სად გაიზარდეთ? ამას ქართველი აკეთებდა? და ა.შ.

პოლიტიკოსები, მსახიობები, მუსიკოსები, სპორტსმენები და აბსოლუტურად ყველა, ამ საზარელი ვიდოების ნახვის შემდეგ განცხადებას ერთი პათოსით აკეთებს: “ამას ქართველი კაცი აკეთებდა?”

მსგავსი პათოსი მეც გავუშვი ჩემს სტატუსად, სადაც გულწრფელად ვკითხულობდი, სად გაიზარდნენ ეს ადამიანები, რომ ადამიანობა არ შერჩენოდათ და სამსახურიდან გამოსულები როგორ ურთიერთობდნენ სხვა ადამიანებთან. ჩემს შეკითხვას სხვადასხვა პასუხები მოჰყვა. ერთმა დაწერა, რომ ეს ადამიანები “ბავშვობაში იჩაგრებოდნენ და ახლა ბოღმას ანთხევენ,” მეორემ მიპასუხა, რომ იმ გარემოში სადაც ჩვენ ყველა და  რომ ისინიც, ბედკრული საქართველოს ჩვეულებრივი შვილები არიან, როგორც ჩვენ.

მერე დავფიქრდი და მივხვდი… აქ, აქ გაიზარდნენ, იქ სადაც “ისინი ბავშვობაში იჩაგრებოდნენ” ნორმალურად არის მიჩნეული და ამ ბავშვობის დროინდელი ტრამვის იქით რა ხდება არავინ დაფიქრებულა.

დავფიქრდი და გამახსენდა ერთი საღამო, როცა მაკდონალდსში შევედი და რიგში ჩავდექი, ჩემს წინ ორი ბიჭი იდგა და თავის შეკვეთას ელოდნენ, ბევრი ხალხი იყო და მხოლოდ ორი სალარო მუშაობდა. ერთი 10 წუთის შემდეგ, როცა ამ ბიჭებს 2 ჩიზბურგერი მისცეს და დანარჩენი 5-ის მოსატანად გავიდნენ, ჩემს წინ ერთი ვერზილა დადგა. ქართული რიგის კლასიკური მაგალითი გაჩითა, გვერდიდან მიუდგა ჩემს წინ მდგარ ორ ბიჭს.

მე ვიდექი, ვუყურებდი ამ ვერზილას და ვფიქრობდი, აი, რო ჩამიჭრის ამას მოვუტყნავ გასიებულ კარგის ტრაკს. მერე გონებაში რამდენიმე სცენარი გადავათამაშე, როგორ მცემა, როგორ ვცემე, როგორ მივჩმორდი მე და როგორ გავატარე ხმის ამოუღებლად, როგორ მიჩმორდა ის და როგორ ჩადგა რიგში ადამიანურად და ა.შ. საბედნიეროდ გამიმართლა, უცებ მეორე სალაროდან დაიძახეს თავისუფალიაო და იქით გადავიდა.

ეს ამბავი რო გამახსენდა, კიდე დავფიქრდი და ახლა უკვე ჩემი მეგობრები და ზოგადად სამეგობრო წრეები გავიხსენე. გავიხსენე როგორ ეხუმრებიან და ეიაზვებიან ერთმანეთს სასტავში თუ სასტავის გარეთ, Facebook-ზე თუ სადმე ბოჰემურ შეკრებებზე, როგორ აჯვამენ ერთმანეთს და როგორ მიდის ამა თუ იმ ადამიანის bulliyng-ი სხვადასხვა სივრცეებში.

გამახსენდა უზრდელი ბიჭი ავტობუსიდან, რომელმაც კონტროლიორი მიაჩმორა. გამახსენდა ყოყლოჩინა ლაწირაკი, ჩემი უბნიდან, რომელმაც თავის სპანიელს წიხლი ამოკრა იმიტომ რომ “უტყდება რა ამ ყლე ძაღლთან ერთად სიარული.” გამახსენდა, ათასი ყლეობა და წვრილმანი, ათასი პატარა ძალადობა. მოკლედ, მივხვდი, რომ ჩვენ ყველანი მოძალადეები ვართ და ყველა ერთმანეთზე ვძალადობთ.

პახოდუ, ეს ძალადობა კაი ტიპობად მიგვაჩნია და ძალადობის მსხვერპლები “ჩმორები” არიან, რომლებიც უბრალოდ ვერ ქაჩავენ.

და მივხვდი ერთ რამეს, რომ ჩვენ ძალადობას კი არ ვაპროტესტებთ, ძალადობას ჩარჩოში ვსვამთ. ვამბობთ, აი ეს მუსლა – ეს კი არა.

არავინ დაფიქრებულა, რომ ამ ფრაზით: “ისინი ბავშვობაში დაჩაგრეს” მთელმა საზოგადოებამ უნებურად აიღო პასუხისმგებლობა ამ მოძალადეების ქმედებაზე და მათ ასეთ ადამიანებად გადაქცევაზე?

დავფიქრდი და დავუსვი ჩემს თავს შეკითხვა, ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ “ისინი ბავშვობაში დაჩაგრეს და ამიტომ არიან ასეთები,” ნეტა თავის შვილებს, როდესაც დაინახავენ, რომ ვიღაც დაჩაგრეს, ეტყვიან: ” შვილო, ნუ სცემ შენს თანატოლს, ნუ ჩაგრავ, ნუ ძალადობ მასზე, იმიტომ რომ მას ეს ცხოვრებისეულ ტრავმად გაყვება და სად ამოხეთქვას კაცმა არ იცის.”

ნეტა ამ ხალხს, როდესაც ახსენდებათ, როგორ ჩაგრავდნენ თავის თანატოლებს, ან გულგრილად უყურებდნენ მათ ჩაგვრას და არაფერს აკეთებდნენ, გააზრებული აქვთ ეს შეცდომა და ფიქრობენ, რომ ის დაჩაგრული ბავშვები დღეს შეიძლება ვიღაცაზე შურისძიებით იყვნენ დაკავებულები? და მომავალი თაობების აღზრდისას იგივე შეცდომების დაშვების უფლებას მისცემენ თავიანთ შვილებს? ასწავლიან მათ, რომ ძალადობა ძალადობას შობს და ეტყვიან, რომ ის რასაც მამების თაობა აკეთებდა გუშინ, დღეს ასე მწარედ იმკის?

ნეტა მივხვდით, რომ ჩაკეტილი წრე გვაქვს? რომ ისინი ვინც ბავშვობაში იჩაგრებოდნენ, ახლა თავად არიან მჩაგვრელები, ხოლო მათზე გაბოროტებული წარსულში მათი მჩაგვრელები ისევ მათ ჩაგვრას აპირებენ?

ხო იქნება ერთი ორი კაცი, რომელმაც თქვა: “აჰ, ეს ნაბოზარი, ამას ბავშვობაში უბანში რას ვუშვებოდით, იცი?” – და იმ ერთი ორმა კაცმა, გაიაზრა ნეტა რომ ამ ბოროტების საწყსი თვითონაა? რომ მისი საქციელის გამო იქცა ვიღაცა სოციოპათად და ბოღმისმნთხევ მანქანად? რომ სწორედ მისი კაი ტიპობა და სხვა ადამიანის ხარჯზე ხოშის გასწორებამ გამოიწვია ეს ყველაფერი?

ან იქნებ ის გაგახსენდათ, რომ ამ ადამიანების მამა ლოთი იყო, მოდიოდა სახლში, ცემდა ცოლ-შვილს და თქვენ არაფერს აკეთებდით ამის შესაჩერებლად, იმიტომ რომ ეს ან თქვენი საქმე არ იყო, პოლიციაში დარეკვა კიდე ბოზობაა.

ან იქნებ თქვენს შვილებს იმას ასწავლით, რომ თუ ვინმე შენს დაჩაგვრას დააპირებს, სცემე ან იყავი ჩუმად, არ მიხვიდე მასწავლებელთან ან არ მოხვიდე ჩემთან და არ “ჩაუშვა” შენი კლასელი და თანატოლი. ასწავლით იმას, რომ ან მოძალადე იყოს ან აიტანოს ძალადობა და მერე როცა ამის საშუალება ექნება, რაიმე სახით შური იძიოს?

ჩვენ ვართ ეს საზოგადოება და ჩვენ ჩვენში აღმოვაცენეთ და აღვზარდეთ ეს ადამიანები!

იმ სადისტების სახელები და გვარები უკვე მთელმა ერმა იცის, მათ ოჯახებს ალბათ ძალიან ცუდად ექცევიან. მათ შვილებს, თქვენი შვილები ჩაგრავენ – არადა, ამ ბავშვების დანაშაული ხო მხოლოდ ის არის, რომ თქვენ მათ მამებს, სწორედ ისე ექცეოდით, როგორც ახლა თქვენი შვილები მათ ექცევიან ?

ნეტა მივხვდით, რომ “ძალადობა შობს ძალადობას” ლიტონი სიტყვები არაა და ეს ჩვენს გარშემო არსებული რეალობაა?

და ყველაზე მაგარი პონტი რა არის იცით? ამ შემთხვევაში “აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი, ორივე ქურდია” პრინციპი რო არავის ახსენდება.

აი, ის თემა, რო ბიძინა იქნება თუ მიშა, მაინც ყველაფერი ისე იქნება, დედამოტყნული რეალობა რატომაა იცით? იმიტომ რომ ბიძინაც და მიშაც, რომლებსაც შეიძლება ძალიანც უნდოდეთ რამის შეცვლა, ჩვენ აღვზარდეთ ჩვენს წიაღში და იმ გარემოში, რომელსაც ყოველდღე ვქმნით. და ბიძინასაც და მიშასაც, ყველა დონეზე, ჩვენ, ჩვეულებრივი რიგის დამრღვევი და კონტროლიორის მიმჩმორებელი ქართველები ვყავართ. რამდენად ტრივიალურადაც არ უნდა ჟღერდეს, სანამ ჩვენ საკუთარ თავში არ მოვახდენთ რევოლუციებს და ღირებულებების გადაფასებებს მანამდე არაფერი გვეშველება. ჩვენ კი არა, ქართველებს, ზოგადად, ადამიანთა მოდგმას.

აი, ანდაზა რომ გვაქვს, რასაც დასთეს იმას მოიმკი… გადავიყვანოთ ბოტანიკაში – ერთ მარცვალ სიმინდს რო ჩააგდებ მიწაში, იქიდან ამოდის მცენარე, რომელსაც მინიმუმ სამი ტარო ასხია და თითო ტაროზე მინიმუმ 100 ახალი მარცვალი ჩითავს.

მე არავის ვმოძღვრავ, უბრალოდ გულში ჩაიხედეთ და ერთ რამეზე დაფიქრდით, გუშინწინ, ვიღაცამ მხარი რომ გაგკრათ ქუჩაში და თქვენ რომ დააჯვით და დედა აგინეთ, ხომ არის შესაძლებლობა, რომ ერთ-ერთი იმ ბადრაგთაგანი ყოფილიყო, რომელიც მიჩმორებული წავიდა სამსახურში და თქვენზე გაბრაზებულმა ჯავრი თავისზე სუსტზე იყარა?

აი, კლასიკური ფსიქოლოგიური მოვლენა, პროექცია. როცა მამა შვილს უბრაზდება, შვილი მამაზე ბრაზდება, მაგრამ ამ ბრაზს ხო მას ვერ შეუბრუნებს, ამიტომ მიდის და ან სათამაშოს ამტვრევს, ან თავის უმცროს ძმას ურტყამს ან თავის თანატოლს, იმიტომ რომ სინამდვილეში ის არც სათამაშოზეა გაბრაზებული, არც თავის უმცროს ძმაზე და არც თანატოლზე, უბრალოდ ვისზე გაბრაზებულიცაა იმას ვერ ერევა.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ როცა ჩაგრავენ სუსტს, იქნება ეს გლდანში, აბუ გრეიბში, გუანტანამოში, სომალიში, მექსიკაში, ჩილეში თუ ავსტრალიაში, ეს ბოროტება ციდან მოვლენილი არ არის, ეს ის ბოროტება, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად გავცემთ, ზოგჯერ მცირე და ზოგჯერ დიდი დოზებით. მერე უბრალოდ ეს ყველაფერი სადღაც სკდება და როგორც ქუჩაში ამოხეთქილი კანალიზაციის სუნი არ მოგვწონს, სადაც ჩვენივე მოჯმული მოედინება, ისევე არ მოგვწონს ესეც :)

ჩვენი თაობის fail-ი

ბოლო ორი დღეა ვნებათა ღელვა არ ცხრება და არც უნდა ჩაცხრეს იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ვიხილეთ. ჩემი Facebook-ის News Feed-ში ათასი რამე შეარდება, ათასი აზრი და ათასი ნიუსი და სწორედ ამაზე მინდა შეფასება გავაკეთო, ადამიანებზე, მათ აზრებზე და მათ რეაქციებზე და ზოგადად მიმდინარე მოვლენებზე.

ხელისუფლება ყოველ საათში ერთხელ ახალ ნაბჯის დგამს, ვიდეოების გავრცელებიდან მეორე დღეს გადააყენეს ხათუნა კალმახელიძე და პრეზიდენმა საგანგებო სხდომაც დანიშნა პრემიერ მინისტრთან, იუსტიციის მინისტრთან და მთავარ პროკურორთან. გადაწყვიტეს, რომ სისტემა დაეშალათ და ახალი აეწყოთ, იმიტომ რომ ეს იყო ჩავარდნა და დიდი შეცდომა დაუშვეს.

ჩემი აზრით, ეს შეხვედრა, პრეზიდენტის განცხადება, პრემიერ მინისტრის გულწრფელი საუბარი, რომ ის პირადად ჩაუდგება ამ რეფორმას სათავეში და ბოლომდე მიიყვანს,” ტრადიციულად გაჩუმებული და მშვიდი სახით მჯდარი ზურაბ ადეიშვილი, არის ერთი დიდი ცირკი და დიდი სიყალბე. იმიტომ რომ მე არ მჯერა, იმის რომ გენერალურმა პროკურორმა და ამავე დროს იუსტიციის მინისტრმა არაფერი იცოდა გვერდით სტრუქტურაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. მითუმეტეს, როცა ამ საკითხებზე, ალბათ, ათასობით საჩივარი იყო შესული მის სტრუქტურაში და იქიდან საპასუხოდ “ობიექტური” გამოძიების შედეგად უარყოფითი დასკვნები გამოდიოდა, ხოლო უმრავლესობის წარმომადგენლები და მხარდამჭერები დამცინავად მოიხსენიებდნენ ყველა იმ ადამიანს, ვინც”გლდანის ლეგენდებზე” საუბრობდა. დავით ბაქრაძეები, ნუგზარ წიკლაურები, გიგი წერეთლები და სხვანი ცინიზმის ნიაღვარს აფრქვევდნენ უფლებადამცველთა გავრცელებულ ინფორმაციებზე და ომბუდსმენის გამოსვლებისას დარბაზს ტოვებდნენ. ან კი რა ადამიანის უფლებებზე უნდა დაელაპარაკო 0 IQ-ს მქონე კაკო ბობოხიძეს, რომელმაც პარლამენტში მხოლოდ მუშტი-კრივის შედეგად დაგვამახსოვრა თავი? არ მჯერა არც ვანო მერაბიშვილის გატარებული ახალთ-ახალი რეფორმის, იმიტომ რომ წლების განმავლობაში შსს-ს მინისტრმა მსგავსი ფაქტების შესახებ თუ არაფერი იცოდა, ის არ ყოფილა კარგი მენეჯერი და წარმატებული მინისტრი, რომელიც მოქალაქეების უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, ცუდი მენეჯერები კი კარგ რეფორმებს ვერ ატარებენ (აჰ… პატრული რა თქმა უნდა)… ნუ მაშინ რა გამოდის, იცოდა და ხმა არ ამოიღო? anyway მე ეს ფაცხაფუცხი, როდესაც მათ სახეზე აეფარათ ფაქტები, ყალბად მიმაჩნია.

ცხადია, რეაქცია ადეკვატურია და ის ნაბიჯები, რომლებიც ახლა გადაიდგა სწორია, მაგრამ…

ხელსუფლება “ტონკად” და შეფარულად “აწვება” ვერსიას, რომ ეს ფაქტები “დადგმულია ვიღაცის ფულებით” და თურმე ის ტიპი, ფულს იღებდა იმაში, რომ ეს ყველაფერი ჯერ მოეწყო, მერე კი გადაეღო. იმ ტიპმა აიღო ფული, მაგრამ აიღო ფული იმაში, რომ უკვე არსებული პრობლემა გამოეაშკარავებინა.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი რომ არჩევნებამდე გამოქვეყნდა და ამან გარკვეულ პროცესებს შეუწყო ხელი, ეს არის მთავარი ამ მოვლენებში. სულაც არა! არ აქვს მნიშვნელობა და აბსოლუტურად მეორე ხარისხოვანია თუ ვინ და რატომ გამოაქვეყნა ეს ვიდეობი, ვინ რისთვის იყენებს ამას და ა.შ. ეს წმინდა წყლის ინფანტილურობაა, რადგან კომპრომატებით და შეცდომებზე მითითებით არჩევნების და პოლიტიკური პროცესების მოგების პრაქტიკა ეს ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც 2X2=4.

ცხადია, ის ტიპი, რომელმაც ეს ვიდეოები გამოაქვეყნა არანაკლები ნაძირალაა, და უფრო მეტი ნაძირალაა ვიდრე სხვა დანარჩენები. იმიტომ რომ ამ ყველაფერში ფულის გადამხდელი რომ არ გამოჩენილიყო, კაცმა არ იცის რამდენი ხანი გაგრძელდებოდა ის, რაც ვნახეთ. მაგრამ ამ ტიპზე კონცენტრირება ჩვემთვის აბსოლუტურად არარელევანტურია ამ სიტუაციაში. მე მას ჩვეულებრივ დამნაშავედ განვიხილავ და აქ წყდება მისი როლი ამ საქმეში.

თანავუგრძნობ და სოლიდარობას ვუცხადებ სტუნდეტურ აპოლიტიკურ საპროტესტო მსვლელობებს, სადაც არ აჭაჭანებენ არც ერთ პარტიას. მიხარია, რომ შედგა სტუდენტური პროტესტი, როგორც ყველაზე სუფთა ძალა ამ ქვეყანაში, ძალა რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი რამ შეცვალოს და ბევრი პროცესი წარმართოს სწორი მიმართულებით.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ნიშნის მოგებით გაიძახიან, We knew it before it was cool, “ახლა აგეხილათ თავლი?” “ახლა აგენთოთ გული?” და ა.შ.

ნუ შეიდეთ რა!

არა, ახლა არ აგვეხილა თვალი, ახლა უბრალოდ გვიჭირავს ფაქტები, რომელიც ნუგზარ წიკალურებს შეგვიძლია სახეზე ავაფაროთ და ვუთხრათ რომ თავიანთი ცინიზმი უკან გაიკეთონ და საქმეს მიხედონ.

ჩვენ ყველას გვესმოდა ეს “ჭორები,” ომბუდსმენისგან, NGO-ებისგან, ადვოკატებისგან, პატიმართა ოჯახებისგან, ნაცნობებისგან, მეგობრებისგან, ტაქტისტებისგან.

მაგრამ რომელი თქვენგანის ფანტაზიის ყველაზე უკლიდეურესი კუნჭული გასწვდებოდა იმას, რაც ჩვენ ვნახეთ? რომელ თქვენგანს სჯეროდა, იმის, რომ ვიღაც ავადმყოფს შეეძლო დაუცველი ადამიანის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდება და ამით სიამოვნების მიღება?

ჩემი ბრალი არ არის, არც “ახლადგამოღვუძებული” არც ერთი ადამიანი ბრალი არ არის, ის რომ ჩვენ ჩუმად ვიყავით. ეს ყველაფერი ერთიანი ეროვნული სიყალბის ბრალია.

ჩვენი თაობის Fail-ია, როცა ახალგაზრდა ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია და ჯაბა ხუბუა ასავალ-დასავალის გვერდებზე პროფესიონალური ჟურნალისტური გამოძიების ნაცვლად რეზო ამაშუკელის “გვაპიდარასტებენ” პათოსით ჩაწერილ ინტერვიუს წერენ.

ჩვენი თაობის Fail-ია, როცა ვახო სანაია, რომელცი ახლა სტუდენტურ პროტესტს შეუერთდა და საზ. მაუს. არაობიექტურობაში ადანაშაულებს, გადაცემებს Facebook-ის ნარკოტიკად ქცევაზე აკეთებდა და ლამის მაია ასათიანად იქცა, იმის ნაცვლად, რომ “სპეციალური სიუჟტი” ამ თემებზე გაეკეთებინა. იგივეს ვიტყვი ეკა კვესიტაძეზეც.

ჩვენი თაობის Fail-ია, როცა დაჩი გუბაძე, ადამიანი რომელიც თვითონ იყო ძალადობის მოთავე თსუ-ს სტუდენტების მიმართ დღეს დგას და ძალადობას გმობს.

ჩვენი თაობის Fail-ია, როცა ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა ახლაღა მიხვდა, რომ თურმე მათი პარტიის მმართველობისას დიდი შეცდომები იქნა დაშვებული.

ჩვენი თაობის Fail-ია, როცა ქართული ოცნების წარმომადგენლები ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ სოლიდარობის აქციაზე მაისურებს არიგებენ და დროშებს აფრიალებენ.

ჩვენი თაობის Fail-ია, როცა იურიდიული ფაქულტეტის სტუდენტები ლექციაზე დისკუსიისას ამბობენ, რომ ათესიტების და არამართლმადიდებლების ინტერესებს სასამართლოში არ დაიცავენ.

ჩვენი თაობის Fail-ია, როცა შერჩევით სამართალზე ვლაპარაკობთ ხელისუფლებისგან და თვითონ შერჩევით უფლებადამცველები ვართ და თუ “პიდარასტს” სცემს ვიღაც, ეს არ არის პრობლემა, იმიტომ რომ ის ადამიანი არ არის და ამიტომ არ უნდა დავიცვათ.

ჩვენი თაობის Fail-ია, როცა იმ სადისტებს იგივე სადისტური მეთოდებით გინდათ გაუსწორდეთ და იმაზე არ ფიქრდებით, რომ თქვენც მათნაირები ხართ და აქედან გამომდინარე, თქვენც რომ იმ სისტემაში გემუშავათ, იგივეს გააკეთებდით.

ჩვენი თაობის Fail-ია, როცა ხელისფულების შეცდომა და ჩავარდნა გვიხარია, იმის ნაცვლად, რომ ეს ტრაგედია იყოს ყველასთვის და სამომავლო ნაბიჯებზე დაგვაფიქროს.

ჩვენი თაობის Fail-ია, როცა პატიმრების უფლებების დასაცავად 5 კაცი გამოვიდა პარალამენტის ძველ შენობასთან და თქვენ პრობლემის პერსონიფიცირება მოახდინეთ და თქვით, რომ “ეკო დეისაძესთან გვერდით არ დადგებით.”

ჩვენი თაობის Fail-ია, როცა უსამართლობის საწინააღმდეგოდ გამართულ პროტესტზე არ დადექით, იმიტომ რომ იქ დაჩი ცაგურია დგას და მას თუ 100 მეტრის რადიუსით მიუახლოვდებით ინტელექტუალურმა ელიტამ მაინც და მაინც კარგ ტიპად შეიძლება აღარ ჩაგთვალოთ.

ჩვენი თაობის Fail-ია, როცა ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ იმაზე, რაშიც ჩვენ ჩავაჯვით! და როცა ეს ყველაფერი გადმოვიდა და ზედმეტად აყროლდა, ახლა ერთმანეთისკენ ვიშვერთ ხელს და იმას ვამტკიცებთ, ვინ იყო აქამდე კაი ტიპი და ვინ ახლა გამოიღვიძა.

ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც მძღნერში მშვიდად იხრჩობოდნენ და როცა ყველამ ერთდროულად დავინახეთ ეს და ყველამ ერთდროულად დავიწყეთ ფართხალი, მაშინაც კი არ გვინდა ერთმანეთს დავეხმაროთ და ნელ-ნელა ამოვიყვანოთ აქედან. ამ ყველაფერში ვყურყუმელაობთ, ვინც ოდნავ ამოდის, იმას უკან ვქაჩავთ და ერთმანეთს ვეჯიბრებით.

ჩვენ არაფრით განვსხვავდებით 90-იან წლებში “მოღვაწე” თაობისგან, თუ უარესები არ ვართ, აი ეგაა საკითხავი კიდე.

საპატრიარქოს განცხადება 17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინცინდენტის შესახებ

სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმინდისა, ამინ!
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო ეხმაურება, დღეს, 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინცინდენტს, რომელშიც მონაწილეობდნენ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და LGBT უფლებების დამცველი ადამიანები. დასაწყისშივე გვინდა აღვნიშნოთ, რომ საპატრიარქო პატივს სცემს და მხარს უჭერს ადამიანთა კონსტიტუციურ უფლებას შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ. ჩვენ დაუშვებლად მივიჩნევთ ნებისმიერი ძალის მიერ, ნებისმიერი ჯგუფისათვის ამ უფლების შეზღუდვას. ასევე დაუშვებლად მიგვაჩნია რელიგიური ექსტრემიზმი და ამით გამოწვეული ძალადობრივი დაპირსპირებები, რომლებიც ხელს უწყობს საზოგადოებაში განხეთქილებას. აღნიშნული ორგანიზაციის (მმკ) მესვეურებს გვინდა შევახსენოთ, რომ უფალი თვით სიყვარულია და მას ყველა მისი შვილი უყვარს, განურჩევლად სქესისა, რელიგიური აღმსარებლობისა, კანის ფერისა თუ სექსუალური ორიენტაციისა. ქრისტიანობის ფუნდამენტი სწორედ სიყვარული და შენდობაა, იმედი გვაქვს ზემოთხსენებული ორგანიზაციის წევრებს არ დავიწყებიათ ის ქადაგებანი რასაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ძე ღვთისა გვთავაზობს სახარებაში.
დიდის მომწიწებითა და მოკრძალებით გვინდა შევახსენოთ მამა დავით ისაკაძეს, მამა დავით ქვლივიძესა და მათ მრევლს უფლის სიტყვები:

1. ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ, 2. რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ. 3. ანუ რაჲსა ხედავ წეულსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი? 4. ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და აჰა ეგერა დჳრე თუალსა შინა შენსა! 5. ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თუალისაგან შენისა და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა. (მათე, თავი 7).

მაშასადამე, მოგიწოდებთ ვიდრე სხვას მიუთითებდეთ ცოდვას და დასძრახავდეთ მათ, საკუთარი სულის გადარჩენაზე იფიქრეთ, რადგან არ არსებობს იმაზე დიდი ცოდვა ვიდრე ღვთის სახელით, ანუ თვით სიყვარულის სახელით სიძულვილის გაღვივება.

დღეს გავრცელებულ ვიდეო მასალაში ნათლად ჩანს თუ როგორ ეპყრობოდნენ თქვენი მოწაფენი აქციის მონაწილეებს, აგინებნენ მათ, როცა ისინი მშვიდობიანად მიდიოდნენ ქუჩაში. ეს ადამიანები არცხვენენ ღვთისა და ღირსეული ადამიანის სახეს. ისინი თავისი აგრესიული ქმედებებითა და ბილწსიტყვაობით ცუდ მაგალითს აძლევენ მომავალ თაობებს, რომლებსაც უმყარდებათ წარმოდგენა, რომ ადამიანები მათი განსხვავებულობისათვის უნდა სძულდეთ. რა მოიმოქმედეთ თქვენ, როდესაც დაინახეთ ადამიანები მრისხანებისა და სიძულვილის უმძიმეს ცოდვაში ჩავარდნილები, როდესაც ისინი მომავალი თაობების დასანახად აკეთებდნენ ამ ყველაფერს? არაფერი! პირიქით, თქვენი ხელი შეუწყვეთ მათ და წინ გაუძეხით ღვთის მიერ ნაქადაგები ფუნდამენტური წესების წინააღმდეგ.
ჩვენ და თქვენ, როგორც რელიგიურ და სულიერ ლიდერებს ამ ქვეყნისა და საზოგადოებისა, პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ერის გადასარჩენად და სიყვარულის დასათესად, ჩვენ ვალდებულნი ვართ მივცეთ მაგალითი სიყვარულისა და სათნოებისა, დავიცვათ ისინი ცოდვისაგან და ვასწავლოთ, რომ უფალი გმობს ძალადობას.

თქვენ ამბობთ რომ შეურაცხყოფა მოგაყენეს და ეროვნულ იდენტობას გვართმევენ. შეგახსენებთ:

27. მაშინ ერისაგანთა მათ მთავრისათა წარიყვანეს იესუ ტაძრად და შეკრიბეს მის ზედა ნათესავები იგი ყოველი. 28. და განძარცუეს იგი და ქლამინდი მეწამული შეჰმოსეს მას. 29. და შეთხზეს გჳრგჳნი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და ლერწამი მისცეს მარჯუენესა ჴელსა მისსა და მუჴლნი დაიდგინეს მის წინაშე, ემღერდეს მას და ეტყოდეს: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო! 30. და ჰნერწყუვიდეს მას და მოიღეს ლერწამი და სცემდეს თავსა მისსა. 31. და ოდეს განკიცხეს იგი, განსძარცუეს მას ქალმინდი იგი და შეჰმოსეს მას თჳსივე სამოსელი და წარიყვანეს იგი, რაჲთა ჯუარს-აცუან.
(მათე 27)

განა ამაზე მეტი შეურაცხყოფა არ აიტანა უფალმა? ან კი რა შეურაცხყოფას გაყენებენ თქვენ რომ ამის მოთმენა არ შეგიძლიათ? იქნებ ისიც სთქვან თქვენმა მრევლმა, რომ “ისინი ადამიანები არიან და ზუსტად ისე ვერ იცხოვრებენ როგორც ქრისტე?” – განა ეს დანაშაული არ არის ღვთის წინაშე? რომელმაც კაცობირობის ცოდვებისათვის თავისი ძე გასწირა? განა ეს ფარისევლობა არ არის, როდესაც ადამიანებს ზნეობრიობისკენ მოუწოდებთ და თქვენკი საკუთარი რელიგიის მიერ დაწესებული წესების მიდევნა არ შეგიძლიათ და ამას თქვენს სისუსტესა და ადამიანურ ბუნებას აბრალებთ? შეგახსენებთ, რომ უფალი ღმერთი იესო ქრისტე ორ ბუნებიანი იყო, ღვთიური და ადამიანურ და მისმა ადამიანურმა ბუნებამ აიტანა ეს განსაცდელი. ის სწორედ იმისთვის მოვიდა ამ ქვეყანაზე, რომ ჩვენთვის მოეცა მაგალითი სწორი ცხოვრებისა და ნებისმიერი სახით ამის უარყოფა სატანის და ანტიქრისტეს თაყვანისცემაა.
სიძულვილი და სიყვარულზე უარის თქმა ეს ღვთის გმობაა და უდიდესი ცოდვა, რადგან წერილ არს:

43. თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი.

44. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდით თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის.

45. რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც.

46. რადგანაც თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რა იქნება თქვენი საზღაური? განა ასევე არ იქცევიან მებაჟენიც?

47. ანდა თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მოძმეთ, უჩვეულოს რას სჩადიხართ? განა ასევე არ იქცევიან წარმართნიც?

48. მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა.
(მათე V)

თქვენ მიერ უფლის გზიდან გადახვევა და მისი სიტყვების საწინააღმდეგოდ სვლა არის ცუდი მაგალითი ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი შთამომავლობისთვის. როდესაც თქვენ აიღეთ პასუხისმგებლობა წინ გაძღოლოდით თქვენს სამწმყსოს უნდა გცოდნოდათ, რომ თქვენი რწმენისა და მორჩილების გამოცდა ყოველდღიური მოვლენა იქნებოდა. სამწუხაროდ, საქართველოს საპატრიარქო მიიჩნევს, რომ მღვდელმსახურები დავით ისაკაძე და დავით ქვლივიძე ვერ ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს და შეცდომაში შეჰყავთ თავიანთი მრევლი, რაც იწვევს ღვთის გზიდან გადახვევას და უმძიმეს ცოდვაში ჩაგდებას. კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ სიყვარულის უარჰყოფა და ვინმესთვის შეზღუდვა და ამის ნაცვლად სიძულვილის ქადაგება და ჩადენა არის ღვთის გმობა, რაც უმძიმესი დანაშაულია ღვთის, ერისა და ეკლესიის წინაშე.

სახელითა მამისა, ძისა და სულისა წმინდისა, დადგენილ იქნას,

პირველი: მამა დავით ისაკაძეს და მამა დავით ქვლივიძეს, ასევე ზემოთხსენებულ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ სხვა მღვდელმსახურებს ჩამოერთვათ მღვდელმსახურების უფლება და გაგზავნილ იქნან მონასტერში წმინდა წერილის და ღვთის სიტყვის უფრო უკეთ შესასწავლად და ცოდვების მოსანანიებლად.

მეორე: მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი გამოცხადდეს ანტიმართლმადიდებულ და ღვთისმგმობ ორგანიზაციად. ჩვენ მოვუწოდებთ ამ ორგანიზაციის წევრებს განუდგნენ ცოდვას და მოინანიონ ვიდრე გვიან არ არის.

სახელითა მამისა, ძისა და სულისა წმინდისა, ამინ.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

აი, ასეთ საქართველოში მინდა ცხოვრება :)

“თავისუფალი ხალხი”

დარბაზი სავსეა, ორგანიზატორი ბიჭუნა, რომელიც კოსტუმშია გამოწყობილი უხერხულად იშმუშნება. “მამაო მოვიდა” გაისმა მჭექარე ხმა და დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა.

დარბაზი სავსეა, ორგანიზატორი ბიჭუნა, რომელიც კოსტუმშია გამოწყობილი უხერხულად იშმუშნება. “მამაო მოვიდა” გაისმა მჭექარე ხმა და დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა. წინა რიგებში ქალბატონები სხედან, ერთ–ერთმა ახალგაზრდამ ფეხმძიმე გოგონა შემოიყვანა და მეორე ახალგაზრდას მისთვის ადგილის დათმობა “აიძულა,” აიძულა რა, შენიშვნა მისცა. ილიას უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში მამა თეოდორე გიგნაძე შემოვიდა. ბატონი თეოდორე ქართული ინტერნეტ სივრცის ვარსკვლავია, აქვს თავისი ოფიციალური ვებ–გვერდი, youtube-ის არხი და ფეისბუქზე და სხვა სოციალურ ქსელებში მისი ქადაგეგების შესახებ ხშირად იმართება დისკუსიები. იქვე, მაყურებელთა შორის ზის მეორე ინტერნეტ ვარსკვლავი, მამა ლევან მათეშვილიც. გარშემო, აუდიტორიის კედლებზე ძირითადად მრევლია ატუზული. მათ საოცარი სახეები აქვთ, ძალიან მშურს ამ ადამიანების სულიერი მდგომარეობის. ისინი თვითდაჯერებულები არიან. ხშირად მაგონებენ ამერიკელ მორწმუნეებს, რომლებიც საკუთარ თავს “God’s Army”–ს უწოდებენ, ნათლობისას კი მრევლის ახალ წევრს ასე ესალმებიან: “Welcome to God’s Army” (may the force be with you – ძალიან მოუხდებოდა ამ გამოთქმას). ამ ახალგაზრდა ბიჭების გარეგნობაში მთავარი მახასიათებელი თხლად მოშვებული წვერია, სავარაუდოდ იკრეჭენ, არ იპარსავენ. არის მათ სახეებში რაღაც ანგელოზური, ყველანაირი სარკაზმისა და ცინიზმის გარეშე ვამბობ ამას. ისინი თავდაჯერებულნი არიან, მათ სულიერ სიმშვიდე იპოვეს, ისინი ამაყები არიან თავიანთი მდგომარებითა და ცხოვრებისეული არჩევანით. თვალებში სათნოება და ოდანვი მედიდურობა ირეკლება, ეს ყველაფერი კი მთლიანად სახეზე რაღაც… რაინდული გამომეტყველებით გამოიხატება, მკაცრი – მაგრამ სათნო. საოცარია – სრულიად გულწრფელად ვამბობ.
მამა თეოდეორე ქადაგებას ჩვეული ხუმრობით იწყებს, ეს ალბათ მოთელვის ერთგვარი ხერხია, გოგონები და ქალბატონები, რომლებიც წინა რიგებში არიან მოკალათებულები საოცარი სიყვარულით და სათნოებით იღიმიან, გულწრფელად მხიარულობენ თავიანთი მოძღვრის ენაკვიმატობით. აი, აქ, უკვე მერევა ჩემი ცინიზმის დემონი, ვუყურებ ამ ადამიანებს და ვფიქრობ: “რა დიდი სიამოვნებით დავწერდი დიდ თემას, მაგალითად, ქართულის გამოცდაზე ‘ქალთა სახეები მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებისას.”
“არა მამაო!” მორჩილად და რუდუნებით პასუხობენ მოძღვრის შეკითხვას “ხომ არ დაგცხათ?” და იქვე, დარბაზის შუაში მჯდომი გოგონას რეპლიკას “კი, ცოტა დავიღალეთ, ჰაერი არ არის” ბრაზიანად კიცხავენ.
მე გარეთ გავდივარ, ჩემს მეგობრებს ვუერთდები, ჩვენ ვსაუბრობთ, აქცია რომელიც დაგეგმილი იყო ჩაიშალასავით, სულ 5 კაცია, პლაკატის დაჭერაც არავის უნდა. ხალხი ორადაა გაყოფილი, მარცხნივ თვითმმართველობის “სასტავი” ზის, მაინც რა ყველა ერთნაირია, ღმერთო… თსუ, ილია… ყველას ერთნაირი ჰაბიტუსი და ერთნაირი მიდგომები, ერთნაირი აზროვნება. well, შორიდან ასე ჩანს.
ლექცია დამთავრდა, პლაკატებიც გაიშალა, პროტესტის ხაზშიც ჩადგა რამდენიმე ადამიანი, მამა თეოდორე მანქანამდე მიაცილეს, თან ისე, რომ პროტესტისთვის ზედ რომ შეეხედა არც აცალეს. არადა, რა მაგარი იქნებოდა, რომ მოსულიყო, დაელოცა ისინი, გადახვეოდა, ეთქვა “მიყვარხართ” და ასე, ქრისტესმიერი სიყვარულით, მშვიდობიანად დამთავრებულიყო ყველაფერი. ასეც დამთავრდა, თუ რამდენიმე ახალგაზრდას გულფიცხობას არ ჩავთვლით. პატარები არიან ჯერ, არ იციან და იქნება არც ქრისტეს სიტყვები ახსოვთ:
“გიყვარდეს მტერი შენი” – მერე რა რომ მტერი იქ არავინ იყო.
ან თუნდაც “შეუნდე მამაო, რამეთუ არ იციან რას სჩადიან.”
და სხვა მრავალი.
ასეა, ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს პრინციპები, როცა ჩვენ კრემიანი ნამცხვრებით ვიყორავთ ლიბერალური კუჭებს, ისინი ღვინოს სვამენ ან სულაც ყავას, ან ჩაის, ან იქნებ სულაც არ განვსხვავდებით ერთმანეთისგან? და ყველანი ძალიან დიდი მატრაკვეცები და ფარისევლები ვართ.

“თავისუფალი ხალხია, შეჩემა” – გერბზე წავაწეროთ, მაინც “თვითების” ხელშია სახელმწიფოსა და მთავრობის მომავალი, აი, ჩვენ “თავისუფალი ხალხი” – ოდესმე ინტელექტუალურ ელიტას შევქმნით, ამ თვითებს რომ რჩევებს მისცემენ… ჩრდილიდან.

Not Attending – ანუ “ივენთებზე” გამოხმაურების კულტურა ქართულ FB საზოგადოებაში

ცოტა ხნის წინ ერთ გერმანელ გოგონას დაბადების დღეზე 1500 ადამიანი დაადგა. იუბალრმა Facebook-ზე შექმნა “ივენთი” და თავისი მეგობრები დაპატიჟა წვეულებაზე, მაგრამ პერსონალური პარამეტრების ჩასწორება დაავიწყდა და მისი დაბადების დღის მოსაწვევი ყველასთვის გახდა ხელმისაწვდომი. “ივენთზე” attending-ს ანუ დასწერებას ბევრმა ადამიანმა დააკლკა, როგორც ჩანს 1500-მა ან უფრო მეტმა ან უფრო ნაკლებმა. აქედან ვიგებთ, რომ როდესაც გერმანიაში ვინმე attending-ს აკლიკავს, ეს იმას ნიშნავს რომ “ივენთზე” მისვლას მართლაც აპირებს. ჩვენთან ეს კულტურა ცოტა სხვანაირად გამოიყურება. დააკლიკო “ვესწრების” ნიშნავს რომ მხარს უჭერ კონკრეტულ ფაქტს, ან იმ მოვლენას რომელიც იმართება, მაგრამ არ ნიშნავს რომ მართლაც დაესწრები. might attend ნეიტრალური პოზიციაა, იცი რომ არ ესწრები, მაგრამ ივენთის ორგანიზატორთა განაწყენებაც არ გინდა. შესაბამისად, not attending აღიქმება ზურგის შექცევად და უპატივცემულობად.

მე ყოველდღე მომდის მოწვევები, ხან გამოფენაა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად, ხან რაღაც კლუბში party იმართება. მე ვიცი რომ არც ერთს არ დავესწრები, ხან მეზარება, ხან არ მცალია და ხანაც არ მაინტერესებს. სწორედ ამიტომ, ყოველთვის როცა ივენთზე წასვლას არ ვაპირებ, ვნიშნავ Not attending. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე არ შემტკივა გული ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე, მაგრამ არ მივდივარ იმ გამოფენაზე და რატომ მოვატყუო ორგანიზატორები?

ნუ მონიშნავთ “დასწრებას” თუ წასვლას არ აპირებთ. მხარდაჭერის გამოხატვა სხვა გზებითაც შეიძლება, მაგალითად, ივენთის გადაშეარება თქვენს ვოლზე – სადაც ბევრი ხალხი ნახავს და შეიძლება იქიდან ვინმე დაინტერესდეს.

დამერწმუნეთ, ორგანიზატორებს ის უფრო უხარიათ, 3 კაცს რომ აქვს მონიშნული “ვესწრები” და სამივე მივა, ვიდრე 1000 კაცის “მხარდაჭერა” და მხოლოდ 10-ის მისვლა.

შალვას საახალწლო ზღაპარი

ეს წერილი ერთ-ერთ ჟურნალში უნდა დაბეჭდილიყო, მაგრამ გამოსვლა დააგვიანა და სტატია დაძველდა. მართალია ბლოგისთვისაც ძველია, მაგრამ მაინც დავდებ :დ

შალვა რამიშვილის ახალი პროექტი, “საახალწლო ზღაპარი – ბრძოლა ნატვირსთვალისთვის,” ერთობ მნიშვნელოვანი ძეგლია ქართული ანიმაციისა და კინემატოგრაფიის ისტორიაში. ახალგაზრდა პროდიუსერის ეს თამამი მცდელობა ძალიან დასაფასებელია და აუცილებლად იქონიებს გავლენას ქართული კინოინდუსტრიის განვითარებაზე. პირველი სრულმეტრაჟიანი 3D ანიმაცია მართლაც დიდი გამოწვევა იყო ქართველებისთვის და უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ნაბიჯი წარმატებით გადაიდგა – ეს ერთგვარი ხარკი იმ ადამიანებს, რომელთაც ერვნული პროდუქციის განვითარება მასთან ფერება-ლოლიაობაში ესახებათ. სტატიის შემდეგ ნაწილი კი მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ წაიკითხონ, რომლებსაც ჯერ კიდევ სჯერათ “დათვური სამსახურის ინსტიტუტის.”

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, “სამსონაძეების” შემდეგ გრაფიკული და ტექნიკური მხარე ერთი-ორად გაუმჯობესდა – აი, შინაარსისა რა მოგახსენოთ.
ანიმაციის პირველ წუთებში ვისმენთ პრეისტორიას, რომელიც იწყება ოჩოპინტრესა და მონადირეების “ურთიერთობებით”, რომელსაც შეიძლება პლატონურიც ვუწოდოთ, რადგან მონადირეები და ოჩოპინტრე ერთმანეთს არ ეკონტაქტებიან. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ზემოთხსენებულ მითოლოგიურ პერსონაჟს ამ ეპიზოდის შემდეგ საერთოდ ვერ ნახავთ ფილმში, შესაბამისად, გაუგებარია რა საჭირო იყო მისი ხსენება და ჩვენება.
მონადირეებს ნადავლი შატილში მიაქვთ, რომელშიც სულ 10 კაცი ცხოვრობს. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

1. ანიმატორებს დაეზარათ სხვადასხვა ეპიზოდური პერსონაჟების შექმნა.

2. სცენარისტს შეეშალა ეპოქა და კომუნისტების დრო, მთიელთა მასიური “მიგრაცია მეტალურგიულ ქარხანაში,” ასახა.

3. “რენდერს” დიდი დრო უნდა.

Read more of this post

ნიუ-იორკი

დაიბეჭდა ჟურნალში “Et Cetera”

 

 

მათ, ვინც ნიუ-იორკზე ოცნებობს და შორიდან ეტრფის, ძალიან უყვართ Jay-Z-სა და Alicia Key-ს სიმღერა “empire state of mind” – სიმღერა ნიუ-იორკზე, რომელსაც ამ ქალაქის ჰიმნსაც უწოდებენ. მე ძალიან არ მიყვარს ეს სიმღერა, იმიტომ რომ არ ვიცი როგორ შეიძლება ადამიანი ამ ქალაქში დაიბადო, გაიზარდო, ცხოვრობდე და ასეთი იდიოტური ტექსტი დაწერო მის შესახებ – Labor day parade/rest in peace Bob Marley – რა შუაშია საერთოდ? თუმცა, სიმღერა გარკვეულ მონაკვეთებში (უფრო მისამღერში) მაინც გადმოსცემს ნიუ-იორკის სულის ნაგლეჯს. “Concrete jungle where dreams are made, There’s nothing you can’t do.”

შეიძლება ითქვას, რომ ნიუ-იორკი ქალაქი კი არა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ძალიან სწრაფად მოძრაობს და თუ ფეხი ვერ აუწყვე გადაგთელავს. ყველა ოცნება ნიუ-იორკზე კლიშეა: Empire state building, თავისუფლების ქანდაკება, თაიმ სქვერი, სტარბაქსი და ა.შ. მაგრამ როდესაც ამ ქალაქში მოხვდები, Empire state building-იდან გადმოხედავ  თავისუფლების ქანდაკებასა და თაიმ სქუერს, მოწრუპავ სტარბაქსის ყავას (ჩემ შემთხვევაში შავი და უშაქრო), ჩაისუნთქავ ნიუ-იორკის ჰაერს, რომელიც თქვენ წარმოიდგინეთ სუფთაა და მხოლოდ რესტორნებიდან გამოსული სასიამოვნო “სუნებით” არის დაბინძურებული, მაშინ ხვდები, რომ შენ და ნიუ-იორკი მეგობრობთ და ეს ქალაქი ყველაფერია, მაგრამ არამც და არამც კლიშე.

ნიუ-იორკში ყველაფერი გიყვარდება, ისიც კი რაც გეზიზღება… თითქმის ყველაფერი, დიდი მონატრების მიუხედავად დღემდე მზარავს იქაური საცობების და პარკინგის პრობლემის გახსენება. მეზიზღებოდა მეტროც, მაგრამ როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ ამავ დროულად მიყვარდა კიდეც. მეტრო ყველაზე მოსახერხებელი ტრანსპორტია, ყველაზე სწრაფი და ყველაზე მრავალფეროვანი, ყველაზე ბინძური და იაფი. დღემდე არ ვიცი რამდენი ხაზი დადის, იწყება A-დან და მთავრდება Z-ზე (რამდენიმე ასოს გამოტოვებით), 1-დან 7-მდე. ერთი შეხედვით ძნელი სისტემაა, მაგრამ მაქსისმუმ 3 დღეში შეიძლება მისი “დამუღამება.” სისტემატური გამოყენების შემთხვევაში პატარა დეტალებსაც მალე სწავლობ. მაგალითად, თუ მატარებელი გადაჭედილია და მხოლოდ ერთ ვაგონშია სიხალვათე, იქ არ უნდა შეხვიდე, რადგან ან კონდიციონერია გაფუჭებული და საშინელი უჰაერობაა ან რომელიმე ბომჟს სძინავს შიგ და საშინელი სუნია. ნიუ-იორკის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე მოსახერხებელია მთელს ამერიკაში. დადის ქალაქის ნებისმიერ წერტილში, ზაფხულში გრილა, ზამთარში თბილა და რაც მთავარია კარგად გამოძინებაც შეიძლება. სწორედ ნიუ-იორკში შევეჩვიე ავტობუსებსა და მეტროში ძილს. თავიდან თავს ვიმძინარებდი რადგან არ მინდოდა ვინმესთვის ადგილი დამეთმო, მერე უკვე სიზმრებსაც ვნახულობდი.

საზოგადოებრივი ტრანსპორტები სამკითხვლოებს ჰგავს, ყველა მგზავრს ხელში წიგნი, კომიქსი ან სუდოკუ უჭირავს და დრო ასე გაჰყავს. ერთი-ორჯერ მეც ვცადე მგზავრობისას კითხვა და მეცადინეობა, მაგრამ ჩამომეძინა. წიგნის კითხვა სადმე პარკში ან თუნდაც წიგნის მაღაზიშივე სჯობს, თანაც თავზე არავინ წამოგადგება და არ გეტყვის თუ არ იყიდე ისე ნუ კითხულობო. ხშირად მინახავს Barnes and Noble-ში იატაკზე გართხმული სტუდენტები, რომლებიც იქვე მეცადინეობდნენ, რადგან კოლეჯის წიგნები ძალიან ძვირი ღირს. მიუხედავად ამ კულტურისა, მე მაინც ვერ მივეჩვიე “ადგილზე კითხვას,” ამიტომ ჩემი ყოველი შესვლა Barnes and Noble-ში ჩემი საფულის დაცარიელებით მთავრდებოდა. როცა პირვლად შევედი ამ მაღაზიაში, თანაც ჩემდა ჭირად ჩემს სახლთან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილიალია მთელი ნიუ-იორკის მასშტაბით, პირი დავაღე. იმ დღეს ყველაზე არაამერიკულად ვიშოფინგე – აიზეკ აზიმოვის და უილიამ გიბსონის მთელ შემოქმედებაში 200$ მივათხლიშე. ამხელა ფულს ერთ შოფინგზე არც ერთი ამერიკელი არ “დატოვებს,” ყველა ნორმალური ნიუ-იორკელი ერთ ყიდვაზე ერთ წიგნს ყიდულობს და სანამ ბოლომდე არ წაიკითახვს მეორეს არ იყიდის.

ქართული “შოფინგის” სტილს ყველა ცნობს. ერთხელ 108-ე ქუჩაზე (ქუინსში) სადაც რუსი ებრეალების, რუსების და სომხების მაღაზიებია, მე და ჩემი უფროსი მეგობარი წავედით, ვახშმისთვის რაღაცების ყიდვა გვინდოდა. როცა სალაროსთან სავსე კალათები დავდეთ, გამყიდველმა ამოგვხედა: “грузины?” ჩვენგან დადებითი პასუხი მიიღო, მერე გაგვიმხილა, რომ ქართველები ყველაზე “განსხვავებულად შოფინგობენო.” ასეთი განსხვავებული შტრიხები ყველა ეთნიკური და კულუტურული ჯგუფის წარმომადგენელს აქვს. ნამდვილად ვერ დავიკვეხნი იმით, რომ ყველას ჩამოთვლას შევძლებ. შემიძლია გითხრათ, რომ თუ შავ კანიან გოგონას თავზე ბოხოხივით ან ჩიტის ბუდესავით თმები “ადევს” ის აუცილებლად ჯამაიკელი იქნება.

ნიუ-იორკში იმასაც მივხვდი, რომ ჩვენი ეროვნული თვითგვემა “ეს მარტო საქართველოში/თბილისში ხდება” სიმართლეს არ შეეფერება. ნიუ-იორკშიც ნახავთ როგორ ყრიან სიგარეტის ნამწვებს ქუჩაში, როგორ ბირჟაობენ და იპურჭყებიან, როგორ ღრიალებენ ქუჩაში, როგორ აჩერებს ორი ავტობუსი შუა ქუჩაში ერთმანეთთან გამოსალაპარაკებლად და ა.შ. ნიუ-იორკი ეს არის ქალაქი სადაც ყველა კულტურის შვილი ცხოვრობს და შესაბამისად ყველაფერი ხდება: ქართულიც, მექსიკურიც, იტალიურიც, ინდურიც და ა.შ. ნიუ-იორკი კაცობრიობის მუზეუმია, ქალაქი რომელიც ყველა ევროპელისათვის დამახასიათებელ ეროვნულ შოვინიზმს მოგიკლავს და მულტიკულტურულ ადამიანად გაქცევს.

პირადი ინფორმაციის კონტროლი Facebook-ზე

დღეს, Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Facebook-ის ზოგიერთი აპლიკაცია ბოროტად იყენებს იმ პრივილიეგიებს რომელსაც მათ Facebook-ის იუზერები აძლევენ. ეს აპლიკაციები მომხმარებელთა პროფილიდან აღებულ მასალას უგზავნიდნენ სხვადასხვა სარეკლამო და სპამ სააგენტოებს.

წვდომას თქვენს მონაცემებზე აპლიკაციები საკმაოდ ადვილად იღებენ, როდესაც თქვენ შედიხართ რომელიმე თამაშში (ან ზოგადად აპლიკაციაში) პირველად, აპლიკაცია გთხოვთ უფლებას შეაღწიოს თქვენს მონაცემებში – თქვენ აკლიკავთ Allow-ს და როგორ იტყვიან Bingo!

თავის დაცვა შეგიძლიათ სხვადსხვა შეზღუდვების დაწესებით.

1.  აპლიკაციისთვის “არაუცილებელ” მასალაზე წვდომის შეზღუდვა:

წითელი ფერით მონიშნულია ის მონაცემები, რომელიც აპლიკაციას არ სჭირდება ფუნქციონირებისათვის, მაგრამ მაინც ითხოვს მათზე წვდომას. ვაწკაპებთ Remove-ს და წვდომა ამ მასალაზე აპლიკაციას შეეზღუდება.

მწვანე ფერით მონიშნულია ის მონაცემები, რომელიც აპლიკაციას ფუნქციონირებისათვის ესაჭიროება, ამ შემთხვევაში ერთად-ერთი გამოავალი ამ აპლიკაციის მთლიანად მოშორებაა. ლურჯი ფერით მონიშნულია აპლიკაციის მთლიანად  წაშლის ბრძანება.

ამ ყველაფრის ნახვა შეგიძლიათ აქ: Account settings/ privacy (click on manage)/ მარცხენა ქვედა კუთხეში ნახეთ Applications and Websites – Click on Edit your settings/Applications you use – click edit settings – აქ გამოვა სია იმ აპლიკაციებისა, რომლებსაც თქვენ იყენებთ.

2. შეზღუდვა მეგობრების გავლით წვდომაზე

ბევრ აპლიკაციას თქვენს მონაცემებში შემოღწევა მეგობრების გავლით შეუძლიათ, ისე რომ შეიძლება ეს აპლიკაცია თქვენ არც კი გეყენოთ. იმისათვის, რომ ასეთი უმსგავსობა აღვკვეთოთ შევდივართ: Account settings/ privacy (click on manage)/ მარცხენა ქვედა კუთხეში ნახეთ Applications and Websites – Click on Edit your settings

Info accessible through your friends – ამის გასწვრივ ვაჭერთ edit setting და ვშლით ყველა თოლიას (თოლია=”პწიჩკა”). – პრობლემა მოგვარებულია.

წიქარა – სასწავლო შემეცნებითი პროგრამა

მოგეხსენებათ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ზაფხულში გამოაცხადა კონკურსი სასწავლო შემეცნებითი პროგრამების შექმნაზე. ამ კონკურსში გაიმარჯვა ჩემმა სამსახურმაც (სხვა 4 გამარჯვებულთან ერთად) და ჩვენ შევქმენით თამაში “წიქარა.”  მე გახლავართ კონცეპტის და სცენარის (რა დიდი სცენარი ამას უნდა, მაგრამ მაინც :D) ერთ-ერთი ავტორი.

თამაში შექმნილია 1-4 კლასელი ბავშვებისათვის და ჩაიტვირთება იმ კომპიუტერებში რომლებსაც ბავშვებს დაურიგებენ. თამაშის გადმოწერა ასევე შესაძლებელი იქნება განათლების სამინისტროს საიტიდან.

წიქარა არის ვიქტორინის ტიპის  თამაში და კითხვები შედგენილია სასკოლო პროგრამის მიხედვით. არის რამდენიმე კატეგორია: ქართული, მათემატიკა, ზოგადი, უცხო ენა.

გთავაზობთ “სკრინებს:”

ამჟამად ვმუშაობთ სხვა შემეცნებით თამაშზე.

Das Experiment

გსმენიათ ალბათ ამბავი: ქმარი  წყაროზე გაშვების წინ ცოლს სცემს.  რატომ სცემს ის ცოლს და ”კოკა რომ არ გატეხოს.”  მეზობლები შენიშვნაზე – თუ გატეხა მერე სცემე, ახლა რას ერჩიო, ასეთ პასუხს იღებენ: -”რომ გატეხს, მერე გვიან იქნება.”
ეს ამბავი მაშინ გამახსენდა, როცა პატრიარქის საერთაშორისო ფონდის ახალი პროგრამის შესახებ შევიტყვე. ამ პროგრამის მიხედვით, მშობლებს შეუძლიათ შვილები გამოსაკვლევად მიიყვანონ  და დაადგინონ აქვთ თუ არა მათ რაიმე სახის მიდრეკილება კრიმინალის ან ნარკომანიის მიმართ. ამ თემაზე ბევრი დაიწერა და, ეჭვი მაქვს, კიდევ ბევრი დაიწერება. ძალიან ბევრი სპეციალისტი ამბობს, რომ ეს პროცესი გამოიწვევს ბავშვებში საკუთარი თავის სტიგმატიზაციას, დაკომპლექსებასა და ჩაკეტვას. ამ დასკვნამდე მისვლას დიდი ფსიქოლოგობა არც სჭირდება. უბრალოდ, მოდით წარმოვიდგინოთ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ექსპერიმენტს, რომელში მონაწილეობის მისაღებადაც მშობლებს შვილები ყველანაირი ეჭვის და შიშის გარეშე მიჰყავთ, მხოლოდ იმიტომ რომ პროგრამას პატრიარქის საერთაშორის ფონდი ახორციელებს.
პირველ ეტაპზე ზემოთ ხსენებული ქმრის მაგალითზე განვიხილოთ მოსალოდნელი შედეგები. რას იზამდა ცოლი  მას შემდეგ რაც მისი მეუღლე მის ცემას მორჩებოდა და ბოლოს და ბოლოს მისცემდა წყალზე წასვლის უფლებას:

  • ცოლის ტიპის #1: ფრთხილად, კოკასჩახუტებული ჩავა და ამოიტანს წყალს, ქმარს მიართმევს, ჭიქაში ჩაუსხამს, საჭმელს მოუმზადებს, დაჯდება და მოქსოვს.
  • ცოლის ტიპი #2: სახლიდან გასული არ იქნება, პროტესტის ნიშნად კოკას მიწაზე დაახეთქებს და გატეხს. ამისათვის მას უკვე მოხდილი აქვს სასჯელი, შესაბამისად მას დასაკარგი აღარაფერი აქვს.
  • ცოლის ტიპი #3: მიდის წყალს იღებს, შემდეგ კოკაში აფსამს. სახლში მოსული ქმარს ღიმილით მიართმევს ფსელიან წყალს. ქმარი კმაყოფილია ცოლის მორჩილებით.
  • ცოლის ტიპი #4: ქმარს არ აცდის მის ცემას, ხელში იმარჯვებს კოკას და თავზე ალეწავს.
  • ცოლის ტიპი #5: უბრალოდ იკრავს გუდა-ნაბადს და მიდის, თუნდაც დედამისთან, ან სულაც სხვა კაცთან, ანდაც გაურკვეველი მიმართულებით.

ახლა გავშიფროთ რა მესიჯი დევს მშობლის ქმედებაში, რომელსაც ბავშვი ამ პროგრამაში შეჰყავს.  საკუთარ თავზე წარმოვიდგენ ამ ყველაფერს. ვთქვათ, ვარ მეექვსე ან მეშვიდე კლასელი ცელქი ბავშვი, ჩემი მშობლები, მეზობლები, მასწავლებლები, ნათესავები და სხვები დაიღალნენ ჩემი ცელქობით, მერე რა რომ 12 წლის ვარ… ერთ დღეს ჩვენი ერთ-ერთი ჭკვიანი ნათესავი ასკვნის, რომ რადგან: მე ომობანას თამაში მიყვარს, დავძვრები ხეზე, კარებზე ზარს ვრეკავ და მერე გავრბივარ, ხანდახან შუშასაც ვუმსხვრევ რ შინაბერა მეზობელს, რომელიც თავზე დამჩხავის, ამიტომ ჩემგან კარგი არაფერი გამოვა. ამ დასკვნის გამო შეწუხებული დედაჩემი სხვა ნათესავებისა და მეგობრების წრეში წუწუნს იწყებს ჩემი ქცევების გამო – მე ამ დროს ვთამაშობ და ვცელქობ, ზუსტად ისე როგორც 12 წლის ბავშვს შეეფერება. თანდათანობით ირკვევა, რომ მე ცხოველების მიმართაც აგრესიული ვარ, სოფელში ყოფნისას ვბერავ ბაყაყებს, დაჭეჭყილი ლაფნით ვამღვრევ ჯილეებს და ისე ამომყავს თევზები, რომლებსაც ყველასგან გასაკვირად ვფატრავ და მერე ცხელ ტაფაზე ვდებ, ხოლო ამ ყველაფრის კულმინაცია ზემოთხსენებული თევზების ჩემს სტომაქში განთავსებაა – საერთო მეგობრულ-ნათესაური საბჭო ასკვნის, რომ ჩემში ღვიძავს პირველყოფილ ინსტინქტებს, რომლებიც მიბიძგებს ნადირობისკენ, მკველობისკენ და, საერთოდ, კანიბალი ვარ. ჰო… ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დელიკატურად შეაპარეს ჩემს მშობლებს – ”სხვანაირად არ გამიგო…” , ”ჰო, იცი, მეც როგორ მიყვარს, მაგრამ…” და ა.შ. სტანდარტული ფრაზები.

ამ ყველაფრით შეშფოთებული ჩემი მშობლები იწყებენ ფიქრს თუ როგორ მიშველონ, პირველი რაც თავში მოსდით ჩემი დატვირთვა – სპორტი, უცხო ენა, მუსკა, ხატვა, წიგნების დაძალება. მეორე – ნაცნობ მოძღვართან მიბარება და ჩემში სულიერი სიმშვიდის ჩანერგვა. ამ ყველაფრის ფონზე მე უკვე დათრგუნული ვარ, დაკომპლექსებული, ყოველი სტუმრის მოსვლა ჩემთვის დიდი ტრაგედიაა, იმიტომ რომ ვიცი, ისინი ჩემზე ილაპარაკებენ. მარტივ მამრავლებად დაშლიან ჩემს ქცევებს, ფსიქიკას, მეგობრებს, ყოველ სიტყვას აწონ-დაწონიან. ამის გამო აგრესია იღვიძებს ჩემში და მეწყება გარდატეხის ასაკისათვის დამახასიათებელი აგრესიული-დეპრესია. ვგრძნობ, რომ ვარ გარიყული, რომ მშობლებს არ ვუყვარვარ და საერთოდ ნაშვილები ვარ. ჩემი ჭკვიანი ნათესავები დედაჩემს და მამაჩემს აწყნარებენ და ეუბნებიან, რომ ეს ასაკობრივი კრიზისია და ამ მომენტში მჭირდება მტკიცე ხელი, სიმკაცრე, რადგან ხელიდან არ გავსხლტე და მოლიპულ გზაზე არ დავდგე. დედაჩემის დაქალები თავისი ნაცნობი ფსიქოლოგისგან მიღებულ რჩევებს აფრქვევენ ყოველ ფეხის ნაბჯზე, ნათესავები სხვა ბავშვებს მადარებენ და წუხან ჩემ გამო. მოკლედ ცოცხალი, ცელქი, ხალასი (ვერ ვიტან ამ სიტყვას) ბავშვისგან მონსტრად მაქციეს. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ჩემი ესმის, ჩემი პატარა ძმაა. ისიც თავისებურია, უყვარს კითხვა, ცალკე თამაში, აქვს ჩაკეტილი სამყარო და მხოლოდ ჩემთან კონტაქტობს გულღიად. რამდენიმე წელში, ჩვენი რომელიმე ჭკვიანი ნათესავი, მასში ჩაბუდებულ სერიულ მკვლელს, ბოროტ ფიზიკოსს ან ტერორისტს აღმოაჩენს და ისიც ჩემს გზას დაადგება.

ხშირად ვსაუბრობთ და გრძნობებს ვუზიარებთ ერთმანეთს. ხანდახან ვეჩხუბები, შეიძლება წავარტყა კიდეც, ის ტირის, მებუტება, მაგრამ იცის, რომ ეს ყველაფერი ჩემი ბრალი არ არის. ის 9 წლისაა და უკვე კარგად იცის მოზარდთა ფსიქოლოგიის საფუძვლები – იცის, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი გრძნობების და აგრესიის პროექციაა ჩემზე სუსტ ადამიანზე, რომ სინამდვილეში მას კი არ ვცემ და ვეჩხუბები, არამედ – ჩემს მშობლებს და იმ ხალხს,რომელიც მათ გარშემო ტრიალებს.

ამ ყველაფრის შემყურე ჩემი მშობლები, სულ უფრო და უფრო რწმუნდებიან იმ დასკვნების სიმართლეში,რომელიც სამეგობრო-სანათესაო საბჭომ გააკეთა და კიდევ უფრო ინტენსიურად ეძებენ გამოსავალს. ერთ საღამოს შემთხვევით წააწყდებიან რეკლამას:

აღფრთოვანებულები სასწრაფო წესით აკითხავენ თეა გოგოტიშვილს, რომელიც დამწუხრებული სახით უსმენს მათ და ჰპირდება, რომ აუცილებლად გამომასწორებს. მთავარია, ვითანამშრომლოთ; მთავარია, მშობლებმაც აითვისონ მათთვის მიცემული რჩევები. ჩემი მშობლები, რომლებსაც ბავშვობიდან უნერგავდნენ, რომ გადაწყვეტილებები მათ მაგიერ სხვამ უნდა მიიღოს, მორჩილად მწერენ პროგრამაში.მე, რა თქმა უნდა, არავინ მეკითხება აზრს. მე ხომ ხელიდან წასული თინეიჯერი ვარ, რომელიც სავარაუდოდ დასავლეთიდან შემოსულმა ძალადობრივმა იდეოლოგიამ შეიწირა და დროა გადამარჩინონ. ჩაწერის დღიდანვე მამაჩემში კვლავ იღვიძებს იმედი ჩემი იურისიტობის შესახებ. ბებიაჩემს კი ”დოხტური” უნდა ოჯახში, პრაქტიკულიცაა, კეთილშობილურიც, ფინანსურად უზრუნველყოფილიც – ეს ყველაფერი კი კარგ შვილს, კარგ მეოჯახეს და სასურველ სიძეს ნიშნავს.
საღამოს მთელი ოჯახი ვსხდებით და ისინი მიყვებიან, როგორ უნდა წამიყვანონ ამ პროგრამაში, რომელშიც ჯერ ფსიქოლოგიურ ტესტებს ჩამიტარებენ, ხოლო თუ იქ რამე ”ისეთი” დააფიქსირეს, ტვინს გამომიკვლევენ და დაადგენენ – რატომ მაქვს ”ასე” მოწყობილი. შემდეგი ეტაპი ფსიქოლოგიური მკურნალობა იქნება, თუ ამანაც არ მიშველა მედიკამენტებით გამჭყეპენ.

ძილის წინ ჩემი 9 წლის ძმა ცოფებს ყრის, ოღონდ თავისუბურად, მშვიდად, ასეთ მომენტებში მას ლაპარაკის საღერღელი ეშლება და ფილოსოფოსობას იწყებს. ის მეუბნება, რომ ეს მარაზმი ბიოლოგიური დეტერმინიზმის (თავისთავად სულელური კრიმინალისტიკური თეორიის) პროვოკაციაა და მიხსნის, რომ ვინმე ჩეზარე ლამბროსოს კრეტინულ თეორიებს ეყრდნობა, რომელიც ამტკიცებდა რომ კრიმინალებად იბადებიან და ყველა ასეთ ადამიანს სპეციფიკური ნიშანი აქვს: გრძელი და წინ გავარდნილი ყბა, პატარა და დახრილი შუბლი, სახელურის ფორმის ყურები, ნისკარტისებრი ცხივირი და ა.შ.  ჩემი ძმა გრგვინავს და ჩაძინებამდე ეკა ხოფერიას გადაცემაში მიწვეულ განათლებულ ადამიანებს ბავშვურად აგინებს.

მე მთელი ღამე არ მძინავს, ვიცი რომ დილას იქ უნდა წამიყვანონ. მე უნდა ჩავაბარო გამოცდა, რომელიც გადაწყვეტს ჩემი ცხოვრების გზას! გამცემს პასუხს ყველაზე რთულ შეკითხვაზე – ”ვინ ვარ მე?” ეს გამოცდა ერთჯერადია, მისი გადაბარება არ შეიძლება – მისი შედეგი მთლიანად წყვეტს ჩემი შემდგომი ცხოვრების გზას.

დიდი მადლობა დედა, რომ ასეთი შანსი მომეცი! დიდი მადლობა ქალბატონო თეა, რომ ჩემს ყველა შინაგან კითხვას ერთბაშად გასცემთ პასუხს! დიდი მადლობა ყველას!

იმ დილის სცენა ჩემი ძმის გონებაში ბევრჯერ გათამაშდება. ისევე როგორ ამერიკულ ფილმებში, მას ხშირად დაესიზმრება: როგორ მივყავარ ჩემს მშობლებს ”სადღაც,” როგორ უმწეოდ ვიყურები უკან.  მაგრამ ჩემი ძმა არ ნებდება – ის საწოლზე წამოჯდება და მომაძახებს: ”ნუ გეშინია მაკმერფი! მე ყოველთვის შენთან ვიქნები” და ბალიშს მუხლებზე იდებს.

დიდი მადლობა ძმაო!

%d bloggers like this: