“თავისუფალი ხალხი”

დარბაზი სავსეა, ორგანიზატორი ბიჭუნა, რომელიც კოსტუმშია გამოწყობილი უხერხულად იშმუშნება. “მამაო მოვიდა” გაისმა მჭექარე ხმა და დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა.

დარბაზი სავსეა, ორგანიზატორი ბიჭუნა, რომელიც კოსტუმშია გამოწყობილი უხერხულად იშმუშნება. “მამაო მოვიდა” გაისმა მჭექარე ხმა და დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა. წინა რიგებში ქალბატონები სხედან, ერთ–ერთმა ახალგაზრდამ ფეხმძიმე გოგონა შემოიყვანა და მეორე ახალგაზრდას მისთვის ადგილის დათმობა “აიძულა,” აიძულა რა, შენიშვნა მისცა. ილიას უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში მამა თეოდორე გიგნაძე შემოვიდა. ბატონი თეოდორე ქართული ინტერნეტ სივრცის ვარსკვლავია, აქვს თავისი ოფიციალური ვებ–გვერდი, youtube-ის არხი და ფეისბუქზე და სხვა სოციალურ ქსელებში მისი ქადაგეგების შესახებ ხშირად იმართება დისკუსიები. იქვე, მაყურებელთა შორის ზის მეორე ინტერნეტ ვარსკვლავი, მამა ლევან მათეშვილიც. გარშემო, აუდიტორიის კედლებზე ძირითადად მრევლია ატუზული. მათ საოცარი სახეები აქვთ, ძალიან მშურს ამ ადამიანების სულიერი მდგომარეობის. ისინი თვითდაჯერებულები არიან. ხშირად მაგონებენ ამერიკელ მორწმუნეებს, რომლებიც საკუთარ თავს “God’s Army”–ს უწოდებენ, ნათლობისას კი მრევლის ახალ წევრს ასე ესალმებიან: “Welcome to God’s Army” (may the force be with you – ძალიან მოუხდებოდა ამ გამოთქმას). ამ ახალგაზრდა ბიჭების გარეგნობაში მთავარი მახასიათებელი თხლად მოშვებული წვერია, სავარაუდოდ იკრეჭენ, არ იპარსავენ. არის მათ სახეებში რაღაც ანგელოზური, ყველანაირი სარკაზმისა და ცინიზმის გარეშე ვამბობ ამას. ისინი თავდაჯერებულნი არიან, მათ სულიერ სიმშვიდე იპოვეს, ისინი ამაყები არიან თავიანთი მდგომარებითა და ცხოვრებისეული არჩევანით. თვალებში სათნოება და ოდანვი მედიდურობა ირეკლება, ეს ყველაფერი კი მთლიანად სახეზე რაღაც… რაინდული გამომეტყველებით გამოიხატება, მკაცრი – მაგრამ სათნო. საოცარია – სრულიად გულწრფელად ვამბობ.
მამა თეოდეორე ქადაგებას ჩვეული ხუმრობით იწყებს, ეს ალბათ მოთელვის ერთგვარი ხერხია, გოგონები და ქალბატონები, რომლებიც წინა რიგებში არიან მოკალათებულები საოცარი სიყვარულით და სათნოებით იღიმიან, გულწრფელად მხიარულობენ თავიანთი მოძღვრის ენაკვიმატობით. აი, აქ, უკვე მერევა ჩემი ცინიზმის დემონი, ვუყურებ ამ ადამიანებს და ვფიქრობ: “რა დიდი სიამოვნებით დავწერდი დიდ თემას, მაგალითად, ქართულის გამოცდაზე ‘ქალთა სახეები მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებისას.”
“არა მამაო!” მორჩილად და რუდუნებით პასუხობენ მოძღვრის შეკითხვას “ხომ არ დაგცხათ?” და იქვე, დარბაზის შუაში მჯდომი გოგონას რეპლიკას “კი, ცოტა დავიღალეთ, ჰაერი არ არის” ბრაზიანად კიცხავენ.
მე გარეთ გავდივარ, ჩემს მეგობრებს ვუერთდები, ჩვენ ვსაუბრობთ, აქცია რომელიც დაგეგმილი იყო ჩაიშალასავით, სულ 5 კაცია, პლაკატის დაჭერაც არავის უნდა. ხალხი ორადაა გაყოფილი, მარცხნივ თვითმმართველობის “სასტავი” ზის, მაინც რა ყველა ერთნაირია, ღმერთო… თსუ, ილია… ყველას ერთნაირი ჰაბიტუსი და ერთნაირი მიდგომები, ერთნაირი აზროვნება. well, შორიდან ასე ჩანს.
ლექცია დამთავრდა, პლაკატებიც გაიშალა, პროტესტის ხაზშიც ჩადგა რამდენიმე ადამიანი, მამა თეოდორე მანქანამდე მიაცილეს, თან ისე, რომ პროტესტისთვის ზედ რომ შეეხედა არც აცალეს. არადა, რა მაგარი იქნებოდა, რომ მოსულიყო, დაელოცა ისინი, გადახვეოდა, ეთქვა “მიყვარხართ” და ასე, ქრისტესმიერი სიყვარულით, მშვიდობიანად დამთავრებულიყო ყველაფერი. ასეც დამთავრდა, თუ რამდენიმე ახალგაზრდას გულფიცხობას არ ჩავთვლით. პატარები არიან ჯერ, არ იციან და იქნება არც ქრისტეს სიტყვები ახსოვთ:
“გიყვარდეს მტერი შენი” – მერე რა რომ მტერი იქ არავინ იყო.
ან თუნდაც “შეუნდე მამაო, რამეთუ არ იციან რას სჩადიან.”
და სხვა მრავალი.
ასეა, ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს პრინციპები, როცა ჩვენ კრემიანი ნამცხვრებით ვიყორავთ ლიბერალური კუჭებს, ისინი ღვინოს სვამენ ან სულაც ყავას, ან ჩაის, ან იქნებ სულაც არ განვსხვავდებით ერთმანეთისგან? და ყველანი ძალიან დიდი მატრაკვეცები და ფარისევლები ვართ.

“თავისუფალი ხალხია, შეჩემა” – გერბზე წავაწეროთ, მაინც “თვითების” ხელშია სახელმწიფოსა და მთავრობის მომავალი, აი, ჩვენ “თავისუფალი ხალხი” – ოდესმე ინტელექტუალურ ელიტას შევქმნით, ამ თვითებს რომ რჩევებს მისცემენ… ჩრდილიდან.

Advertisements

4 Responses to “თავისუფალი ხალხი”

  1. Kate says:

    რა ბედნიერებაა, რომ არსებობს გონიერი ხალხიც. და რა ბედნიერებაა, რომ თუ ერთი ცხვარი შავია, იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ცხვარი შავია.

  2. DelphiKnight says:

    საინტერესოა ფრიად შენი თვალით დანახული „იქითა“ მხარე. რაც მთავარია იშვიათი მაგალითია კორექტულობისა, რაც უდაოდ მახარებს.

  3. beqa says:

    სათაური თავისუფალი ხალხია ის ვინც აპროტესტებდა? ამას გულისხმობ? ქვეტექსტებში იგრძნობა შენი უარყოფითი დამოკიდებულება დარბაზში მყოფი საზოგადოების მიმართ… ეს სტატია უფრო საკუთარი აზრის დაფიქსირებას ჰგავს ვიდრე ძიებას მართლა რისთვის შეიკრიბა იქ ხალხი? შენი პოზიცია გასაგებია, უკეთესი იქნებოდა მეორე მხარისგან დანახული სიტუაციაც მოგეძიებინა.მაინც რა არის ამ ტექსტის მიზანი?

  4. Sarah says:

    სათაური ბრჭყალებში მკვეთრად გამოხატულ სუბიექტიზმზე მიუთითებს.
    3 წუთიც ტყუილად დავხარჯე მის წასაკითხად.
    საინტერესო იქნებოდა სტატიის წაკითხვა იგივე სათაურით, ოღონდ ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე. ეგებ რამე გვეშველოს,გავნათლდეთ,გავთავისუფლდეთ.მართლა ძაან ბნელა(ირონიის გარეშე) 00:57 A.M

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: