გამარჯობა, მე ბულინგის მსხვერპლი ვიყავი ანუ ბავშვობაში მაჩმორებდნენ

დედაჩემი სკოლაში მუშაობს. მასწავლებელია. რამდენიმე თვის წინ დამირეკა და მთხოვა, ბულინგის შესახებ რამე ფილმი თუ იცი იქნება მირჩიოო, ბავშვებს უნდა ვაჩვენოო. რაღაც ინციდენტი მომხდარა მის სკოლაში. საშინელი ინციდენტი. რომ მომიყვა გაოგნებისაგან ყბა ჩამომივარდა. მაგრამ ყველაზე დიდი საოცრება იმ ბავშვების მშობლების რეაქცია იყო, რომლებმაც თავიანთზე სუსტი დაჩაგრეს. “რა მოხდაო? ბიჭები არიან და იჩხუბესო.” არადა კლასიკური სადიზმის შემთხვევა იყო. და დამიჯერეთ, მე როგორც ბულინგის მსხვერპლი, რომელსაც სკოლაში თავისი კლასელები “აჩმორებდნენ,” გეტყვით, რომ იმ ბავშვს ძალიან გაუჭირდება ამ ტრავმის გადალახვა. განსაკუთრებით ჩვენს საზოგადოებაში. საზოგადოებაში, რომელიც სუსტებს არ უთანაგრძნობს. საზოგადოებაში, რომელსაც სუსტი მხოლოდ მაშინ ახსენდება როცა მიტინგზეა გამოსასვლელი. მაგრამ ფსიქო-კულტურლ ასპექტებს არ მინდა ჩავუღრმავდე. მე მინდა მოგიყვეთ, რას ნიშნავს იყო სუსტი და რაც ნიშნავს იყო დაჩაგრული, თავსლაფდასხმული, შერცხვენილი და თავმოყვარეობა შელახული.

ორიოდ სიტყვით ფილმებს მივუბრუნდები. სამწუხაროდ დედაჩემის მოსწავლეთათვის ვერაფერი ნორმალური ფილმი ვერ ვიპოვე. ამ თემაზე ფილმები ძირითადად მსხვერპლის მიერ შურისძიების ეპიზოდებს მოიცავს. ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია მსოფლიოს გარშემო. თვე არ გავა, რომ რომელიმე სასწავლო დაწესებულებაში ვიღაც არ შევარდეს და უმისამართო სროლა არ ატეხოს. ბულინგი იმდენად დიდი პრობლემაა მსოფლიოში, რომ ზოგიერთ ქვეყანაში სპეციალურად ამ პრობლემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, მხარდაჭერის ჯგუფები, სამთავრობო სტრუქტურები და პროგრამებიც კი არსებობს. ჩვენთან ყველაფერი მარტივად წყდება – ბიჭები არიან და იჩხუბეს. რიგ შემთხვევაში დაჩაგრული ბავშვები სხვა სკოლაში გადაჰყავთ, სადაც ისინი ან ახლიდან ხდებიან ჩაგრულები ან თვითონ ხდებიან ძალიან აგრესიულ მჩაგვრელები.

ჩვენში ხშირად იციან თქმა, ამას ალბათ ბავშვობაში ჩაგრავდნენ და ამიტომ არის დაბოღმილი და გაბოროტებულიო. დიახ. ეს მართალია. ეს ყველაზე დიდი სიმართლეა რაც ტვინზე სამი ნაოჭის მქონე სვეცკი ტიპმა შეიძლება თქვას მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. ძალიან ბევრ ადამიანს ყოველდღიური ჩაგვრის, შერცხვენისა და ღირსების შელახვის ტრავმა ცხოვრების ბოლომდე მიჰყვება. მე 30 წლის გავხდები მალე და მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გავაანალიზე ის, რომ აღარანაირი ბოღმა ჩემი კლასელების მიმართ აღარ მაქვს. რატომ მოხდა ეს და როგორ შევძელი ამის გაკეთება არ ვიცი. არავინ დამხმარებია ამაში, არც ფსიქოლოგთან მივლია. უბრალოდ, მთელი ჩემი ცხოვრება ვფიქრობდი იმ დღეებზე, რომელიც ძალიან მკვეთრად და ძალიან ღრმად იყო ჩემს ტვინში ჩაბეჭდილი. წლიდან წლამდე თითოეული ეპიზოდი და  ბრაზი ნელ-ნელა ქრებოდა. უბრალოდ, ამ ეპიზოდებს აღარ ჰქონდა მნიშნველობა ჩემთვის, იმიტომ რომ მე ვხედავდი, რომ იმაზე მაღლა ვიდექი ვიდრე ეს ნეგატიური გრძნობები ჩემში და საბოლოოდ ყველაფერი გაქრა კიდეც. როცა ეს გავაანალიზე, სწორედ მაშინ გადავწყვიტე ამ წერილის დაწერა. მაგრამ მაინც შემეშინდა, ცოტა. მაინც დამამუხრუჭა “რას იტყვის ხალხის” ფაქტორმა. მერე კი მივხვდი, ის ადამიანები, რომლებიც ჩემ მიმართ პატივისცემას  ამ “აღსარების” გამო დაკარგავენ, უბრალოდ არ ღირან იმად, რომ მათი აზრი გაინტერესებდეს.

ჩემი “დაჩმორების” დეტალებს არ გავიხსენებ, ეს არარელევანტურია. ფაქტი ერთია, რომ მეშვიდე კლასის ერთი მშვენიერი დღის შემდეგ, მე ჩემს კლასელებთან შედარებით რამდენიმე საფეხურით ქვემოთ დავიწიე. ახლაც კი, 17 წლის შემდეგ გარკვეულ დისკომფორტს განვიცდი როცა მახსენდება. მაგრამ არაუშავს, იმისთვის რომ ეს პრობლემა გადავლახო, ამაზე ხმამაღლა უნდა ვთქვა ყველაფერი.

ყველაზე ცუდი რა არის იცით? როცა ხდები ჩაგრული და გულში ბოღმა და სიბოროტე გიგროვდება, მერე საკუთარ თავს ვეღარ იტან. იმიტომ რომ ამ ნეგატვის პროექცირებას სხვაგან ახდენ. ჩემს შემთხვევაში ამან სკოლის გარეთ გადაინაცვლა, იმ სივრცეში სადაც ჩემს კლასელებს ხელი და ხმა არ მიუწვდებოდათ და შესაბამისად ვერ “გამიბაზრებდნენ” ჩემს დაქვეითებულ სტატუსს მათ რიგებში.

ვერც კი წარმოიდგნეთ, რამდენი ადამიანი, ჩემი თანატოლი და ჩემზე გაცილებით უფროსებიც დამიჩაგრავს მხოლოდ იმიტომ რომ სხვაზე ვიყავი გაბრაზებული და არ შემეძლო ჩემ მიმართ გამოვლენილი ბულინგის წინააღმდეგ ერთი სიტყვის თქმაც. არადა არ ვარ ბოროტი ადამიანი. რა ვქნა, ასე ვთვლი, რომ არ ვარ ბოროტი და როდესაც ამ სიბოროტეს ჩავდიოდი, მერე საკუთარი თავის ძალიან მრცხვენოდა. რამდენჯერმე ისეთი შემთხვევაც მქონდა, რომ როცა ცოტა ზედმეტი მომივიდა ვიღაცაზე ჩემი ჯავრის ყრა, ჩემი ბრაზისა და ბოღმის მსხვერპლს ბოდიშებიც ვუხადე და პატიება ვთხოვე იმის გამო, რაც მას გვუკეთე. მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია. მეორე დილას წავედი სკოლაში და იქიდან ახალი ნეგატივით დამუხტული დავბრუნდი.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი იმაზე, რომ როდესაც წარმატებული ადამიანი გავხდებოდი, ჩემს კლასელებს შეიძლებოდა ჩემი დახმარება დასჭირვებოდათ, მე კი მათ არ დავეხმარებოდი და სამაგიეროს ასე გადავუხდიდი. ვინ იცის რამდენჯერ ჩამძინებია გაღიმებულს ამაზე ფიქრში. ჩემდა საბედნიეროდ ამან მალევე გამიარა და ახლა მეცინება როცა მახსენდება რა იდიოტური ფიქრები მიტრიალებდა თავში. როგორ ვიჯექი მე სადღაც დიდ კაბინეტში და როგორ ვაბრუნდებდი უარით ჩემს გაწბილებულ კლასელს იქიდან. მე მეცინება ამაზე, ალბათ თქვენც გაგეცინებათ, მაგრამ აბა დავფიქრდეთ, რამდენი ადამიანია დღეს ისე, რომ კიდევ ასეთ მდგომრეობაში აქვს ნევრვები და კიდევ ბოროტულ ოცნებებში გადააქვს თავისი სამყარო იმისათვის, რომ კომფორტულად იგრძნოს თავი. თქვენ გგონიათ ადვილია ჩაწვდე პრინციპს: “მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ?” სულაც არა. ამიტომაცაა, რომ დღემდე ყველა ერთმანეთს ჩაგრავს სხვადასხვა ფორმებით. ჩემი აგრესული ქცევები სხვა ადამიანების მიმართ ერთ დღეს შევწყვიტე, როცა გავაანალიზე, რომ ის ადამიანები ზუსტად იმას გრძნოდბნენ რასაც მე მთელი ჩემი სკოლის მოსწავლეობის პერიოდში. რომ ზუსტად ისე თავჩაქინდრულები, შერცხვენილები და ღირსება შელახულები მიდიოდნენ სახლებში. უხეშად პასუხობდნენ ძმებს, დებს, დედებს, მამებს, ბებიებს. ფიქრობდნენ იმაზე, როგორ გადამიხდიდნენ სამაგიეროს და როგორ ეზიზღებოდათ ამის გამო საკუთარი თავი. ამ დღის მერე შემძულდა ყველა მჩაგვრელი ადამიანი, პირველ რიგში კი საკუთარი თავი.

ყველაზე მძიმე დაღი, რასაც “ჩმორობა” გადებს არის თავდაცვითი ინსტინქტების გაათმაგება. მომენტალურად, ნებისმიერ სიტუაციაში დგები თავდაცვით პოზიციაში და ელი იმას, რომ ვიღაცა აუცილებლად ეცდება შენზე რამენაირად იძალადოს. გიჩნდება ადამიანების მიმართ უნდობლობა, ხდები ჩაკეტილი და არავის უშვებ საკუთარ თავთან. გეშინია ემოციების გამოვლენის და მოკლედ, ყოველდღიურად, ყოვლად უწყინარ სიტუაციაშიც კი გიწევს მოიქცე ისე, თითქოს სკოლაში ხარ და შიშით ელოდები როდის დაირეკება ზარი და ფიქრობ, მიასწრებ თუ არა სკოლის კარამდე ისე, რომ ერთმა დღემ მაინც ჩაიაროს შეურაცხყოფის გარეშე.

ჩემი მეგობრები ხშირად “მეღადავებიან” ხოლმე, “ყოფილი ძველი ბიჭი ხარო.” რაზც სასტიკად ვბრაზობ. იმიტომ რომ არ ვარ. ყველაფერი ვარ ძველი ბიჭის და კაი ბიჭის გარდა. უბრალოდ, როდესაც ავტომატურად მერთვება ვიღაცის მიმართ თავდაცვის ან შეტევის რეჟიმი, რაც კონკრეტული ადამიანის ან საკითხის მიმართ აგრესიულ ქცევაში გამოიხატება, ისინი ამას “ძველბიჭურ” გამოხტომას მიაწერენ. სინამდვილეში კი ეს თავდაცვითი მექანიზმია, ერთგვარი მავნე ჩვევა, რომელიც ჩემდა უნებურად განმივითარდა.

ყველაზე მძიმე კიდე იცით რა არის? როგორ ძალიან მაგარი ბიჭი და გამტრაკებელიც არ უნდა ვყოფილიყავი იმ სივრცეებში სადაც ჩემი კლასელები არ იყვნენ, საკმარისი იყო, რომელიმე მათგანი ჰორიზონტზე გამოჩენილიყო, მომენტალურად ვხდებოდი ის ტიპი, რომელსაც ისინი იცნობდნენ. აი, თაგვის გულიანი ვეფხვის ზღაპარი რომ არის, ზუსტად მასე. “კატამ? კატამ იცის?” ო, ეს კიდე ძალიან არაკომფორტული და არასაიამოვნოა. ამიტომ ყოველთვის გავურბოდი მათთან შეხვედრას და თუ ოდესმე შემხვდებოდნენ, მაშინვე ვცდილობდი მალე გაცლას. არადა ისინი გაიზარდნენ და არც აღარაფერს მერჩოდნენ. პირიქით, ყოველთვის ღიმილით და თბილად მხვებოდნენ ქუჩაში. მაგრამ მათ ღიმილში მე ყოველთვის ცინიზმს და დაცინვას ვხედავდი. არადა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, არც ერთ მათგანს აღარც კი ემახსოვრებოდათ ის ინციდენტი, რის შემდეგაც მე “კაი ბიჭების სიიდან ამოვეწერე” :D

მოკლედ, ასეთი დაღი დამასვა 17 წლის წინ მომხდარმა ინციდენტმა და შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელებულმა მუმდივმა ჯაჭვმა.

ამის ფონზე ჩემს ძმებთან გავუცხოვდი. იცით რატომ? ძნელია იყო უფროსი ძმა, რომელსაც სკოლაში აჩმორებენ. მე ხომ მაგალითის მიმცემი უნდა ვყოფილიყავი ჩემი ძმებისთვის. მეჩვენებინა, როგორი უნდა იყოს “კაი ბიჭი” და ვაჟკაცი კაცი, ძმაო!

იმის შიშით, რომ ჩემი ძმების თანდასწრებით, შემთხვევით, ჩემს რომელიმე კლასელს არ გადავყროდი მათ საერთოდ არ ვეურთიერთებოდი სახლის გარეთ, მერე და მერე არც სახლში. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ ვყოფილიყავი “კაი ბიჭი უფროსი ძმა” – უცხო, მაგრამ ღირსება და ავტორიტეტ შეულახავი.

როცა ამ ყველაფერს ჩემთვის და ჩემი ცხოვრებისათვის არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და სხვა ღირებულებები გამიჩნდა, უკვე გვიანი იყო. ჩემი ძმები სხვა წრეში ტრიალებდნენ, სხვა ინტერესები ჰქონდათ და სხვანაირად უყურებდნენ ცხოვრებას. ჩვენ უბრალოდ აღარაფერი გვქონდა საერთო.

აი, ასე. “მერე რა, ბიჭია და იჩხუბა” – მხოლოდ დასაწყისია, იმ ძალიან დიდი ფსიქიკური გზის, რომელსაც ყველა ჩვენგანი გადის, მჩაგვრელიც და ჩაგრულიც.

მე შევძელი ჩემი კომპლექსების გადალახვა. დიახ, სწორედ ამდენიხანი და ამდენი წელი დამჭირდა ამისთვის, იმიტომ რომ ძალიან მძიმეა და ამ წერილით მინდა წერტილი დავუსვა ამ ყველაფერს ჩემს ცხოვრებაში. ეს არის ჩემი კათარზისი. მაგრამ ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც ჯერ ეს არ გაუკეთებია ან საერთოდ ვერ გააკეთებს ვერასდროს. და ეს ან სხვისთვის ან მათთვისვე დამთავრდება ცუდად.

დღეს რომ ვინმემ მკითხოს შევცვლიდი თუ არა რამეს ჩემს წარსულში. იმ დღეს, მაგალითად, როდესაც ჩემი ახალი გზა დაიწყო ამ ცხოვრებაში, ვუპასუხებ, რომ არა. მე დღეს რა პიროვნებაც ვარ ძალიან მომწონს ჩემი თავი.  რომ არა ის რაც მოხდა, შეიძლება უკეთესი ადამიანი ვყოფილიყავი, უფრო წარმატებულიც, კაცმა არ იცის. მე უბრალოდ არ მიყვარს პეპლის ეფექტი. და მხოლოდ ამიტომ ავირჩევდი ცხოვრების ამ გზას რაც გავიარე. მაგრამ თქვენს შვილებს, ძმებს, მეგობრებს, ჯერ კიდევ არ შეუქმნიათ სხვა ადამიანების მომავალი. მათ ჯერ კიდევ არ მოუხდენიათ ამ ადამიანებზე გავლენა და არ განუსაზღვრავთ რა პიროვნებები იქნებიან ისინი მომავალში. ამიტომ ასწავლეთ მათ და უთხარით, რომ არ დაჩაგრონ თავისი თანატოლები, უმცროსები ან თუნდაც უფროსები.

Advertisements

23 Responses to გამარჯობა, მე ბულინგის მსხვერპლი ვიყავი ანუ ბავშვობაში მაჩმორებდნენ

  1. Eliso ამბობს:

    me r mahsovs itsi, roogr aviare barnovidan belisnski da kvela nabijs vitvlidi da vambobdi ar mainteresebs, ar mainteresebs, me dzalian kargi gogo var da ase shemdeg. kochag saba. es khom itsi mkholod dasatskisia

  2. FuckBullying ამბობს:

    ბულინგი ადამიანებს დაბადებიდანვე არ ჰყვებათ, ჩემი აზრით გარემოება აყალიბებს ასეთებად და სწორედ ამიტომ არის საქართველოში ამდენი კაი ბიჭი, რომ მენტალიტეტი კაი ბიჭობას ვერ აცდა, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ბულინგი დაკავშირებულია კაი ბიჭობასთან (დღეს ასეა ბავშვებში და 100%იანი ვიცი :) ) ამას აკეთებს მშობლები უყურადღებობა ქუჩაში რომ უშვებენ უაზროდ :)

    • Dissolved Girl ამბობს:

      ყველას არ შესწევს ძალა რომ გადალახოს ეს ფსიქოლოგიური ბარიერი და ასეთ წარმატებას მიაღწიოს. კარიერულ წინსვლაში დიდ როლს კომუნიკაციური უნარები თამაშობს და სწორედ მათი განვითარება უჭირთ ბულინგის მსხვერპლებს. სწორად დაწერა საბამ, ისე გრძნობენ თავს ნებისმიერ სიტუაციაში, თითქოს სკოლაში

  3. teo ამბობს:

    მე მობინგის სახელით ვიცნობ ამ მოვლენას. მაინც მგონია რომ აისახა სენს მომავალ ცხოვრებაზე ის 17 წლის წინანდელი ფაქტი.

    • Sophie SUNNY Golden ამბობს:

      ხო, გერმანიაში მობინგს ეძახიან ამას, მეც ასე ვიცი, მაგრამ არსი ერთი უნდა იყოს.

      ჩემი მეგობარი მუშაობს აქაურ სკოლაში და თუ სწორად მახსოვს, მან აჩვენა თავის მოსწავლეებს ფილმი მობინგზე/ბულინგზე და ვეცდები ლინკი ვთხოვო, თუ ისევ სჭირდება დედაშენს.

      ალბათ ამიტომაა ამერიკაში ახლა ჰოუმსქულინგი სასწაულად პოპულარული, რომ სასკოლო სისტემა საშინელია.

      საბუნია, ამ პოსტმა სერიოზულად გამიყინა სისხლი, იმიტომ რომ ორი შვილი მყავს მე თვითონ უკვე და წარმოვიდგინე, სკოლაში რომ წავლენ, როგორ უნდა გაუმკლავდნენ ყველაფერს.
      მშობლებმა როგორ უნდა ჩავდოთ მათში ნებისყოფა, ძალა და ყველაფერი იმისთვის, რომ არავის დაეჩაგვრინონ და წინააღმდეგობის გაწევა შეძლონ. ჰოუმსქულინგი გამოსავალი არ მგონია, ბულინგი იქნება თუ მობინგი, ადამიანს მერე უნივერსიტეტსა თუ სამსახურშიც შეიძლება შეხვდეს.
      ის ბავშვები, ვინც სხვებს ჩაგრავენ, როგორც ყოველთის, თვითონ არიან სხვების მსხვერპლები, რადგან არავინ იბადება სადისტი. ოქეი, არის რაღაც პროცენტით ადამიანში დაბადებიდან რაღაც ტემპერამენტი ჩადებული, ზოგი მეტად აქტიურია, ზოგიც – ნაკლებად, მაგრამ ყველაფერი მაინც აღზრდაზეა დამოკიდებული, ჩემი აზრით. როცა არავინ ასწავლით მოქცევას, სხვების პატივისცემას, შებრალებას და პირიქით, მშობლები ცუდად ექცევიან, უყვირიან, სცემენ, მერე მიდიან ეს ბავშვები და თავიანთ თანატოლებზე იყრიან ჯავრს.

      ძალიან კარგი პოსტი იყო, როგორც ყოველთვის იცი ხოლმე, nailed it. მაგრამ იმაზე არ გისაუბრია (ან მე გამომრჩა ტექსტში), თუ როგორ გადალახე, დრომ დაგავიწყა, კითხულობდი რამეს და შენს თავზე რამენაირად მუშაობდი?

  4. Pingback: გამარჯობა, მე ბულინგის მსხვერპლი ვიყავი ანუ ბავშვობაში მაჩმორებდნენ | ჰაგის ბლოგი

  5. katerina ამბობს:

    ძალაუნებყრად ეს ფილმი გამახსენდა, მართალია, აქ მთავარი გმირი და მსხვერპლი გოგოა, მაგრამ არსი საბჭოთა სკოლის გადასარევადაა ნაჩვენები http://tfilm.tv/2927-chuchelo.html

  6. ninuca ამბობს:

    აიი როგორ მესმის ეს ყველაფერი, თქვენ უკვე მოახერხეთ ამის დავიწყება, მე კი ვერა, სასტიკად გავურბივარ ჩემს კლასელებს, არ მინდა მათი დანახვა. ვერ ვაპატიებ ასე ადვილად იმას რომ ფეხებზე დაიკიდეს ერთი ადამიანი. თუმცა ერთი პოზიტივი დამიტოვა ამ გამოცდილებამ, ჩემს ირგვლივ, სადაც არ უნდა ვიყო, ვერავის დაჩაგრავენ, ამას მე არ დავუშვებ.

  7. zina ამბობს:

    <3 ძალიან მაგარი ხარ,ძალიან,ძალიან! <3

  8. CheshireCat ამბობს:

    საბა, <3 <3 <3

  9. zorbegi ამბობს:

    respect პოსტისთვის.

  10. Sally Völler ამბობს:

    sabu zalian meamayeba rom gicnob. sruli seriozulobit vacxadeb, aqamdec gafasebdi axla ki vamayob shenit.

  11. keti ამბობს:

    Pizikuri dzaladobis ara magram psikologiuri dzaladobis msxverpli viyavi skolas ver vitandi,klaselebtanac ar makvs urtiertoba..magram mec gadavlaxe es momenti.mesmis sheni.

  12. nino ამბობს:

    chuchela, mgoni axsenes kidec komentarebshi. gadasarevi filmia.

  13. nino ამბობს:

    მე მეორე ბანაკში ვიყავი ბავშვობაში, ვინც ზეწოლას ახორციელებდა იმ ჯგუფის “მეთაური”. ახლა ძალიან ხშირად ვფიქრობ ჩემ საქციელებზე და ძალიან ვნანობ მართლ. ისეთი გრანდიოზული საშინელება არ ჩამიდენია მართალია მარა ახლაც, 10-15 წლის მერეც ვგრძნობ ხშირად დაძაბულ და უხერხულ დამოკიდებულებას ჩემდამი. :( ხშირად რასაც ვაკეთებდი დიდად არც მომწონდა ჩემი საქციელი მაშინვე, მარა რაღაცნაირად, ჩემი “რეპუტაცია” მოითხოვდა რო მექნა.. :( not proud at all..

  14. ვასო ამბობს:

    მეც ვიყავი სკოლაში დაჩაგრული . არადა რა , 5–7 კლასი იყო :) სასაცილოა , კლასელებთანაც ნორმალური დამოკიდებულება მაქვს , მაგრამ მაინც მახსოვს რომ “იმათმა იციან” …

  15. Nana ამბობს:

    ertsaxovnad aris mozrdilebis- mshoblebisa da pedagogebis didi shecdomiT, araswori midgomiT. ucodinrobita da gulgrilobit gamowveuli faqti.
    aset dros unda gamoinaxos bavshvis warmatebis gaaRebi. yvela bavshvi nichieria da mshoblis movaleobaa aRmoachinos masshi nichi da warmartos misi ganvitareba. uzrunvelyos tavisi shvilis aramarto momavali, aramed awmyo mdgomareoba, misi Rirsebis winwamoweva.
    ase rom moqceuliyvnen mshoblebi da miegnoT tavis shvilis nichierebistvis, mashin zemot amoiweoda bichis upiratesobebi da is sul sxva saxit warsdgeboda tanatolebis winashe. mshoblebs ar eyot satanado momzadeba rom amas chakvirvebodnen da uzrunveleyot es pirobebi. asea mshoblebis umetesoba, samwuxarod. isini mshoblobas mxolod instiqtebis wyalobiT akmayofileben da xshirad verc instiqtebit.:)
    samagierod tavad bichma, ukve mozrdilma adamianma moaxerxa is, rom tavis tavshi aRmoachina garkveuli Rirsebebi, romelta fonzec srul araraobad warmochnda bavshvobisdroindeli damcirebani tanatolebis mier, rac vitomcda misi “naklovanebit” iyo gamowveuli.:)
    misalocia namdvilad! vulocav mas.
    im Tanatolebzec vityvi oriod sityvas: mshoblebi vr da ar zrdian shvilebs adamianurad, Rirseulad, radgan ver aZleven pirad magalits Rirsebisa da adamianuri qcevisa. shesabamisad bavshvebi naxevradcxovelur garemoshi izrdebian da mxecur instiqtebs avlenen. es etyoba chvens sazogadoebas…
    ……………….
    garwmunebt, -NU CHATVLIT TAVS MSXVERPLAD! tQVEN YVELANI NICHIERI DA RIrSEULI ADAMIANEBI XARt! SHEECADET MIAGNOT TQVENSHI NICHS DA GANAVITAROT IGI, ES TQVEN MOGITANT UPIRATESOBAS IMATZE VINC CDILOBDA TQVENS DAMCIREBAS DA TQVENS TVALSHI AAMARLEBS TVITSHEFASEBAS!
    SHEECADET GAIFARTOVOT TQVENI SHEMECNEBIS SAZRVREBI DA UNAR-SHESAZLEBLOBEBI.

  16. elene ამბობს:

    სულ ცოტა ხანს ვიმუშავე ერთ-ერთ სკოლაში და მერე გადავწყვიტე, რომ მანამ, სანამ მზად არ ვიქნები მსგავს პრობლემებთან საბრძოლველად, გაკვეთილზე ფეხი არ შევდგა. მასწავლებლობამდე ვერც კი წარმომედგინა, თუ ბავშვები, ძალიან პატარებიც კი, ასეთი სასტიკები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ (ალბათ, გაცვეთილი ფრაზაა). მაგალითად, ერთ მე-7 კლასელ ბიჭს რამდენჯერაც ჩაუვლიდნენ, იმდენჯერ თავზე წამოარტყამდნენ ხოლმე ხელს და ეს მის მიმართ ბულინგის მხოლოდ ერთ-ერთი ფორმა იყო. კლასის ხელმძღვანელს რომ შევჩივლე, “დამამშვიდა”, ბევრი ვიმუშავე მაგაზე, შენ ადრე უნდა გენახა, ახლა კიდევ რა არისო. არადა, მართლა კარგი მასწავლებელია… მაშინ ვერ ვგრძნობდი თავს ისე მყარად და შინაურად, რომ მის დასაცავად დამოუკიდებლად მეზრუნა, თან გამოუცდელს და მოულოდნელი შთაბეჭდილებებით დარეტიანებულს, არც ვიცოდი, რა უნდა მექნა. ყველაზე უარესი კი ის იყო, რომ კინაღამ შემჯავრდა ყველა ბავშვი.
    არც ახლა ვიცი, როგორ უნდა მოექცე პატარა ჩაგრულებს და მჩაგვრელებს, მაგრამ თუ კიდევ მოვინდომებ მასწავლებლობას, წინასწარ ვიზრუნებ, რომ თვალის დახუჭვამ არ მომიწი

  17. manjgaladze ამბობს:

    statiis avtori vinaa, sheidzleba vicode?

  18. ლილეა ამბობს:

    გამარჯობა. მეგობარმა მითხრა ამ სტატიის შესახებ, შენი ისტორია ისე გავს ჩემსას ჩემმა მეგობარმა მკითხა შენ ხომ არ გამოაქვეყნე სტატია ფსევდონიმითო, ერთადერთი განსხვავება ჩემს და შენს შორის ისაა რომ მე გოგო ვარ და ასაკით ცოტა უმცროსი. როგორ შეიძლება რომ დაგიკავშირდე…საინტერესო იქნებოდა თითქმის “საკუთარ თავთან” საუბარი….

  19. kamillia ამბობს:

    ზუსტად რამდენიმე კვირის წინ ვაპირებდი ამავე თემაზე დაწერას. ძალიან კარგი სტატიაა, მეც გამოვიარე დაახლოებით მსგავსი გზა წლების წინ და ახლა ბევრი რამე უკეთ გავიაზრე, მადლობა ავტორს ამისთვის.
    მეც დამოუკიდებლად გადავლახე ყველაფერი და ხანდახან მიხარია რომ ასე მომიწია, უფრო ძლიერდები ამ ეტაპის შემდეგ, ოღონდ კომპლექსებისგან გათავისუფლების შემთხვევაში.
    მე ერთი რამე გამომიმუშავდა, ადვილად ვივიწყებდი ასეთ შემთხვევებს და შესაბამისად რაღაც დროის შემდეგ ბულინგი აღარ მოქმედებდა ჩემზე..

    ზოგადად ეს პრობლემა თითქმის ყველა კლასსა და სკოლაშია და ალბათ მის გადაჭრაში მასწავლებელი ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

    იმედია ამ სტატიას ბევრი წაიკითხავს, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეები.

  20. Evellini ამბობს:

    სტატია, რომელიც ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანის სათქმელს ამბობს.
    ჩემისასაც
    წარმატებები ავტორს და ბულინგის ყველა მსხვერპლს ^^

  21. Pingback: გულინგი-ამბავი, რომელიც ჩვენს გვერდით ცხოვრობს და ნატკენი გულები... - GeoMediaTV (საინფორმაციო სააგენტო)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: