Not Attending – ანუ “ივენთებზე” გამოხმაურების კულტურა ქართულ FB საზოგადოებაში

ცოტა ხნის წინ ერთ გერმანელ გოგონას დაბადების დღეზე 1500 ადამიანი დაადგა. იუბალრმა Facebook-ზე შექმნა “ივენთი” და თავისი მეგობრები დაპატიჟა წვეულებაზე, მაგრამ პერსონალური პარამეტრების ჩასწორება დაავიწყდა და მისი დაბადების დღის მოსაწვევი ყველასთვის გახდა ხელმისაწვდომი. “ივენთზე” attending-ს ანუ დასწერებას ბევრმა ადამიანმა დააკლკა, როგორც ჩანს 1500-მა ან უფრო მეტმა ან უფრო ნაკლებმა. აქედან ვიგებთ, რომ როდესაც გერმანიაში ვინმე attending-ს აკლიკავს, ეს იმას ნიშნავს რომ “ივენთზე” მისვლას მართლაც აპირებს. ჩვენთან ეს კულტურა ცოტა სხვანაირად გამოიყურება. დააკლიკო “ვესწრების” ნიშნავს რომ მხარს უჭერ კონკრეტულ ფაქტს, ან იმ მოვლენას რომელიც იმართება, მაგრამ არ ნიშნავს რომ მართლაც დაესწრები. might attend ნეიტრალური პოზიციაა, იცი რომ არ ესწრები, მაგრამ ივენთის ორგანიზატორთა განაწყენებაც არ გინდა. შესაბამისად, not attending აღიქმება ზურგის შექცევად და უპატივცემულობად.

მე ყოველდღე მომდის მოწვევები, ხან გამოფენაა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად, ხან რაღაც კლუბში party იმართება. მე ვიცი რომ არც ერთს არ დავესწრები, ხან მეზარება, ხან არ მცალია და ხანაც არ მაინტერესებს. სწორედ ამიტომ, ყოველთვის როცა ივენთზე წასვლას არ ვაპირებ, ვნიშნავ Not attending. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე არ შემტკივა გული ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე, მაგრამ არ მივდივარ იმ გამოფენაზე და რატომ მოვატყუო ორგანიზატორები?

ნუ მონიშნავთ “დასწრებას” თუ წასვლას არ აპირებთ. მხარდაჭერის გამოხატვა სხვა გზებითაც შეიძლება, მაგალითად, ივენთის გადაშეარება თქვენს ვოლზე – სადაც ბევრი ხალხი ნახავს და შეიძლება იქიდან ვინმე დაინტერესდეს.

დამერწმუნეთ, ორგანიზატორებს ის უფრო უხარიათ, 3 კაცს რომ აქვს მონიშნული “ვესწრები” და სამივე მივა, ვიდრე 1000 კაცის “მხარდაჭერა” და მხოლოდ 10-ის მისვლა.

პირადი ინფორმაციის კონტროლი Facebook-ზე

დღეს, Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Facebook-ის ზოგიერთი აპლიკაცია ბოროტად იყენებს იმ პრივილიეგიებს რომელსაც მათ Facebook-ის იუზერები აძლევენ. ეს აპლიკაციები მომხმარებელთა პროფილიდან აღებულ მასალას უგზავნიდნენ სხვადასხვა სარეკლამო და სპამ სააგენტოებს.

წვდომას თქვენს მონაცემებზე აპლიკაციები საკმაოდ ადვილად იღებენ, როდესაც თქვენ შედიხართ რომელიმე თამაშში (ან ზოგადად აპლიკაციაში) პირველად, აპლიკაცია გთხოვთ უფლებას შეაღწიოს თქვენს მონაცემებში – თქვენ აკლიკავთ Allow-ს და როგორ იტყვიან Bingo!

თავის დაცვა შეგიძლიათ სხვადსხვა შეზღუდვების დაწესებით.

1.  აპლიკაციისთვის “არაუცილებელ” მასალაზე წვდომის შეზღუდვა:

წითელი ფერით მონიშნულია ის მონაცემები, რომელიც აპლიკაციას არ სჭირდება ფუნქციონირებისათვის, მაგრამ მაინც ითხოვს მათზე წვდომას. ვაწკაპებთ Remove-ს და წვდომა ამ მასალაზე აპლიკაციას შეეზღუდება.

მწვანე ფერით მონიშნულია ის მონაცემები, რომელიც აპლიკაციას ფუნქციონირებისათვის ესაჭიროება, ამ შემთხვევაში ერთად-ერთი გამოავალი ამ აპლიკაციის მთლიანად მოშორებაა. ლურჯი ფერით მონიშნულია აპლიკაციის მთლიანად  წაშლის ბრძანება.

ამ ყველაფრის ნახვა შეგიძლიათ აქ: Account settings/ privacy (click on manage)/ მარცხენა ქვედა კუთხეში ნახეთ Applications and Websites – Click on Edit your settings/Applications you use – click edit settings – აქ გამოვა სია იმ აპლიკაციებისა, რომლებსაც თქვენ იყენებთ.

2. შეზღუდვა მეგობრების გავლით წვდომაზე

ბევრ აპლიკაციას თქვენს მონაცემებში შემოღწევა მეგობრების გავლით შეუძლიათ, ისე რომ შეიძლება ეს აპლიკაცია თქვენ არც კი გეყენოთ. იმისათვის, რომ ასეთი უმსგავსობა აღვკვეთოთ შევდივართ: Account settings/ privacy (click on manage)/ მარცხენა ქვედა კუთხეში ნახეთ Applications and Websites – Click on Edit your settings

Info accessible through your friends – ამის გასწვრივ ვაჭერთ edit setting და ვშლით ყველა თოლიას (თოლია=”პწიჩკა”). – პრობლემა მოგვარებულია.

%d bloggers like this: