Kick It Out – ანუ ორიოდ სიტყვა პროპაგანდაზე

Kick It Out უეფას ანტი-რასისტული კამპანიაა, რომელიც 1993 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება, კამპანიის ანუ პროპაგანდის მიზანი, სტადიონებიდან და ზოგადად საფეხბურთო ცხოვრებიდან რასიზმის განდევნაა. Kick It Out-ის მოთავენი გულშემატკივრებს, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, მომსახურე პერსონალსა და ზოგადად ადამიანებს რასიზმის განდევნისკენ მოუწოდებენ. მოკლედ, მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის დამოკიდებულების პროპაგანდა, ერთი ადამიანის მეორეს მიმართ არსებული დამოკიდებულებისა.

თითქოს ყველაფერი ძალიან მარტივია, მაგრამ დიმიტრი ლორთქიფანიძისა და გელა ნიკოლეიშვილის და მისთანების ლოგიკას თუ ჩავრთავთ ამ ყველაფერში, გამოვა, რომ უეფას მიზანი თეთრკანიანი მოსახლეობის გაშავკანიანება, გაყვითელკანიანება და ა.შ. არის. Kick it out ქართველი კონსერვატორებისათვის არა რასიზმის წინააღმდეგ მიმართული, ანუ დამოკიდებულების შეცვლისაკენ მიმართული – კამპანია, არამედ თეთრკანიანი რასის გადაშენების გზისკენ მიმავალი პროპაგანდაა.

ჰო, სწორედ ასეთ ლოგიკას გვთავაზობენ ომბუდსმენობის კანდიდატები და მათი თანამოაზრენი. მათ არ ესმით, რომ ჰომოსექსუალობის პროპაგანდა, იმდენად აბსურდული ტერმინი და სიტყვათა შეთანხმებაა, რამდენადაც შავკანიანობის პროპაგანდა ან თუნდაც ცაციობის. როგორც Kick it out-ის კამპანიით “ტვინგამორეცხილი” გულშემატიკვარი ვერ გაიღვიძებს ერთ დილას რასა შეცვლილი, ისევე ვერ შეიცვლის ადამიანი სექსუალურ ორიენტაციას “პროპაგანდის” გამო. იმას, რასაც ადამიანთა გაკრვეული ჯგუფი ჰომოსექსუალობის პროპაგანდას ეძახის, სინამდვილეში დამოკიდებულების პროპაგანდაა. როდესაც გეუბნებიან, რომ სიძულვილი უნდა განაგდო (ან თუნდაც განიხუნო) შენი იდეოლოგიიდან და მისცე ადამიანებს მშვიდად ცხოვრების საშუალება, რომ ამ ადამიანების მიმართ არ უნდა გქონდეს წინასწარგანწყობები და მხოლოდ იმის გამო რომ შენგან განსხვავებულები არიან, მათ მიმართ აგრესია არ უნდა გქონდეს, ეს არის -დამოკიდებულების და არა თქვენი – ორიენტაციის შეცვლისკენ მოწოდება.

ინტერნეტ სივრცეში ერთი ვირუსული ფოტო ტრიალებს, რომელზეც ბავშვია გამოსახული და ასეთი ტექსტი ახლავს თან: “ჩემმა 4 წლის შვილმა არ იცის რა არის რასობრივი, რელიგიური თუ სექსუალური განსხვავებები. მან არ იცის, რომ ვიღაც ამის გამო უნდა სძულდეს და არც ეცოდინება თუ ამას არ ვასწავლით.” ანტი-ჰომოფობიური კამპანია არის მცდელობა ასწავლო ადამიანებს რომ სიძულვილი ცუდია. ჩვენ ჩვენი საზოგადოება, ოჯახები, სამეგობრო წრე და ზოგადად გარემო გვასწავლიდა სიძულვილს და სწორედ ამ სიძულვილთან ბრძოლაა ის, რასაც დიმიტრი ლორთქიფანიძეოიდები ასე გამალებით ებრძვიან.

მძულდა მეც, იმიტომ რომ ასე მასწავლეს, მაგრამ შემდეგ ვისწავლე, რომ ამ სიძულვილის არანაირი მიზეზი არ მაქვს, გარდა არქაული სტერეოტიპებისა.

ფობია – ეს არის შიში და კონსერვატორებს, ყველგან და ყოველთვის, სწავლისა და შემეცნების ეშინიათ.

Don’t Hate! Kick It Out!

12 Responses to Kick It Out – ანუ ორიოდ სიტყვა პროპაგანდაზე

  1. anina says:

    :) კარგი პოსტია

  2. babeboom says:

    getanxmebi magram rogorc vici statistikurad qveynebshi sadac homosexualebis uplebebi win ari wamoweuli 30% mamakacebis gay-ia. cota shemashfotebeli procentia daaxloebit yoveli mesame mamakaci ))

    • Bas says:

      :D საინტერესო სტატისტიკაა :დ

      მასეც რომ იყოს, ე.წ. “პროპაგანდა” რომ არ ყოფილიყო არ იქნებოდა ეს ხალხი გეი? :) უფლებების დაცვით ორიენტაციას ვერავინ შეიცვლის, ერთად ერტი რაც შეიძლება მოხდეს, ადამიანებმა ქამინგ აუთი გააკეთონ და თავიანთი ორიენტაცია არ დამალონ.

    • Alex113 says:

      Bodvaa!!! Gey an xar an ara! Modis gamo kactan sexi ar mogindeba da sanam sisuleleebs dawert xolme dafiqrdit xalxno bolomde nu daeshvebit ra ukve samarcxvinoa! Rac ar unda moda iyos kacze ar amidgebaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa arc tqven da arc me.

  3. პროპაგანდა რომ ლამის გენეტიკასავითაა, ყველამ ვიცით (უფრო სწორად, ყველამ არა). შეიძლება ერთ დღეში არ გახდე გეი და არც გაშავდე, მაგრამ შენი ცნობიერება იმდენად “ჩვეულებრივად” და ბუნებრივად აღქმას დაიწყებს, რომ რამდენიმე ხანში მოგეწონება კიდეც. ამის სუპერმაგალითია, რაც ბეიბბუმმა დაწერა ზემოთ, ძველ საბერძნეთში იმდენად მიღებული და cool იყო ჰომოსექსუალიზმი, არავის აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ რაღაც ბუნების შეცდომასთან (извращение – სიტყვა უხდება ამას) ჰქონდათ საქმე.

    მე რაც ჰასაკში შევდივარ, ძალიან მორალისტი ვხდები. Seriously :D :/ ჩემზე მსოფლიო პროპაგანდა პირიქით მოქმედებს.

  4. eliso says:

    samwuxarod, am werilis avtors adamianis mimart siyvarulit gajgentvisa da sidzulvilis gadzevebisa araferi emchneva. ras nishnavs termini dimitri lortqifanidzeoidebi?
    da saertodac, sheidzleba dzalianac giyvardes anda misagebi ikos esa tu is adamiani shentvis, magram es ar gamoricxavs ama tu im mankierebisa tu avadmyofobis migebasac.
    ise “fobiaze” gamaxsenda, am werilis avtorma xom ar icis, ras nishnavs terminebi:adaminur girebulebatafobia da martlmadideblobafobia. me mgoni, yvelanairi fobia cudia.

  5. Neopilina says:

    ის ფაქტი, რომ იმ ქვეყნებში სადაც ჰომოსექსუალთა უფლებები დაცულია, მამაკაცების 30% გეია (რაც გაბერილი რიცხვი მგონია, კარგი იქნება წყაროს თუ დაურთავთ) ჩემი აზრით იმით კი არ არის განპირობებული რომ მას შემდეგ რაც მათი უფლებების დაცვა დაიწყეს მეტი მამაკაცი გახდა გეი, არამედ იმით რომ მას შემდეგ რაც არსებულმა ჰომოსექსუალებმა იგრძნეს რომ მათი უფლებები დაცულია, გამოკითხვებში თამამად აღიარეს რომ ჰომოსექსუალები არიან. მსგავსი გამოკითხვა საქართველოში რომ ჩატარდეს, დარწმუნებული ვარ არსებული ჰომოსექსუალების დიდი ნაწილი დამალავს თავის ორიენტაციას და შეიქმნება იმის ილუზია რომ საქართველოში იმაზე ნაკლები გეი ცხოვრობს ვიდრე ეს სინამდვილეშია. ბევრი ქართველი იმას ვერ ხვდება რომ მათ სანაცნობოშიც მოიძებნება დაცოლშვილებული ჰომოსექსუალი, რომლისთვისაც ოჯახი ნიღაბივითაა. ეს რომ უთხრა გიპასუხებენ, რას მკადრებ, ჩემს საძმაკაცოში გეი როგორ გამოერევაო, თითქოს მართლა თმის ვარცხნილობა და ფერადი ტანსაცმელი იყოს ჰომოსექსუალობა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: