გაქართულების ჯგუფი

http://wish.shemo.ge – ეს არის გაქართულების ჯგუფის საიტი. ეს ჯგუფი მუშაობს სხვადასხვა თამაშებისა და პროგრამების, ასევე ტუტორიალების გაქართულებაზე. ამ ჯგუფის წევრი მეც ვარ და მონაწილეობა მიღებული მაქვს ისეთი თამაშის გაქართულებაში, როგორიცაა World of Goo ანუ ”ლორწოს სამყარო.” ეს არის კაზუალური, ლოგიკური თამაში, რომელმაც თავის კატეგორიაში აიღო წლის თამაშის სტატუსი შარშან. გრაფიკული და მუსიკალური გაფორმება არის ერთ-ერთი საუკეთესო.

ჯგუფს გაქართულებული აქვს ისეთი თამაშები როგორიცაა: ”მაქს პეინი,” ”პორტალი,” ”GTA,” ხოლო ამჟმად მუშაობა მიმდინარეობს “Braid-ზე.”

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ჯგუფი არ არღვევს მწარმოებლის საავტორო უფლებებს. გაქართულების შემდეგ ქვეყნდება მხოლოდ ქართული პაჩი და არა მთლიანი თამაში. თამაშს საიდან მოიპოვებთ ეს უკვე თქვენს ნამუსზეა. ჩვენი ნამუსი სუფთაა :))))

“Braid-ის” გაქართულება მიმდინარეობს ამ თამაშის შემქმნელის უშუალო თანხმობით. თარგმანის დასრულების შემდეგ ქართული პაჩი შევა პროგრამის ოფიციალურ პაკეტში.

გაქართულებაში მონაწილეობა ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია. ეს საქმე სახალისოა და თან სასარგებლო.

Advertisements

6 Responses to გაქართულების ჯგუფი

  1. აი Bas, აი კაცი!
    დიდი მადლობა ასეთი კეთილი მოხსენიებისათვის!

    ჯგუფის პირველი წევრი იყავი და დარჩები! გენიალური სტილი გაქვს! ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდი, შენნაირი ხალხი გვჭირდება. ;)

    Btw, ჯონათან ბლოუმა (Jonathan Blow) მომწერა – თამაშ Braid’ის შემქმნელმა – შრიფტები გაკეთებულია და სულ რაღაც რამდენიმე დღეში დაიწყება შიდა ჯგუფური ტესტირება. იმედია თვის ბოლომდე მოვრჩებით… :) ეროვნული გამოცდებისთვის იქნება რელიზი. ოფიციალურად.
    PC და MAC…

    რამდენადაც ვიცი, ეს იქნება პირველი გაქართულებული თამაში Mac-ზე და პირველი ოფიციალურად გაქართულებული Windows-ზე…

    – DrAcid

    პ.ს.(პატარა შესწორება – GTA ჯერ არ დაგვისრულებია. გარკვეული ხნის წინ დავიწყეთ მეოთხე ჯე-ტე-ას თარგმანი (ახალი რომაა) და ნაშრომი ძალიან კარგი ჩანს… საიტზე თუ შეხვალთ, სკრინშოტებსაც ნახავთ.)

  2. Andy ამბობს:

    Silent Hill დაბრუნება თქვენ თარგმნეთ ?

    • არა, მაგრამ მაგ შესანიშნავი თარგმანის ავტორი, ბატონი Gocah.me, ჯგუფს შეუერთდა და ახლა გაერთიანებული ძალებით ვთარგმნით GTA IV-ს. :)

  3. luka ამბობს:

    dzaan msiamovnebs rom dzlivs geonetshi rame mainc xdeba normaluri ra. portalis qartuli versia magra mainteresebs imitoro Source-a.
    gg da gl

  4. DrAcid ამბობს:

    ბას… მგონი კარგი ამბავი მაქვს… გახსოვს?..სერთაინ თაიპ ოვ ვიიდ ვილლ ბი ბროთ თუ ჯეორჯია… იფ იუ არ ქეჩინგ მაი დრიფტ… ;)

    მგონი რაღაც გამოდის… მალე მოგწერ მაგის თაობაზე :P
    ხომ არ გადაიფიქრე?

    • Bas ამბობს:

      იმაზე მე რომ გითხარი ადრე? :დ

      გადაფიქრებით არ გადამიფიქრებია :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: