Das Experiment

გსმენიათ ალბათ ამბავი: ქმარი  წყაროზე გაშვების წინ ცოლს სცემს.  რატომ სცემს ის ცოლს და ”კოკა რომ არ გატეხოს.”  მეზობლები შენიშვნაზე – თუ გატეხა მერე სცემე, ახლა რას ერჩიო, ასეთ პასუხს იღებენ: -”რომ გატეხს, მერე გვიან იქნება.”
ეს ამბავი მაშინ გამახსენდა, როცა პატრიარქის საერთაშორისო ფონდის ახალი პროგრამის შესახებ შევიტყვე. ამ პროგრამის მიხედვით, მშობლებს შეუძლიათ შვილები გამოსაკვლევად მიიყვანონ  და დაადგინონ აქვთ თუ არა მათ რაიმე სახის მიდრეკილება კრიმინალის ან ნარკომანიის მიმართ. ამ თემაზე ბევრი დაიწერა და, ეჭვი მაქვს, კიდევ ბევრი დაიწერება. ძალიან ბევრი სპეციალისტი ამბობს, რომ ეს პროცესი გამოიწვევს ბავშვებში საკუთარი თავის სტიგმატიზაციას, დაკომპლექსებასა და ჩაკეტვას. ამ დასკვნამდე მისვლას დიდი ფსიქოლოგობა არც სჭირდება. უბრალოდ, მოდით წარმოვიდგინოთ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ექსპერიმენტს, რომელში მონაწილეობის მისაღებადაც მშობლებს შვილები ყველანაირი ეჭვის და შიშის გარეშე მიჰყავთ, მხოლოდ იმიტომ რომ პროგრამას პატრიარქის საერთაშორის ფონდი ახორციელებს.
პირველ ეტაპზე ზემოთ ხსენებული ქმრის მაგალითზე განვიხილოთ მოსალოდნელი შედეგები. რას იზამდა ცოლი  მას შემდეგ რაც მისი მეუღლე მის ცემას მორჩებოდა და ბოლოს და ბოლოს მისცემდა წყალზე წასვლის უფლებას:

  • ცოლის ტიპის #1: ფრთხილად, კოკასჩახუტებული ჩავა და ამოიტანს წყალს, ქმარს მიართმევს, ჭიქაში ჩაუსხამს, საჭმელს მოუმზადებს, დაჯდება და მოქსოვს.
  • ცოლის ტიპი #2: სახლიდან გასული არ იქნება, პროტესტის ნიშნად კოკას მიწაზე დაახეთქებს და გატეხს. ამისათვის მას უკვე მოხდილი აქვს სასჯელი, შესაბამისად მას დასაკარგი აღარაფერი აქვს.
  • ცოლის ტიპი #3: მიდის წყალს იღებს, შემდეგ კოკაში აფსამს. სახლში მოსული ქმარს ღიმილით მიართმევს ფსელიან წყალს. ქმარი კმაყოფილია ცოლის მორჩილებით.
  • ცოლის ტიპი #4: ქმარს არ აცდის მის ცემას, ხელში იმარჯვებს კოკას და თავზე ალეწავს.
  • ცოლის ტიპი #5: უბრალოდ იკრავს გუდა-ნაბადს და მიდის, თუნდაც დედამისთან, ან სულაც სხვა კაცთან, ანდაც გაურკვეველი მიმართულებით.

ახლა გავშიფროთ რა მესიჯი დევს მშობლის ქმედებაში, რომელსაც ბავშვი ამ პროგრამაში შეჰყავს.  საკუთარ თავზე წარმოვიდგენ ამ ყველაფერს. ვთქვათ, ვარ მეექვსე ან მეშვიდე კლასელი ცელქი ბავშვი, ჩემი მშობლები, მეზობლები, მასწავლებლები, ნათესავები და სხვები დაიღალნენ ჩემი ცელქობით, მერე რა რომ 12 წლის ვარ… ერთ დღეს ჩვენი ერთ-ერთი ჭკვიანი ნათესავი ასკვნის, რომ რადგან: მე ომობანას თამაში მიყვარს, დავძვრები ხეზე, კარებზე ზარს ვრეკავ და მერე გავრბივარ, ხანდახან შუშასაც ვუმსხვრევ რ შინაბერა მეზობელს, რომელიც თავზე დამჩხავის, ამიტომ ჩემგან კარგი არაფერი გამოვა. ამ დასკვნის გამო შეწუხებული დედაჩემი სხვა ნათესავებისა და მეგობრების წრეში წუწუნს იწყებს ჩემი ქცევების გამო – მე ამ დროს ვთამაშობ და ვცელქობ, ზუსტად ისე როგორც 12 წლის ბავშვს შეეფერება. თანდათანობით ირკვევა, რომ მე ცხოველების მიმართაც აგრესიული ვარ, სოფელში ყოფნისას ვბერავ ბაყაყებს, დაჭეჭყილი ლაფნით ვამღვრევ ჯილეებს და ისე ამომყავს თევზები, რომლებსაც ყველასგან გასაკვირად ვფატრავ და მერე ცხელ ტაფაზე ვდებ, ხოლო ამ ყველაფრის კულმინაცია ზემოთხსენებული თევზების ჩემს სტომაქში განთავსებაა – საერთო მეგობრულ-ნათესაური საბჭო ასკვნის, რომ ჩემში ღვიძავს პირველყოფილ ინსტინქტებს, რომლებიც მიბიძგებს ნადირობისკენ, მკველობისკენ და, საერთოდ, კანიბალი ვარ. ჰო… ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დელიკატურად შეაპარეს ჩემს მშობლებს – ”სხვანაირად არ გამიგო…” , ”ჰო, იცი, მეც როგორ მიყვარს, მაგრამ…” და ა.შ. სტანდარტული ფრაზები.

ამ ყველაფრით შეშფოთებული ჩემი მშობლები იწყებენ ფიქრს თუ როგორ მიშველონ, პირველი რაც თავში მოსდით ჩემი დატვირთვა – სპორტი, უცხო ენა, მუსკა, ხატვა, წიგნების დაძალება. მეორე – ნაცნობ მოძღვართან მიბარება და ჩემში სულიერი სიმშვიდის ჩანერგვა. ამ ყველაფრის ფონზე მე უკვე დათრგუნული ვარ, დაკომპლექსებული, ყოველი სტუმრის მოსვლა ჩემთვის დიდი ტრაგედიაა, იმიტომ რომ ვიცი, ისინი ჩემზე ილაპარაკებენ. მარტივ მამრავლებად დაშლიან ჩემს ქცევებს, ფსიქიკას, მეგობრებს, ყოველ სიტყვას აწონ-დაწონიან. ამის გამო აგრესია იღვიძებს ჩემში და მეწყება გარდატეხის ასაკისათვის დამახასიათებელი აგრესიული-დეპრესია. ვგრძნობ, რომ ვარ გარიყული, რომ მშობლებს არ ვუყვარვარ და საერთოდ ნაშვილები ვარ. ჩემი ჭკვიანი ნათესავები დედაჩემს და მამაჩემს აწყნარებენ და ეუბნებიან, რომ ეს ასაკობრივი კრიზისია და ამ მომენტში მჭირდება მტკიცე ხელი, სიმკაცრე, რადგან ხელიდან არ გავსხლტე და მოლიპულ გზაზე არ დავდგე. დედაჩემის დაქალები თავისი ნაცნობი ფსიქოლოგისგან მიღებულ რჩევებს აფრქვევენ ყოველ ფეხის ნაბჯზე, ნათესავები სხვა ბავშვებს მადარებენ და წუხან ჩემ გამო. მოკლედ ცოცხალი, ცელქი, ხალასი (ვერ ვიტან ამ სიტყვას) ბავშვისგან მონსტრად მაქციეს. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ჩემი ესმის, ჩემი პატარა ძმაა. ისიც თავისებურია, უყვარს კითხვა, ცალკე თამაში, აქვს ჩაკეტილი სამყარო და მხოლოდ ჩემთან კონტაქტობს გულღიად. რამდენიმე წელში, ჩვენი რომელიმე ჭკვიანი ნათესავი, მასში ჩაბუდებულ სერიულ მკვლელს, ბოროტ ფიზიკოსს ან ტერორისტს აღმოაჩენს და ისიც ჩემს გზას დაადგება.

ხშირად ვსაუბრობთ და გრძნობებს ვუზიარებთ ერთმანეთს. ხანდახან ვეჩხუბები, შეიძლება წავარტყა კიდეც, ის ტირის, მებუტება, მაგრამ იცის, რომ ეს ყველაფერი ჩემი ბრალი არ არის. ის 9 წლისაა და უკვე კარგად იცის მოზარდთა ფსიქოლოგიის საფუძვლები – იცის, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი გრძნობების და აგრესიის პროექციაა ჩემზე სუსტ ადამიანზე, რომ სინამდვილეში მას კი არ ვცემ და ვეჩხუბები, არამედ – ჩემს მშობლებს და იმ ხალხს,რომელიც მათ გარშემო ტრიალებს.

ამ ყველაფრის შემყურე ჩემი მშობლები, სულ უფრო და უფრო რწმუნდებიან იმ დასკვნების სიმართლეში,რომელიც სამეგობრო-სანათესაო საბჭომ გააკეთა და კიდევ უფრო ინტენსიურად ეძებენ გამოსავალს. ერთ საღამოს შემთხვევით წააწყდებიან რეკლამას:

აღფრთოვანებულები სასწრაფო წესით აკითხავენ თეა გოგოტიშვილს, რომელიც დამწუხრებული სახით უსმენს მათ და ჰპირდება, რომ აუცილებლად გამომასწორებს. მთავარია, ვითანამშრომლოთ; მთავარია, მშობლებმაც აითვისონ მათთვის მიცემული რჩევები. ჩემი მშობლები, რომლებსაც ბავშვობიდან უნერგავდნენ, რომ გადაწყვეტილებები მათ მაგიერ სხვამ უნდა მიიღოს, მორჩილად მწერენ პროგრამაში.მე, რა თქმა უნდა, არავინ მეკითხება აზრს. მე ხომ ხელიდან წასული თინეიჯერი ვარ, რომელიც სავარაუდოდ დასავლეთიდან შემოსულმა ძალადობრივმა იდეოლოგიამ შეიწირა და დროა გადამარჩინონ. ჩაწერის დღიდანვე მამაჩემში კვლავ იღვიძებს იმედი ჩემი იურისიტობის შესახებ. ბებიაჩემს კი ”დოხტური” უნდა ოჯახში, პრაქტიკულიცაა, კეთილშობილურიც, ფინანსურად უზრუნველყოფილიც – ეს ყველაფერი კი კარგ შვილს, კარგ მეოჯახეს და სასურველ სიძეს ნიშნავს.
საღამოს მთელი ოჯახი ვსხდებით და ისინი მიყვებიან, როგორ უნდა წამიყვანონ ამ პროგრამაში, რომელშიც ჯერ ფსიქოლოგიურ ტესტებს ჩამიტარებენ, ხოლო თუ იქ რამე ”ისეთი” დააფიქსირეს, ტვინს გამომიკვლევენ და დაადგენენ – რატომ მაქვს ”ასე” მოწყობილი. შემდეგი ეტაპი ფსიქოლოგიური მკურნალობა იქნება, თუ ამანაც არ მიშველა მედიკამენტებით გამჭყეპენ.

ძილის წინ ჩემი 9 წლის ძმა ცოფებს ყრის, ოღონდ თავისუბურად, მშვიდად, ასეთ მომენტებში მას ლაპარაკის საღერღელი ეშლება და ფილოსოფოსობას იწყებს. ის მეუბნება, რომ ეს მარაზმი ბიოლოგიური დეტერმინიზმის (თავისთავად სულელური კრიმინალისტიკური თეორიის) პროვოკაციაა და მიხსნის, რომ ვინმე ჩეზარე ლამბროსოს კრეტინულ თეორიებს ეყრდნობა, რომელიც ამტკიცებდა რომ კრიმინალებად იბადებიან და ყველა ასეთ ადამიანს სპეციფიკური ნიშანი აქვს: გრძელი და წინ გავარდნილი ყბა, პატარა და დახრილი შუბლი, სახელურის ფორმის ყურები, ნისკარტისებრი ცხივირი და ა.შ.  ჩემი ძმა გრგვინავს და ჩაძინებამდე ეკა ხოფერიას გადაცემაში მიწვეულ განათლებულ ადამიანებს ბავშვურად აგინებს.

მე მთელი ღამე არ მძინავს, ვიცი რომ დილას იქ უნდა წამიყვანონ. მე უნდა ჩავაბარო გამოცდა, რომელიც გადაწყვეტს ჩემი ცხოვრების გზას! გამცემს პასუხს ყველაზე რთულ შეკითხვაზე – ”ვინ ვარ მე?” ეს გამოცდა ერთჯერადია, მისი გადაბარება არ შეიძლება – მისი შედეგი მთლიანად წყვეტს ჩემი შემდგომი ცხოვრების გზას.

დიდი მადლობა დედა, რომ ასეთი შანსი მომეცი! დიდი მადლობა ქალბატონო თეა, რომ ჩემს ყველა შინაგან კითხვას ერთბაშად გასცემთ პასუხს! დიდი მადლობა ყველას!

იმ დილის სცენა ჩემი ძმის გონებაში ბევრჯერ გათამაშდება. ისევე როგორ ამერიკულ ფილმებში, მას ხშირად დაესიზმრება: როგორ მივყავარ ჩემს მშობლებს ”სადღაც,” როგორ უმწეოდ ვიყურები უკან.  მაგრამ ჩემი ძმა არ ნებდება – ის საწოლზე წამოჯდება და მომაძახებს: ”ნუ გეშინია მაკმერფი! მე ყოველთვის შენთან ვიქნები” და ბალიშს მუხლებზე იდებს.

დიდი მადლობა ძმაო!

Advertisements

28 Responses to Das Experiment

  1. Kate_AlukaЯD ამბობს:

    აი მარტო ბოლო აბზაცი რომ წავიკითხო მაინც მბურძგლავს : )))))

  2. kevana ამბობს:

    ლობოტომია დაგაკლდა სრული შემზარავი სურათის წარმოჩენისთვის :დ :დ :დ

    კაი რა, გაბუქებულია, ასეც არ იქნება

  3. piccolina ამბობს:

    აუ ამაზე რა გამახსენდა, იცი?
    ფეისბუქზე ვიღაცის ნაწერი დადეს, დედაჩემს ჩემზე უჩიჩინებდნენ ეშმაკისეულია ეს ბავშვიო (არადა მშვიდი ბავშვი იყო) და მაგის განსადევნად უნდა დაშანთოო და იმ გამოსლევებულმა დედამაც დაშანთა საკუთარი შვილი. არადა ბავშვი არაფერს აშავებდა.
    წარმოიდგინე, რა მოხდება ბავშვზე, რომელიც ცელქია…

    • დაშანთვა არ ვიცი, მაგრამ მეც ვიცი ფაქტები, რომ ბავშვებზე უთქვამთ, ეშმაკი ყავსო და (იძულებითი)გამოლოცვები უნდა გაეკეთებინათ. :) აი ასეთია ჩვენი ბრდღვიალა ქვეყანა ზოგჯერ, უტვინო და ქვის ხანის დროინდელი აზროვნების :)

  4. Tretiakovebi ამბობს:

    მდაა…

  5. ნან ამბობს:

    რა საშინელი კი არადა მაგარი პოსტია! რათქმაუნდა და საბედნიეროდ გაზვიადებული, მაგრამ ეგ ქალი ნეტგაზეთზე გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ ამბობდა, რომ ჩვენ რეკლამა არასწორად გავიგეთ და საპასუხო წერილის დაწერას აპირებდა.
    პოსტმა ჩემი ბავშვობის შიშები გამახსენა. ნერვიულიაო და დედაჩემს ურჩევდნენ რამე დამამშვიდებელი დაალევინეო. :|

  6. ფანტასტიური ხარ! ეს სერიოზულად ტრაგედიაა რაც ხდება. ესაა საქართველოს მოსახლეობის ფეხქვეშ გათელვა. გაცვეთლი ფრაზაა? ნურას უკაცრავად, ამ საქმეში წარმოუდგენელ მიღწევებს აკეთებენ და უწყვეტლივ აუარება იდიოტიზმებით ‘ბომბავენ’ საზოგადოებას.

    უნამოსოები გახდნენ ყველანი, ძააააალიან დიდი უნამოსოები და … მართლა მგონია რომ მალე დაიმხობენ თავზე ქვეყანას. ვერ გაძღა მაგათი მუცელი. ძველი დრო რომ იყოს, ისტანბულში გაგვყიდიდნენ, ეხლა საცდელ ვირთხებად გვყიდიან ღმერთმა იცის (რახან ღვთის კაცი ურევია საქმეში) ვიზე :(

    • Doloress ამბობს:

      ეს იხუმრე თუ მართლა?

      • არა უანგაროდ “ეხმარებიან” ბავშვებს :) რა თქმა უნდა სერიოზულად.

  7. Landish ამბობს:

    სათაურმა გერმანული ფილმი, Das Experiment გამახსენა, მანდაც რაღაც ერთგვარი ფსიქოლოგიური ტესტის შესახებ იყო, ოღონდ უკვე ზრდასრულ მამაკაცებზე და ციხეზე… პასუხისმგებლობაზე და “ღრმად შეტოპვაზე” … მარა ეს სათაურს რაც შეეხება, ალბათ ეგ ფილმი ნანახი გაქ საბ, და მაგიტომ დაარქვი ამ პოსტსაც ეგრე…

    რაც, შეეხება ამ “ექსპერიმენტს”, კვლევას, პროგრამას.. რავიცი რა დავარქვა, ჯასთ ყლეობაა : ) და თუ რატომ არის ყლეობა, აგერ საბამ მშვენივრად მოიყვანა ერთი კონკრეტული მაგალითი, რომელიც საკმარისია, იმჰო: )

  8. davitma ამბობს:

    ირონიაა უზნაძის ინსტიტუტის ფსიქოლოგები ახორციელებენ ამ პროგრამას ნეტა თუ წაუკითხავთ უზნაძის “გაწყობის თეორია”?

    პ.ს. თეასთან ბავშვობაში მიმიყვანეს მიახლოებით იგივე საბაბით. მე2 სეანსის შემდეგ უფრო “აგრესიული” რომ გავხდი შემეშვნენ :)

  9. Toma ამბობს:

    დეგენერატი პროგრამაა.
    თავიდანვე არ მომეწონა გინდაც იმიტომ რომ ახდენს სტიგმატიზაციას ბავშვების. რა კრიტერიუმებით ახდენენ ბავშვებზე ”დიაგნოზის დასმას?” რა მეთოდიკეს იყენებენ? ეს სულ ელემენტარული.

    ზოგადად კი ვიფიქრობ რომ ამ პროექტით უბრალოფ კარგ ფულს აკეთებენ და მაგრამ იმას არ ფიქრობენ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს.

  10. Toma ამბობს:

    პ.ს. ასე მგონია დიდ პროექტთან გვაქვს საქმე.
    მართლა უნდათ ასოციალური ქცევისა და ტვინის სტრუქტურას შორის კავშირის დადგენა?! თან უფასოდო. მოკლეთ ძაააალიან დიდი პროექტსა და ძლიან დიდი ფულზეა საუბარი მე როგორც ვხვდები.

    კიდევ თინეიჯერები თითქმის ყველა ასოციალურია და რა ვქნათ ახლა?!

  11. Doloress ამბობს:

    კარგი პოსტია, მაგრამ მგონი გადაჭარბებულია ემოციები და ზედმეტად გამუქებულია..
    არ ვიცი ეს ოჯახი არის თუ არა საშუალო სტატისტიკური: მშობლები, რომლებსაც სტერილური ტვინი აქვთ და ბავშვი, რომელიც ჩვეულებრივია, მაგრამ მისი არ ესმით.
    არც ის ვიცი, ამ პროგრამის ფარგლებში რა ხდება, რეკლამას მოვკარი ყური და მაინცდამაინც საინტერესო ვერაფერი დავინახე, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგი ვარ.. ”ტვინს გამოვიკვლევთ” რა უბედურებაა.. ალბათ უნდოდათ, რომ ”ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის” გასაგებ ენაზე ეთქვათ და ასე გამოუვიდათ..

    როგორც წესი ფსიქოლოგების(კარგი ფსიქოლოგების!) კონსულტაციები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და მინიმალურად აწუხებს და სტრესავს ბავშვს, ასეთ გარემოში არამგონია საშუალოსტატისტიკურმა ცელქმა ბავშვმა ისე იგრძნოს თავი, როგორც ზემოთაა აღწერილი..

    და კიდევ: ამ კონტქესტში აბსოლუტურად უმნიშვნელოა პროგრამას პატრიარქის ფონდი ახორციელებს თუ სოროსის. უბრალოდ ”პატრიარქის ფონდი”, ”პატრიარქის კურთხევა”, ”პატრიარქმა თქვა” უკვე წინაპირობაა იმის, რომ საკითხს კრიტიკულად და/ან ირონიულად შევხედოთ..

    • Riablo ამბობს:

      “პროგრამა ხორციელდება პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით”.

      “პროგრამა ხორციელდება სოროსის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით”.

      იგრძენი სხვაობა? :D

    • Bas ამბობს:

      ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომელი ფონდი დააფინანსებს.

      საშუალო სტატისტიკური მოქალაქეებისთვის “პატრიარქის ფონდის” ხსენება ამ კონტექსტში უკვე ნიშნავს პროექტის შეუმცდარობასა და სანდოობას.

    • კატიე ამბობს:

      ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
      ჩვენს საზოგადოებაში სოროსის ფონდს საზოგადოების ყველაზე ნაკლები ნდობა, საპატრიარქოს და მართლმადიდებლურ ეკლესიას კი, იმავე საზოგადოების 99%იანი ნდობა აქვს.

      შესაბამისად,
      ცალსახაა, რომ კეთილშობილურ მიზნებში ხელოვნურად მოაქციეს ეს პროექტი და მართლა არავინ იცის, იქ რას იკვლევენ და რას მკურნალობენ.

      იქნებ მართლა მაკმერფის და ტედი დენიელსის ბედი ელით?

  12. Riablo ამბობს:

    არადა, ამომავალი მზის ქვეყანაში ცელქი და ძნელად აღსაზრდელი ბავშვებისგან საუკეთესო ლიდერებს ზრდიან.

    • Doloress ამბობს:

      ცელქი და ძნელად აღსაზრდელი ბავშვები, როგორც წესი, ძალიან ნიჭიერები არიან..

      • კატიე ამბობს:

        ნუ, ეგ ამომავალი მზის ქვეყანაში, სადაც default-ად საზოგადოების ჩვეულებრივი წევრი კანონმორჩილი და საერთოდ მორჩილი ტიპია.
        ჩვენთან კი ყველა by default ლიდერია და პოტენციის დაოკებაა პირიქით “საჭირო” :D

  13. Riablo ამბობს:

    ბოლო აბზაცმა მეც შემზარა – ეგეთ მშობლებს იძულებითი ლობოტომია.

    ისე, საინტერესოა – გაუნათლებლობა და სიბრიყვეც ბიოლოგიურადაა განსაზღვრული თუ სოციალური ფაქტორებითაა გამოწვეული.

    იქნებ იძულებითი განათლების პროგრამაც დაგვენერგა. პატრიარქის საერთაშორისო ფონდის დაფინანსებით.

    “საუკეთესო სპეციალისტები დაადგენენ, რატომ კითხულობთ სისტემატურად “ასავალ-დასავალს”, რატომ მიგაჩნიათ კათოლიციზმი სექტად და რატომ ყიდულობთ 18 წლის შვილისთვის BMW528-ს. საჭიროების შემთხვევაში თქვენ ჩაგიტარდებათ მედიკამენტური განათლება”.

  14. Doloress ამბობს:

    ჩემი ზედაპირული დაკვირვებით ამ პროგრამის მეთოდები დასაწყისშივე მცდარია.
    რატომ არსად არაფერს ამბობენ იმაზე, რომ ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე მოზარდის ”ასეთად” ჩამოყალიბებაში 99% მშობლების ”წვლილია”?
    და რომ ყველა ნორმალური ფსიქოლოგი კრიმინალისკენ, ნარკომანიისკენ და სხვა ”ასოციალური ქცევისკენ” მიდრეკილი ბავშვების ”მკურნალობას” მათი მშობლებიდან იწყებენ…

    სავარაუდოდ რაღაც კვლევას აკეთებენ და ”მუქთა” ცდისპირები ჭირდებათ..
    სხვა შემთხვევაში გაკვრით მაინც უნდა ეხსენებინათ ის, რომ მშობლები აქტიურად იქნებიან ჩართული ბავშვის ”გამოსწორების” საკითხში, იმიტომ რომ ობიქტურად მშობლების გარეშე ასეთი პრობლემები არც იწყება და არც წყდება.

    • Riablo ამბობს:

      მუქთა ცდისპირები ერთია და მედიკამენტების ბაზარი მეორე. კურტანიძე ვერ დაინახე კადრში? :(

      • Doloress ამბობს:

        უი, არა, არ დავკვირვებივარ…

        ვერ დავიჯერებ მაგას. კურტანიძი კი ვიცი, რაც არის, მაგრამ დანარჩენებსაც გაუწყრათ ღმერთი??

        • Muraki Kazutaka ამბობს:

          პირველი რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია კურტანიძის დანახვა იყო მაგ რეკლამაში. ნაწილი დაგიწერიათ უკვე. კიდევ ერთი ავერსის კლინიკამ ცოტა ხნის წინ შეიძინა MRI(http://en.wikipedia.org/wiki/Magnetic_resonance_imaging)-ს აპარატი, თბილისში ერთ-ერთი “დზერსკი” და ძვირადღირებული.
          ჩემი აზრით ფულის გასათეთრებელი თუ არა გასაკეთებელი აქციაა, პლუს ერთი კვლევის ჩასატარებელი და სტატიის გამოსაქვეყნებელი მასალაც.

  15. Zurriuss ამბობს:

    Поживем, увидим ;)

  16. Isev is ამბობს:

    Gadametebulia amaTu im fondis ndoba,vin gamoiangarisha Rom Soross ar endobian da meores 99 procentiT,Tan cxovreba gvacvenebs rom sxvadasxva situaciashi ertu da igive adamiani titanikis cajirvaze tiris da agurit utexavs tavs gamvlels.Tan tu gaigeb Rom miszrafeba gaqvs ufro dauszrafeb rac savsebit logikuria susti zertilli iqneba chadenilis zinaprebze gadabraleba.

  17. nick_el_son ამბობს:

    მდაა ერი-ბერი ყველა გაგიჟდა :(

    იმედია დაიხურება ეგ “პროექტი”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: