3 წუთიანი კურსი მენეჯმენტში

დღეს წავაწყდი ამ მეტად საინტერესო რესურსს, ჰოდა ვთარგმნი და წარმოგიდგენთ. კურსი მოიცავს 5 გაკვეთილს, თითო გაკვეთილში არის ერთი იგავი და შესაბამის რჩევა.

გაკვეთილი პირველი:

ქმარი შედის შხაპის მისაღებად, ზუსტად მას შემდეგ რაც მისი ცოლი ამთავრებს. ამ დროს ისმის ზარის ხმა, ცოლი სწრაფად იხვევს პირსახოცს ტანზე და ჩარბის კარების გასაღებად.

ზღურბლთან კარის მეზობელი ბობი დგას, რომელიც ახედ ჩახედავს ქალს და ეტყვის: ”800$-ს მოგცემ თუ ამ პირსახოცს მოიხსნი და შიშველი დამენახები.”რამდენიმე წამიანი დაფიქრების შემდეგ ქალი იხსნის პირსახოცს და შიშველი დგება ბობის წინაშე.  მეზობელი პირობას ასრულებს და 800$ აძლევს.

კმაყოფილი ცოლი ბრუნდება აბაზანაში, სადაც ქმარი ეკითხება: ”ვინ იყო?”

”ბობი” მიუგო ცოლმა. ”ჰმ, ჩემი 800$ რომ მართებს იმაზე ხომ არაფერი უთქვამს?”

მორალი: გაუზიარეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენს პარტნიორებსა და თანამშრომლებს, ამით თავიდან აიცილებთ მნიშვნელოვანი რაღაცეების უნებურ გამომზეურებასა და უხერხულ სიტუაციებს.

———————–

გაკვეთილი მეორე:

მღვდელმა ერთ-ერთ მონაზონს მანქანით გაყვანა შესთავაზა. მონაზონიც დათანხმდა და მანქანაში ჩაჯდა. გზაში კაბა გადაეწია და ფეხები გამოუჩნდა. მღვდელმა კინაღამ ავარია მოახდინა, მაგრამ საჭის დამორჩილება მაინც შეძლო. ცოტა ხნის შემდეგ, ნელა შეახო ხელი მონაზონს და მოეფერა.

”მამაო, გახსოვთ 129-ე ფსალმუნი?” ჰკითხა მონაზონმა, მღვდელმა ხელი უკან წამოიღო.

რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ შეუცურა ხელი გვერდით მჯდომს, რაზეც მონაზონმა კვლავ ჰკითხა: ”მამაო, 129-ე ფსალმუნი არ გახსოვთ?” მღვდელმა კიდევ გაუშვა ხელი.

ადგლიზე მისვლის შემდეგ მონაზონი თავის საქმეზე წავიდა, ხოლო მღვდელი თავის კაბინეტისკენ გაიქცა და 129-ე ფსალმუნს ჩახედა: ”ეძიებდე და ჰპოვებდე, გასწი მაღლა და იპოვი ნეტარებას.”

მორალი: თუ თქვენს საქმეში კარგად ინფორმირებული არ ხართ, შეიძლება ძალიან კარგი შანსები გაუშვათ ხელიდან.

————————————————

გაკვეთილი მესამე:

მენეჯერი, კლერკი და გაყიდვების აგენტი მიდიან ლანჩზე. გზაში იპოვნიან ძველ ლამფას, რომლიდანაც ჯინი გამოვა და თითოს – თითო სურვილს მისცემს.

კლერკი აიტეხავს, პირველი მე უნდა ვთქვაო: ”მე მინდა ვიყო ბაჰამაზე, მქონდეს ჩემი იახტა და არაფერი მადარდებდეს” – სიტყვა არ ექნება დამთავრებული რომ გაქრება.

ახლა გაყიდვების აგენტი ატყდება, შემდეგი მე ვარო: ”მე ჰავაიზე მინდა, პლიაჟზე, ბევრი კოქტეილით და პერსონალური მასაჟისტითო” – ესეც გაქრება.

მოვა მენეჯერის ჯერიც: ”ორივე სამსახურში იყვნენ ლანჩის შემდეგო” იტყვის და წავა.

მორალი: აცალეთ თქვენს უფროსს ლაპარაკი.

—————————————————-

გაკვეთილი მეოთხე:

ხის კენწეროზე ზის არწივი, ისვენებს, არაფერს აკეთებს. მოვა კურდღელი და შეეკითხება: ”შეიძლება მეც დავჯდე და დავისვენო, არაფერი ვაკეთო და არაფერზე ვიდარდოო?”  არწივმა უთხრა – ”კიო.” ჩამოჯდა კურდღელი და გაერთო ფიქრებში. ცოტა ხანში მელია წამოდგა თავზე და შეჭამა.

მორალი: იმისათვის რომ უდერდელად იჯდე და არაფერი აკეთო – ძალიან მაღლა უნდა იჯდე.

—————————————————

გაკვეთილი მეხუთე:

ერთი პატარა ჩიტი მიფრინავდა თბილი ქვეყნებისკენ. გზაში ისე აცივდა რომ გაიყინა და ერთ მინდორში ჩამოვარდა. ამ დროს გამოიარა ძროხამ და საბრალო ფრინველს ზედ დაა*ვა. ჩიტუნია გათბა და ძალა მოიკრიბა. გახარებუმლა ჭიკჭიკიც ატეხა. ამ დროს შორი-ახლოს კატა დასეირნობდა, გაიგო ჩიტის ჭიკჭიკი და ფუნას მიუახლოვდა, ამოათრია ჩვენი ჩიტი იქიდან და გადასანსლა.

მორალი: 1. ვინ გა*ვავს ყველა შენი მტერი არაა. 2. ვინც მძ*ნერიდან ამოგათრევს ყველა შენი მეგობარი არაა და 3. როცა დიდ მძ*ნერში ზიხარ ენას კბილი დააჭირე.

Advertisements

20 Responses to 3 წუთიანი კურსი მენეჯმენტში

  1. მომეწონა :)

  2. dodka says:

    :დ:დ:დ:დ:დ:დ :უპ: :მეგაუპ:

  3. Cyborg says:

    ვეშია

  4. მამა says:

    :) :) :) მომეწონა, ვიხალისე!

  5. katiee says:

    ძალიან მაგარი იყო! უბრალოდ ბოლო ზღაპრის მორალო N3 მე ასე ვიცოდი: თუ თბილად ხარ და არაფერი გაწუხებს, გაჩუმდი, რა გაჭიკჭიკებსო :D

  6. nick_el_son says:

    კაია :D

  7. ლოოოოოოოოოლ

    მეხუთემ დაგლიჯა!

  8. utvino says:

    აამმამმმმ ძალიან მაგარია : )))

  9. 129-ე ფსალმუნი დიდი რამეა ;)
    კარგი გაკვეთილია, მეჟდუ პროჩიმ. THANKS.

  10. nikusha_marx says:

    საკაიფოა

  11. cccc says:

    ძალიან მაგარია!!!! საღოლ!!! ძალიან ბევრი ვიცინეეეე :D:D:D:D:D:D :)))))))))))))))))))))))))))

  12. წულფი says:

    ო რაოდენ სჭირდება ჩვენს ქართველ ერს ბოლო იგავის მორალის გააზრება : )

  13. piccolina says:

    ჰაჰა
    ძაან მაგარი იყო )))
    ყოჩაღ, საბა

  14. busx says:

    საკაიფო პოსტია :)
    განსაკუთრებით პირველი და მეორე გაკვეთილი ხურავს (:

  15. keti says:

    კარგია:)
    ოღონდ ვარსკვლავების (ან სხვა სიმბოლოების) ჩასმის მნიშვნელობა და საჭიროება არ მესმის ხოლმე :)

  16. testest says:

    zalian magaria! :D

  17. მეხუთე და მეორე გაკვეთილები მომეწონა

  18. fsiQe says:

    ramdeni vicine =)))
    dzaan magaria

  19. TEA says:

    daxura, sxva variantebi ar aris?

  20. Qrcvini says:

    ise 5-e igavis bolo morali, mokled da martivad jgers: ” da mdz**ershi rom xar nu chikchikeb!”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: