ბრძენი ქართველი ელიტა

ყველაზე სასაცილო თუ ყველაზე ამაზრზენი არ ვიცი, მაგრამ ყველაზე “რაღაცნაირი” არჩევნების მერე ქართული ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლები არიან. აი, ისინი, ვისაც ერი ევროპამდე მიყავდა, ციხის კადრების გავრცელების მერე სამაგალითო სამოქალაქო პოზიციას რომ აფიქსირებდნენ და ხარობდა, რომ ქვეყანის მიძინებული და თვითკამყოფილებაში ჩავარდნილ ხელისუფლებას ბოლოს და ბოლოს შემოლაწუნება ეღირსა. მათ ალბათ იმედი ქონდათ, რომ მათი ინტელექტუალური ნაშრომი დაუფასებელი არ დარჩებოდა და ქვეყანა სწორ არჩევანს, ისევ ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ გააკეთებდა.

არჩევნების შემდეგ ამ ხალხის უმეტესი ნაწილი ნიშნის მოგებისა და ცინიზმის გარდა არაფერს აკეთებს. ნუ, პრინციპში არც არაფერი შეცვლილა, როგორც არჩევნებამდე იქცეოდნენ სწორედ ასე იქცევიან ახლაც. რიტორიკა “თქვენ დებილები ხართ, ვერაფერს გაიგებთ და ამიტომ ჩვენ გვაცალეთ ქვეყნის შენება,” ახლა “თქვენ დებილები ხართ, ეს ხელისუფლება რომ გადაირჩიეთ და ნახეთ ახლა რა მოგივათ” გამოხდომება ჩაანაცვლა.

მაშინ როცა სპეც-რაზმი ხაშურში თავხედურად იპარავდა საარჩევნო ყუთებს, ეს ადამიანები ქეთი დოლიძის და ნინელი ჭანკვეტაძის ფოტოს დაშეარებით იყვნენ დაკავებულები და ცინიკური წარწერით “სისტემა უნდა დაინგრეს” კიდევ ერთხელ ამტკიცებდნენ, რომ სისტემა მართლაც უნდა დინგრეს. ამ ადამიანებმა ვარდების რევოლუციის შემდეგ საკუთარ თავზე აიღეს პედაგოგების, მოძღვრების, წინამძღოლების და დამრიგებლების როლი. ეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ მძიმე ტვირთია,  მათ მრავალი საუკუნის განმავლობაში მიძინებული და ატროფირებული საზოგადოების ახლიდან გამოზრდა და მათთვის ახალი პერსპექტივების დანახვება “ევალებოდათ.” მაგრამ საბოლოო ჯამში იმ მასწავლებელებს დაემსგავსნენ, რომლებიც ნიშნებს იმ მოსწავლეებს უწერენ, რომლებიც მათთან ემზადებიან, ხოლო გაკვეთილზე მჯდარ, გაურკვევლობაში მყოფ მოწაფეს დებილს და ოროსანს უძახიან, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის არც არაფერი უსწავლებიათ.

“თქვენ რა იცით, რომ ჩვენ პირად საუბრებში უფრო მაგრად არ ვაკრიტიკებთ თანამდებობის პირებს და დისიჟენ მეიკერებს, ვიდრე თქვენ აკეთებთ ამას საჯაროდ?” – ასეთი კითხვა დასვა ერთხელ ერთ-ერთი “არასამთავრობო” ორგანიზაციის წარმომადგენელმა ერთ-ერთი დისკუსიის დროს. შეიძლება ასეც იყო, მაგრამ საჯარო დისკუსიების დროს, როდესაც ხალხი სამართლიანად აძლევდა შენიშვნას წინა ხელისუფლებას, ეს “პირად საუბარში გამრკიტიკებლები” გამალებით იცავდნენ ძლიერთ ამა ქვეყნისა – მერე მადლიერმა ერმა გამპრავებლები რომ შეარქვა, სწორედ იმ პიროვნებებს ვგულისხმობ.

მოკლედ, ვზივარ და ვუყურებ ამ ადამიანების ისტერიკას სოციალურ ქსელებში და გული მერევა მათ უტიფრობაზე, როდესაც ისინი არჩევნების შედეგად “პროგრესის დამარცხებას” ხალხს აბრალებენ და თვითონ იოტის ოდენა პასუხისმგებლობასაც არ იღებენ იმაზე რომ ჩაისვარეს.

ერთი სიტყვით, ეს არჩევნები ქართული ოცნებას არ მოუგია, ეს არჩევნები ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა ინტელექტუალურმა ბურჯებმა წააგეს და ამას სხვას აბრალებენ :)

11 Responses to ბრძენი ქართველი ელიტა

  1. რა არის იცი.
    რაღაც პონტში მესმის მაგათიც რა.
    ელიტამ, დაკარგა პრივილეგიები, უფრო სწორად დაკარგვის საფრთხის წინ დააყენეს. ეს პრივილეგიები იწყება ღმერთის დონის ხელშეუვალობიდან და მთავრდება ძალიან მიწიერი – მიშისტურ ბიზნესში დასაქმებულობით.
    იმის მიხედვით რა დონეზე ქონდათ კონტაქტების ფესვები გადგმული, შესაბამისად ჰქონდათ პრივილეგიებიც. ზოგი ცნობილი სახე გახდა, ზოგი ხელშეუხებელი, ზოგიც უბრალოდ განვადებას იხდიდა.
    ახლა კი ეს ყველაფერი საფრთხის წინაშეა. ამიტომ პანიკაში დაიკარგა რაციო და დაიწყო ირაციო.
    კიდევ ერთი რაღაც, რაც პრინციპში უკვე აღნიშნე – კატასტროფული ადამიანების უფლებების დარღვევების დროს, ეს “ელიტა” ცდილობდა ყურადღება გადაეტანა ნაკლებად მნიშვნელოვანზე, თან სასწრაფოდ მოიშორებდნენ ხოლმე დაგმობის ვალდებულებას, რაღაც ამ ფორმულით: “x რომ ცუდია არავინ დაობს, მაგრამ… ადრე უნდა გამოექვეყნებინათ, რატო აპოლიტიზირებთ, გვაცალეთ გამოვასწოროთ, მერე რა – ყველგან ხდება და ა.შ.”
    საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ “ელიტა” დიქტატურას და ტირანიას უჭერს მხარს, ოღონდაც მათ უნდა ჰქონდეთ პრივილეგიები… ამდენი რატომ ვწერე ახლა.
    სულ მიკვირდა გერმანიაში ნაცისტები როგორ მოვიდნენ, ხალხს ჭკუა სად ჰქონდა მეთქი… ახლა მეგობრების ბოღმას რომ ვკითხულობ, აღარ მიკვირს.

  2. mzesaswauli says:

    ასე მგონია უშიშროების საბჭოს მდივნის ცოლზე წერ თქო, რომელიც “არამოტივირებული და ხმამაღალი სიცილით დარბის თბილისის ქუჩებში” :))))

  3. Mark says:

    გენაცვალე, შენ ამათზე ბრძენი ნუ იქნები ახლა :)

  4. Kola says:

    ყველას აქვს უფლება გამოხატოს აზრი თავისი სიბრძნის და სიბინძურის შესაბამისად. ნუ დაივიწყებთ, რომ თავადაც იჯვავდით ბავშვობაში და გაუგეთ სხვებს.

  5. anina says:

    ვიღაცები უბრალოდ გულგატეხილები არიან, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია პარლამენტში გუბაზ სანიკიძე, სოსო ჯაჭვლიანი, მურმან დუმბაძე, ნუკრი ქანთარია და ასე შემდეგ.
    ეგეთ უგუნურებას კონკრეტული ქალაქების მოსახლეობისგან არ ველოდი.
    პროპორციულ სიებთან პრეტენზია არ მაქვს, მანდ დიდი არჩევანი არ ჰქონდათ. მაგრამ როცა ტიპების შეჯიბრებაზე მიდგა საქმე, ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება მოეგო მურმან დუმბაძეს.

    მოდი და გაუძელი ამის მერე ცდუნებას და არ თქვა: აი,ნახავთ რა ყლე პარლამენტი გვექნება.
    აბა რა უნდა თქვა, რომ გონივრული არჩევანია ქუთაისისთვის გუბაზ სანიკიძე?

  6. eduopine says:

    ზუსტად ესაა დღევანდელი ქართული რეალობა…

  7. tamar says:

    რომელ ბრძენ ქართველ ელიტას გულისხმობთ – გია ნოდიას?!:) და მის გვერდით მდგარ “განათლებულ” ინტელექტუალებს?… ვწუხვარ, მაგრამ მათი ყურებისას ვხედავ უბრალო “ყვარყვარეებს”.. მეტს ვერ ქაჩავენ.

  8. eliso says:

    am samyaroshi,adamianze uketesi araferi seqmnila da aranaiti girebuleba, aranaiiri ideologia araa masze dzvirfasi. me mgoni, es udavo ceshmaritebaa. ramdenad daculad, ramdenad girseulad da tavisuflad grznobda tavs swored es adamiani arcevnebamde qveyanashi tu (rejimshi)?
    me mgoni, odnav tavisuflebis moyvare adamiani sul cota shewuxdeboda mainc.
    statiis avtors guliswyvetas vatyob arcevnebshi nacionalebis damarcxebis gamo, tan sheurcxyofasac gvayenebs: turme ert mxares elitaruli ideologebi dganan, romeltac undodadt ragac eswavlebinat cventvis da yfro magali idealebi hqondat vinem ers. magram xalxma ver gaugo da mxolod mitingebze, sul mcire, nacemi xalxi, saxlshi shemosuli agresiuli agitatorebi, sakutari poziciis gamoxatvis gamo samsaxurebidan datxovnili mosamsaxure personali, mcire xelfasebi, umushevroba da bolos aradanishuneblisamebr gamoyenebuli cocxebi dainaxa.
    `ar vici, ra ideologia hqondat aseti, rom am yvelafrad girda.
    albat, ragac mshavsi hqondat bolshevikebsac.

Leave a reply to anina კომენტარის გაუქმება