Six Feet Under

Six Feet Under

ამ სერიალს 2 თვის წინ წავაწყდი, კაბელზე – ახალი არაფერი იყო და გადავწყვიტე პილოტის ყურება. პირველივე სერიიდან დაიპყრო ჩემი გული და აი გუშინ დავამთავრე ამის ყურება.
ჩემი აზრით ერთ–ერთი საუკეთესო სერიალია რაც კი გადაუღიათ ამ ქვეყანაზე. ჩემს პირად ტოპ ლისტში პირველ ადგილზე დგას.
სერიალი მოგვითხრობს ზოგადად ცხოვრებაზე და სიკვდილზე. ერთი კალიფორნიული ოჯახის ისტორიის საფუძველზე. ამ ოჯახში არის დიდი დოზით: დრამა, ემოცია, ირონია, სარკაზმი, თავისუფლება, სიგიჟე და უბრალოდ ადამიანობა.
ამ სერიალის თითოეული პერსონაჟი უნიკალურია, თავისი ისტორიით, თავისი აზრებითა და ხასიათით.
მოკლე შინაარსს არ მოვყვები, იმიტომ რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მაგას. უბრალოდ უყურეთ. თუმცა გაითვალისიწნეთ, რომ ეს სერიალი ყველასთვის არაა.
სერიალის ფინალი ბოლო 8 წუთი დაახლოებით, ტელესერიალების ისტორიაში ყველაზე ძლიერი დასასრულია, ყველაზე შთმაბეჭდავი და ძალიან დიდი ემოციების მატარებელი.

wallpaper_800x6002

რა თქმა უნდა უფრო მეტის დაწერა შეიძლება ამ სერიალზე, მაგრამ უბრალოდ არაა საჭირო.