ჩვენი თაობის fail-ი

ბოლო ორი დღეა ვნებათა ღელვა არ ცხრება და არც უნდა ჩაცხრეს იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ვიხილეთ. ჩემი Facebook-ის News Feed-ში ათასი რამე შეარდება, ათასი აზრი და ათასი ნიუსი და სწორედ ამაზე მინდა შეფასება გავაკეთო, ადამიანებზე, მათ აზრებზე და მათ რეაქციებზე და ზოგადად მიმდინარე მოვლენებზე.

ხელისუფლება ყოველ საათში ერთხელ ახალ ნაბჯის დგამს, ვიდეოების გავრცელებიდან მეორე დღეს გადააყენეს ხათუნა კალმახელიძე და პრეზიდენმა საგანგებო სხდომაც დანიშნა პრემიერ მინისტრთან, იუსტიციის მინისტრთან და მთავარ პროკურორთან. გადაწყვიტეს, რომ სისტემა დაეშალათ და ახალი აეწყოთ, იმიტომ რომ ეს იყო ჩავარდნა და დიდი შეცდომა დაუშვეს.

ჩემი აზრით, ეს შეხვედრა, პრეზიდენტის განცხადება, პრემიერ მინისტრის გულწრფელი საუბარი, რომ ის პირადად ჩაუდგება ამ რეფორმას სათავეში და ბოლომდე მიიყვანს,” ტრადიციულად გაჩუმებული და მშვიდი სახით მჯდარი ზურაბ ადეიშვილი, არის ერთი დიდი ცირკი და დიდი სიყალბე. იმიტომ რომ მე არ მჯერა, იმის რომ გენერალურმა პროკურორმა და ამავე დროს იუსტიციის მინისტრმა არაფერი იცოდა გვერდით სტრუქტურაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. მითუმეტეს, როცა ამ საკითხებზე, ალბათ, ათასობით საჩივარი იყო შესული მის სტრუქტურაში და იქიდან საპასუხოდ “ობიექტური” გამოძიების შედეგად უარყოფითი დასკვნები გამოდიოდა, ხოლო უმრავლესობის წარმომადგენლები და მხარდამჭერები დამცინავად მოიხსენიებდნენ ყველა იმ ადამიანს, ვინც”გლდანის ლეგენდებზე” საუბრობდა. დავით ბაქრაძეები, ნუგზარ წიკლაურები, გიგი წერეთლები და სხვანი ცინიზმის ნიაღვარს აფრქვევდნენ უფლებადამცველთა გავრცელებულ ინფორმაციებზე და ომბუდსმენის გამოსვლებისას დარბაზს ტოვებდნენ. ან კი რა ადამიანის უფლებებზე უნდა დაელაპარაკო 0 IQ-ს მქონე კაკო ბობოხიძეს, რომელმაც პარლამენტში მხოლოდ მუშტი-კრივის შედეგად დაგვამახსოვრა თავი? არ მჯერა არც ვანო მერაბიშვილის გატარებული ახალთ-ახალი რეფორმის, იმიტომ რომ წლების განმავლობაში შსს-ს მინისტრმა მსგავსი ფაქტების შესახებ თუ არაფერი იცოდა, ის არ ყოფილა კარგი მენეჯერი და წარმატებული მინისტრი, რომელიც მოქალაქეების უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, ცუდი მენეჯერები კი კარგ რეფორმებს ვერ ატარებენ (აჰ… პატრული რა თქმა უნდა)… ნუ მაშინ რა გამოდის, იცოდა და ხმა არ ამოიღო? anyway მე ეს ფაცხაფუცხი, როდესაც მათ სახეზე აეფარათ ფაქტები, ყალბად მიმაჩნია.

ცხადია, რეაქცია ადეკვატურია და ის ნაბიჯები, რომლებიც ახლა გადაიდგა სწორია, მაგრამ…

ხელსუფლება “ტონკად” და შეფარულად “აწვება” ვერსიას, რომ ეს ფაქტები “დადგმულია ვიღაცის ფულებით” და თურმე ის ტიპი, ფულს იღებდა იმაში, რომ ეს ყველაფერი ჯერ მოეწყო, მერე კი გადაეღო. იმ ტიპმა აიღო ფული, მაგრამ აიღო ფული იმაში, რომ უკვე არსებული პრობლემა გამოეაშკარავებინა.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი რომ არჩევნებამდე გამოქვეყნდა და ამან გარკვეულ პროცესებს შეუწყო ხელი, ეს არის მთავარი ამ მოვლენებში. სულაც არა! არ აქვს მნიშვნელობა და აბსოლუტურად მეორე ხარისხოვანია თუ ვინ და რატომ გამოაქვეყნა ეს ვიდეობი, ვინ რისთვის იყენებს ამას და ა.შ. ეს წმინდა წყლის ინფანტილურობაა, რადგან კომპრომატებით და შეცდომებზე მითითებით არჩევნების და პოლიტიკური პროცესების მოგების პრაქტიკა ეს ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც 2X2=4.

ცხადია, ის ტიპი, რომელმაც ეს ვიდეოები გამოაქვეყნა არანაკლები ნაძირალაა, და უფრო მეტი ნაძირალაა ვიდრე სხვა დანარჩენები. იმიტომ რომ ამ ყველაფერში ფულის გადამხდელი რომ არ გამოჩენილიყო, კაცმა არ იცის რამდენი ხანი გაგრძელდებოდა ის, რაც ვნახეთ. მაგრამ ამ ტიპზე კონცენტრირება ჩვემთვის აბსოლუტურად არარელევანტურია ამ სიტუაციაში. მე მას ჩვეულებრივ დამნაშავედ განვიხილავ და აქ წყდება მისი როლი ამ საქმეში.

თანავუგრძნობ და სოლიდარობას ვუცხადებ სტუნდეტურ აპოლიტიკურ საპროტესტო მსვლელობებს, სადაც არ აჭაჭანებენ არც ერთ პარტიას. მიხარია, რომ შედგა სტუდენტური პროტესტი, როგორც ყველაზე სუფთა ძალა ამ ქვეყანაში, ძალა რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი რამ შეცვალოს და ბევრი პროცესი წარმართოს სწორი მიმართულებით.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ნიშნის მოგებით გაიძახიან, We knew it before it was cool, “ახლა აგეხილათ თავლი?” “ახლა აგენთოთ გული?” და ა.შ.

ნუ შეიდეთ რა!

არა, ახლა არ აგვეხილა თვალი, ახლა უბრალოდ გვიჭირავს ფაქტები, რომელიც ნუგზარ წიკალურებს შეგვიძლია სახეზე ავაფაროთ და ვუთხრათ რომ თავიანთი ცინიზმი უკან გაიკეთონ და საქმეს მიხედონ.

ჩვენ ყველას გვესმოდა ეს “ჭორები,” ომბუდსმენისგან, NGO-ებისგან, ადვოკატებისგან, პატიმართა ოჯახებისგან, ნაცნობებისგან, მეგობრებისგან, ტაქტისტებისგან.

მაგრამ რომელი თქვენგანის ფანტაზიის ყველაზე უკლიდეურესი კუნჭული გასწვდებოდა იმას, რაც ჩვენ ვნახეთ? რომელ თქვენგანს სჯეროდა, იმის, რომ ვიღაც ავადმყოფს შეეძლო დაუცველი ადამიანის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდება და ამით სიამოვნების მიღება?

ჩემი ბრალი არ არის, არც “ახლადგამოღვუძებული” არც ერთი ადამიანი ბრალი არ არის, ის რომ ჩვენ ჩუმად ვიყავით. ეს ყველაფერი ერთიანი ეროვნული სიყალბის ბრალია.

ჩვენი თაობის Fail-ია, როცა ახალგაზრდა ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია და ჯაბა ხუბუა ასავალ-დასავალის გვერდებზე პროფესიონალური ჟურნალისტური გამოძიების ნაცვლად რეზო ამაშუკელის “გვაპიდარასტებენ” პათოსით ჩაწერილ ინტერვიუს წერენ.

ჩვენი თაობის Fail-ია, როცა ვახო სანაია, რომელცი ახლა სტუდენტურ პროტესტს შეუერთდა და საზ. მაუს. არაობიექტურობაში ადანაშაულებს, გადაცემებს Facebook-ის ნარკოტიკად ქცევაზე აკეთებდა და ლამის მაია ასათიანად იქცა, იმის ნაცვლად, რომ “სპეციალური სიუჟტი” ამ თემებზე გაეკეთებინა. იგივეს ვიტყვი ეკა კვესიტაძეზეც.

ჩვენი თაობის Fail-ია, როცა დაჩი გუბაძე, ადამიანი რომელიც თვითონ იყო ძალადობის მოთავე თსუ-ს სტუდენტების მიმართ დღეს დგას და ძალადობას გმობს.

ჩვენი თაობის Fail-ია, როცა ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა ახლაღა მიხვდა, რომ თურმე მათი პარტიის მმართველობისას დიდი შეცდომები იქნა დაშვებული.

ჩვენი თაობის Fail-ია, როცა ქართული ოცნების წარმომადგენლები ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ სოლიდარობის აქციაზე მაისურებს არიგებენ და დროშებს აფრიალებენ.

ჩვენი თაობის Fail-ია, როცა იურიდიული ფაქულტეტის სტუდენტები ლექციაზე დისკუსიისას ამბობენ, რომ ათესიტების და არამართლმადიდებლების ინტერესებს სასამართლოში არ დაიცავენ.

ჩვენი თაობის Fail-ია, როცა შერჩევით სამართალზე ვლაპარაკობთ ხელისუფლებისგან და თვითონ შერჩევით უფლებადამცველები ვართ და თუ “პიდარასტს” სცემს ვიღაც, ეს არ არის პრობლემა, იმიტომ რომ ის ადამიანი არ არის და ამიტომ არ უნდა დავიცვათ.

ჩვენი თაობის Fail-ია, როცა იმ სადისტებს იგივე სადისტური მეთოდებით გინდათ გაუსწორდეთ და იმაზე არ ფიქრდებით, რომ თქვენც მათნაირები ხართ და აქედან გამომდინარე, თქვენც რომ იმ სისტემაში გემუშავათ, იგივეს გააკეთებდით.

ჩვენი თაობის Fail-ია, როცა ხელისფულების შეცდომა და ჩავარდნა გვიხარია, იმის ნაცვლად, რომ ეს ტრაგედია იყოს ყველასთვის და სამომავლო ნაბიჯებზე დაგვაფიქროს.

ჩვენი თაობის Fail-ია, როცა პატიმრების უფლებების დასაცავად 5 კაცი გამოვიდა პარალამენტის ძველ შენობასთან და თქვენ პრობლემის პერსონიფიცირება მოახდინეთ და თქვით, რომ “ეკო დეისაძესთან გვერდით არ დადგებით.”

ჩვენი თაობის Fail-ია, როცა უსამართლობის საწინააღმდეგოდ გამართულ პროტესტზე არ დადექით, იმიტომ რომ იქ დაჩი ცაგურია დგას და მას თუ 100 მეტრის რადიუსით მიუახლოვდებით ინტელექტუალურმა ელიტამ მაინც და მაინც კარგ ტიპად შეიძლება აღარ ჩაგთვალოთ.

ჩვენი თაობის Fail-ია, როცა ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ იმაზე, რაშიც ჩვენ ჩავაჯვით! და როცა ეს ყველაფერი გადმოვიდა და ზედმეტად აყროლდა, ახლა ერთმანეთისკენ ვიშვერთ ხელს და იმას ვამტკიცებთ, ვინ იყო აქამდე კაი ტიპი და ვინ ახლა გამოიღვიძა.

ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც მძღნერში მშვიდად იხრჩობოდნენ და როცა ყველამ ერთდროულად დავინახეთ ეს და ყველამ ერთდროულად დავიწყეთ ფართხალი, მაშინაც კი არ გვინდა ერთმანეთს დავეხმაროთ და ნელ-ნელა ამოვიყვანოთ აქედან. ამ ყველაფერში ვყურყუმელაობთ, ვინც ოდნავ ამოდის, იმას უკან ვქაჩავთ და ერთმანეთს ვეჯიბრებით.

ჩვენ არაფრით განვსხვავდებით 90-იან წლებში “მოღვაწე” თაობისგან, თუ უარესები არ ვართ, აი ეგაა საკითხავი კიდე.

Advertisements

14 Responses to ჩვენი თაობის fail-ი

  1. აგათა ამბობს:

    ჩვენი თაობის Fail-ია, როცა იურიდიული ფაქულტეტის სტუდენტები ლექციაზე დისკუსიისას ამბობენ, რომ ათესიტების და არამართლმადიდებლების ინტერესებს სასამართლოში არ დაიცავენ.

    და იმასაც ამბობენ, რომ ლგბტ ადამიანების დაცვა როგორ შეიძლება?! დანაშაულია ეგ

  2. მღაღადებელი ამბობს:

    მცირე შესწორება: აქამდე “ჭორები” კი არ ესმოდათ “გამოღვიძებულებს”, არამედ უამრავი არასამთავრობოს დასკვნა (მათ სწორედ ამისთვის აქვთ გრანტი) და სახალხო დამცველის მოხსენება, ასევე უამრავი საქმე რომელიც აღძრული იყო ევროსასამართლოში და ამას დამატებული პარლამენტის მოხსენება. ახლა აღარ გვინდა რა “არ ვიცოდით”, “მე ახლა გავიგე”, რაო ქიმერიძის საქმესაც არ იცნობდნენ? იცნობდნენ, მაგრამ სანამ ცხვირი არ მიაჭერინეს თვითონ ვიდეო მასალაზე, ხმაც არავინ დაძრა. იმიტომ რომ უფრო კომფორტულია კონფორმიზმი, მიშისტურ სამსახურში ხელფასი და აიფონის განვადების გადახდა.

    • Bas ამბობს:

      კაი, მოდი მაშინ ასე ვთქვათ, ვინც იცოდა და ვისაც არ დაუკიდებია, რაში გამოიხატა ეს არ დაკიდება და რა გააკეთა ამის შესაცვლელად და ა.შ. და ა.შ. და ასე ვეჯიბროთ ერთმანეთს და ვუმტკიცოთ რო ერთი მეორეზე უარესები ან უკეთესები ვართ :)

      • მღაღადებელი ამბობს:

        იგივე გააკეთა, რასაც დღეს აკეთებენ “გამოღვიძებულები” – გააპროტესტა, მხოლოდ პრობლემა იმაში იყო, მაშინ 10 კაცს ეღვიძა, ახლა კი ყველას ღვიძავს. მასშტაბებში. ეს იმაზე მიუთითებს რომ საქართველოს მოსახლოების უმრავლესობა კონფორმისტია.

        “ვეჯიბროთ” რატომ? უბრალოდ ზოგი კონფორმისტია და სანამ HD არ დაუდეს ყური არ გააბარტყუნა, ზოგი კი არა. ამ კონფორმიზმს ვაკრიტიკებ. მთავრობის ნათქვამის შეუმოწმებლად მიღებას, იმიტომ რომ ხელფასს უხდის – ვაკრიტიკებ. ზოგადად წამება რომ არ მოეწონა მარა გულის სიღრმეში რომ მაინც მიშა უნდა გაამართლოს – ვაკრიტიკებ.

        მომწონს ცუდზე – ცუდის მთქმელი და კარგზე – კარგის მთქმელი, მიუხედავად იმისა ვინ უხდის ხელფასს. იმის თქმა მინდა რომ ჩვენი თაობის ფეილი კი არ არის, არამედ მისი იმ ნაწილის, რომელიც კონფორმისტია.

        • Bas ამბობს:

          და სხვა რას ვამბობ მე? :) უბრალოდ სიტყვა კონფორმისტი რასაც იტევს თავის თავში ის გავშალე :)

  3. FsdasD ამბობს:

    ეკო დეისაძე ჩემ გვერდით არ უნდა დგებოდეს.

    • Bas ამბობს:

      ჰოდა იდექი მარტო :)

  4. Giorgi Jibladze (@Jibla) ამბობს:

    სგ :*

  5. christali ამბობს:

    და ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ ვერ გამოვსწორდებით და არაფერი გვეშველება!!!!

  6. Sandro ამბობს:

    me ar mjera ro merabishvilma icoda. dgemde shavnabadaze uamravi cudi ram xdeba mara merabishvilma eg ar icoda da dgemde ar icis. eg xalxis bralia yvelgan eg ver iqneba. sanam xalxi ar gamoscordeba iqamde araperi eshveleba saqartvelos. sanam imas ar viscavlit ro xidia da xidit unda gadavidet gzaze da ara dagvezaros da mainc pirdapir gzaze achrian da sanam piqrs ar viscavlis shoria rameze laparaki

  7. Georgiankaa ამბობს:

    ჩვენი თაობის Fail-ია, როცა ბრმად ვემორჩილებით პატრიარქის სიტყვას,ვანელებთ ამ მუხტს და ვინ იცის სამომავლოდ რა ჯანდაბისკენ ვიკვლევთ გზას ამ მონური მორჩილებით,ეს მუხტი არ უნდა შეჩერდეს! პატრიარქი დღეს მათ ხელში არის იარაღი რომელსაც მართავენ ჩვენს წინააღმდეგ მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე,
    პ.ს. “Black Profile Picture / შავი პროფილის სურათი” ესე ჩაწერეთ იუთუბზე და ის ვიდეო გაავრცელეთ.

  8. jadoqari ამბობს:

    ბოლოში უნდა მიგეწერა, ჩვენი თაობის Fail-ია როცა ქართულად აზრის გამოხატვა აღარ შეგვიძლიაო და იდეალური იქნებოდა. =)))) ეს ისე. ლირიული გადახვევა. ქართულად მარცხი ჰქვია მგონი Fail-ს, არა?

    • Bidzina Ivanishvili ამბობს:

      გული გაიმაგრე, მეგობარო!
      2ოქტომბერიც მოვა და ყველა ბლოგერი თავანკარა ქართულით დაიწყებს წერას!

  9. lalala ამბობს:

    ესეც ძალიან კარგი იყო :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: