გამოღვიძება

ბოლო წლებში მმართველი ძალა მართლმადიდებელ ეკლესიას დაემსგავსა, მისი ლიდერები – კლერიკალებს, მომხრეები კი – მრევლს. ქვეყნის კურსი ახალი რელიგია გახდა, რომლის არათუ ეჭვკვეშ დაყენება, რაიმე სახის ადეკვატური შეკითხვის დასმაც კი ერესად მიიჩნეოდა. თერჯოლის (პირობითად) მაჟორიტარის, პარლამენტის სხოდმაზე შეკითხვა რომ დაესვა, რაიმე ახალი კანონის ან გადაწყვეტილების შესახებ, მაია ნადირაძე და სხვა მისნაირი, ოდიუოზურ ინკვიზიტორებად ქცეული პოლიტიკოსები ცინიზმის ნიაღვარში ახრჩობდნენ და საზოგადოების ნაწილს, რომელსაც რაღაც არ ესმოდა და აინტერესებდა, ფაქტობრივად, დებილად მოიხსენიებდნენ. ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის, იმის სწავლება, რომ ასფალტი საჭმელი არ არის, არავის უცდია, ბატონო ნოდარ, ლადარია. 

ამავე პერიოდში ქვეყანაში მთლიანად მოისპო საჯარო დისკუსიების სივრცე, ყველა ნაციონალურმა ტელევიზიამ ერთბაშად გადაწყვიტა პოლიტიკური და სოციალური თემატიკის თოქ-შოუების “პროდაქშენი” შეეჩერებინა და ხელში მხოლოდ მაია, ნინო და ნანუკა შეგვრჩა. მერე ხელისუფლების წარმომადგენლებმა და კარის ინტელექტუალებმა (სიტყვა ინტელიგენცია რო წარსულს მიაბარეს და რებრენდინგი განიცადეს, აი, იმათმა) ოპოზიციურ არხებზე არათუ დებატებში მონაწილეობაზე, საერთოდ ინტერიუების მიცემაზე თქვეს უარი. მოკლედ, ერთი სამი წელი მაინც, შეიძლება ნაკლები, ქვეყანამ დებატების გარეშე, მონოლოგის რეჟიმში იცხოვრა.

საჯარო დისკუსიის სივრცეებად მხოლოდ ფორუმ.გე და აქციები რჩებოდა. ხელისუფლება იმდენად დაკავებული იყო, რომ ფორუმებზე სადისკუსიოდ არ ეცალა, აქციების შედეგად გადაწყვეტილებების მიღებაზე კიდე უარი თქვეს. აი, აშშ-მ ერთ დილას რომ გაიღვიძა და გადაწყვიტა “არანაირი მოლაპარაკება და არანაირ პირობებზე დათანხმება ტერორისტებთან,” აი რაღაც ასე. ერთი-ორმა კარის ინტელექტუალმა, ასეთი საოცარი ფრაზა ისროლა მაშინ: “აქციების ზეწოლით გადაწყვეტლების მიღების პრეცედენტი არ უნდა დავუშვათო.” მოკლედ, საზოგადოებას პირი ამოუკეტეს და თვითონაც დაიხშეს ყურები.

თვითტკბობას მიეცნენ – არადა როგორ არ მიეცემოდნენ. გამკრიტიკებელი კაცი არ ყავდათ. ერთ-ერთმა ინტელექტუალმა, მაშინ ისიც თქვა: “ჩემთვის ახლა ხელისუფლების კრიტიკა საერთოდ არაა საინტერესო, მე ოპოზიციის კრიტიკა მევასებაო.” არადა ეს ის დროა ოპოზიციის რეიტინგი ნულზე რომაა. მოკლედ, ამ შენ მიძინებულ და თითტკბობაში გადავარდნილ ხელისუფლებას კარგად ვურწიეთ აკვანი, ინტელექტუალმა ტრენდმეიკერებმა, გამპრავებლებმა და უბრალოდ მხარდამჭერებმაც. მარა, რაღაც მომენტში ალბათ, ვფიქრობდით, რომ, აი, ევროპული ოჯახის და მომავალი ნატოს წევრი, ამ ძალიან მაგარ კურსზე მდგარი ქვეყნის მესაჭეები იმას მიანც მიხვდებიან, რომ დედაქალაქის ცენტრიდან 3 კილომეტრში (ანუ იმ წერტილაში საიდანაც მტრამდე სულ რაღაც 37 კილომეტრი რჩება) თანამოქალაქეები რო არ უნდა აწამონ ამას ვინმე გაითვალისწინებს და მიხვდებაო.

ამ რამდენიმე დღის წინ, ღამის 5 საათზე მოვდიოდი ჩემი მეგობრების ოფისიდან, ტაქსისტს ძალიან მაგრად ეძინებოდა, იპოდრომის ახალ გვირაბთან კინაღამ ავილეწეთ. მე ის ტიპი ვარ ტაქსისტებთან საუბარი რომ არ უყვარს, ურჩევნია იჯდეს და უსმინოს მუსიკას. მაგრამ რა მექნა, გადავჯექი წინ და ჩემს მესაჭეს მთელი გზა ახალ აშენებულ ესტაკადებზე, საცობებზე და სხვა ასეთ ინფრასტრუქტურულ თემებზე ვესაუბრე. მოკლედ, შევაწუხე, გამოვაღვიძე, აზრზე მოვიყვანე და თავი გადავირჩინე.  მეც რომ დაღლილი ვყოფილიყავი, იმის იმედად რომ საჭეზე პროფესიონალი და პასუხისმგებლობის მქონდე ადამიანი ზის, გზაში ალბათ მიმეძინებოდა – ბატონო გიგი, თევზაძე :)

მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთად, ხელისუფლება ქართულ შოუბიზნესის წარმომადგენლებსაც დაემსგავსა, “ჩვენ კი გვინდა კარგი სიმღერები დავწეროთ და ხარისხი ავამაღლოთ, მაგრამ ხალხს ეს მოსწონს, გემოვნების პრობლემააო.”  აპლოგეტები პროდიუსერებს დაემსგავნსნენ, თავგადმოდებით რომ იცავდნენ პოპ-ვარსვლავებს თოქ-შოუებში, ზოგიერთი კაი-ტიპი მხარდამჭერი კი მოწუწუნე მსმენელს, რომელსაც ყველაფერი არ უსწორებს, მაგრამ სტეფანეს და მაოს “ხელები” და გიგა მიქაბერიძის “პირამიდები ევასება.

ვირტუალური ნაცნობობა

დაახლოებით 5 წლის წინ ჩემმა მეგორბარმა მკითხა შევდიოდი თუ არა საიტზე – ფორუმ.გე. მე ვუპასუხე, რომ არ შევდიოდი და, საერთოდ, პირველად გავიგე ასეთი საიტის არსებობის შესახებ. მაშინ ჯერ კიდევ “მირკში” ვიჯექი, კომუნიკატორის არხზე. ერთ დღესაც შევედი ფორუმზე, ზემოთ ხსენებული მეგობრის მოძებნა მინდოდა (ის პეტერბურგში ცხოვრობს და იქ იყო), მეგორბარი ვერ ვიპოვე, მაგრამ მე თავად შემოვრჩი ფორუმს და აგერ უკვე მეექვსე წელიწადი დაიწყო რაც ვპოსტაობ.

ამ ხუთი წლის განმავლობაში ფორუმი რამდენჯერმე (ოთხჯერ) ”დავტოვე” პროტესტის ნიშნად, გაბრაზების გამო და ა.შ. მაგრამ ოთხივეჯერ დავბრუნდი. ამ დაბრუნების მიზეზი კი ვირტუალური მეგობრები და ნაცნობები იყვნენ. უმეტესობასთან უკვე დიდი ხანია რეალური ნაცნობობა და მეგობრობა მაკავშირებს. თუმცა. არიან ისეთებიც, რომლებიც არ მყვანან ნანახი. აი, მაგალითად, ჩვენთვის ყველასათვის კარგად ნაცნობი პიკოლინა.

არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც 5 წელია ვეკონტაქტები. ისინი სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ და მათთან შეხვედრას ვერ ვახერხებ; თუმცა ამ 5 წლის განმავლობაში ისეთი უერთიერთობები ჩამოგვიყალიბდა ბარე ორს შეშურდება.  მაგალითად, გიორგი ტერიშვილი, ცხოვრობს კანადაში. ამ ხნის მანძილზე ”შეჩემაზე” გადასული უერთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ანუ ძალიან ფამილიარულები ვიყავით ერთმანეთთან; თითქოს ბავშვობის ძმაკაცები ვიყოთ, ერთმანეთის ავიც ვიცით და კარგიც. ჰოდა, გიოს შარშან ზაფხულში შევხვდი პირველად.  დიდი ფორუმული გასეირენება მოვაწყვეთ. ის ჩამოვიდა კანადიდან  ნიუ-იოკრში, ერთმანეთს შევხვდით, ხელი ჩამოვართვით და ასე მივესალმეთ: ”რავა ხარ შეჩემა?”  ჩავსხედით მანქანაში და დავაწექით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობდით, უბრალოდ ფიზიკურად ერთ სივრცეში არასოდეს ვყოფილვართ. იქვე იყო გივიკო – იგივე ”პარანოიდის ძმა”, რომელმაც ასევე პირველად ნახა ტერა (გიორგი ანუ :) ).

ერთობლივი მოგზაურობის მიზანი სხვა ფორუმელის გაცნობა იყო, რომელიც ასევე აშშ-ში ცხოვრობს, ოღონდ სხვა შტატში.  მე, გიორგი, მისი და და გივი და წავედით ჩრდილო კაროლაინაში. 13 საათი ვიმგზავრეთ გაუჩერებლად, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ გვენახა კიდევ ერთი ფორუმელი – ვირტუალური ნაცნობი, ნინი.

DSC_0124

ესეც იმ შეხვედრის ამსახველი კადრი – მარცხნიდან: მე, ნინი, ტერას და, ტერა, გივიკო.

როგორც ხედავთ, ვირტუალური სამყარო არც ისე არარეალურია. ჩემი პოსტი ირაკლი ალასანიასა და ვირტუალური ურთიერთობების მნიშვნელობაზე, რატომღაც სნობიზმისკენ მოწოდებად აღიქვა ერთმა ჩემმა ვირტუალურმა ნაცნობმა. მანამდე თემა გაიხსნა ფორუმზე, სადაც ნოდარ ლადარიას ახალ სტატიას განიხილავდნენ. ამავე თემაში იმავე ვირტუალურმა ნაცნობმა რამდენიმე ადამიანის მიერ ლადარიას ქება, მხოლოდ და მხოლოდ მასთან ფეისბუქზე მეგობრობას დაუკავშირა, ”ვინც კი ფეისბუქზე დაიმეგობრეთ, ყველას აპოლოგეტები გახდითო!” – თუ რაღაც ასეთი უთხრა, არ მახსოვს ზუსტად და ქექვაც მეზარება.

ბატონი ლადარია ფეისბუქზე მეც მემეგობრება და მასთან ხშირად მაქვს მესიჯობა გამართული, ისევე როგორც სხვა ფეისბუქელებს. ჰოდა, ზემოთ ჩემ მიერ მოთხრობილი ამბავი ალბათ გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით იმაზე, თუ როგორ შეიძლება წაიშალოს საზღვარი ვირტუალურ სამყაროში და ადამიანთან ნორმალური ურთიერთობა დაამაყარო. ახლა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნოდარ ლადარიას, ლევან რამიშვილს, დათო ბაქრაძეს, კახა ბენდუქიძეს და ა.შ. ”შეჩემათი” მივმართავ, მაგრამ ამ ხალხთან ყოველდღიური, თუნდაც ვირტუალური, ურთიერთობა ძალიან საინტერესო და სასარგებლოც კია. ბევრი ახალი რამის გაგება შეიძლება და მათი რეალური სახის დანახვა.

მაგალითად, ლევან რამიშვილის ფეისბუქელი მეგობარი თუ ხარ, აუცილებლად ნახავ, რომ ლევანსაც შეუძლია  მიშა სააკაშვილის კარიკატურაზე, დილარ ხაბულიანის ”სპონსორი, სპონსორიზე” და ვენერა ბებოზე ”კაიფი,” ან ის რომ კახა ბენდუქიძეს სახალისოდ მიაჩნია უცნობის მიერ მისი განსახირება და ა.შ.

აი, ამიტომაა ვირტუალური სამყარო სასარგებლო როგორც პოლიტკოსისთვის, ისე ჩვეულებრივი მოკვდავისთვის.

%d bloggers like this: