შედარებითი რეკლამები

ორი თუ სამი დღის წინ, ქორინკის ანონსში მოვკარი თვალი – სიუჟეტი უნდა გასულიყო შედარებით რეკლამაზე, ანონსში კითხვა ასე იყო დასმული: “იცავენ თუ არა სარეკლამო ეთიკას საქართველოში.”

პირველი დავა ამაზე, როგორც მე მახსოვს, 08–სა და 09–ს შორის დაპირისპირების დროს წარმოიშვა. ჰოდა მაშინ ფორუმზე დავწერე თუ რა ხდებოდა ამ მხრივ აშშ–ში და აქაც დავწერ.

შედარებითი ხასიათის რეკლამა, ერთ–ერთი კულტურული შოკი იყო ჩემთვის. აქ მიჩვეული ვიყავი, რომ მსგავსი რამე “არმოსულია.” მაგალითად როცა ბაზარზე მხოლოდ ორი სატელეფონო ოპერატორი იყო (მაგთი და ჯეოსელი), მათ რეკლამებში ერთმანეთს “სხვაგან”–ით მოიხსენიებდნენ. მაგალითად, “ჩვენთან იხდით 3 თეთრს, სხვაგან კი 5–ს” და ა.შ. ჰოდა როდესაც რეკლამაში პირდაპირ ამბობდნენ კონკურენტი კომპანიის ნაკლპოვანებების შესახებ, ძალიან გამიკვირდა და ძლივს შევეჩვიე ამას.

ახლა გთავაზობთ რამდენიმე რეკლამას, რომელიც ძალიან მომწონს და თან შედარებითი ხასიათისაა:

თაიმ ვარნერ კაბელი Vs. სატელიტური კომპანია

ტექსტის თარგმანი: “აი ის რასაც სატელიტში არასოდეს გეტყვიან: “მათ ეზიზღებათ ლეკვები.” ფაქტია! ისინი გახდევინებენ ყოველთვიურ გადასახადს HD სერვისისთვის. ფაქტია! თაიმ ვარნერ HD უფასოა. ეს თქვენ ასობით დოლარის ეკონომიას გაგაკეთებინებთ. ფაქტია! თქვენ შეგიძლიათ ეს ასობით დოლარი ძაღლის საჭმელში დახარჯოთ. ფაქტია! ლეკვებს უყვართ ძაღლის საჭმელი. მაშასადამე, სატელიტს ეზიზღება ლეკვები!”

ბოლოს: “უფასო HD სერვისი, სატელიტს არ აქვს, თაიმ ვარნერს აქვს.”

თაიმვარნერ კაბელი Vs. At&t

ტექსტის თარგმანი: “ეს At&t–ის ბილია (გადასახადის ამონაწერი), ის ძალიან რთულია. რაღაც თავსატეხს ჰგავს, მაგრამ სახალისო არ არის. ბილები არ უნდა იყოს ასეთი რთული. აი სწორედ ამიტომ მაქვს თაიმ ვარნერ კაბელი, მათი ბილები ძალიან მარტივია. ეს როგორ უნდა გაარკვიო საერთოდ? რაღაც გენიოსი უნდა იყო არა?

– ეი მარტინ, რა არის At&t–ის სააბონენტო გადასახადი?

– რავი მე!

– მარტინმაც არ იცის. მარტინმა ჩემი საგადასახდო ბუღალტერია გააკეთა.”

ბოლოს: “მარტივი ბილები – At&t–ს არ აქვს, თაიმ ვარნერს აქვს.”

თაიმ ვარნერს, ისვევე როგორც სხვა კომაპნიებს, უამრავი ასეთი რეკლამა აქვს. ასე რომ მეგონი ეთიკა არ ირღვევა. მგონი მთავარი პრინციპია რომ შედარების დროს სიმართლე იყოს ნათქვამი.

Advertisements

11 Responses to შედარებითი რეკლამები

  1. ნან says:

    საინტერესო იყო :)

  2. Mr.picasso says:

    ბოლო ესეთი მარგალიტი რაც მოვისმინე იყო ბალის რეკლამაში დაახლოებით ასეთი ფრაზა: ბზიკმა რა იცის ბალი რა ხილია. და ბალი ბიჭუნა ეკრანზე აჭყლეტავდა ბილაინის კორპორატიულ ფერებში გადაწყვეტილ ბზიკს. ჩემთვის რეკლამის სწორი ფორმაა….

  3. Dv0rsky says:

    კოკა-კოლას და პეპსისაც ქონდათ რამდენიმე შედარებითი რეკლამა.

    მაინცდამაინც არ ისჯება ეგ კანონით

  4. piccolina says:

    რამდენადაც ვიცი, ძირითადად მეორე კომპანიის სახელს არ იყენებენ, არამედ სიმბოლოებით მიახვედრებენ მომხმარებელს, რომ იმაზეა საუბარი. თუ არ მეშლება, პირდაპირ რომელიმე კომპანიაზე მითითებით ხალხში უკუ რეაქციას ერიდებიან თუ რაღაც და მაგიტომ ახვედრებენ.

    მგონი ლიკანის რეკლამა იყო, ბორჯომის და ნაბეღლავის ბოთლები რომ ხტუნაობდნენ თუ რაღაცა. იმ რეკლამაში აშკარად ჩანდა ვიზე იყო საუბარი, იმიტომ რომ ყველა ბოთლის ფორმა იმ კომპანიისთვის დამახასიათებელი იყო
    ბალის რეკლამა კიდევ ახლა შენიშნეს, არადა ადრე რომ ბილაინი შემოვიდა მაშინვე გააკეთეს რაღაც მსგავსი

  5. huh:D

  6. bilebi araswori natargmnia.

    • Bas says:

      აბა როგორ? :)

      • ქვითარი ქვია მაგას ქართულად.

  7. შედარებითი ხასიათის რეკლამა, ერთ–ერთი კულტურული შოკი იყო ჩემთვის

    +1

    პირი ღია მრჩებოდა ეგეთი რეკლამის ნახვის შემდეგ

    :)

  8. salome achba says:

    შედარებიტი რეკლამები, სადაც ერტი პროდუქტს რეკლამა უკეტდება, მეორე პროდუქტის დაკნინების ხარჯზე, როგროც მახსოვს , კანონდარღვევაა, რეკლამის შესახებ კანონის მიხედვით

    • Bas says:

      ჩვენთან როგორაა არ ვიცი და იქ როგორცაა ეგერ დევს ფაქტები :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: