ეკლესიებში ხალხი არ ეტევა და სწორედ ამის გამოა გამოწვეული ეკლესიების შენების (ვითომდა) ბუმიც.

  3. დათიკო ამბობს:

    მე ასე ვიტყოდი: რატომ უნდა გვინდოდეს ის რომ მაინცდამაინც არჩევანის წინაშე დავდგეთ – ან ეკლესიები ან საავადმყოფოები და თავშესაფრები? მოდით წავიდეთ იქით რომ მრევლის სულოიერი მოთხოვნაც დაკმაყოფილდეს და სოციალურად დაუცველ ან ავადმყოფ ხალხსაც შეეძლოს შესაბამისი მკურნალობა საავადმყოფოებში. ღმერთმა დაგვიფაროს სულიერი გამოფიტვისგან და ვერანაირი ფუფუნება და კომფორტი ვერ ამოავსებს ამ ნიშას.
    ცხადია, კარგი იქნებოდა ახალი საავადმყოფოებიც და სკოლებიც, მაგრამ ნუ დავიყენებთ თავს არჩევანის წინაშე. მოლვინდომოთ ერთიც და მეორეც. ხორციელ ჯანმრთელობაზე არანაკლებ მნიშვნელკოვანია სულიერი ჯანმრთელობა.
    ყველას გილოცავთ სულთმოფენობას :)

    • Bas ამბობს:

      კი გასაგებია :) მაგრამ ყველამ ვიცით, რომ საქართველოში საკმარისადაა ”სულის საავადმყოფოები” :) თანაც ქველმოქმედება და ხალხისთვის სიკეთის კეთება – ამას თუნდაც კომფორტი ერქვას, არანაკლებ აჯანსაღებს სულს.

  4. postis avtori :) ამბობს:

    kide davazusteb tu ratom iyo chemi posti ase arakoreqtuli da albat arvis echvi ar sheparvia ro aman namdvilad gamabraza:)

    laparakia paliastomis tbashi mdebare kundzulze romlis gamoyeneba shesadzlebelia turistuli miznebistvis, paliastomi aris saqartveloshi albat ert-erti mowinave satevzao adgili da sanadiroc aseve…. aranair shesabamisobashi ar modis am teritoriaze eklesiis asheneba, sadac wesit unda iyos rame koncxi, ragaca restoranivit, taverna sadac pirdapir iqve nanadirevs da natevzavebs sheitanen ravici kide bevri ragaca…. da roca vici ro martla aranormaluri tempebit midis saqartveloshi eklesiebis mshenebloba da plius amas kide es ro gavige vabshe gamagija ra….

  5. zurriuss ამბობს:

    არ დამძრახოთ, რომ პოსტს მხოლოდ თვალი გადავავლე და ისე ვწერ პასუხს.
    მართალს ამბობს ავტორი, როცა წერს, რომ “სამყარო ღმერთს ეკუთვნის, რაღა თქმა უნდა ამ სამყაროში შემავალი ყველა მატერიაც”. ჰოდა რაკი სამყარო და, ამ შემთხვევაში, დედამიწა უფლის მიწაა, რატომ ავრცელებს ადამიანი ათასგვარ სისაზიზღეს, ურწმუნოებას, მკვლელობას და სხვადასხვა ცოდვებს? თუ ადამიანმა იცის, რომ ამით ღვთის მიწას “ანაგვიანებს”?
    აქედან გამომდინარე, მიჩნდება პასუხიც: ეკლესია არის ყოველივე ამის შემამსუბუქებელი და ცოდვის გამოსასყიდელი. ვინც სხშირად დადის ეკლესიებში, ის მიხვდება, რომ წირვა-ლოცვა ეკლესიაში შიგნით უნდა მოისმინო და არა გარეთ მდგომმა, როცა დინამიკი გელაპარაკება. ვინაიდან ეკლესიებში ხალხი არ ეტევა, ლოგიკურია, კიდევ უნდა აშენდეს, რომ ყველამ მოახერხოს ტაძრის შიგნით განთავსება. ეს ისე, ცნობისათვის.
    არ გამოვრიცხავ იმას, რომ ზოგი ეკლესია კანონიერი ქურდების დაფინანსებით შენდება და ა.შ. ანუ ყველა ეკლესიას არ უდევს ჭეშმარიტი რწმენა. გავიხსენოთ გრიგოლ ხანძთელი, რომელმაც მხოლოდ ბერებს ააგებინა მთელი ტაო-კლარჯეთი. ზოგი წრფელი გულით აშენებს, ზოგიც – არა. მაგრამ ამას როგორმე უფალი გადაწყვეტს, ვისი გაკეთებული შეიწიროს და ვისი – არა. ღმერთმა აბელის მირთმეული ძღევენი შეიწირა, კაენისა კი – არა. მოკლედ, აღარ გავაგრძელებ. საინტერესო თემა წამოჭერით უდაოდ. დისკუსიის ასატეხად პირდაპირ მისწრებაა, მაგრამ აქვე ისიც დავიმახსოვროთ, რომ ამ ცხოვრებაში ყველა თავის ცოდვებსა და შეცდომებზე აგებს პასუხს.
    და კიდევ ერთიც: ტაძრისკენ მიმავალი უამრავი გზა არსებობს, მთავარია გინდოდეს, გჯეროდეს და… თაძარს ხედავდე.

    • Bas ამბობს:

      ჰოდა ეს ”ცოდვების გამოსყვიდვა” რომაა ეკლესიების მშენებლობა – ინდუგლენცია მეტი კი არაფერი იყო?

      და მეორეც ისევ და ისევ მატერიალისტური მიდგომაა. იმჰო თვითონ ღმერთის ”გემოვნება” კნონდება ამით, როცა ვამბობთ, რომ მისთვის სახლის აშენება ეამება.

      მე მგონია, რომ მას ის უფრო გაუხარდებოდა, ადამიანები ერთმანეთს, რომ ეხმარებოდნენ.

      • zurriuss ამბობს:

        მოდი, შევთანხმდეთ იმაზე, რომ ადამიანმა კეთილი საქმე უნდა აკეთოს არა იმიტომ, რომ იმაზე იფიქროს, ამით ვის თვალში გამოჩნდება კარგი და რამდენი საფეხურით აიწევს სამოთხისაკენ მიმავალ კიბეზე… ადამიანმა კეთილი საქმე უნდა აკეთოს იმიტომ, რომ სიკეთისათვის მოევლინა ამ ქვეყანას. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვები ალბათ რქებიტ და ვამპირის კბილებით დაიბადებოდნენ… რავი…
        ყველა როცა მიხედავს თავის შინაგან სამყაროს და სიკეთეს ისე გააკეთებს, რომ მადლობა არ მოითხოვოს, მაშინ იქნება საქმე კარგად. ამ ზოგად ფრაზებში ჭეშმარიტების მარცვალი დევს და მოდი, მოვიქცეთ ყველა ისე, რომ ყველამ თავის თავზე აგოს პასუხი. ასეც იქნება ;)

        • Bas ამბობს:

          ჰო მერე ეგ რით ეწინააღმდეგება ჩემს ნათქვამს? :) ან კომენტარის პასუხში ან პოსტში? :)

  6. piccolina ამბობს:

    გეთანხმები, ინდულგენცია და ფულის შოვნა + ხალხის დათაფლვა თუ რაღაც ეგეთი
    და არ მესმის რა არის საამაყო იმაში, რომ ყოველ 2 ნაბიჯში ეკლესია შენდება

  7. Givillo ამბობს:

    სავსებით გეთანხმები, ვერ ვხვდები, რაში უნდა ჭირდებოდეს ეს ამდენი სახლები – ყველა სახლი მაგისი არაა?
    მაგრამ ალბათ, ეს აწეწილ–დაწეწილი ადამიანები, ლაბორატორიიის გალიაში ჩაკეტილი წრუწუნებივით ვართ, მოვა უმცროსი მეცნიერმუშაკი, წაიყვანს ერთ–ერთს….. დანარჩენებს გვაინტერესებს, ნეტა სად და რისთვის წაიყვანა და მე როდესაც წამიყვანს რას მიზამსო.
    ჰო და ზოგს ეშინია ცუდი ცდა არ ჩაატარონ მასზე, ზოგს გონია თუ ასიამოვნებს ბევრს არ აწვალებენ, ზოგი კი “აქაურ” ცხოვრებას იწყობს, იმ, პირველის შიშებზე.

  8. qeti ამბობს:

    amxela problemis ori cinadadebit ganxilva udaod calmxrivia da tendenciuri. sxva dros, jobs, sakitxi safudzvlianad sheiswavlos avtorma da shemdeg gaaketos komentari

    • Bas ამბობს:

      და ორი სიტყვით მოგვახსენეთ სად ვცდები :)

      გმადლობთ :)

      • Sophie Golden ამბობს:

        ჰავტორ, შე ძველო! შეისწავლე ხოლმე თემა :P :D :D :D კომენტები ისე მიყვარს როოოოოოოოოოოო :P

        Rocko +1 ემელების გარეშეც შეიძლება და ხელზე კოცნებისაც… მაგრამ რა ქნას ხალხმა, როცა მეტი არ ესმის? :( სულ “ცოცხალი” მაგალითები მახსენდება და გული მწყდება :( აშენებენ ეკლესიებს და ძაან კარგი, მაგრამ იქ ხო უნდა იმუშაოს ვინმემ, ანუ მღვდელმა. აქვს თუ არა მას საკმარისი განათლება? :| ჩემი მეგობარი, რომელსაც ჩემსავით დედა ებრაელი ჰყავდა და მამა – ქართველი, ძალიან ეკლესიური იყო, ქრისტიანობას მისდევდა 15-16 წლამდე, მერე უცებ რაღაც შეკითხვები და ეჭვები გაუჩნდა, მივიდა მღვდელთან და დაუსვა ეს შეკითხვები, იმან კიდევ – ტფუი ეშმაკს, ეგ რა კითხვები გაქვს, დღეში სამჯერ ნაკურთხი წყალი დალიეო… მერე მივიდა რაბინთან და იმან უთხრა – ნორმალურია ასეთი აზრები, ესა და ეს ლიტერატურა წაიკითხე, ვისაუბროთ და მერე გადაწყვიტე, შენ საით გინდა წასვლაო… საით წავიდოდა ის ადამიანი, თქვენი აზრით? ამიტომ, ძაან რთული საკითხია, მხოლოდ ეკლესიების შენება, როცა მრევლი დაბრმავებული გყავს და სინამდვილეში, არავინაა აზრზე, რას ქადაგებს მღვდელი :( იმის მაგივრად, რომ კარგად აუხსნას, კითხვებზეც გასცეს პასუხი და კიდევ უფრო შეაყვაროს თავისი სარწმუნოება.

  9. postis avtori :) ამბობს:

    ver eteviano vighacam tqva, bodishit da dzalian sasaciloa roca aseti ragac itqmeba…. sad ver etevian? eklesiebis 85-90 % sheidzleba metic weliwadshi marto orjer ivseba…… exla ra gindat damajerot ro yoveldge gadadzedzgilia eklesiebi??? exla vigaca snobi tu varketilidan an romelime periferiidan sionshi da samebashi modis isev da isev tavisi snoburi momentebis dasakmayofileblad amitom unda vashenot da vashenot eklesiebi? mivides tavis ubanshi varketilis elesiashi… rato ar midis utydeba? iq iseti dvijenia ar aris xo rogorc nariyalaze, mtawmindaze, samebastan sadac axalgazrdoba samariajod midis agdgomaze da ertmanets epranchebian da am periperielsac undeba vakel-verel gogoebtan gaimariajos da eklesiis ezoshi daabirjaos….assea xo? saqartveloshi 3.5 milioni kaci cxovrobs aqedan 800.000 namdvilad ar aris martlmadidebeli da danarcheni 2.700 000 rogorme moaxerxebs weliwadshi orjer (shobas da aghdgomas) daetios eklesiebshi… tu ara da ra vqnat imdeni eklesia unda avashenot ro ert shesvlaze amdeni xalxi ise daitios ro titoeuls garshemo erti kvad. metri qondes tavisupali? an am 2.700000 idan ramdeni eswreba shobis da aghdgomis dgesaswauls eklesiashi?

  10. tea ამბობს:

    adre tu vigacam ragaca miqara da meore dges eklesiis ashenebit codvebs chamoirecxavs dzalian cdebian, eklesiis asheneba taidi da arieli ar aris chuchkiani sarecxis gasatetreblad. shen PRis gareshe gaakete ketili da kargi saqme, kameris migma daante santeli, es xom dzalian piraduli da intimuri ramea sheni damokidebuleba rcmenisadmi, mobilurze saeklesio tematikis zarebi xom calke ambavia, marazmia rodesac gadapranchuli, makiajiani da tamami dekolteti mandilosani uceb mesam etaobis mobils daadzrobs da micier-koveldgiur chveulebriv laparaks gaabavs am MELODIIS shemdeg. an manqanebshi mteli salocavi rom aqvt gamopenili da lamis santeli da asantic, rom udevt. es qartuli snoburi damokidebuleba kvelapris mimart, religiur midgomasac daetko. an mrevlis mier shekrebili pulebit mamaoebis jipebze shejdoma da sxva mravali realuri faqtebi savalalo mdgomareobashi aknebs chvens kvelaze cminda shexedulebebs. rodemde unda movitkuot tavi?

  11. tea ამბობს:

    mtavari is aris BRMAD GCAMDES:) sheni siketis da aketo es saqme rogorc kbilis gaxexvaa dila sagamos, kariesisgan davicvat cveni adamianoba da jamrteli kbilebit davglijot usamartloba

  12. keti ამბობს:

    მომეწონა პოსტი, არაერთხელ მიფიქრია ამაზე და მქონია შინაგანი პროტესტი: რა საჭიროა ამდენი ეკლესია. რა თქმა უნდა, უამრავი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება იმ თანხებით, რასაც კერძო პირები ეკლესიების ასაშენებლად იმეტებენ, მაგრამ გაჭირვებული ოჯახებისთვის ხელის გაწოდება მსხვილი ხედით არ გამოჩნდება; აი, თუ ეკლესია ააშენე, მერე პატივსაცემი ადამიანიც ხდები ყველას თვალში, დიდად მადლმოსხმული. ვიცი ასეთი მაგალითი – ერთი პატარა ქალაქის მოსახლეობისთვის როგორი დიდი მოვლენა იყო ერთი ოჯახის მიერ ქალაქში ეკლესიის აგება.

    აღარაფერს ვამბობ იმ შემოსავლებზე და კომენტარებში გაფანტულ სხვა, ყურადღების გასამახვილებელ საკითხებზე, ეკლესიების მომრავლებას რომ მოსდევს.

  13. ხატია ამბობს:

    ასეთი კარგი ჩანაწერი მართლა დიდი ხანია არ წამიკითხავს. ტაძრების შენება მეც მაოცებს. საქართველოში საუბრისას რომ დავიჩივლე, ამით უკეთესი რამის გაკეთება შეიძლებოდა-თქო, რაღა თქმა უნდა მორწმუნე ხალხმა სიტყვა არ მომამთავრებინა, ფუი ეშმაკსო :) ვიფიქრე, თუ იმათ ასე ურჩევნიათ…ქონდეთ რაც ურჩევნიათ-თქო

  14. alex ამბობს:

    იმაზე არავინ ფიქრობს რომ წლების შემდეგ ამ ეკლესიებს მოვლა და განახლება ენდომება. მაშინ ის ქურდები აღარ იქნებიან (იმედია სხვები არ ჩაანაცვლებენ), ყველა ნორმალურ ქვეყანაში კი ნებისმიერი შენობა რომელიც დავუშვათ არის ავარიული და უსაფრთხოების ზომებს არ პასუხობს ან უნდა შეკეთდეს ან უნდა მოხდეს მისი დემონტაჟი, მით უმეტეს თუ ეს შენობა საზოგადოების თავშეყრის ადგილია.
    ექნება კი საპატრიარქოს ამის საშუალება? სახელმწიფო მხოლოდ ისტორიული ძეგლების მოვლა განახლების ვალდებულებას იღებს და არა ყველა ეკლესიისა. ამდენი შენობის მოვლის თავი ვერანაერად ვერ ექნება ეკლესიას. თვით ვატიკანიც კი უარს ამბობს იმ ეკლესიების შეკეთება-განახლებაზე რომლებსაც მრევლი აღარ ყავს (როგორც ჩანს დასავლეთში ადრე მოდაში ყოფილა ასეთი მშენებლობები, დღეს კი მაგალითად საფრანგეთში სახელმწიფო ვალდებულებას იRებს შეაკეთოს მხოლოდ 1905 წლამდე არსებული ეკლესიები, 1905 წლის შემდეგ აშენებულებს კი მისმა მფლობელმა ანუ ეკლესიამ უნდა მოუაროს. ამავე ქვეყანაში კანონმდებლობა კრძალავს ავარიულ შენობაში ხალხის თავშეყრას, და თუ შენობა არ შეკეთდა მფლობელის მიერ, მაშინ ის დემონტაjს ექვემდებარება. მარტო 2008 წელს ვატიკანი იძულებული გახდა 5 ეკლესია დაენგრია, რადგანაც ეს ავარიული შენობები დიდძალ თანხებს საჭიროებდნენ შეკეთებისათვის, ხოლო მრევლის მცირერიცხოვნობის გამო ეს თანხები ვერ მოიძებნა და შესაბამისად მრევლს კურთხევა მიეცა სხვა ეკლესიაში გაეგრძელებინათ სიარული.

  15. tea ამბობს:

    dzalian martivia. namdlilad ar ackobt dzvelis agdgena radgan mrevls shor gzaze vegar dazrav da axlo tadzrebshi ki ritualebi da koveldgiuri dascreba upro metia, shemosavalic metia. matralia jipebi kavt magram benzini meti daecvebat mamaoebs dzvel tadzramde misasvlelad:)

  16. nino ამბობს:

    chems ubanshi, magalitad, im arealshi, romelshic 1eklesia dgas, sul cota 10 satamasho klubi mainc aris. qva rom aagdo tu restorans ara, ert tavmoyvare duqns namdvilad daecema.imis tqma sul ar minda,rom ar getanxmebit,magram iqneb imazec dawerot mteli qalaqi ert did saxinkles daemgvana?marto eklesiebis raodenobit ratom interesdebit,slot klubebma da kazinoebma ra “daashaves?”

  17. akunkula ამბობს:

    ეკლესია, თქვენ წარმოიდგინეთ, თავისებური ფსიქოლოგიური ინსტიტუტია. ხალხს ის სჭირდება…
    როცა ღმერთის არსებობაზე და რწმენაზე დაობენ, მე ყოველთვის ვამბობ, რომ რწმენა თავად ადამიანის შემოქმედებაა და არ აქვს მნიშვნელობა, არსებობს თუ არა ღმერთი. იგი რწმენასთან ერთად აუცილებლობაა კაცობრიობისთვის ისევე, როგორც ჰაერი, წყალი, …
    არავინ იცის, კარგია თუ ცუდი ის , რაც დრეს ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამას ჩვენვე ვაკეთებთ.. ალბათ, ამასაც აქვს მიზეზი, უმიზეზოდ ხომ არაფერი ხდება, მაგრამ იცით, ხალხს რა ავიწყდება???
    ღმერთთან მისთვის სახლის აშენებით ვერ მიხვალ, ის შენშია და მტავარია, იპოვო, გაუგო და შეიყვარო…
    რელიგია ჩვენი სინდისია!

    • Bas ამბობს:

      ჩემი სინდისი არაა, ვისიცაა იმან იკითხოს.

      მეორეც გასაგებია რომ ეკლესიები სჭირდება ხალხს და ეს მისაღებია, მაგრამ მე არ მიწერია საერთოდ ნუ ააშენებთ მეთქი. აბა დადექი თბილისში ნებისმიერ წერტილში და 2 კილომეტრის რადიუსში ერთი ეკლესია მაინც იდგება.

  18. butukebi ამბობს:

    arseboben mshieri avadmyofi upatrono bavshvebi da ravi kidev ra agar am yvlafris ponze eklesiebis sheneba codvaa chemi azrit zustad rom induligenciis datvirtva akvs eklesias, namuss icynareben bichebi,
    ise isev martklmadidebur rrcmenas ecinaagmdegeba aseti gafanateba da pupuneba, ra oxrad unda gmerts eklesiebi da okros jvrebi roca yoveldgiurad milionobit adamiani shimshilobs avadmyofobs bavshvebs sachmeli ar akvt da tansacmeli.

  19. maia ამბობს:

    me aramarto eklesiebis sokoebivit momravlebis mimart maq protesti, aramed qartveli eris gmerttan damokidebulebis mimartac.
    titqmis yvela qartvel martlmadidebels scams, rom saqartvelo ertaderti gadarcheba meored mosvlis dros.
    gamagebinet ase dzireulad romeli vin chascvda uflis nebas? ra motivaciis mixedvit gainagda saqarvelom adgili sasupevelshi? ramxela mkrexelobas chavdivart amit yoveli chvengani (gansakutrebit mgvdlebi) gvtis cinashe, amas vinme tu xvdeba?
    an icis tu ara am xalxma, rom polonelebs, ebraelebs da kidev sxvva erebsac aq “gadarchenaze” pretenzia?!

  20. cknapi ამბობს:

    ჰოდა მიჩნდება კითხვა, ამდენ ”სახლს” რომ უშენებთ რამე ემატება მას ამით? – tqven etkoba ar icit rom eklesiebi ufals ki ara chven gvchirdeba…rata bevri xalxi mivides da moinanios tavianti codvebi.. is titoeuli chvenganistvis shendeba,,, da radganac tazarshi mosiarule da morwmune xalxis raodenoba tandatan izrdeba aucilebelia tazrebis raodenobac gaizardos rom daitios xalxi

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: