Not Attending – ანუ “ივენთებზე” გამოხმაურების კულტურა ქართულ FB საზოგადოებაში

ცოტა ხნის წინ ერთ გერმანელ გოგონას დაბადების დღეზე 1500 ადამიანი დაადგა. იუბალრმა Facebook-ზე შექმნა “ივენთი” და თავისი მეგობრები დაპატიჟა წვეულებაზე, მაგრამ პერსონალური პარამეტრების ჩასწორება დაავიწყდა და მისი დაბადების დღის მოსაწვევი ყველასთვის გახდა ხელმისაწვდომი. “ივენთზე” attending-ს ანუ დასწერებას ბევრმა ადამიანმა დააკლკა, როგორც ჩანს 1500-მა ან უფრო მეტმა ან უფრო ნაკლებმა. აქედან ვიგებთ, რომ როდესაც გერმანიაში ვინმე attending-ს აკლიკავს, ეს იმას ნიშნავს რომ “ივენთზე” მისვლას მართლაც აპირებს. ჩვენთან ეს კულტურა ცოტა სხვანაირად გამოიყურება. დააკლიკო “ვესწრების” ნიშნავს რომ მხარს უჭერ კონკრეტულ ფაქტს, ან იმ მოვლენას რომელიც იმართება, მაგრამ არ ნიშნავს რომ მართლაც დაესწრები. might attend ნეიტრალური პოზიციაა, იცი რომ არ ესწრები, მაგრამ ივენთის ორგანიზატორთა განაწყენებაც არ გინდა. შესაბამისად, not attending აღიქმება ზურგის შექცევად და უპატივცემულობად.

მე ყოველდღე მომდის მოწვევები, ხან გამოფენაა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად, ხან რაღაც კლუბში party იმართება. მე ვიცი რომ არც ერთს არ დავესწრები, ხან მეზარება, ხან არ მცალია და ხანაც არ მაინტერესებს. სწორედ ამიტომ, ყოველთვის როცა ივენთზე წასვლას არ ვაპირებ, ვნიშნავ Not attending. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე არ შემტკივა გული ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე, მაგრამ არ მივდივარ იმ გამოფენაზე და რატომ მოვატყუო ორგანიზატორები?

ნუ მონიშნავთ “დასწრებას” თუ წასვლას არ აპირებთ. მხარდაჭერის გამოხატვა სხვა გზებითაც შეიძლება, მაგალითად, ივენთის გადაშეარება თქვენს ვოლზე – სადაც ბევრი ხალხი ნახავს და შეიძლება იქიდან ვინმე დაინტერესდეს.

დამერწმუნეთ, ორგანიზატორებს ის უფრო უხარიათ, 3 კაცს რომ აქვს მონიშნული “ვესწრები” და სამივე მივა, ვიდრე 1000 კაცის “მხარდაჭერა” და მხოლოდ 10-ის მისვლა.

Advertisements

8 Responses to Not Attending – ანუ “ივენთებზე” გამოხმაურების კულტურა ქართულ FB საზოგადოებაში

  1. DelphiKnight says:

    გეთანხმები, ამასწინათ ერთი ღონისძიება დავგეგმე, დააწკაპუნა თხუტმეტზე მეტმა, მოვიდა 4-5. მე კიდევ ადგილები მწონდა დაჯავშნული :(

  2. უი ამაზე არ გამიმახვილებია ყურადღება. ყოველთვის იმას ვაჭერ, რასაც ვაპირებ ;დ ეს ქართველები რეებს არ მოიგონებენ ხოლმე რაა ;დდ :ვითომმექართველიარვიყოსმაილიკი:

  3. Zurriuss.Ge says:

    აბსოლუტურად გეთანხმები. უამრავ როკ კონცერტს ეგრევე უარვყოფ, ხოლო სადაც წასვლის დრო თეორიულად მაინც მრჩება, maybe-ს ვაძლევ :)

  4. Stichoza says:

    ერთხელ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებელ “ივენთზე” Not Attending მივეცი და წამიერად მომივიდა შეტყობინება ერთ-ერთი ადამიანისგან: “შეუბრალებელო არამზადა”. რა უნდა მექნა, გამეცინა… :D არა და თვითონ აზრადაც არ გაუვლია მისვლა…

    ხო, ისე, როცა არასაინტერესო მოწვევა მომდის, Remove Event-ს ვამჯობინებ ხოლმე…

    P.S. დავეხმაროთ [ვიღაცას] ტიპის ღონისძიებეზეა კიდევ გართულება…

  5. agatako says:

    როცა ეთენდ ვაკლილკავ ყოველთვის მივდივარ, მეც ნამდვილ დაპატიჟებად აღვიქვამ ამაბს და ნოთ ეტენდის მონიშვნაც სულ არ მიმაჩნია ფეხებზე დაკიდებად :)
    ჯანდაბას ყველაფერს სხვანაირად აღვიქმამთ ეს ქართველები :პ

  6. Permweri says:

    როცა არც წასვლა მინდა და არც ორგანიზატორის განაწყენება საერთოდ ვაიგნორებ ხოლმე მოწვევის თხოვნას :დ

  7. lobzhanidze says:

    პათოსს ვეთანხმები, ერთადერთი შესწორება, აღნიშნული მოვლენა ცოტა ხნის წინ არ ყოფილა, შარშანდელია.

    • bas says:

      მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა :) მაგალითისთვის მოვიყვანე :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: