მედვედევის ვიდეო ბლოგი და ზოგადად ბლოგინგის შესახებ

დღეს ვიქექებოდი ინტერნეტში (ნუ ისევე როგორც ყოველთვის) და აღმოვაჩინე ინფო იმის შესახებ, რომ მედვედევს ქონია თავისი ვიდეო ბლოგი. ამ ბლოგზე თურმე ხშირად აქევყნებს ვიდეო მიმართვებს და იღებს კომენტარებს და ა.შ.  ანუ ჩვეულებრივი ბლოგიერია :)  ამ ინფორს წაკითხვისთანავე შევვარდი გუგლზე და ავკრიფე Medvedev Video Blog, შედეგიც ამოვარდა ეგრევე.

აი იხილეთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვიდეო ბლოგი.

ვუყურე რამდენიმე ვიდეოს და უნდა აღვნიშნო, რომ ”ძიმას” სტილი ძალიან მომეწონა. ნაცვლად პოლიტიკური დემაგოგიისა და კრეტინული პათოსისა ხელში შემრჩა საკმაოდ უშუალო, ინფრომაციული და ”ბლოგერული” ვიდეო მიმართვები.  მიუხედავად მისდამი მტრული დამოკიდებულებისა, დიმიტრიმ ჩემს თვალში ერთი-ორად აიწია, როგორც პოლიტიკოსმა – როგორც საჯარო პირმა. ასეთი მიდგომა საკუთარ ხალხთან ურირთობისადმი ძალიან მომეწონა.

როგორც მოგეხსენებათ ბლოგინგი საკმაოდ მზარდი და პერსპექტიული სფეროა – ნუ საქართველოში, თორე სხვაგან უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. ყველა ჟურნალისტს, თითქმის ყველა პოლიტიკოსს, სხვა და სხვა პოპ ვარსკვლავებს უკვე დიდი ხანია რაც აქვთ პირადი ბლოგები, საიდანაც პირდაპირი ურთიერთობა აქვთ ხალხთან.

საქართველში ბლოგინგი ნელ-ნელა იზრდება და ეს ძალიან კარგია, თუმცა მისი მომხმარებლები ძირითადად მაინც ჩემი თაობის წარმომადგენლები არიან. ძალიან ცოტაა უფროსი თაობის ბლოგერები (ამასწინად დედაჩემი გავაბლოგერე და იმედი მაქვს სხვა ბლოგერების დედებიც აყვებიან :) ).  პოლიტიკოსები თუ ჟურნალისტები თუ სხვა პროფესიის ადამიანები ამ სფეროს ერიდებიან – არადა ბევრმა მათგანმა იცის ამ სფეროს შესახებ. მიზეზი არ ვიცი, ალბათ უფრო სკეპტიკურად უყურებენ ამ ყველაფერს – ძვირფასი დროის დაკარგვის ამბავში?  ალბათ.

არადა იმ პირობებში რაც საქართველოშია ბლოგერობა საკმაოდ მომგებიანი რამაა. მუდმივად ვისმენთ წუწუნს იმის თაობაზე, რომ არ აძლევენ ხალხს აზრის გამოთქმის უფლებას, პოლიტიკოსებს უბლოკავენ ეთერს, ჟურალისტების მომზადებულ სხვა და სხვა სიუჟეტებს ატარებენ საშინელი ცენზურის ქვეშ და ა.შ.  ამ შემთხვევაში ყველაზე მარტივი გამოსავალია ბლოგი. ანუ თქვენი პირადი სივრცე, რომელსაც ვერავინ ვერ დაგიბლოკავთ, ვერ შეგზღუდავთ ვერც თემატიკაში და ვერც დროში.

ამასწინად იმედის ღამის შოუში იყო ხუმრობა – ნათელაშვილი თავისი ბრიფინგების ჩანაწერებს ”მაი ვიდეო.გე”-ზე ტვირთავსო. რამდენად მართალია არ ვიცი, მაგრამ თუ მართალია მაშინ ჩემი დიდი  ”რესპექტები” ლეიბებს :)  მართლაც კარგი საშუალება უპოვიათ ბრიფინგების შეუზღუდავად გავრცელებისა.

რამდენიმე თვის წინ მე წამოვაყანე თბილისის ფორუმზე იდეა, რომ პოლიტიკის განყოფილების მომხმარებლებმა (რომელბიც 24 საათი იმაზე წუწუნებენ, რომ ფორუმს ”შუსუსუ” აკონტროლებს) გახსნან თავიანთი ბლოგები, სადაც გამოაქვეყნებენ თავიანთ იდეებს და ნუ ზოგადად სტატიებს სხვა და სხვა მოვლენებთან დაკავშირებით. იდეა რა თქმა უნდა ჩაიძირა :)

ამ თემაზე დოდკამაც ისაუბრა ერთ-ერთ პოსტში. დროა საქართველოში ეს სივრცე აითვისოს ხალხმა.  პოლიტიკოსებს შეეძლებათ გავიდნენ ამომრჩევლებზე, გამოაქვეყნონ თავიანთი მიმართვები და განცხადებები და არ შეეშინდეთ ამჭრის და ცენზურის.

მოკლედ, იფიქრეთ ამაზე და მიჰყევით ჩვენს (ბლოგერების) რჩევებს ;)

Advertisements

სამოქალაქო პროტესტი – უარი ევროვიზიას!

მოგეხსენებათ ჩვენი შოუ–ბიზნესის წარმომადგენლებმა თანხმობა განაცხადეს ევროვიზიაში მონაწილეობაზე, რომელიც მოსკოვში გაიმართება.
ამ ფაქტზე კომენტარისგან თავს შევიკავებ, ისედაც ნათელია ყველასთვის რა მარაზმშია გადავარდნილი ეს ყველაფერი.

უბრალოდ მოგიწოდებთ შეხვიდეთ ამ საიტზე: http://www.geoprotest.com და დააფიქსიროთ თქვენი პროტესტი ამ პეტიციაზე ხელმოწერით.

ხოლო ვისაც ეჭვი გეპარებათ ამ ყველაფერში და ფიქრობთ, რომ სულაც არაა დიდი ამბავი ევროვიზიაზე წასვლა, შეგახსენებთ:
1. რუსეთი შემოიჭრა საქართველოში (რამდენჯერმე, მაგრამ ყველაზე მწარედ ამ მომენტში უფრო აგვისტო გვახსოვს ალბათ).
2. ბომბავდნენ მშვიდობიან მოსახლეებს.
3. ხელი შეუწყვეს ოსი, კაზაკი და “კადიროველი” ჩეჩენი მარადიორების შემოსვლას ქართულ სოფლებში და მისცეს მათ საშუალება დაეხოცათ, გაეძარცვათ და გაეუპატიურებინათ მშვიდობიანი მოსახლეები.
4. მათი საოკუპაციო ჯარები კვლავაც დგანან ჩვენს მიწაზე.
5. რუსებმა აღიარეს აფხაზეთი და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა.
6. მათ დახვირეტს, აწამეს და შეურაცხყვეს ქართველი ჯარისკაცები.

ასევე იხილეთ ფოტოები:

eur1

eur2

eur31

eur4

%d bloggers like this: