იუტუბის ახალი სერვისები

იუტუბი და გუგლის ჯგუფი ერთ ერთი ყველაზე მაგარი და კრიატიული ჯგუფი რომაა დედამიწაზე ეს ყველამ ვიცით ალბათ :)

ჰოდა მათ შემოაქვთ სულ ახალი და ახალი სერვისები.

აქ მოგაწოდებთ რამდენიმეს.

ფილმები –  ამ არხე შეგიძლიათ ნახოთ სხვა და სხვა ფილმები, საკმაოდ კარგი ხარისხით.

შოუები – აქ შეგიძლიათ შოუების ნახვა. ნეშენალ ჯეოგრაფიკიდან, კომედი ჩანელიდან და ა.შ.

განათლება – ამ არხზე შეგიძლიათ ნახოთ ლექციები სხვა და სხვა წამყვანი უნივერსიტეტებიდან.

კინო დარბაზი – ეს საფესტივალ ფილმების არხია მგონი. ამჟამათ ”თაიბეკა ფილმ ფესტივალი 2009-ზე”
გასული ფილმები გადის.

აი ასე :)  იმედია სხვა რაღაცებსაც დაამატებენ ნელ-ნელა :)

ამერიკული პონტები

არსებობს ძალიან ბევრი სტერეოტიპი ამერიკაზე და ამერიკელებზე. ხშირ შემთხევაში ეს არასწორი სტერეოტიპებია, რომელიც დამკვიდრდა ჰოლივუდის გავლენის გამო. ჰოლივუდში სულ ფეხებზე კიდიათ რა წარმოდგენა შეექმნება ხალხს აშშ-ს გარეთ ამერიკელებზე, მთავარია პროდუქტი გაყიდონ. სხვა სტერეოტიპები კომუნისტების დროსაა შემოგდებული და დღემდე განაგრძობს ცხოვრებას. ჰოდა ამ პოსტში განვიხილავ სხვა და სხვა სტერეოტიპებს და პონტებს აშშ-ს შესახებ.

senior_citizen5ყველას ჰგონია რომ ამერიკელები თავიანთ დედ-მამას სიბერეში მოხუცთა თავშესაფარში ”აბარებენ.” ნუ ახლა ჰომერ სიმფსონი კი. სინამდვილეში ამერიკელი სენიორ სიტიზენების მხოლოდ 2% იმყოფება პანსიონებში. უმეტესობა კი თავის სახლში ცხოვრობს, აქვს თავისი პენსია და თავისი ცხოვრება. არც ერთი მათგანი არ არის დამოკიდებულ თავის შვილებზე. შვილიშვილებთანაც კარგი ურთიერთობა აქვთ, ისეთი არა ჩვენთან რომაა, ბევრ ოჯახში ბებია და ბაბუა პიროვნებებად რომ არ ითვლებიან. სულ რომ უყვირიან და ერთი სული აქვთ როდის მოკვდებიან. ასე რომ ნუ დარდობთ ამერიკელ მოხუცებზე, ისინი მშვენივრად გრძნობენ თავს.

შემდეგი სტერეოტიპი რომელიც ”მკვეთრად მუსირებს” ქართულ საზოგადოებაში, გახლავთ ამერიკელი ბავშვების 74362569განათლების დონე. ყველას გონია, რომ ამერიკელი ბავშვები დებილები არიან, არ იციან წერა-კითხვა და ძალიან გაუნათლებლები არიან და წიგნებს საერთოდ არ კითხულობენ რადგან არ იციან საქართველოს მდებარეობა. ასევე დებილები არიან იმიტომ რომ ფანქრით წერენ, წიგნებში წერენ (ანუ იმდენად დებილები არიან, პირდაპირ წიგნშია მოცემული შესავსები გრაფები და დავალებები, რვეულში ვერ გადააქვთ). ნუ ახლა ქართველი მოსწავლეების განათლების დონესთან შედარებას არ დავიწყებ, არაა საჭირო. უბრალოდ ვიტყვი, რომ ბავშვებმა იციან ის რაც მათ სჭირდებათ – ანუ საქართველოს ადგილ მდებარეობა სულ კიდიათ მათ და უნდა ეკიდოთ კიდეც. პირველი კლასიდან კითხულობენ წიგნებს – ესაა ყოველდღიური დავალება – 20 წუთი კითხვა – მათთვის შექმნილი სპეციალური წიგნები, ანუ ნახატიანი დიდი წიგნები და თითო გვერდზე თითო წინადადება. შემდეგ კლასებში უფრო ”რთულ” საკითხავს აძლევენ და ა.შ. ფანქრით წერენ იმის გამო, რომ თუ შეცდომას დაუშვებენ არ დაჯღაბნონ – წაშლიან ნაწერს და სუფთად გააგრძელებნ წერას, ამითი ნერვებსაც ზოგავენ. ამერიკელმა ბავშვები პირველ კლასში სწავლობენ ვინ იყო ჯორჯ ვაშინგტონი, აბრაამ ლინკოლნი, მარტინ ლუთერ კინგი, როზა პარკსი და ა.შ. რა საკვირველია არსებობენ მოსწავლეები რომლებმაც არ იციან არაფერი, ანუ აქაც არიან ოროსნები და სამოსნები, ასევე სკოლების დონეზეცაა დამოკიდებული ყველაფერი და ა.შ.

american-flag-2a”პატიმრების და ყაჩაღების მიერ აშენებული ქვეყანა” – ვისაც გონია რომ ეს ამერიკაა ძალიან ცდება. პატიმრების და განდევნილების აშენებული ქვეყანა ავსტრალიაა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხალხის აშენებულია მანც გვჯობია ჩვენ და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას თუ რა უნიათო ხალხი ვართ (თუ ყველაზე ნიჭიერები და ინტელექტუალური ერი????). აშშ კი ჩვეულებრივი ხალხის აშენებულია, ევროპელი ემიგრანტების, ადრეულ წლებში ”გახრწნილი” ევროპიდან წამოსული პურიტანების და არისტოკრატების უქონებოდ დარჩენილი შთამომავლების.
”ამერიკის ასაკის თუთის ხე მიდგას ეზოში” – მერე? შეხედე ამ ხალხს ამ 200 წელიწადში რა ქვეყანა შექმნეს და ჩვენ კიდე სად ვართ. ჩვენი უნიათობის, მუქთახორობის, მოღალატეობრივი მენტალიტეტის და ყველა სხვა ”სიკეთის” გამო.
იცით რომ ვაშინგონსაც ”არ ყავდა მეზარბაზნეები” ბოსტონთან? კონტინენტალურ არმიას მაშინ თოფის წამალი გამოელია, რომლის ”საწარმოები” ახალ მიწაზე არ არსებობდა, ხოლო საფრანგეთიდან ექსპორტს ბრიტანეთი უშლიდა ხელს. შემოაყენა ბოსტონისთან ახლოს მაღლობებზე ვაშინგტონმა ზარბაზები, წავიდა დიდი რისკზე და ბლეფზე. ერთი კაცის სიტყვა უნდოდა ბრიტებს, რომ მსოფლიო ისტორია მთლიანად ამოტრიალებულიყო, რადგან დენთი იმდენი ქონდა ვაშინგტონის არმიას, რომ თითო ჯარისკაცს მხოლოდ ერთხელ გასროლა შეეძლებოდა. კაცისშვილს არ მოსვლია აზრად, გადაპარულიყო მტრის ბანაკში და ჯერ არ არსებული ერისთვის და სახელმწიფოსთვის ეღალატა.
ასე რომ მეგობრები მივხედოთ საკუთარ თავს, აშშ-ელები კარგად არიან, განატლებაც ნორმალური აქვთ, ოჯახური ურთიერთობებიც და არც ისტორიას უჩივიან.

%d bloggers like this: