გამოღვიძება
სექტემბერი 24, 2012 2 Comments
ბოლო წლებში მმართველი ძალა მართლმადიდებელ ეკლესიას დაემსგავსა, მისი ლიდერები – კლერიკალებს, მომხრეები კი – მრევლს. ქვეყნის კურსი ახალი რელიგია გახდა, რომლის არათუ ეჭვკვეშ დაყენება, რაიმე სახის ადეკვატური შეკითხვის დასმაც კი ერესად მიიჩნეოდა. თერჯოლის (პირობითად) მაჟორიტარის, პარლამენტის სხოდმაზე შეკითხვა რომ დაესვა, რაიმე ახალი კანონის ან გადაწყვეტილების შესახებ, მაია ნადირაძე და სხვა მისნაირი, ოდიუოზურ ინკვიზიტორებად ქცეული პოლიტიკოსები ცინიზმის ნიაღვარში ახრჩობდნენ და საზოგადოების ნაწილს, რომელსაც რაღაც არ ესმოდა და აინტერესებდა, ფაქტობრივად, დებილად მოიხსენიებდნენ. ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის, იმის სწავლება, რომ ასფალტი საჭმელი არ არის, არავის უცდია, ბატონო ნოდარ, ლადარია.
ამავე პერიოდში ქვეყანაში მთლიანად მოისპო საჯარო დისკუსიების სივრცე, ყველა ნაციონალურმა ტელევიზიამ ერთბაშად გადაწყვიტა პოლიტიკური და სოციალური თემატიკის თოქ-შოუების “პროდაქშენი” შეეჩერებინა და ხელში მხოლოდ მაია, ნინო და ნანუკა შეგვრჩა. მერე ხელისუფლების წარმომადგენლებმა და კარის ინტელექტუალებმა (სიტყვა ინტელიგენცია რო წარსულს მიაბარეს და რებრენდინგი განიცადეს, აი, იმათმა) ოპოზიციურ არხებზე არათუ დებატებში მონაწილეობაზე, საერთოდ ინტერიუების მიცემაზე თქვეს უარი. მოკლედ, ერთი სამი წელი მაინც, შეიძლება ნაკლები, ქვეყანამ დებატების გარეშე, მონოლოგის რეჟიმში იცხოვრა.
საჯარო დისკუსიის სივრცეებად მხოლოდ ფორუმ.გე და აქციები რჩებოდა. ხელისუფლება იმდენად დაკავებული იყო, რომ ფორუმებზე სადისკუსიოდ არ ეცალა, აქციების შედეგად გადაწყვეტილებების მიღებაზე კიდე უარი თქვეს. აი, აშშ-მ ერთ დილას რომ გაიღვიძა და გადაწყვიტა “არანაირი მოლაპარაკება და არანაირ პირობებზე დათანხმება ტერორისტებთან,” აი რაღაც ასე. ერთი-ორმა კარის ინტელექტუალმა, ასეთი საოცარი ფრაზა ისროლა მაშინ: “აქციების ზეწოლით გადაწყვეტლების მიღების პრეცედენტი არ უნდა დავუშვათო.” მოკლედ, საზოგადოებას პირი ამოუკეტეს და თვითონაც დაიხშეს ყურები.
თვითტკბობას მიეცნენ – არადა როგორ არ მიეცემოდნენ. გამკრიტიკებელი კაცი არ ყავდათ. ერთ-ერთმა ინტელექტუალმა, მაშინ ისიც თქვა: “ჩემთვის ახლა ხელისუფლების კრიტიკა საერთოდ არაა საინტერესო, მე ოპოზიციის კრიტიკა მევასებაო.” არადა ეს ის დროა ოპოზიციის რეიტინგი ნულზე რომაა. მოკლედ, ამ შენ მიძინებულ და თითტკბობაში გადავარდნილ ხელისუფლებას კარგად ვურწიეთ აკვანი, ინტელექტუალმა ტრენდმეიკერებმა, გამპრავებლებმა და უბრალოდ მხარდამჭერებმაც. მარა, რაღაც მომენტში ალბათ, ვფიქრობდით, რომ, აი, ევროპული ოჯახის და მომავალი ნატოს წევრი, ამ ძალიან მაგარ კურსზე მდგარი ქვეყნის მესაჭეები იმას მიანც მიხვდებიან, რომ დედაქალაქის ცენტრიდან 3 კილომეტრში (ანუ იმ წერტილაში საიდანაც მტრამდე სულ რაღაც 37 კილომეტრი რჩება) თანამოქალაქეები რო არ უნდა აწამონ ამას ვინმე გაითვალისწინებს და მიხვდებაო.
ამ რამდენიმე დღის წინ, ღამის 5 საათზე მოვდიოდი ჩემი მეგობრების ოფისიდან, ტაქსისტს ძალიან მაგრად ეძინებოდა, იპოდრომის ახალ გვირაბთან კინაღამ ავილეწეთ. მე ის ტიპი ვარ ტაქსისტებთან საუბარი რომ არ უყვარს, ურჩევნია იჯდეს და უსმინოს მუსიკას. მაგრამ რა მექნა, გადავჯექი წინ და ჩემს მესაჭეს მთელი გზა ახალ აშენებულ ესტაკადებზე, საცობებზე და სხვა ასეთ ინფრასტრუქტურულ თემებზე ვესაუბრე. მოკლედ, შევაწუხე, გამოვაღვიძე, აზრზე მოვიყვანე და თავი გადავირჩინე. მეც რომ დაღლილი ვყოფილიყავი, იმის იმედად რომ საჭეზე პროფესიონალი და პასუხისმგებლობის მქონდე ადამიანი ზის, გზაში ალბათ მიმეძინებოდა – ბატონო გიგი, თევზაძე :)
მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთად, ხელისუფლება ქართულ შოუბიზნესის წარმომადგენლებსაც დაემსგავსა, “ჩვენ კი გვინდა კარგი სიმღერები დავწეროთ და ხარისხი ავამაღლოთ, მაგრამ ხალხს ეს მოსწონს, გემოვნების პრობლემააო.” აპლოგეტები პროდიუსერებს დაემსგავნსნენ, თავგადმოდებით რომ იცავდნენ პოპ-ვარსვლავებს თოქ-შოუებში, ზოგიერთი კაი-ტიპი მხარდამჭერი კი მოწუწუნე მსმენელს, რომელსაც ყველაფერი არ უსწორებს, მაგრამ სტეფანეს და მაოს “ხელები” და გიგა მიქაბერიძის “პირამიდები ევასება.
eklesias sheeshvit raaaa!!! zogiertebs “eklesiiis kompleqsi” gagichndat da imis iqit ver ixedebit. tqveni evropuli da amerikuli tavisupali sazogadoeba mtlianad qristianobis bazazea tavisupali. chveni sazogadoeba rom umwiparia eklesias nu gadaabralebt. ukacravad statia ar wamikitxavs bolomde magram ukve yvelgan eklesia mechxireba tvalebshi da amomivida yelshi :))
ისეთი სიღრმისეული ანალიზია პოსტის, რომ არ დაგეწერათ, სტატია ბოლომდე არ წამიკითხავსო, ვერაფრით ვერ დავიჯერებდი ამას…