ქაოსი
ოქტომბერი 4, 2012 16 Comments
უკვე მეოთხე დღე მიიწურა არჩევნების შემდეგ, ახალ მმართველ პარტიას კი ჯერ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა არ აუღია, ის კი არა, როგორც ლიდერების ქცევებისა და განცხადებებისგან შეგვიძლია დავასკვნათ, ამას თვის ბოლომდე საერთოდ არ აპირებს.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მე და ბევრმა ჩემნაირმა კიდევ ახალი შეცდომები დავუშვით და არსებულ ვითარებას, რომელიც საქართველოში აქამდე ჯერ არ ყოფილა, საკმაოდ არასერიოზულად მოვეკიდეთ. სიტუაცია კი ასეთია: პირველად ქვეყნის ისტორიაში მმართველი ძალა შეიცვალა არჩევნების გზით, ძველმა ხელისუფლებამ შესაშური სახელმწიფოებრივი ნაბიჯები გადადგა და როგორც ცივილიზებულ ქვეყანასა და ხელისუფლებას შეეფერება ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო ხელისუფლების გადაბარება. ამ სიტუაციაში ყველაზე უსუსური ახალი სახელისუფლებო ძალა აღმოჩნდა, რომელიც უკვე ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ საერთოდ არ მოელოდა გამარჯვებას და ეს სცენარი, რომელიც ქვეყანაში ვითარდება, გეგმა ჭ-შიც არ ჰქონია.
გამარჯვებული პარტიის ლიდერების რიტორიკა ჯერ კიდევ ქუჩის ოპოზიციის ოპერეტიდანაა და კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ, მაგალითად, თინათინ ხიდაშელს, რომელსაც ისტერიკა აქვს გამართული თავის ფეისბუქზე და ყველას დაჭერით და დევნით იმუქრება, არასოდეს უფიქრია იმაზე, რომ მასზე ცოტა სხვა პასუხისმგებლობა მოდის ახლა და დროა ცოტა უფრო რელევანტურ საკითხებზე გადაიტანოს ყურადღება.
სისხლის სამართლის დანაშაული ვისაც აქვს ჩადენილი, ის რომ დაისჯება ამის მტკიცება ყოველ ორ წუთში ერთხელ არაა საჭირო, ეს ისეთივე აქსიომა უნდა იყოს, როგორიც XXI საუკუნეში 24 საათიანი ელექტროენერგიის გრაფიკის ქონა ქვეყანაში. პოლიტიკური პროცესების ამ კუთხით წარმართვა და ძველი ხელისუფლების პირობებში გაჯეჯილებული რამდენიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მერეც შეიძლება, როცა ქვეყანა გარდამავალ პერიოდს მშვიდობიანად გადაიტანს.
მანამდე კი სხვა საკითხებზეა ყურადღება გასამახვილებელი. მაგალითად, დემორალიზირებულ პოლიციაზე, რომელსაც “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ისევე ეპყრობიან, როგორც ხუთჯვრიან დროშას, რომელიც რატომღაც ხალხში არა პატრიოტულ გრძნობებს, არამედ ზიზღს აღძრავს კონკრეტული პარტიის მიმართ. ხულოს მუნიციპალიტეტზე “ქართული ოცნების” დროშის აღმართვის მერე, არც ის გამიკვირდება, რომ გარკვეულ რეგიონებში პოლიცია, კორკოტას საუკეთესო სტილში შექმნილმა სახალხო მილიციებმაც ჩაანაცვლონ – როგორც ზეპარტიულმა და აპოლიტიკურმა “ორგანოებმა.”
ხალხის ასეთი დამოკიდებულება და ის მოლოდინები, რომლებიც ახალმა ხელისუფლებამ მოიყოლა, პოლიციის დემორალიზებასა და, საბოლოოდ, მის დისფუნქციას უწყობს ხელს. მარაზმატიკული დამოკიდებულების მოჭარბება კი გაზეთ “ასავალ-დასავალის” საქციელით გვირგვინდება, რომელმაც ყველანარი ნორმა და უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია და გლდანის ციხის თანამშრომელთა სია გამოაქვეყნა. ამ ადამიანებიდან შეიძლება მხოლოდ 10 კაცი იყოს დამნაშავე და ისინი უკვე დაჭერილებიც არიან ალბათ, სხვა დანარჩენებს კი ახლა ის გაუხდათ საფიქრალი როგორ დაიცვან თავი გავეშებული ადამანებისგან, რომლებიც უკვე მეოთხე დღეა მანქანებით დარბიან ქალაქში და არა მარტო სხვის, საკუთარ სიცოცხლესაც უქმნიან საფრთხეს უაზრო მოძრაობით.
“ასავალ-დასავალის” გამოხტომას ახალი მმართველი ძალის არც ერთი წარმომადგენელი არ გამოხმაურებია, მხოლოდ დავით უსუფაშვილმა ახსენა ზერელედ, რომ ასეთი რამე არ შეიძლება – ამ განცხადებას მან ზუსტად 7 წამი დაუთმო თავის გამოსვლაში. არადა ეს ადამიანი “ქართული ოცნების” მხარდამჭერთათვის იუსტიციის მინისტრობის სასურველი კანდიდატია. საინტერესოა, როგორ უნდა მართოს ასეთი დიდი და საპასუხისმგებლო სისტემა ადამიანმა, რომელიც გულგრილად ეკიდება ლინჩის ბრბოების წარმოქმნის პროვოცირებას კონკრეტული გაზეთის მხრიდან.
ას.-დას.-ის საქციელის მიმართ გულგრილობის გამოჩენა სხვა რიგით ძალოვნებსაც უქმნით დისკომფორტს. ბიძინა ივანიშვილის “აქ ვითომც არაფერია” განცხადებები კი საქმეს აშკარად არ შველის.
“ქართული ოცნების” ლიდერები არჩევნებამდეც და არჩევნების მერეც ერიდებოდნენ საკუთარი მხარდამჭერებისთვის მკვეთრი მესიჯების გაგზავნას, ცხადია ფართო მასების დაკარგვა, რომლებსაც იმის მოლოდინი ჰქონდათ, რომ ბიძინა მათ მოარგებდა მთელ ქვეყანას, არავის უნდა. შესაბამისად, ასეთი დამოკიდებულებით დღეს ქვეყანაში მივიღეთ ქაოსი. გვყავს დემორალიზებული ძალოვანი სტრუქტურა, რომელიც ხალხისგან აგრესიას გრძნობს, მასმედია უტევს, ახალი მმართველი ძალა კი წიოკის მეტს არაფერს აკეთებს.
ინფანტილურობაა იმის მტკიცება, რომ არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა გამარჯვებულ ძალას არ ეკისრება. ჰო, შეიძლება იურიდიულად ასეა, მაგრამ ფაქტობირვად და მორალურად სხვანაირი ვითარებაა. ჯერ ერთი, როგორც პოლიტიკოსებს, ასევე ხალხს არ აქვს მშვიდობიანი ტრანსფერის გამოცდილება. მეორეც, “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რიგებში მულტიმენტალური მასებია გაერთიანებული, თუ ვიღაცას სამოქალაქო საზოგადოება უნდა, რაღაც ნაწილს ის ყბადაღებული წარსულიც ენატრება. ამ უკანასკნელებს რომ უფრო მეტი მხარდაჭერა და ძალა აქვთ ჩვენს საზოგადოებაში ამაში გუშინაც დარწმუნდა ახალგაზრდობის საღად მოაზროვნე ნაწილი, როდესაც ას.-დას.-ის რედაქციასთან გამართულ აქციაზე ძველიბიჭი მღვდლების და უინტელექტო ტიპების კედელი დახვდათ.
ნათქვამია, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო… ჰოდა, ას.-დას.-ის, კრიმინალების, “ჯორჯია დებილ მენტალიტეტ”-ს გმობის და უარყოფის ნაცვლად, ფბ-ზე თინა ხიდაშელის “კარვისქალური” ისტერიკები შეარდება.
და, ჰო! არ უნდა ვაცალოთ :)
გეთანხმები უმეტესწილად
ჯერ არ მოსულან და უკვე რო არ უნდა ვაცალოთ ეგ წინგადადგმული ნაბიჯია. აი რაც ზემოთ წერია და რაც არ წერია ვისაც ქვეყნის წინსვლა ადარდებს სწორი არჩევანი გააკეთა და ეს ხალხი 35%-ია
გეთანხმები. და მომწონს ოპერატიულობა!
ლოგიკური და სამართლიანი შეფასებაა!
რა პასუხისმგებლობის აღებას ელოდებით ძალიან მაინტერესებს როცა სათავეში ბოროტების გენერატორი წამოსკუპულა ხოლო პარლამენტის პირველი სხდომა მეოცე დღეს იმართება ვერ წარმომიდგენია რაზე ფიქრობთ როდესაც “მსჯელობის”ქარბორბალას ატრიალებთ და ვერ იაზრებთ რომ ახალი მთავრობა ოცის მერე უნდა გამოცხადდეს ოფიციალურად და ისიც საკთხავია ზოგიერთისთვის ღრმადპატივცემული სრუტუნ პირველი მისცემს თუ არა ივანიშვილის კაბინეტს მინისტრების სრული პორთფელების გადანაწილების საშუალებას ამის დიდი ეჭი მაქვს სამწუხაროდ !!!!!!!!!!!
კარგი პოსტია… სხვა კომენტატორების არ იყოს მეც გეთანხმები, ახალ ხელისუფლებას თავიდანვე თუ არ ჩავუსაფრდით მერე ესენიც აღვირს აიხსნიან და არავინ უწყის რას მოიტანენ – უკეთესს თუ უარესს?!
ინტერნეტის ან სილქნეტის მეშვეობით, მაესტროზე უყურეთ “პოლიტმეტრს” 4.10.12. 23 სთ.18 წთ. თემა: ასავალ/დასავალის სიები. საინტერესო სახით გვევლივნება ადამიანის უფლებების “დამცველი”, ადვოკატი ნიკოლაიშვილი…კომენტარი თქვენთვის მომინდვია.
ნუ წამოეგები მიშისტების პროპაგანდაზე, ცესკომ ოფ.შედეგები 20 ოქტომბერს უნდა გამოაქვყენოს, მხოლოდ ამ დროს მოხდება ოფიციალური(!) გადანაწილება მანდატების და ახალი მმართველი პარტიაც მხოლოდ პირველი ყრილობის შემდეგ გამოჩნდება.
იქამდე მთელი პასუხისმგებლობა ძველებზეა, ანუ ნაცისტებზე.
ძველებს რვა წელი აცადეთ და ამათ ორ (თანაც არაოფიციალურ) კვირას გადაყევით ახლა :)
ჯერ ერთი, ვერ დაგეთანხმები რომ პასუხისმგებლობა არ აუღია. რა იცი ვინ რას აკეთებს? 100%-ით ვარ დარწმუნებული რომ არ იცი და თინა ხიდაშელის ფეისბუქის გვერდს თუ აიღებ მათი საქმიანობის განსასაზღვრად, ჩემი აზრით ძალიან დიდ ცდომილებას მიიღებ დასკვის გამოტანისას.
ვისი დამსახურებაა მერე რომ არჩევნებით შეიცვალა? მე მგონი ბრმაც კი ხედავს რა ძალისხმევას და თანხას ხარჯავდა ხელისუფლება ყველაფრის ჩასაშლელად. სულაც არ ჩაუდენიათ შესაშური და ცივილური საქციელი. ალბათ არ ხარ საქმის ყურში მაინც როგორ აყალბებდნენ ისევ ყველაფერს ბოლო გაფართხალებამდე ან რადგან საკუთარი თვალით არ გინახავს, არ იჯერებ.
კრიმინალების ’გამოცოცხლებას’ ივანიშვილს აბრალებდით უსაფუძვლოდ და იცით რამდენი პატიმრის გამოშვებით იყიდა ხმები წინა ხელისუფლებამ?
მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ სამოქალაქო ომში არ გადაზარდეს მათი წასვლა ხომ? მიუხედავად იმისა რომ არ დაუშურებიათ თავი ამის მცდელობებისთვის.
სტრატეგიული გეგმა თუ ვინმეს აქვს და შესრულება შეუძლია, ქართული ოცნების ლიდერზე შეიძლება ითქვას ბევრისგან განსხვავებით.
ხულოს რაც შეეხება, სახალხო ’მილიცია’ თუ არ გინდა, პოლიცია ხალხის სამსახურში უნდა ჩააყენო და ნაცარი არ უნდა შეაყარო თვალებში ხმების დიდი ნაწილის გაყალბებით. არ უნდა აპატიმრებინო შესაშინებლად. პოლიციის დემორალიზაციას ვინც ეწეოდა ამდენი ხნის განმავლობაში, ცხადია ისედაც. ზოგი სირცხვილით თავს ვერ წევდა ხოლმე, როცა ასეთი მთავრობის სამსახურში უწევდა ყოფნა ნებით თუ უნებლიედ და თავისი ხალხის წინააღმდეგ აიძულებდნენ მოქმედებას. სწორედაც მაგის შედეგებს ვიმკიდით, როცა ხალხის თვალში პოლიციის ფასი ამხელაზე დაეცა. როცა თვალებში გიყურებს და უკანონოდ გართმევს რამეს ან უარესს გიკეთებს, შენს თვალშიც დაეცემოდა, იმის მიუხედავად, რომ ვიცით არ შეიძლება ყვეალს ერთ ქვაბში მოხარშვა.
და იმ პოლიციელის რა ვთქვი კიდე, რომელიც დანაშაულებზე თვალს დახუჭავს, აქაოდა უფროსი შეიცვალაო ან ახია თქვენზეო.
თვითონ იძახი ყოველ ორ წუთში ახსენებენ სისხლის სამართლის დანაშაულს. პირადად მოვისმინე რამდენგანმე ივანიშვილის განცხადება, სადაც საკმარისად ’მკვეთრ’ მესიჯებს გზავნის და მოუწოდებს ხალხს მშვიდობის და ღირსების შენარჩუნებისთვის. და რომ აღდგენილი სასამართლო ყველას მიუზღავს რაც საჭიროა და ხალხის ლინჩის წესით გასამართლება მათაც სისხლის სამართლის დანაშაულში ჩაეთვლებათ. ასავალ-დასავალის ნაირი შემთხვევები იცი რამდენია რეგიონებში? თუ გინდა რომ სათითაოდ მივიდნენ ყველასთან და უთხრან რომ უკანონო ქმედებები არ ჩაიდინონ?
პოლიციის პრობლემაზე მუშაობენ და, ნუ, კარგია რომ აღნიშნავ ამ ყველაფერს, მაგრამ მე მგონი უკეთესი შედეგით და უფრო ნაკლები ზარალით ვერავინ მიაღწევდა ამ ხელისუფლების შეცვლას (უკვე აქსიომაა რომ უნდა შეცვლილიყო) და რაღაც მხარდაჭერას ისინიც იმსახურებენ. არ შეიძლება ამდენი პრობლემის წინ მათი მარტო დატოვება და აქეთ იქიდან პასკვილების და მიკერძოებული კრიტიკების გზავნა.
ისიც ხომ ცხადია, რომ თუ ქვეყანაში მილიონი აზრის მატარებელი ადამიანია და მკვლელი და კანონიერი მოქალაქე თუ ერთ ადამიანს უჭერს მხარს, რომელიც თავის მხრივ ცდილობს ეს ორი ერთმანეთთან ჩხუბისგან დაიცვას, ვერ გასწვდება სათითაოდ ამდენს (იმ სახით რასაც შენ გულისხმობ).
20 ოქტომბრამდე პასუხისმგებლობა ნაცმოძრაობას და მის მთავრობას ეკისრება! რატომ არ წერთ იმას, რომ ამ ბოლო დღეებში გახშირდა მანქანების გატეხვა, ვანდალიზმის რამოდენიმე შემთხვევა იყო.. სად არის მიშას საამაყო პოლიცია? თუ რადგან “ქართული ოცნება” მოვიდა, ხელი დაიბანეს, და მოსახლეობის დაცვა აღარ არის მათი პირდაპირი მოვალეობა.,.. ძალიან გთხოვთ თავი დაანებოთ ამ დემაგოგიას და მიზანმიმართულ ტვინის რეცხვას. ისედაც ბევრი რეცხეს ამ 9 წლის განმავლობაში რუსთავი ორის, იმედის და რეალტივის საშუალებით! რატომ არ თხოვთ პასუხს, ჯერ კიდევ ნაცმოძრაობას.. და კიდევ ერთი – ასავალდასავალში სიების გამოქვეყნება ნაძირლობაა და აქაც ნაცების შიზოიდური გეგმის სუნი მცემს… ძალიან აწყობთ არეულობა და ხალხში სიძულვილის გაღვივება და ქაოსი!!! მერე რომ გამოვიდეს ზომბის თვალებით პატარა გოგო ჩიორა და თქვას – აი, ხომ გეუბნებოდით, ესენი წარსულს და ქურდულ მენტალიტეტს აბრუნებენო… იყავით ობიექტური და მარტო ერთ მხარეს ნუ დაუდგებით!
ამ სტატიის წაკითხვას აზრი ეკარგება პირველივე აბზაცის წაკითვისთანავე….. ავტორმა თუ არ იცის, რომ პარლამენტის შეკერბამდე ახალი მთავრობა ვერ დამტკიცდება კარგად ყოფილა მისი საქმე…. დანარჩენი ნაჯღაბნის წაკითხვაზე დროის კარგვა არ ღირს ……………..
martali xar. yvelaferi zustad isea, rogorc agwere. samwuxaroa rom saqartveloshi amdeni martlac rom uinteleqto adamiani cxovrobs. amas winat gacherebaze videqi roca orma axalgazrda uinteleqto tipma gamoiara da ert ert matgans gasaocari idea mouvida, uceb axta da zed tabloze sadac avtobusebis ganrigi weria, ocnebis saagitacio plakati miakra ris shemdegac didi siamayit datoves iquroba. ai aseti xalxs rac mowons rogor sheileba is ragac kargi iyos. rogorc avgnishne samwuxaroa rom asetebi bevrni arian.
ოო ღმერთო ჩემო, რამხელა უინტელექტობააა რაამხელა :) მაგ საქციელით ეგრევე გამოუთვალე ხო I.Q? ეს ქართველი ინტელექტუალები ყველა გომურებში როგორ ცხოვრობთ და გარეთ რა ხდება როგორ არცერთმა არ იცით ვგიჟდები რაა.. :)
პოლიცია დემორალიზებული კი არაა პოლიტიზირებულია და ეს პოლიტიზირებულობა ჯერ კიდევ ინერციით გრძელდება… თვითონაც არ იციან რა გააკეთონ… ისეთ მდგომარეობაში არიან ბაზარში ბავშვი რომ დედას დაკარგავს და არ იცის რა ქნას… ისინი არ არიან მიჩვეული იმ მდგომარეობას რაც მათი ნამდვილი მოვალეობაა და რომელშიც ახლა აღმოჩნდნენ: ხალხის სამსახური და არა ვიღაცების ბრძანებების (ზოგჯერ უკანონო) შესრულება, ნაცებმა მათი აზროვნება შეცვალეს… ახალი ტიპის პოლიციელი ჩამოაყალიბეს, რომელიც მხოლოდ მათი მსახურია და არა ხალხის… და მათაც რა ქნან? არ იციან ხალხის სამსახური :) ეს უცხო ხილია მათთვის… და ამისი თავი და თავი “ნაციონალური” იდეოლოგიაა… რათქმა უნდა ეს ყველას არ ეხება…
… და ეს კრიმინალური “გააქტიურება” უფრო საბოტაჟია… და მგონია რომ ასე გაგრძელდება მთავრობის გადაბარებამდე… რომელსაც ცნობისათვის რაღაცა პერიოდი ჭირდება და ამ რაღაცა დროის მონაკვეთში ქვეყანაზე პასუხისმგებელი ისევ ძველი მთავრობაა რომლის ასეთი საქციელი კუდის მოქნევას გავს… я так думаю… :)))
ქვეყანაში მიმდინარე ნეგატიური მოვლენების 99% არის აწ უკვე ოპოზიციური, ყოფილი მთავრობის შურისძიება საკუთარ ხალხზე, რომელმაც ქართული ოცნება კიარ აირჩია, არამედ მაგათ არ მისცა ხმა!