მერვე კონტინენტი

ეს კონტინენტი 1997 წელს აღმოაჩინა იახტ რეგატის ერთ-ერთმა მონაწილემ გვარად მურმა. როდესაც ის ჰავაიდან კალიფორნიისკენ მიდიოდა გადაწყვიტა გზა მოეჭრა და შემთხვევით გააკეთა ეს მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩენა.

საქმე იმაშია მეგობრებო, რომ ბატონმა მურმა აღმოაჩინა მსოფლიოში ყველაზე დიდი ნაგვის გროვა, რომელიც შედგება პლასტმასისგან. წყანრი ოკეანის დიდი ნაწილი, ორჯერ უფრო დიდი ტერიტორია ვიდრე აშშ-ს შტატი ტექსასი, დაფარულია პლასტმასის ნაგვით: ბოთლებით, პარკებით, ძველი სათამაშოებით და ა.შ.

ოკეანის ამ ნაწილში ნაგავი დინებებს მოაქვს. ეს არის დიდი წრე სადაც რამდენიმე დინება ერთმანეთს ერწყმის და შესამაბისად ყველა ეს ნაგავი გროვდება აქ.  ნაგვის რაოდენობა 6-ჯერ აღემატება – პლანქტონისას. პლასტმასი იშლება პატარა ნაწილებად და პლანქტონზე მონადირე თევზებისა და ფრინველების საკვებად იქცევა.  ნაგვის ასევე დიდი ნაწილი ირიყება შორეულ სანაპიროებზე.

ბისფიენოლ ა (Bisphenol A) არის ქიმიური ნივთიერება რომელიც გამოიყენება პლასტმასის წარმოებისას. წელიწადში 4 მილიარდი კილოგრამი პლასტმასის ნივთი იწარმოება, რომელის შემადგენლობაშიც ეს ნივთიერება არის. ეს არის პლასტმასი, რომლის გადამუშავება არის შეუძლებელი. ის იყრება გარემოში, შემდეგ მიყვება ქარს, წყალს და ა.შ. და მიდის ოკეანემდე. ხოლო იქიდან ხვდება ”მერვე კონტინტზე.”

აზიაში, ევროპაში და ამერიკაში ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ ბისფენოლი ყველა გამოკვლეული ადამიანის სხეულშია. იაპონელებმა კი დაადგინეს, რომ ეს ნივთიერება უშვილობის ან არასტაბილური ორსულობის მიზეზია.

ერთ-ერთ მიმდებარე სანაპიროზე ნაპოვნი მკვდარი ალბატროსის გაკვეთისას მის კუჭში აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით პლასტმასი (მათ შორის სანთებელა), მოგეხსენებათ პლასტმასის გადამუშავებას ორგანიზმი ვერ ახერხებს .

ეს კუ, პატარაობაში პლასტმასის რგოლში გაიჭედა და მისგან გათავისუფლება ვეღარ მოახერხა.

sea-turtle-plastic

ეს კი ვიდეო ყველაფერზე:

ჩანთა გადმომიგდე რა!

ჩემხელა იყო ბიძაჩემი აქ რომ ჩამოვიდა. მაშინ დიდი განსხვავება იყო საქართველოს და ამერიკას შორის. ჩვენ სნიკერსი მაინც გვაქვს გასინჯული და შეშუშული შენობები ნანახი. მაშინ კი პროლეტარული პროდუქცია ახალი გადაგდებული იყო, თუმცა გადაგდებული კი არა უფრო დამთავრებული იყო. მიუხედავად ამისა, მაშინ უკვე ქართველი და უკვე ყოფილი საბჭოელი მაღაზიაში ჩანთის გარეშე მაინც არ დადიოდა. რასაც იყიდდა შიგნით დებდა და ისე მოჰქონდა. მეორე წასვლაზე კვლავ ეს ჩანთა მიჰქონდა. თუ სიჩქარეში დაავიწყდებოდა დედას ან დას შესძახებდა საამურ ”ჩანთაგადმომიგდერას.” მაშინ ქართველი ძალაუნებურად ზრუნავდა გარემოზე.

ჰოდა ბიძაჩემზე მოგახსენებდით. ჩამოვიდა ნიუ-იორკში. ისიც ჩემსავით ახალგაზრდა, გზააბნეული და მომავლის იმედით გამსჭვალული, პურზე გააგზავნეს მაღაზიაში. დაეშვა კიბეებზე და დამტვრეული ინგლისურით დაკომპლექსებულს ჩანთის წამოღება დაავიწყდა. დღემდე კურიოზად ყვებიან, მისი განწირულ ”ჩანთაჩამომიგდერას.” აბა რა იცოდა ნაპურისრიგალმა ბიძაჩემმა, რომ ამერიკაში ერთჯერად პარკებში გიწყობდნენ პურს და ისე გატანდნენ სახლში. ჩანთის თრევით რომ არ შეწუხებულიყო ვინმე. ეჰ! აბა რა იცოდნენ საბრალო ამერიკელებმა, რომ სულ რაღაც 20 წლის მერე სანანებელი გაუხდებოდათ ბიძაჩემის მიერ შემოტანილი ახალი კულტურის აბუჩად აგდება. ეჰ! მაინც რამდენს ნიშნავს გამოცდილება… ჩვენ ხომ ამერიკის ასაკის თუთის ხე გვიდგას ეზოში.

მე 10 წლის ვიყავი როცა ამერიკაში პირველად ჩამოვედი და ძალიან კარგად მახსოვს უკვე კარგად ასიმილირებული ბიძაჩემი, ზამშის ქურთუკში და ხელში, სავსე, ერთ ჯერადი პარკებით. ისიც კარგად მახსოვს ბებიაჩემი როგორ აგროვებდა ამ ერთ-ჯერად, ლამაზ-ლამაზ პარკებს და როგორ გაავსო ამ პარკებით ერთი ჩემოდანი. აბა რა იცოდა ბებიაჩემმა, რომ ქალაქის და ქვეყნის პარკებით დაბინძურების პიონერი იყო? მადლობა ღმერთს მაშინ არავინ მიბაძა მას. თორემ ახლა თუ 10 წლის დანაგვიანებული თბილისი გაქვს, 15 წლის დანაგვიანებული გვექნებოდა (პარკებით დანაგვიანებულს ვგულისხმობ რა თქმა უნდა).

ჩანთის კულტურას მეც მოვესწრე, თუ არ ვცდები სადღაც 98-99 წლებში იყო ამ კულტურის ბოლო გაფართხალება. ამის მერე ჩვენ პარკებზე გადავედით. ჰო, ჰო, ახლა გამახსენდა. უბანში მოვდიოდი და შავი პარკი მეჭირა; იქვე მობირჟავე სანდომიანმა ახალგაზრდამ მიხმო და მკითხა რა მედო ჩანთაში, მეც ვუპასუხე. აი ესაა ჩემი პირველი მოგონება მაღაზიიდან წამოღებულ პარკზე. აი სწორედ ამ გასაუბრების შემდეგ შეიცვალა მენტალიტეტი ხალხში და ჩანთით ბაზარში და მაღაზიაში სიარული გოიმობა გახდა.

სამაგიეროდ აი ესაა სვეტობა:

parkebi

parkebi2

parkebi3

ამ სენის აღმოსაფხვრელად ყველა სხვა და სხვა ზომას მიმართავს. აშშ-ში მაგალითად პარკებს უკვე ფასი დაადეს და 6 ცენტს გახდევინებენ თითოში.  საფრანგეთს რაღაც კანონი გამოუშვია, არ ვიცი ფრანგული და ვერ წავიკითხე. ბევრი ამერიკელი უკვე ჩანთაზე გადავიდა, მათ დაასკვნეს, რომ ეს გოიმური არაა.

ჩვენთან პრობლემის მოგვარება კი უფრო რთული ყოფილა. ქართველებს თურმე, ისევე როგორც ყველას, ფსიქიკის შეცვლა გვჭირდება. 10 წლის წინ რაც რამე კარგი გვქონდა (საბჭოურ განათლების სისტემას არ ვგულისხმობ), ის უკვე დაგვავიწყდა და ახლა იმის დასაბრუნებლად ფსიქიკის შეცვლა ყოფილა საჭირო. მაინც რა უცნაური ერი ვართ… ზოგი ქურდებს მისტირის, ზოგი კი მაღაზიაში ჩანთებით სიარულს.  ერთის დაბრუნება ადვილია, მეორისას კი ფსიქიკის შეცვლა სჭირდება.

Update: http://dedamitsa.blogspot.com/2008/04/blog-post_13.html – აი ეს ჩანთები შემოსულა თბილისის რამდენიმე მსხვილ სუპერმარკეტში :) იყიდეთ და ატარეთ, დაიცავით გარემო!

%d bloggers like this: