დედის გინება როგორც სასიკვდილო დანაშაული

“შარლი ებდოს” თემაზე ძალიან ბევრი დისკუსია გაიმართა ჩვენ გარშემო. სამწუხაროდ, გამოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც შეუძლიათ, რაღაც მომენტში გაუგონ ტერორისტებს, არ ამართლებენ მაგრამ… ეს “მაგრამ” კი ის ზღვარია, რომლის გადაკვეთაც გაბედა “შარლი ებდოს” შემოქმედებითმა ჯგუფმა. ჩვენთან ეს ზღვარი დედაზე გადის. პირველი კითხვა, რომელიც ასეთ დისკუსიებში ჩნდება, ყოველთვის ეხება დედის შეგინებას. შეგინების შინაარსის აღსრულებასაც კი არა, არამედ უბრალოდ ვერბალურ გამოხატულებას. დედის შეურაცხყოფა რომ ძალიან მტკივნეული რამ არის ქართველებისთვის, ამას მარტივად ცხადყოფს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის სიტყვებიც, მანანა კობახიძემ ძალიან გულწრფელად და შეშფოთებულმა იკითხა – “იქნებ შეაგინაო?” ეს ნოდარ ლადარიასა და ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმას მოჰყვა, როცა მანანა კობახიძემ კი დაგმო მომხდარი, მაგრამ ზღვარი, რომელსაც “მაგრამ” ჰქვია, მაინც გაავლო.

 ცხადია, “მაგრამის” ფაქტორი მხოლოდ საქართველოში არ დაფიქსირებულა, ყველგან გამოჩნდნენ ასეთი ადამიანები. ამ სიტყვას ყველგან თავისი კონტექსტი აქვს და ყველა საზოგადოება თავისი ღირებულებითი სისტემის შესაბამისად იყენებს. მე ქართველებზე შევაჩერებ ყურადღებას, იმიტომ რომ ჩემთვის ეს კონტექსტია მნიშვნელოვანი, რადგან მეც ამ საზოგადოებას მივეკუთვნები მინდა თუ არა.

 ქართველების ღირებულებათა სისტემა ძალიან საინტერესო მოვლენაა, ეს არის ყველაზე ეკლექტური სისტემა, რომელსაც შეიძლება ადამიანი გადააწყეს. თუმცა, იმპერატიული დასკვნებისგან თავს შევიკავებ და მივცემ ქართველებს ე.წ. benefit of doubt-ის საშუალებას, მე ხო არ ვიცი სხვაგან რა ხდება. და სიმართლე გითხრათ არც მაინტერესებს. მაგრამ ფაქტი ერთია, რატომღაც არავის ახსენდება როგორ ეპყრობიან საქართველოში ქართველ მუსლიმებს. მათ არ აძლევენ მინარეთის აღმართვის საშუალებას, ლოცვას, ართმევენ რელიგიური განათლების მიღების უფლებას და ა.შ.  ცხადია, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ქართულ მითოსურ ტოლერანტობას აკულტივირებენ და იტყვიან: “როგორ?! ჩვენთან, თბილისში შიიტები და სუნიტები ერთ მეჩეთში ლოცულობენ. ჩვენ არ ვერჩით მუსლიმებს, აი, ასეთი ტოლერანტები ვართ!” ნუ, ამ ერთი მეჩეთის თემას ორი მხარე აქვს, პირველი:  ჯერ ერთი შიიტები და სუნიტები ერთად რომ ლოცულობენ, ეს მათი ურთიერთგაგების მაჩვენებელია და არა ქრისიტანი ქართველების. მეორე – შიიტებმა და სუნიტებმა იმიტომ იპოვეს საერთო სივრცე სალოცავად, რომ სხვა გზა არ აქვთ, რადგან მინარეთის მიშენების უფლების არმქონე რელიგიურ ჯგუფს, ვინმე იმის საშუალებას მისცემს, რომ თბილისში მეორე მეჩეთი აშენდეს, სადაც ისინი ცალ-ცალკე შეძლებენ თავიანთი რიტუალების ჩატარებას? არა, არავინ მისცემთ მათ ამის უფლებას და სწორედ ამიტომაც გადაწყვიტეს მათ, ცივილიზებულად მოეგვარებინათ პრობლემა. გადააბიჯეს განსხვავებულ შეხედულებებს და ერთმანეთს მისცეს წყნარად თანაცხოვრების საშუალება. ასე რომ, ქრისიტანებსა და დანარჩენ ქართველებს სწორედ მათგან გვაქვს მაგალითი ასაღები და სულ ტყუილად ვიწერთ ქულებს ამ ფაქტით. რადგან სინამდვილეში, ეს გარემოება ჩვენს არატოლერანტულობას უფრო უსვამს ხაზს, ვიდრე პირიქით.

 კარიკატურისტების დახოცვის მომხრეთა დიდ ნაწილს, საერთოდ არ ახსენდება საქართველოში ცოტა ხსნის წინ მომხდარი ფაქტი, როდესაც ქობულეთში, ერთ-ერთი მედრესეს კარებზე ააჭედეს გოჭის თავი. არც ის გახარებული ქალი ახსოვს ვინმეს, რომელიც თვითკმაყოფილებაში იყო გადავარდნილი, რადგან მოახერხა და შეურაცხყო სხვისი სალოცავი ადგილი. თან არა რაღაც აბსტრაქტული გრძნობები, არამედ ხელშესახები, ფიზიკურად არსებული სალოცავი ადგილი. ეს ქალბატონი სკოლის მასწავლებელი აღმოჩნდა. ასეთი მასწავლებლების აღზრდილია ქართული საზოგადოების უმეტესობაც და ამიტომ არც ეს ღირიებულებითი სისტემა უნდა გაგვიკვირდეს.

 ეს ღირებულებითი სისტემა შენდება უკვე დიდი ხანია, საუკუნეების განმავლობაში და იმდენად აღრეულია, რომ თვითონ ამ სისტემის ქვეშ მოქმედ ადამიანებსაც უჭირთ გაერკვნენ თავიანთ თავში. მათ იციან, რომ ზღვარი სადღაც გადის. მათ ასე ისწავლეს და ასე გადმოსცეს. ასე იცხოვრევს 70 წლიანი ტოტალიტარული რეჟიმის პირობებშიც. როცა მათი მორალური საზღვრები მკაცრად იყო განსაზღვრული სისტემის მიერ, ამ სისტემას დიდი ერთგულებით ემსახურებოდნენ. მერე ეს ყველაფერი თავზე დაენგრათ და ახალი მორალური სივრცე გაჩნდა, რომელშიც ვერ გაერკვნენ სად უნდა ყოფილიყვნენ. ამიტომ მათი ღირებულებითი სისტემისთვის უცნობი და აბსოლუტურად აბსტრაქტული ცნება დემოკრატია ამოიჩემეს და გადაწყვიტეს იარაღით ერბინათ ქუჩებში. ან თუ იარაღით არ დარბოდნენ, საღამოობით სადმე, ვინმე დარბაისელის ოჯახში, ისხდნენ, ქუჩიდან ახლად მობრუნებულ რომელიმე ელიტარულ მკვლელთან ერთად, რომელსაც ხელებზე ცხელი სისხლი ეცხო, კისერზე ცხელ ლულიანი ავტომატი ეკიდა და რუსულ რომანსებს უბერავდნენ. მათთვის მაშინ არსებითად არაფერი შეცვლილა, ისინი კვლავ ძალაუფლების მხარეს იყვნენ. ისინი ყოველთვის ძალაუფლების მხარეს იყვნენ და ყოველთვის ცურავდნენ დინებასთან ერთად, მშვიდად, აუღელვებლად და კომფორტულად.

 ამ ხალხის ღირებულებათა სისტემაში “შარლი ებდოცა” და ქართველი მუსლიმებიც ერთ სივრცეში გადიან – რადგან ორივე მოწყვეტილია მეინსტრიმს.

 დედის შეგინებაზე ხელის გარტყმა ან მოკლვაც სწორედ ეს მეინსტრიმული მიდგომაა. ეს კულტურულ სივცეში აღმოცენებული ღირებულებაა, რომლიც მიხდვითაც ფასდება შენი ღირსება. არადა რომ დაუკვირდე რა საცოდაობაა. რა ღირს სიცოცხლე საქართველოში? – დედის გინება.

 “რას იზამ ბიჭო, ვინმემ რომ დედა შეგაგინოს, სასამართლოში უჩივლებ?”

 “შარლი ებდოს” მთავარი რედაქტორი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ მანამდე იხუმრებენ მუსლიმებსა და ისლამზე, ვიდრე ის არ გახდება ისეთივე ბანალური, როგორიც კათოლიციზმია. ბოლოს და ბოლოს უბნის ბიჭბუჭებშიც მასე არაა? ღადაობის “პროგრამაში” ის არის ხოლმე, ვინც ყველაზე მეტად ვარდება ხუმრობებზე და სწორედ იმ თემებზე ეღადავებიან, რომელიც ყველაზე მეტად სტკივა. როგორც კი ეს თემები კარგავს აქტუალობას თვითონ ღადაობის ობიექტისთვის მაშინვე ჩნდება ახალი თემა, რომელიც ასევე ამოწურვამდე გრძელდება. ერთი სიტყვით, ხუმრობა ჩვეულებრივი ვირუსია, რომელიც შენს სხეულს უტევს, შენი იმუნიტეტი კი, თუ ძლიერია, მისგან გიცავს. რაც მეტჯერ შემოგიტევს ხუმრობა, მით მალე ისწავლი მის ატანას, კი, ჯერ მტკივნეული იქნება, მაგრამ მერე და მერე შენი იმუნიტეტი გაძლიერდება და ვირუსი იმაზე გადავა, ვინც უფრო სუსტია.

 მოდით, ქართველებმა ერთმანეთს ვაგინოთ, თან იმდენი, რომ ბოლოს და ბოლოს ყელში ამოგვივიდეს და მივხვდეთ, რომ არ ღირს ამის გამო ერთმანეთის ხოცვა და არც 12 ადამიანის სიცოცხლე შეიძლება შეფასდეს სამ სიტყვიანი წინადადებით. იმიტომ რომ, სხვანაირად ვერ ვხვდებით, ახალგაზრდების გვამებით გადავსებული სასაფლოები საკმარისი არგუმენტი არ არის – რადგან თითოეული გვამი კიდევ უფრო მეტ ღირებულებას სძენს გინებით შელახულ ღირსებას. რა საცოდაობაა…

Advertisements

One Response to დედის გინება როგორც სასიკვდილო დანაშაული

  1. Sophie SUNNY Golden ამბობს:

    ძალიან საინტერესო ხედვაა (ამ პოსტს ბოლომდე გავუძელი :პ ), საბა.

    მე ვფიქრობ, რომ განათლება აკლია ხალხს, ჩვენთანაც და საფრანგეთშიც.
    მესმის თავისუფალი სიტყვა და ყველაფერი, მაგრამ რომ იციან, რა ფეთიანი მუსულმანები ჰყავთ საფრანგეთში, ან საერთოდ უკან უნდა გაუშვან ყველა და ან არ აკეთონ მსგავსი კარიკატურები.

    აშკარად ევროპა ძალიან შეშინებულია იმის გამო, რაც ხდება და როგორ სოკოებივით მრავლდებიან ფუნდამენტალისტი მუსულმანები, რომლებიც საერთოდ არ ცდილობენ ინტეგრაციას საზოგადოებაში.
    წარმოიდგინე, მიდიხარ ისლამისტურ სახელმწიფოში, საზღვარსაც ვერ გადაკვეთ, თუ მათი კანონების მიხედვით არ გაცვია. მერე თვითონ მოდიან ევროპაში ბურქებიანი ურდოებით და ოდნავ თავაზიანობასაც არ ცდილობენ.

    მოკლედ, არ მევასებიან მე ეგენი :დ

    ეს ქართული დედის გინების ფენომენი კიდევ რა :-/ მოიცა, ვაგინოთ კი არა, პირიქით, უნდა აიკრძალოს სახელმწიფოს დონეზე :პ პუტინმა აკრძალა, თუ არ ვცდები, უცენზურო სიტყვები პრესაში ხო?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: